ისტორია მეორდება

          “ლუი ნაპოლეონის 18 ბრიუმერში”  მარქსი ჰეგელს ციტირებს და წერს “ისტორია ორჯერ მეორდება, პირველად როგორც ტრაგედია და მეორედ როგორც ფარსი”, ეს სიტყვები როგორც არასდროს ისე შეეფერება,  იმ განწყობილებას რომელიც ჩემს თანამედროვე, 2011 წლის მიწურულის საქართველოშია, თითქმის არ არსებობს მეტნაკლებად რეალისტურად განწყობილი ადამიანი,  რომელიც არ თვლიდეს რომ არსებული ხელისუფლების დღეები დათვლილია, უბრალოდ ძალიან ცოტა თუ ამბობს რომ   ფარსის სახით მეორდება სიტუაცია რომელიც 1989–1990 წლებში იყო, როდესაც კომუნისტური ხელისუფლება ჯერ კიდევ არ იყო წასული და “ეროვნულ ” ხელისუფლებას ჯერ კიდევ  არ ჰქონდა აღებული სათავეში ქვეყნის მართვის სადავეები.
              ბუნებრივია ჩნდება ორი ლოგიკური კითხვა : პირველი რატომ ვთვლი რომ არსებულმა ხელისუფლებამ უკვე  წააგო,  მაშინ როდესაც თითქმის არ დაწყებულა არანაირი ბრძოლა   და რით  გავს 1989 წლის შემდგომ ნაციონალური მოძრაობა  კომუნისტურ პარტიას და მეორე რატომ არის ეს ყველაფერი ფარსი????
            არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემმა თაობამ თითქმის არაფერი იცის იმ პერიოდზე რომელიც 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ და გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლამდე გრძელდებოდა, ვიცით ტელევიზიის, პრესის მეშვეობით  9აპრილამდელ  პერიოდზე და  გამსახურდიას არჩევის შემდგომ მოვლენებზე,  მაგრამ არაფერი თუ  რა ხდებოდა ამ ორი მოვლენას შორის . ალბათ მხოლოდ წარმოსახვა თუ დაგვეხმრება მით უმეტეს დღეს ჩინებული საშუალება ეს ყველაფერი ცხადში ვნახოთ,   განა დიდი განსხვავება იქნება ახლანდელ ტელერეალობას და  და იმდროინდელ  რეალობას შორის, ბუნებრივია სხვაობა არის ,  მაშინ ერთი ოფიციალური ტელეარხი გვიყვებოდა სახალხო მეურნეობების “წარმატებებებზე” , დღეს იგივე “წარმატებებზე” ,  5 თუ 6 არხი გვესაუბრება. 
თრუ ენდ ევილ ოპო მეტალ (c) ლევან აბაშიძე 
            არა ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება წააგოს,  მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში,  ის თუ ამას მოახერხებს, ხო თუ ამას მოახერხებს. დიდი ნიჭი სჭირდება იმ მესიანური მოლოდინი დასამარებას რომელიც გაჩნდა ჩვენს საზოგადოებაში, არა  ივანიშვილმა უკვე მოახერხა კლანჭების გამოჩენა ,  იქნება ეს საოცარი ინტერვიუ მაესტროს ეთერში თუ   დამთავრებული ფეისბუკის იუზერების მიერ ბლექ მეტალისტებად მონათლული ლუკა კურტანიძის თუ სოსო ჯაჭვლიანი აქციების მხარდაჭერა , მიუხედავად ამისა მაინც რთული იქნება იმ ტრადიციული მესიანური მოლოდინის მოკვლა რომელიც ჩნდება ქართულ საზოგადოებაში. მიზეზები იმისა თუ რატომ მოიგო ბიძინამ არამხოლოდ მოლოდინია, სააკაშვილის რეჟიმმა ვერ მოახერხა ახალი ლიდერების გამოზრდა საკუთარ წიაღში,  ბანალურად ვეღარ იყრის სააკაშვილი  შემდგომ  საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს, ივანიშვილის გიგანტური ფინანსური რესურსებიც არ  დაგვავიწყდეს .
