ინტერნეტის პოლიტიკური სლენგი(თავი2)

მეთოდოლოგია:
თითოეულ ტერმინზე გამოვყავი ორი ან სამი სახის განმარტება, პირველი ეს არის ხალხის აზრით(შემდგომში ხ.ა) ანუ ის განმარტება რომელსაც იყენებს იმდენად დიდი მასა რომ მას შეიძლება ხალხის აზრი უწოდო, მეორე ეს არის ექსპერტის აზრი(ე.ა) ეს არის რომელიმე პრადვინუტი იუზერის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. ხოლო მესამე ეს არის სინამდვილეში, ანუ პოზიცია როდესაც ორივე მხარე ცდება, ხალხიც და ექსპერტებიც და ტერმინის წარმოშობის ისტორია კიდევ უფრო ბანალურია. წინა ვერსიისგან განსხვავებით აქ დაემატა უბრალო განმარტებაც, რადგანაც ბევრი ტერმინი მხოლოდ ნეტში არსებობს და პროფესიონალი ტროლების იარაღია მხოლოდ.
                                                                   პოლიტიკური სლენგი
 
6. ერო ჩემო, მცხეთის კართან გამოდი.((გამოიყენება ნებისმიერი სახალხო აქტივობისკენ მოწოდებისას. აგრეთვე წარმოადგენს მამულიშვილურ-მართლმადიდებლურ ისტერიისადმი ქილიკის ფორმას.)

 ავტორი : ლაშა ნადარეიშვილი ( გაზეთ ასავალ-დასავალის რედაქტორი )
ლექსის ეს ნაწილი გაპიარდა forum.ge -ს კოლორიკული იუზერის, choncxis mzera-ს მიერ ( ამავე იუზერს ეკუთვნის სხვა ქარიზმატული გამონათქვამები, რომელთაც დროთა მანძილზე განვიხილავთ, როგორც თანამედროვე კიბერ  სუბკულტურულ მოვლენებს. )
 
ხალხის აზრით – იუზერების( user )  ნაწილი ამ ფრაზას იყენებს სახალხო აქტივობებისადმი ( მიტინგები, მსველობები „მრისხანების დღის“ დაანონსება) ირონიის გამოსახატად. აგრეთვე ეს გახლავთ დაცინვა ლაშა ნადარეიშვილის მიმართ, რომელიც საზოგადოების გარკვეული ნაწილის  აზრით, ფაშისტურ-მარაზმატიკული ხასიათის და შინაარსის მქონე გაზეთს უდგას სათავეში. არც მისი ბანალურ-ტრივიალური  პოეტური  ნიჭი განიცდის ქილიკის დეფიციტს.
ექსპერტის აზრით(მიშა აბესაძე) – ამ ტერმინის  კუშტად სერიოზული  ირონიით ხმარება იმ საზოგადოებრივი ელემენტების პრეროგატივაა, რომლებიც ლოიალურნი არიან მმართველი გუნდის მიმართ და ოპოზიციის ნებისმიერ აქტივობას „ფეკალიებით აყროლებული რუსთაველით“  ამარგინალებენ. დემაგოგიის და ამორალურობის აპოთეოზი  კი მაშინ დგება, როდესაც უკვე ფრაზა : „ბავშვი ვერ გამისეირნებია მაგათ გამო“ ერთვება. ზოგადად კი  ამ უწყინარ ფრაზას მხოლოდ ღიმილის მოგვრა ძალუძს , თუ წარმოვიდგენთ  მის ავტორს  და მითუმეტეს მის გამპიარებელს. :

 

 

7. მაპზე უკეთესი. ( გამოიყენება სიტუაციაში როდესაც მოწინააღმდეგე მხარე ურცხვად იტყუება და საკუთარ წარუმატებლობას უდიდეს წარმატებად ასაღებს.

ხალხის აზრით- ტერმინი გაჩნდა კიდევ ერთი წარუმატებელი ნატოს მინისტერიალის დროს როდესაც, მთელი სახელისუფლებო პროპაგანდა მიმართული იყო იქეთკენ რომ საქართველო მიიღებდა ნატოს წევრობისთვის აუცილებელ მაპს და კიდევ უფრო დაუახლოვდებოდა ევროატლანტიკურ სივრცეს,  მაპი რათქმაუნდა ვერ მივიღეთ და ქართულმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა ახალი უკან არ დაიხია და ურცხვად განაცხადა რომ საქართველომ მიიღო უფრო , უფრო უკეთესი ვიდრე მაპი, მაგრამ კონკრეტულად რა, დღემდე უცნობია.

