გუდიაშვილის ჩიხი

ძალიან ბევრი მემარცხენე ანალიტიკოსი, მათ შორის ჩემი უსაყვარლესი რუსი ავტორი, ალექსანდრე ტარასოვი, როდესაც 1968 წლის რევოლუციის დამარცხების მიზეზებზე საუბრობს,  გამოჰყოფს მთელ რიგ პრობლემებს რომლებიც ჰქონდა რევოლუციას. განსაკუთრებით ის ამახვილებს ყურადღებას შემდგომ ფაქტორზე,  თუ ადრე მმართველი კლასი იმისთვის რომ რევოლუციები ჩაეხშო, რეპრესიებს მიმართავდა, ცდილობდა აქტივისტების და ლიდერების  მოსყიდვას, ავრცელებდა  ჭორებს,  1960 იანი წლების რევოლუციის დროს როგორც  აღმოჩნდა ეს ყველაფერი სულა არ არის საჭირო . საკმარისია, ხელისშეწყობა იმისთვის რომ  მთელი ეს რევოლუციური მოძრაობა გადაიქცეს კარნავალად,  პროტესტის გარდასახვა   გართობად  საბოლოოდ ამ საპროტესტო მოძრაობის კვდომას იწვევს.  იგივე მოხდა  თბილისშიც, ე.წ  გუდიაშვილის პროტესტის დროს,  ერთი განსხავებით, თუ 50 წლის წინ ეს მმართველმა კლასმა შეგნებულად გააკეთა იმისთვის რათა ჩაეხშო მოძრაობა , ჩვენთან ეს ყველაფერი ნებაყოფლობითი იყო და შედეგიც ისეთივე იყო აღმოჩნდა.  ხელისუფლებამ ცოტა დაიცადა და “საკუთარი”(ინვესტორების)  პოლიტიკის განხორციელება დაიწყო,  დაპირების მიუხედავად ამჟამად   მიმდინარეობს  ერთ–ერთი შენობის დემონტაჟი.

ინტერპრესნიუსის ფოტო

ისე არ გავიგოთ რომ თითქოს პროტესტანტები და მათი ლიდერები ვინმესთან შეკრულები იყვნენ,  მათ უბრალოდ  შეეცადნენ  მთელი ეს პროტესტი ყოფილიყო განსხვავებული,  ვიდრე ჩვენთან ეს  არის მიღებული.  ანუ უარი ეთქვა  პოლიტიკას, მიტინგებს, შიმშილობებს,   ეკა ბესელიას და ქართული პროტესტის  სხვა აუცილებელ ატრიბუტიკას . რათქმაუნდა ამ მოქმედებას თავისი  ლოგიკა ჰქონდა და არცთუ ისე უსაფუძვლო  მაგრამ ერთია სურვილი და მეორე როგორ განხორციელდება ეს. სურვილი განსხვავებული ვიდრე  ოპოზიცია გადაიქცა ფრანკენშტეინად ,  მაგ. ერთ–ერთი მოწოდება სულაც  ასე ჟღერდა  “ერთად შევიკრიბოთ და დავიცვათ თავისუფალი ბაზარი(პერიფრაზი)” რაც უკვე იმის ნიშანია რომ რაღაც არასწორად ხდება ან არასწორად ვგებულობთ თუ რა ხდება,  სწორედ  რომ “თავისუფალი ბაზრის” ლოგიკაა ის რაც ხდება მოედანზე , ინვესტორები შემოდიან და ცდილობენ ისეთი გარემოს შექმნას რომელიც კაპიტალის ზრდას შეუწყობს ხელს .

პოლიტიკაზე უარის თქმის პოლიტიკასაც აქვს საკუთარი ლოგიკა, ქართველმა პოლიტიკოსებმა ძალიან მოაბეზრეს თავი ქართულ საზოგადოებას მაგრამ, ეს ნიშნავს იმას რომ, ჩვენ უარი ამ პოლიტიკოსებზე უნდა ვთქვათ და არა საერთოდ პოლიტიკაზე, რადგანაც პოლიტიკაზ უარის თქმა ნიშნავს იმას  რომ ჩვენ საკუთარი სურვილით ვტოვებთ ამ  ხალხს ხელისუფლებაში, რომლის დეკლარირებული პოლიტიკა არის კაპიტალის(ინვესტორების) ინტერესების დაცვა ან საპირწონედ სრულიად უსარგებლო საპროტესტო აქციების მომწყობებს  რომლებიც,  მხოლოდ აძლიერებენ  ხელისუფლებას.

