![]() |
ინტერპრესნიუსის ფოტო |
ისე არ გავიგოთ რომ თითქოს პროტესტანტები და მათი ლიდერები ვინმესთან შეკრულები იყვნენ, მათ უბრალოდ შეეცადნენ მთელი ეს პროტესტი ყოფილიყო განსხვავებული, ვიდრე ჩვენთან ეს არის მიღებული. ანუ უარი ეთქვა პოლიტიკას, მიტინგებს, შიმშილობებს, ეკა ბესელიას და ქართული პროტესტის სხვა აუცილებელ ატრიბუტიკას . რათქმაუნდა ამ მოქმედებას თავისი ლოგიკა ჰქონდა და არცთუ ისე უსაფუძვლო მაგრამ ერთია სურვილი და მეორე როგორ განხორციელდება ეს. სურვილი განსხვავებული ვიდრე ოპოზიცია გადაიქცა ფრანკენშტეინად , მაგ. ერთ–ერთი მოწოდება სულაც ასე ჟღერდა “ერთად შევიკრიბოთ და დავიცვათ თავისუფალი ბაზარი(პერიფრაზი)” რაც უკვე იმის ნიშანია რომ რაღაც არასწორად ხდება ან არასწორად ვგებულობთ თუ რა ხდება, სწორედ რომ “თავისუფალი ბაზრის” ლოგიკაა ის რაც ხდება მოედანზე , ინვესტორები შემოდიან და ცდილობენ ისეთი გარემოს შექმნას რომელიც კაპიტალის ზრდას შეუწყობს ხელს .
პოლიტიკაზე უარის თქმის პოლიტიკასაც აქვს საკუთარი ლოგიკა, ქართველმა პოლიტიკოსებმა ძალიან მოაბეზრეს თავი ქართულ საზოგადოებას მაგრამ, ეს ნიშნავს იმას რომ, ჩვენ უარი ამ პოლიტიკოსებზე უნდა ვთქვათ და არა საერთოდ პოლიტიკაზე, რადგანაც პოლიტიკაზ უარის თქმა ნიშნავს იმას რომ ჩვენ საკუთარი სურვილით ვტოვებთ ამ ხალხს ხელისუფლებაში, რომლის დეკლარირებული პოლიტიკა არის კაპიტალის(ინვესტორების) ინტერესების დაცვა ან საპირწონედ სრულიად უსარგებლო საპროტესტო აქციების მომწყობებს რომლებიც, მხოლოდ აძლიერებენ ხელისუფლებას.
მიუხედავად გუდიაშვილის საპროტესტო მოძრაობის ცდისა ყოფილიყო განსხვავებული ვიდრე ქართული ოპოზიცია, მან თავისი საქციელით გაიმეორა ის “სიბრძნე” რომლითაც რატომღაც ამაყობს ქართული ოპოზიცია, საუბარი მაქვს მოარულ იდეაზე რომ “მიტინგები სადაც ერთი ფოთოლიც კი არ ვარდება” ზეწარმატებული ქართული მოვლენაა. განსხვავებით ქართული ოპოზიციისგან, რომელსაც უხარია ის რომ 200 ათასი გაბრაზებული ადამიანი იკრიბება და არაფერს ამტრევს. ჩვენს შემთხვევაში ეს ყველაფერი კარნავალად გადაიქცა , სადაც 16–35 წლამდე ახალგაზრდები შეიკრიბა და გლინტვეინი დააგემოვნა და ელიტის არაფორმალური მოწონებაც დაიმსახურა, “სწორედ ესეთი უნდა იყოს პროტესტი”, “როგორც იქნა ხალხი კონკრეტულ პრობლემას აპროტესტებს”. სინამდვილეში პრაქტიკული გამოცდილება ცხადყოფს რომ, ევროპაში სულაც არ არიან ქართველებზე ჩამორჩენილები და მანქანებსაც იმიტომ წვავენ და ბრძოლები იმიტომ მიმდინარეობს ქუჩებში რომ, სწორედ ეს არის გზა ელიტის იძულების . მხოლოდ საკუთრების დაკარგვის საფრთხე აიძულებს ელიტას წავიდეს დათმომებზე, ხოლო პროტესტი რომელიც ელიტასაც მოსწონს იდეაში უკვე ნიშნავს იმას რომ რაღაც არასწორად ხდება.
როგორც აღმოჩნდა გზა რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერი საპროტესტო მოძრაობა დამარცხებისკენ მიჰყავს საქართველოშიც არ აღმოჩნდა გამონაკლისი, ჩვენს შემთხვევაში ეს ჩიხი გუდიაშვილზე დაიწყო და დიდი იმედი მაქვს იქვე დასრულდება.
ამავე თემაზე –გაამაგრე გუდიაშვილი 15 იანვარს