ინტერნეტის პოლიტიკური სლენგი (update)

10.  ქართველი ხალხი ამას არ მოითმენს (გამოიყენება სიტუაციაში როდესაც მოსალოდნელია მასობრივი აღშფოთება)

 გამომდინარე იმ მარტივი რეალობიდან  რომ ქართველები “ყველაზე  გამორჩეული” ერი ვართ,  საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის რომ არსებობს   თემები, სხვადასხვა პიროვნებების ან ცალკეული პიროვნებთა ჯგუფების მიერ ჩადენილი  საქციელები და სხვა რაღაცეები   რომელსაც ქართველი ხალხი არაფრის დიდებით არ მოითმენს, მაგალითად ქართველი ხალხი არაფრის დიდებით არ მოითმენს  ხელისუფლების მიერ მოწყობილი აქციის სასტიკი დარბევას ან ტელეეთერით უხამსობის ჩვენებას. 

ექსპერტის შენიშვნა(ნიკუშა მარქსი)პოლიტიკური წრეებში და განსაკუთრებით, ე,წ ეროვნულებში არსებობს გავრცელებული აზრი  რომლის თანახმად,  ქართველ  ხალხს აქვს რაღაც განსაკუთრებული უნარი, ხელისუფლების ან სხვადასხვა სოციალური კლასების, ჯგუფების ან უბრალოდ ცალკეული პიროვნებების მიერ ჩადენილი რაღაც ქმედება რომელიც ეწინააღმდეგება, კონკრეტული პიროვნების, ჯგუფის, კლასის  რაღაცნაირ გაგებას  არ მოითმინოს და პასუხი მოსთხოვოს შემდგომ ამაზე,  ეს თეორიაში. აი პრაქტიკაში კი შეგიძლიათ სოციალური გამოკვლევა ჩაატაროთ,  სიტყვების “ამას ქართველი ხალხი არ მოითმენს” შემდგომ დაწერილ ნებისმიერ  ფრაზას არამხოლოდ მოითმენს არამედ ძალიან კარგადაც აიტანს, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად მოითმინა არამხოლოდ 26 მაისი არამედ სხვა ათასი რეალური პრობლემა და კიდევ უფრო თითიდან გამოწოვილი პრობლემები რომელსაც სხვადასხვა პიროვენები ქართველი ხალხის სახელით ებრძოდა.

11.  ქართველი ხალხის აზრით(აზრობრივად მიმსგავსებული ყველა სიტუაცია)  (გამოიყენება სიტუაციაში როდესაც საკუთარ აზრს ასაღებ მთელი ერის აზრად და ამით დასცინი მსგავს შემთხვევებს)

ობივატელურ წარმოდგენაში არსებობს რაღაც ცალკეული ფენომენი ქართველი ხალხის,  რომელსაც არ გააჩნია არანაირი კლასობრივი ან სხვა განხვავებები და ამ ერთფეროვან ხალხს რაღათქმაუნდა გააჩნია საკუთარი აზრი  აზრი, რომლის წვდომის უნარი მხოლოდ ერთეულებს აქვს, როგორც წესი ეს ერთეულები ან ხელისუფლების მაღალ ეშელონებს წარმოადგენენ ან კიდევ ინდივიდებს რომლებიც ცნობილები არიან(ტელევიზორში გამოჩნდებიან ხოლმე) ეს ხალხი შანს არ უშვებს საკუთარი აზრი გაასაღოს მთელი ერის აზრად.
ექსპერტის შენიშვნა(ნიკუშა მარქსი)საერთოდ ცალკეული პიროვნებების მიერ მთელი ერის თვისებების მიწერა სრულიად არ არის ახალი, საქარტველოს ისტორიაც ხომ ისე არის აღწერილი რომ  პრინციპში ხომ ცალკეული მეფეების ისტორია გამოდის მაგრამ 21 საუკუნეში ცოტა არ იყოს ყალბად ჩანს სიტუაცია როდესაც ცალკეული ინდივიდები თვლიან რო წარმოადგენენ მტელი ერის სინდისს თუ აზრს, რაც მთავარია არ აქვს მნიშნელობა ეს ადამიანი ხელისუფლების მომხრეა თუ მოწინააღმდეგე, მაგალითად გუბაზ სანიკიძე და მიხეულ საკააშვილი ერთანაირი სინდისით ასაღებდნენ საკუთარ მოსაზრებებს მთელი ერის მოსაზრებებად, არ აქვს იქნება ეს ნატოში ინტეგრაცია თუ სხვა თემები. პრაქტიკა არც ხელისუფლების შეცვლის შემდგომ შეიცვალა, ყოფილი ხელისუფლების წევრების, ცალკეული ტიპების მიერ გამოცხადებული დღის წესრიგი, ისევ ხალხის, ქართველი ხალხის აზრია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s