მიუხედავად გუდიაშვილის საპროტესტო მოძრაობის ცდისა  ყოფილიყო განსხვავებული ვიდრე ქართული ოპოზიცია,  მან თავისი საქციელით  გაიმეორა ის “სიბრძნე” რომლითაც რატომღაც ამაყობს ქართული ოპოზიცია, საუბარი მაქვს მოარულ იდეაზე  რომ  “მიტინგები სადაც ერთი ფოთოლიც კი არ ვარდება” ზეწარმატებული ქართული მოვლენაა. განსხვავებით ქართული ოპოზიციისგან,  რომელსაც  უხარია ის რომ 200 ათასი გაბრაზებული ადამიანი იკრიბება და არაფერს ამტრევს. ჩვენს შემთხვევაში ეს ყველაფერი კარნავალად გადაიქცა , სადაც 16–35 წლამდე ახალგაზრდები შეიკრიბა და გლინტვეინი დააგემოვნა და   ელიტის არაფორმალური მოწონებაც  დაიმსახურა, “სწორედ ესეთი უნდა იყოს პროტესტი”, “როგორც იქნა  ხალხი კონკრეტულ პრობლემას  აპროტესტებს”. სინამდვილეში  პრაქტიკული გამოცდილება  ცხადყოფს რომ, ევროპაში სულაც არ არიან ქართველებზე ჩამორჩენილები და მანქანებსაც იმიტომ წვავენ და ბრძოლები იმიტომ მიმდინარეობს ქუჩებში რომ, სწორედ ეს არის გზა ელიტის იძულების . მხოლოდ საკუთრების დაკარგვის საფრთხე აიძულებს ელიტას წავიდეს დათმომებზე, ხოლო პროტესტი რომელიც ელიტასაც მოსწონს იდეაში უკვე ნიშნავს იმას რომ რაღაც არასწორად ხდება.

როგორც აღმოჩნდა გზა რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერი საპროტესტო მოძრაობა დამარცხებისკენ მიჰყავს საქართველოშიც არ აღმოჩნდა გამონაკლისი, ჩვენს   შემთხვევაში ეს ჩიხი გუდიაშვილზე დაიწყო და დიდი იმედი მაქვს იქვე დასრულდება.

ამავე თემაზე –გაამაგრე გუდიაშვილი 15 იანვარს 

6 thoughts on “გუდიაშვილის ჩიხი

  1. Anonymous

    ავტორი ვგონებ პრობლემის მხოლოდ ერთ ნაწილს ეხება და რთულია არ დაეთანხმო, შეიძლება ჩანაფიქრიც ეს იყო, მაგრამ ამ 'ჩიხში' შესვლას ჩემი აზრით უფრო სხვა მიზეზები აქვს. 1. გასაპროტესტებელი 'ობიექტის' ხასიათი ანუ 'დასაკარგი' გამპროტესტებლებს არც ისე ხელშესახები რამ აქვთ და საქმე არამატერიალურ სიკეთეს ეხება, შესაბამისად ეს ორგანიზებულობას და მოტივაციას დაბლა სწევს. 2. გამპროტესტებლებთან სოციალური კუთვნილება, ანუ ვინ არიან ეს ხალხი? და ვინ 'აიღო' მონოპოლია პროტესტზე? ალბათ ამ ჯგუფის (რომელიც შიგნით უკვე სხვა სუბ-ჯფუგებს შეიცავს) განსაზღვრა 'ჩიხში' მოხვედრა. 3. საინტერესო იქნება საკითხის იდეურ ნაწილში ანალიზიც და უხეშად რომ ვთქვათ გლობალიზაცია ვს ლოკალური პროტესტი გვეთქვა ორი სიტყვა, წარსული გამოცდილება არც ისე სახარბიელოა განვითარებად ქვეყნებში ადგილობრივი პროტესტის სასარგებლოდ.

