ოკუპაციის მუზეუმთან დაკავშირებით კურიოზული სიტუაციაა შექმნილი, ყოფილი ხელისუფლების მომხრეების, პატრიოტი ჯიგრების(რუსოფობი ჯიგრები) და ლიბერტარიანულად მოაზროვნე ყმაწვილების ალიანსი ცდილობს, ოკუპაციის მუზეუმი დატოვოს იმ სახით როგორი სახითაც ის გააკეთა ძველმა “პატრიოტმა” ხელისუფლებამ, ხოლო პატრიოტი ჯიგრების მეორე ფლანგი(რუსეთუმეები) მოითხოვენ მის გაუქმებას, ამ მეტნაკლებად კურიოზული სიტუაციაში იკარგება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი როგორიც არის, საერთოდ საჭიროა თუ არა საბჭოთა ისტორიის მუზეუმის არსებობა , როგორი სახე უნდა ჰქონდეს მას, რას უნდა ემსახურებოდეს ის და სხვა მნიშნელოვანი შეკითხვები რომელიც ჩვენს ისტორიულ წარსულთა არის კავშირში.
დღეს როგორი სიტუაციაა, არსებობს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, რომელიც თავად სახელიდან გამომდინარე უკვე განგვისაზღვრავს, თუ როგორ უნდა მივუდგეთ საბჭოთა წარსულს და როგორ და რა უნდა გავიაზროთ, ასევე რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმმა, მეორე ფუნქციაც უნდა შეასრულოს მას საბჭოთა წარსულზე აპელაციით ახლანდელი რუსეთთან მიმდინარე პროცესები უნდა აკონტროლოს.
ჩემი აზრით ოკუპაციის მუზეუმის გაუქმება კი არა მისი სახის შეცვლაა საჭირო, ჩვენ გვჭირდება, ჩვენი უახლოესი ისტორიის, საბჭოთა ისტორიის მუზეუმის არსებობა, რომელშიც გავიაზრებთ იმას თუ რა იყო საბჭოთა კავშირი და თავად გვექნება შესაძლებლობა, საკუთარი დასკვნები ვაკეთოთ და არა წინასწარ გვქონდეს განსაზღვრული თუ როგორ უნდა მივუდგეთ ჩვენს უახლოეს ისტორიას.
რაც მთავარია, უნდა დასრულდეს, ესეთი საკითხების გამოყენება, დღევანდელი პოლიტიკური მიზნებისთვის, არ შეიძლება საბჭოთა წარსული იყოს ნეგატიური თუ ნეიტრალური იმის მიხედვით ვინ იქნება ხელისუფლებაში.