ექსპერტის აზრით(ნიკუშა მარქსი)- მაპზე უკეთესი კარგად ასახავს ქართული პოლიტიკური მეინსტრიმის თვისებას, ჩვენი ელიტა(მეტწილად წინა “ცუდი ” ხელისუფლება და მეტნაკლებად ახალი “საოცნებოც”  ) საკუთარ თავს თვლის რომ ზე  ადამიანების კრებულია,  რომელიც არასოდეს სცდება და  აქედან გამომდინარე, არასოდეს არ  აღიარებს შეცდომებს, რათქმაუნდა შეუცდომელია ადამიანები არ  არსებობენ და ამიტომაც მთელი პოლიტიკა მიმართული რჩება, მხოლოდ მოკლევადიან, პიარზე გათვლილ მოქმედებებზე,. მაგალითად,  ” მაპზე უკეთესი”  კარგად აღწერ სიტუაციას როდესაც ხელისუფლება არ აღიარებს შეცდომას, როდესაც  ხელისუფლების,არაფრით გამყარებული მოლოდინი მაპის მიღების  არ გამართლდა, ხელისუფლებამ ნაცვლად იმისა რომ ეღიარებინა მარცხი, გამოსავალად კიდევ უფრო დიდი ტყუილში მოძებნა და გაჩნდა მაპზე უკეთესი, ისინი  ხომ თვლიდნენ  და  ალბათ სამართლიანადაც რომ ჩვენი მოსახლეობის მეხსიერება მხოლოდ ტელევიზორის ყურებით შემოფარგლებოდა. 
 
8. ხმა ჩაიგდე, მტერი 40-კმ შია ! ( სრული სერიოზულობით გამოიყენებოდა  სიტუაციაში როდესაც ძველი ხელისუფლების მოწინააღდმეგეების სხვადასხვა შეკითხვებზე, ხელისუფლების მომხრეების პასუხი დედაქალაქიდან 40 კმში მდგარი რუსული სამხედრო შენაერთები იყო)

ხალხის აზრით- ტერმინი 2008 წლის ომის შემდგომ გაჩნდა და ხელისუფლების მომხრეების მთავარი იარაღი გახდა, ოპოზიციასთან საბრძოლველად, იმდროინდელი ოპოზიციის ნებისმიერი შეკითხვაზე როდესაც პასუხი არ არსებობდა, მუდმივად ამოტივტივდებოდა თემა, დედაქალაქიდან 40-კმში მდგარი რუსული სამხედრო შენაერთების, ამ თემის მუდმივი პედალირების შედეგად ეს ტერმინი დამცინავი გახდა და ოპოზიციურად განწყობილი იუზერები  მას იყენებდნენ სისულელეზე საკომენტოდ, მაგალითად : რა დროს სიმრერაა როდესაც მტერი 40 კმშია და ასე შემდგომ. 

ექსპერტის აზრით(ნიკუშა მარქსი)- წინა ხელისუფლებას გამოკვეთილი ჰქონდა საკუთარი პროპაგანდა, ის სამ ძირითად თემაზე იყო აგებული, პირველი  “ყველაფერი კარგად არის” მეორე “მტერი კარიბჭესთანა” და მესამე “ქართველი ხალხი არ ვარგა” , ამ ტრიადამ საკმაოდ დიდი ხანი გაქაჩა, სწორედ ამ ტრიადის ნაწილი იყო ეს ტერმინიც, ომიდან ძალიან მალე, როდესაც დაიწყო საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პრობლემებზე, ხელისუფლების მომხრეებმა ნებისმიერ თემაზე დაიწყეს ამ კონტრ პასუხის წამოყენება, პრინციპში რთული იყო კამათი იმ თემაზე რომ “მტერი ნამდვილად იყო 40 კმ-ში” უბრალოდ აი კონტრშეკითხვა, ვისი ბრალია რომ ესე ახლოს არიან, ხელისუფლების მომხრეებს პასუხად კიდევ სხვა პასუხები ჰქონდათ.

 
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s