          ახლა მივადექით ფარსს, ისე სერიოზულად რომ ვთქვათ რას ამბობს ისეთ ბიძინა ივანიშვილი რასაც არსებული ხელისუფლება არ ამბობს??? რაღაც არ მახსენდება მისი პირიდან დიამეტრულად განსხვავებული მოსაზრებები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით(ალტერნატივა მემარცხენე პოლიტიკაა, მისი ნებისმიერი გამოვლინებით იქნება ეს სოციალ დემოკრატია თუ რადიკალური ინდუსტრიალიზაციის გეგმა)   არც ის მახსენდება რომ მის განცხადებებში ის საუბრობდეს სააკაშვილის რეჟიმის ჩინოსნების ცოლისძმების(სიდედრების, დეიდაშვილების და ასე შემდგომ)  მიერ “მოგებული” ტენდერების შედეგების გადახედვაზე,   ის კი არა არც მთავარ “ბუაზე”  ვანო მერაბიშვილზე თქმულა რაიმე ცუდი სხვაობა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის მორალურ კრიტერიუბემდე დავიდა,   რომ ბიძინა ივანიშვილი უფრო მორალური პოლიტიკოსია(სამება ააშენა და გიგანტურ თანხებს ხარჯავდა ქველმოქმედებაში) და ჰიპოთეტურ დაპირისპირებაში ეკლესიასთან არ მიუღია მონაწილეობა.
           ხოდა წარმოვიდგინოთ სიტუაცია არჩევნებს იგებს ივანიშვილი თავის გუნდთან ერთად,  ეს გუნდი ოდინდელი ტრადიციით,  პარლამენტში შესვლისთანავე  მესამე დღეს გადავა ოპოზიციაში, არიქა კონსტიტუციის N- პუნტქი დაარღვიაო( კარგად გვახსოვს ზოგიერთი პარტიის სტილი),   არანაირი დაპირისპირება სააკაშვილის ჩინოსნებთან და რაც მთავარია არანაირი  დიამეტრულად განსხვავებული პოლიტიკა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ხოდა ამ სიტუაციაში როდესაც  ოპოზიციაში მყოფი სააკაშვილის პარტია რომელიც სოლიდურობასაც შეიძენს(პირველი პარტია ოპოზიციაში რომ გადავიდა ნებით) პლუს  ტელეარხების მეშვეობით   მრავლობითში ისაუბრებს არსებული ხელისუფლების წარუმატებლობებზე,  იქნება თუ არა  2016 წელს წელს ხელისუფლებაში დაბრუნების ერთ ერთი მთავარი პრეტენდენტი. ფარსი სწორედ რომ ზედგამოჭრილია იმისთვის რაც შეიძლება მოხდეს. 

1 thought on “ისტორია მეორდება

  1. მამუკა აბულაძე Абуладзе Мамука

    გეთანხმებით იმაში, რომ დღევანდელობა მართლაც რაღაცით წააგავს კომუნისტური რეჟიმის დასასრულს, ოღონდ არ ვიცი, ასე საკუთარი სურვილის გამო აღვიქვავ, თუ მართლაც ასეა. ჩვენ თაობას, რომლებიც 80-იანი წლების ბოლოს 17-20 წლისები ვიყავით, მაშინდელი მდგომარეობა გვახსოვს და ზოგიერთ მოსაზრებას გაგიზიარებთ.
