გამომდინარე იმ მარტივი რეალობიდან რომ ქართველები “ყველაზე გამორჩეული” ერი ვართ, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის რომ არსებობს თემები, სხვადასხვა პიროვნებების ან ცალკეული პიროვნებთა ჯგუფების მიერ ჩადენილი საქციელები და სხვა რაღაცეები რომელსაც ქართველი ხალხი არაფრის დიდებით არ მოითმენს, მაგალითად ქართველი ხალხი არაფრის დიდებით არ მოითმენს ხელისუფლების მიერ მოწყობილი აქციის სასტიკი დარბევას ან ტელეეთერით უხამსობის ჩვენებას.
ექსპერტის შენიშვნა(ნიკუშა მარქსი)– პოლიტიკური წრეებში და განსაკუთრებით, ე,წ ეროვნულებში არსებობს გავრცელებული აზრი რომლის თანახმად, ქართველ ხალხს აქვს რაღაც განსაკუთრებული უნარი, ხელისუფლების ან სხვადასხვა სოციალური კლასების, ჯგუფების ან უბრალოდ ცალკეული პიროვნებების მიერ ჩადენილი რაღაც ქმედება რომელიც ეწინააღმდეგება, კონკრეტული პიროვნების, ჯგუფის, კლასის რაღაცნაირ გაგებას არ მოითმინოს და პასუხი მოსთხოვოს შემდგომ ამაზე, ეს თეორიაში. აი პრაქტიკაში კი შეგიძლიათ სოციალური გამოკვლევა ჩაატაროთ, სიტყვების “ამას ქართველი ხალხი არ მოითმენს” შემდგომ დაწერილ ნებისმიერ ფრაზას არამხოლოდ მოითმენს არამედ ძალიან კარგადაც აიტანს, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად მოითმინა არამხოლოდ 26 მაისი არამედ სხვა ათასი რეალური პრობლემა და კიდევ უფრო თითიდან გამოწოვილი პრობლემები რომელსაც სხვადასხვა პიროვენები ქართველი ხალხის სახელით ებრძოდა.
11. ქართველი ხალხის აზრით(აზრობრივად მიმსგავსებული ყველა სიტუაცია) (გამოიყენება სიტუაციაში როდესაც საკუთარ აზრს ასაღებ მთელი ერის აზრად და ამით დასცინი მსგავს შემთხვევებს)