“ლუი ნაპოლეონის 18 ბრიუმერში” მარქსი ჰეგელს ციტირებს და წერს “ისტორია ორჯერ მეორდება, პირველად როგორც ტრაგედია და მეორედ როგორც ფარსი”, ეს სიტყვები როგორც არასდროს ისე შეეფერება, იმ განწყობილებას რომელიც ჩემს თანამედროვე, 2011 წლის მიწურულის საქართველოშია, თითქმის არ არსებობს მეტნაკლებად რეალისტურად განწყობილი ადამიანი, რომელიც არ თვლიდეს რომ არსებული ხელისუფლების დღეები დათვლილია, უბრალოდ ძალიან ცოტა თუ ამბობს რომ ფარსის სახით მეორდება სიტუაცია რომელიც 1989–1990 წლებში იყო, როდესაც კომუნისტური ხელისუფლება ჯერ კიდევ არ იყო წასული და “ეროვნულ ” ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ ჰქონდა აღებული სათავეში ქვეყნის მართვის სადავეები.
ბუნებრივია ჩნდება ორი ლოგიკური კითხვა : პირველი რატომ ვთვლი რომ არსებულმა ხელისუფლებამ უკვე წააგო, მაშინ როდესაც თითქმის არ დაწყებულა არანაირი ბრძოლა და რით გავს 1989 წლის შემდგომ ნაციონალური მოძრაობა კომუნისტურ პარტიას და მეორე რატომ არის ეს ყველაფერი ფარსი????
არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემმა თაობამ თითქმის არაფერი იცის იმ პერიოდზე რომელიც 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ და გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლამდე გრძელდებოდა, ვიცით ტელევიზიის, პრესის მეშვეობით 9აპრილამდელ პერიოდზე და გამსახურდიას არჩევის შემდგომ მოვლენებზე, მაგრამ არაფერი თუ რა ხდებოდა ამ ორი მოვლენას შორის . ალბათ მხოლოდ წარმოსახვა თუ დაგვეხმრება მით უმეტეს დღეს ჩინებული საშუალება ეს ყველაფერი ცხადში ვნახოთ, განა დიდი განსხვავება იქნება ახლანდელ ტელერეალობას და და იმდროინდელ რეალობას შორის, ბუნებრივია სხვაობა არის , მაშინ ერთი ოფიციალური ტელეარხი გვიყვებოდა სახალხო მეურნეობების “წარმატებებებზე” , დღეს იგივე “წარმატებებზე” , 5 თუ 6 არხი გვესაუბრება.
 |
თრუ ენდ ევილ ოპო მეტალ (c) ლევან აბაშიძე |
არა ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება წააგოს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, ის თუ ამას მოახერხებს, ხო თუ ამას მოახერხებს. დიდი ნიჭი სჭირდება იმ მესიანური მოლოდინი დასამარებას რომელიც გაჩნდა ჩვენს საზოგადოებაში, არა ივანიშვილმა უკვე მოახერხა კლანჭების გამოჩენა , იქნება ეს საოცარი ინტერვიუ
მაესტროს ეთერში თუ დამთავრებული ფეისბუკის იუზერების მიერ ბლექ მეტალისტებად მონათლული ლუკა კურტანიძის თუ სოსო ჯაჭვლიანი აქციების მხარდაჭერა , მიუხედავად ამისა მაინც რთული იქნება იმ ტრადიციული მესიანური მოლოდინის მოკვლა რომელიც ჩნდება ქართულ საზოგადოებაში. მიზეზები იმისა თუ რატომ მოიგო ბიძინამ არამხოლოდ მოლოდინია, სააკაშვილის რეჟიმმა ვერ მოახერხა ახალი ლიდერების გამოზრდა საკუთარ წიაღში, ბანალურად ვეღარ იყრის სააკაშვილი შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს, ივანიშვილის გიგანტური ფინანსური რესურსებიც არ დაგვავიწყდეს .
ახლა მივადექით ფარსს, ისე სერიოზულად რომ ვთქვათ რას ამბობს ისეთ ბიძინა ივანიშვილი რასაც არსებული ხელისუფლება არ ამბობს??? რაღაც არ მახსენდება მისი პირიდან დიამეტრულად განსხვავებული მოსაზრებები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით(ალტერნატივა მემარცხენე პოლიტიკაა, მისი ნებისმიერი გამოვლინებით იქნება ეს სოციალ დემოკრატია თუ რადიკალური ინდუსტრიალიზაციის გეგმა) არც ის მახსენდება რომ მის განცხადებებში ის საუბრობდეს სააკაშვილის რეჟიმის ჩინოსნების ცოლისძმების(სიდედრების, დეიდაშვილების და ასე შემდგომ) მიერ “მოგებული” ტენდერების შედეგების გადახედვაზე, ის კი არა არც მთავარ “ბუაზე” ვანო მერაბიშვილზე თქმულა რაიმე ცუდი სხვაობა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის მორალურ კრიტერიუბემდე დავიდა, რომ ბიძინა ივანიშვილი უფრო მორალური პოლიტიკოსია(სამება ააშენა და გიგანტურ თანხებს ხარჯავდა ქველმოქმედებაში) და ჰიპოთეტურ დაპირისპირებაში ეკლესიასთან არ მიუღია მონაწილეობა.
ხოდა წარმოვიდგინოთ სიტუაცია არჩევნებს იგებს ივანიშვილი თავის გუნდთან ერთად, ეს გუნდი ოდინდელი ტრადიციით, პარლამენტში შესვლისთანავე მესამე დღეს გადავა ოპოზიციაში, არიქა კონსტიტუციის N- პუნტქი დაარღვიაო( კარგად გვახსოვს ზოგიერთი პარტიის სტილი), არანაირი დაპირისპირება სააკაშვილის ჩინოსნებთან და რაც მთავარია არანაირი დიამეტრულად განსხვავებული პოლიტიკა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ხოდა ამ სიტუაციაში როდესაც ოპოზიციაში მყოფი სააკაშვილის პარტია რომელიც სოლიდურობასაც შეიძენს(პირველი პარტია ოპოზიციაში რომ გადავიდა ნებით) პლუს ტელეარხების მეშვეობით მრავლობითში ისაუბრებს არსებული ხელისუფლების წარუმატებლობებზე, იქნება თუ არა 2016 წელს წელს ხელისუფლებაში დაბრუნების ერთ ერთი მთავარი პრეტენდენტი. ფარსი სწორედ რომ ზედგამოჭრილია იმისთვის რაც შეიძლება მოხდეს.