ბოლო წლებში სამი ექსპერიმენტი ჩავატარე ბლოგზე, პირველი გადავედი სხვა ბლოგზე(ვორდპრესზე), მეორე ჩავატარე რებრენდინგი.მესამე ვცადე ნაკლებპოლიტიკური თემებზე მუშაობა.
შედეგები სამივეგან განსხავებული მივიღე, პირველი აშკარად წარუმატებელი იყო, ფაქტიურად თავიდან მომიწია ჩემი მკითხველების მოძებნა და იდეაში ასეთი განახლება სრულიად უაზრო იყო.
მეორე კი ბრწყინვალე, შევცვალე ბლოგის სახე, სახელი, ძნ უცნაური geoleft-marx გადავაქციე წითელ ბლოგად რამაც იდეაში საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო და ასე თუ ისე მოხერხდა ბლოგის ბრენდირება(ძნ ხმამაღალია მაგრამ შედარებითია ყველაფერი)
მესამე ნაბიჯზე კი ორაზროვანი სიტუაცია მაქვს, ფაქტიურად ჩემი “სალაღობო” თემებიც საკმაოდ განსხვავდებოდა სხვა ანალოგიური თემებისგან, არამგონია სხვას ჰქონდეს ნახევრად იუმორისტულ თემაში თაგი “ბურჟუაზია და ზასაობა” ერთად.
მგონი ახლა მეოთხე ეტაპის დროა, გამომდინარე იქედან რომ ასე თუ ისე მიღწეულია ის მიზნები რომლებიც წლების წინ დავისახე, ახლა ბლოგზე აქტიურ ეტაპზე უნდა გადავიდე. მოკლედ ორშაბათიდან აქტიური ბლოგინგი. ვნახოთ როგორ გამოვა.