Monthly Archives: ოქტომბერი 2012

სახალხო დამცველმა რა ჰქმნა

საქართველოს საპატრიარქო სახალხო დამცველად თამარ გურჩიანის კანდიდატურას ეწინააღმდეგება.
როგორც „ექსპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ საპატრიარქოს წარმომადგენელთა სახელით, კონსულტაციებზე სასულიერო აკადემიის ლექტორი მამა გიორგი ზვიადაძე მივიდა.

ხელისუფლების შეცვლის შემდგომ,  სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის საკითხი აქტიურად განიხილება, როგორც ცნობილია წინა დამცველი გიორგი ტუღუში,  საკუთარი ნებით აღმოჩნდა იდიოტურ მდგომარეობაში   როდესაც პატიმრების ვიდეოების გამომზეურების შემდგომ  ჩაძირულ გემს შეახტა და ძველი მთავრობის ახალი მინისტრი გახდა, შედეგად  რათქმაუნდა აღარავის გაჩენია სურვილი მისი წინა თანამდებობაზე დაბრუნების ან ახალ თანამდებობაზე დატოვების. დღეს კი კანდიდატია  მოსაძებნი. 

კანდიდატი რამდენიმეა: ლია მუხაშავრია, დიმიტრი ლორთქიფანიძე და თამარ გურჩიანი.  ლია მუხაშავრიას ვინ ლობირებს ნამდვილად ვერ გავიგე , გურჩიან ენჯეო სექტორი და ჩვენი ლიბერალების(ჩემი მეგობრების, მათ შორის არალიბერალი მეგობების დიდი ნაწილი) დიდი ნაწილი, მესამე კანდიდატი კი ყველაზე არაერთგვაროვან რეაქციებს იწვევს, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ადამიანი რომლის სახელსაც უკავშირდება, იდიოტური განცხადებების მთელი სერია, მაგრამ რა დასამალია, ჩვეულებრივი ხალხი(ყბადაღებული საშუალოსტატისტიკური ამომრჩეველი) და პატიმრების დიდი ნაწილი ამ ადამიანს უჭერს მხარს.
პირადად ჩემი პოზიცია კი ცოტა არ იყოს არაერთგვაროვანია,  უფრო ალბათ სხვების გავლენით გურჩიანს ვუჭერ მხარს მაგრამ ისიც უნდა ვთქვა  , რამდენი ვიდეოც არ ვნახე მისი(გურჩიანის საჯაროს)  გამოსვლების , მინდა სტანისლავსკივით დავიყვირო “არ მჯერა”, რადგანაც მისი გამოსვლების მიხედვით ზედმეტად უხერხემლო  ენჯეოშნიკს ვხედავ, რომელმაც კარგად იცის, დამკვიდრებული ლიბერალებისთვის მისაღები ენა, თითქმის არ აფიქსირებს ბევრ პოზიციაზე საკუთარ აზრს და რაღაც იურიდიული კაზუისტიკით ცდილობს ფონის გასვლას. საქართველოში სახალხო დამცველი ძნ აგრესიული პოლიტიკოსი უნდა იყოს, როგორიც იყო სოზარ სუბარი  , რომელიც შეიძლება მოგწონდეს მისი შემდგომი კარიერა მაგრამ უფრო არ უნდა მოგწონდეს მაგრამ როგორც დამცველი, საუკეთესო იყო. მაგრამ მეორე მხრივ ეს მთელი ენჯეოშნიკური ელიტის, მეგობრების და ძნ ბევრი პატივსაცემი ადამიანის რეკომენდაციებია. 

დიდი ხანია ვამტკიცებ რომ ჩვენთან, საპატრიარქო ყველაზე არაადეკვატური პოლიტიკური სუბიექტია, ჯერ იყო  სექტემბრის სტუდენტური აქციების დროს ფაქტიურად სისხლი გამოაცალა მოძრაობას როდესაც მოუწოდა აქციების შეწყვეტისკენ ,   მანამდეც არაერთი საეჭვო და რბილად რომ ვთქვა უცნაური გადაწყვეტილებები მიიღო და ახლაც აგრძელებს ტრადიციას, უპირისპირდება გურჩიან(თუ რათაქმაუნდა ეს ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა სწორია და არ წარმოადგენ უტკას) ხოდა, რისი მოლოდინი ჰქონდა საპატრიარქოს?  ფაქტია, საპატრიარქოს ხსენეაბზე, ქართველი ლიბერალები აუცილებლად გაგიჟდებიან და დაიწყებენ გურჩიანის დაცვას(ეჭვი მაქვს პოლ პოტზეც რომ თქვა ცუდიაო ლიბერალების ნაწილის პოზიცია მისი დაცვა იქნება) , კონსერვატორები კი რაღათქმაუნდა დაუპირისპირდებიან გურჩიანს. 

აქ ჩნდება კითხვა? ვის აწყობდა ეს ყველაფერი 🙂 შეგვიძლია ვივარაუდოთ, ვიფანტაზიოროთ, ვიკონსპირაციოთ მაგრამ ეს რომ ქართულ ოცნებას, ქართულ არასამთავრობო სექტორს და საერთოდ არავის არ არაფერში ჭირდებოდა ისიც ფაქტია.

















****

მოკლედ ამასობაში სააკაშვილის რეჟიმი თავის უკანასკნელ დღეებს ითვლის, ლამის პირველად მოეწყო მასშტაბური სტუდენტური პროტესტი, ჩემი ბლოგი კი ისევ იყო მიგდებულ მდგომარეობაში მაგრამ ეს აუცილებლად გამოსწორდება.

ჩემი ბლოგიც, ასევე ჩემი ბლოგის ლიბერალზე და სხვაგან სადაც რაღაცეებს ვწერ ხოლმე განახლდება და ისევ გამოვთქვამ ჩემს ხშირად საეჭვო მაგრამ სუბიექტურ აზრებს.
მაშ ასე ბლოგი განახლდება და ისევ დაიწერება, ლოკალური შედევრები 😀