გაუცხოების იდეა ისევე როგორც ბევრი სხვა, მე–19 საუკუნიდან გამოდის და ის ე.წ “ადრეული მარქსის” ერთ–ერთი ცენტრალური იდეაა. ის გამომის იმ პოზიციიდან რომ კაპიტალისტურ სამყაროში ადამიანი შორდება საკუთარი შორმის შედეგებს და ხდება მისი გაუცხოება როგორც საკუთარი თავისგან ასევე, მთელი სოციუმისგან.
ძალიან ბევრი თვლიდა, რომ ინდუსტირული საზოგადოების ეპოქასთან ერთად ეს პრობლემაც, მეტნაკლებად მოგვარდებოდა და პოსტ–ინდუსტრიული საზოგადოებისთვის ეს მხოლოდ ცუდი მოგონებად გადაიქცეოდა მაგრამ შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა. ოფისებში მჯდარი ადამიანები ბევრად უფრო მასშტაბურ და ბევრად უფრო საშინელ ექსპლუატაციას განიცდიან, გამომდინარე იმ მდგომარეობიდან რომ განსხვავებით ქარხნული მუშებისგან, მათ არც ბურჟუებთან ბრძოლის და სოლიდარული მოქმედების ტრადიცია არ გააჩნიათ, მათი მდგომარეობა გაცილებით უფრო რთულია.
ეს თემა ძალიან დიდია იმისთვის რომ ბლოგის პატარა პოსტში ყველაფერზე ისაუბრო, უბრალოდ ვფიქრობ, პრობლემები რომლებიც შორეული ან სხვა რეალობისთვის დამახასიათებელი ჩანს, სინამდვილეში სულაც ჩვენს გვერდით არის და რეალურია.
ყველაზე უკეთ გაუცხოების პრობლემაზე ეს პატარა ვიდეო მეტყველებს. ტრადიციული საშუალო დონის ოფისი, ოფისის პრობლემები, არაკომპეტენტური მენეჯმენტი, შეშინებული თანამშრომლები და შემდგომ აჯანყებული თანამშრომლები და ჯანყი მიმართული კონკრეტული ობიექტის მიმართ, ამ შემთხვევაში ეს პრინტერია, რომელიც გამოხატავს კაპიტალიზმის დაუნდობელ ბუნებას.
მე ვფიქრობ გაუცხოებაში მარქსი გულისხმობდა საკუთარ თავთან გაუცხოებას ბატონის ჩანაცვლებით და მასთან სრულ გაიგივებას, და ეს კინო სულ სხვა რამეზეა:)
დემე
მე კი მგონია ეს კინო ზუსტად ამაზეა 🙂 თანამედროვე კაპიტალისტურ სამყაროში ოფისში არსებულ სიტუაციაზე 🙂
ანუ იდეაში 21 საუკუნეში, ტექნოლოგიების განვითარებასტან და და შრომის გადატანასთან ოფისში ეს პრობლემა უნდა მოგვარებულიყო გაუცხოების პრობლემა მაგრამ ასე არ აღმოჩნდა..
თუ რატომ ეს მგონი უკვე სხვა პოსტის თემაა
ხოლო მარქსი გაუცხოებაში ძნ ვულგარულად გულისხმობდა, საკუთარი შრომის შედეგისგან გაუცხოებას 🙂 ისე კი უფრო ფართოდ გეთანხმები ის ასევე საკუტარი თავისგან გაუცხოებასაც გულისხმობდა
ნუ კიდევ იმის თქმა შეიძლება. რომ ეს ფილმი კომედიაა და რაც არ უნდა კარგი აზრი იყოს ჩადებული მასში– ის მაინც კომერციული პროდუქტია 🙂
მადლობა საინტერესო კომენტისთვის
ხო ფილმი პრობლემის ნიველირებას ახდენს და სისტემის ნაწილია. საერთოდ კარგი მაგალითია ფილმი fაით კლუბი რომელიც თავისი შინაარსით მომხმარებლური კულტურის წინააღმდეგაა მაგრამ როგორც კინო წარმატებული კომერციული პროექტია. ბრეტპიტი რომ ”ქადაგებს” თავსმოხვეული იდეალური სხეულის კულტზე თვითონ არის მთავარი იმიჯი!:)
კი მებრძოლთა კლუბ ნამდვილად მომხრაბლური კულტურის წინააღმდეგ აჯანყებაა 🙂
ისე ფაით კლაბის საპირისპირო ვარიანტია, 99 ფრანკი, ანუ რა ხდება მეორე მხარეს, იმ მხარეს საიდანაც, ბურჟუაზია ახდენს ჰეგემონიის ფორმირებას.