გუშინ გადავწყვიტე შალვა რამიშვილის ახალი სერიალისთვის “ბანანის რესპუბლიკა” მეყურებინა, მინდა ვთქვა რომ დაკსვნები საკმაოდ პესიმისტური და ნეგატიური დამიგროვდა.
- ეპოქაში როდესაც სიმპსონები, ფუტურამა, და სხვა ანიმაციური სერიალები ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ბანანის რესპუბლიკის ანიმაციის ხარისხი რბილად რომ ვთქვა მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. პერსონაჟებია ძალიან ცუდად არის გაკეთებული, ხოლო თავად ანიმაცია აშკარად მოძველებული ჩანს. რა თქმა უნდა შეიძლება იმის თქმა რომ ამ სერიალის მთავარი ღირსება არა ანიმაცია არამედ სხვა რამეა(იუმორი, პოლიტიკური სატირა, ასე შემდგომ), მაგრამ სამწუხაროდ პრობლემები ამ მხრივადაც თავზესაყრელია.
- სერიალის კონცეპტუალური მხარეს რაც შეეხება . შთაბეჭდილება მრჩება რომ ათ წელს არ გაუვლია და ახლაც იგივე ეპოქაა, ხელისუფლებაში ისევ ედუარდ შევარდნაძე და მისი აგონიაში მყოფი ხელისუფლებაა და არა კლასობრივი თვითშეგნება გაჩენილი სააკაშვილის რეჟიმი. ძველ სტილს მხოლოდ ერთი ნოუ ჰაუ დაემატა “გამწარებული” ოპოზიციის მიერ გამოგონილი თუ რეალური შაბლონები სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ. იქნება ეს სხვადასხვა შავრაზმული იდიოტიზმები თუ ისეთები რომელიც რატომღაც ცუდი უნდა იყოს(ლეგენდები მიშას მექალთანეობაზე ჩვენნაირი მაჩო კულტურის ქვეყანაში რატომ არის მიშასთვის წამგებიანი დღემდე ვერ გამიგია) გამომდინარე იმ გარემოებინად რომ სერიალი იდეაში ახალგაზრდებზე და საშუალო ასაკის თაობაზეა გათვლილი ეს პოზიციები მას მაყურებლის გარეშე ტოვებს.
- იუმორს რაც შეეხება, რაღა თქმა უნდა არის ათასში ერთხელ სასაცილო მომენტებიც , მაგრამ ეს უფრო შემთხვევითი გამონათებაა ვიდრე რაიმე ჩანაფიქრის ნაწილი, იუმორი მდარეა, თითქმის არ არის სასაცილო და ადვილად დავიწყებადია.
- ვერაფრით ვერ გავიგე ვისთვის არის განკუთვნილი სერიალი, იდეაში ის კრიტიკა რომელიც სერიალში არის გაჟღებული, ასავალ-დასავალით და ქრონიკას კითხვით გაფუჭებული უფროსი თაობის ადამიანებისთვის არის გასაგები მაგრამ ეს ხალხი ანიმაციურ სერიალებს არ უყურებს, ხოლო საშუალო ასაკის და ახალგაზრა ასაკის ხალხისთვის კი ეს სერიალი ზემოთჩამთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე ფაქტიურად უინტერესოა

მიზეზებზეც შეიძლება საუბარი, შეიძლება ითქვას რომ სერიალი(დარდუბალა) მის დროზე ერთი ძლიერი გუნდის მიერ კეთდებოდა ხოლო ბანანის რესპუბლიკა ფაქტიურად ერთი ადამიანის კისერეზე გადადის რაც ბუნებრივია აისახება მის ხარისხზე, ასევე ბევრი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების მოყვანა შეიძლება, დარწმუნებული ვარ თავად ავტორებსაც აქვთ ახსნა სერიალის ასეთი ჩავარდნის(მე ვთვლი რომ ჩავარდნაა).
გუშინვე ვეცადე გამხსენდებინა ჩემი ემოციები რომელიც ჩემი სტუდენტობის დროინდელ დარდუბალას უკავშირდებოდა, მაშინ ისეთი ტრენდი იყო რომ, დარდუბალა ლამის ყველაზე სასაცილო და მოდურ მულტსერიალას ითვლებოდა, რაც ავტომატურად ნიშნავდა იმას რომ ყველა ვისაც ის არ მოსწონდა ან ტიპობდა ან აზრზე არ იყო. სამწუხაროდ საზოგადოების წნეხს ვერც მე გავუძელი და ვერ ვაღიარე რომ დარდუბალა დიდი ვერაფერი შვილი სერიალი იყო. მით უმეტეს როდესაც უკვე იმ პერიოდში არსებობდა იმის საშუალება რომ სხვა ანიმაციური სერიალებისტვის გეყურებინა. დღეს კი როდესაც ინტერნეტი უკვე არ არის სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი თუ არსებული ხელისუფლების შეცვლა სურს ოპოზიციას ამისთვის კრეატიულობა ნამდვილად საჭიროა მაგრამ კრეატივი 2012 წლის რეალობიდან უნდა იყოს გამომდინარე და არა იმ რეალობიდან რომელიც ცალკეული ადამიანების წარმოდგენებში არსებობს.
მე მგონი მხოლოდ ბიძინასთვის არის სერიალი განკუთვნილი : )))
ხო რაღაც მეც მასეთი შთაბეჭდილება მრჩება.