  2. ნიკუშა მარქსი

    სრულიად ვიზიარებ ანონიმური მკითხველის შენიშვნებს 🙂 უბრალოდ დიდ პოსტებს არავინ არ კითხულობს ამიტომაც არ გავაფართოე.
    ჩემი აზრით აუცილებელია მთელი ამ პროტესტის უფრო დიდი ანალიზი 🙂

  3. ნიკუშა მარქსი

    1. გასაპროტესტებელი 'ობიექტის' ხასიათი ანუ 'დასაკარგი' გამპროტესტებლებს არც ისე ხელშესახები რამ აქვთ და საქმე არამატერიალურ სიკეთეს ეხება, შესაბამისად ეს ორგანიზებულობას და მოტივაციას დაბლა სწევს

    სხვათა შორის ეს პრობლემა მეც მქონდა, როდესაც ვიკიტხე აქციების დროს, სად იყო ის ხალხი რომლებიც ამ პრობლემის შედეგად დაზარალდა აღმოჩნდა რომ არავინ არ იყო.

    2. გამპროტესტებლებთან სოციალური კუთვნილება, ანუ ვინ არიან ეს ხალხი? და ვინ 'აიღო' მონოპოლია პროტესტზე? ალბათ ამ ჯგუფის (რომელიც შიგნით უკვე სხვა სუბ-ჯფუგებს შეიცავს) განსაზღვრა 'ჩიხში' მოხვედრა.

    ეს კარგი კითხვაა და ამაზე ცალკე შეიძლება პოსტის დაწერა 🙂 “ენჯეოშნიკური პროტესტის ჩიხი” 😀

    3. საინტერესო იქნება საკითხის იდეურ ნაწილში ანალიზიც და უხეშად რომ ვთქვათ გლობალიზაცია ვს ლოკალური პროტესტი გვეთქვა ორი სიტყვა, წარსული გამოცდილება არც ისე სახარბიელოა განვითარებად ქვეყნებში ადგილობრივი პროტესტის სასარგებლოდ.

    სამწუხაროდ მე არ ვარ არქიტექტორი ან რამე მსგავს სფეროსთან დაკავსირებული და ამიტომაც მოვიყვანე მაგალითი 1968 წლის რევოლუციიდან,ისე დარწმუნებული ვარ, ანალოგიური პრობლემა ბევრ განვითარებად ქვეყანაში იყო და არის.

  4. Anonymous

    გეთანხმებით, ნამდვილად იმსახურებს ეს პროტესტი უფრო ფართო ანალიზს მრავალმხრივი პოზიციიდან და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო მიგნებები 'ამოვარდება'.
    ამ ყველაფერში ჩემთვის 'ე.წ. 'cool დასავლური აზროვნების ინდივიდების ფრაგმენტულად ბრმა ბრბოდ ქცევის პროცესი' და 'ე.წ. თბილისურ-ქალაქური სულის როლი პროტესტის ორგანიზებაშია' საინტერესო. ცოტა ჩახლართულად კი გამომივიდა, რომ აღარაფერი ვთქვათ 'ნჯოშნიკურ ფარულ სიხარულზე პრობლემების წარმოშობის დროს' 🙂

  5. ნიკუშა მარქსი

    კი კი ზუსტად მანდ ვარ მეც 🙂 უბრალოდ ძალიან დიდი პოსტის დაწერა მინდოდა მაგრამ მერე მივხდი რომ წამკითხველი კიდევ უფრო ცოტა იქნებოდა 🙂 ისე კი ვფიქრობ ეს თემა იმსახურებს ფარტო გაშლას და ანალიზს.

  6. ვებ სტუდია

    დიდი იმედი მქონდა ახალი საპროტესტო ტალღა რომ წამოვიდა გუდიაშვილის სკვერიდან. თუმცა, ერთ-ერთ აქციაზე რომ მივედი, მივხვდი, რომ აქციის მაგივრად კარნავალზე მოვხვდი… :/

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s