    “დეჟა ვიუს” თავად ხელისუფლების მიერ შექმნილი ავტორიტარული მმართველობის მეთოდები ქმნის: “პატრიოტთა ბანაკები” – “პიონერთა ბანაკები”, “კუდ”-ის ყოვლისცოდნეობა-ძალმოსილების შიში – КГБ-სა და მისი “ოდეერების” შიში (ეს “ოდეერები”, ანუ უშიშროებასთან შეკრული ხალხი, დღესაც თანამდებობებზე ინიშნებიან), СССР -ის და სააკაშვილის გიგანტომანიის მსგავსება, სახელისუფლებო პროპაგანდა “კურიერი”/”ქრონიკა” – “Bремя”/”მოამბე”… კიდევ ბევრი ანალოგიის მოყვანა შეიძლება. ძალიან ჰგავს ემოციური განწყობაც – ხალხში უკვე მასობრივი ზიზღი გაჩნდა ხელისუფების მიმართ, ოღონდ ეს თუ მაშინ ეროვნული ჩაგვრის შეგრძნებიდან მოდიოდა, ახლა ამას სოციალური ჩაგვრის გრძნობა იწვევს. განსხვავება იმაშია, რომ 80-იან წლებში ქართული ინტელიგენცია წლების მანძილზე, რისკის ფასად და ქარაგმა-ქვეტექსტებით ამზადებდა ახალგაზრდობის მენტალობას ამ გრძნობის გასაჩენად და ოფიციალური იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე არანაირი წარმოდგენა არ გვქონდა, ვერ ვიცნობიერებდით, რა ხდებოდა ჩვენს თავს და იდეალების გულუბრყვილოდ გვჯეროდა. ამჟამად მეტი ინფორმაცია გვაქვს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, მაგრამ სააკაშვილის “ინწელიგენცია” ჯერ მედგრად ომობს იდეოლოგიურ ფრონტზე ფსევდოლიბერალური ოპიუმით, სოციალური თემატიკა ქართულ მწერლობაში კი ისეთ დემოკრატიულ ლიტპორტალზეც კი, როგორის literatura.lit.ge არის, მხოლოდ ამ ზაფხულიდან გაჩნდა, კანტი-კუნტად. შეიძლება ითქვას, რომ მაშინ სსრკ გრამშის მიერ დაკონსპექტებული “ხავერდოვანი რევოლუციის” გზით კლასიკურად ჩამოიშალა, რამდენადაც თავად კომპარტიის ჩინოსნებს აღარ სჯეროდათ ოფიციალური იდეოლოგიის, “ვარდების რევოლუცია” მართლაც ფარსი იყო, თუმცა შევარდნაძის რეჟიმი მართაც შიგნიდან დალპა, დღეს ამგვარი სიტუაცია არა მგონია, რომ უკვე იყოს. თუმცა, რევოლუციური განწყობების, უფრო სწორად კი სოციალური ბუნტის მოახლოვების სუნი უკვე იგრძნობოდა (თუ მეჩვენებოდა) ივანიშვილის გამოჩენამდეც. მაგრამ არ არსებობდა რევოლუციის მამოძრავებელი ძალა (პარტია), რომელიც მასების წარმართვას შეძლებდა, ხოლო ხალხში ქარიზმატული ლიდერის მოლოდინი ისევ ძველებურად ძლიერი იყო. ასე რომ, ივანიშვილი სწორედაც რომ “საჭირო დროს და საჭირო ადგილას” გამოჩნდა, და იმის გარკვეული იმედი გააჩინა, რომ შეიძლება მომწიფებად სოციალურ აფეთქებას ავცდეთ, ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლით. თავად ახალი ლიდერი თავის შეხედულებებს სოციუმის განვითარებაზე ჯერ მალავს (არაა გასაკვირი, რამდენადაც არ სურს ოპოზიციურად განწყობილი არც ერთი სეგმენტის დაკარგვა და, ასე ვთქვათ, “დემოკრატიულ ფრონტში” უყრის თავს ყველა რესურსს), თუმცა, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ჩვენი შეხედულებებიდან მაინცდამაინც შორს არ უნდა იყოს ის, რასაც “ლელთ ღუნია” თავის გულში ფიქრობს. თუ რატომ მაქვს ეს ეჭვი-ამას აქ ვერ დავწერ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s