მოსაზრება ვენეციის კომისიაზე

საერთოდ რჩევებს ერთი ცუდი თვისება აქვს, როდესაც ვინმეს შეეკითხები არსებობს ძალიან დიდი ალბათობა იმის  რომ ის ვისაც ეკითხები ამას სერიოზულად მიიღებს და რჩევას მოგცემს, ყველაზე ცუდი კი ისაა, როდესაც ვინმე  ისეთ ადამიანს ეკითხები რომლის შესაძლო პასუხიც არ იცი , პასუხი შენთვის სასიამოვნო მოსასმენი სულაც არ იქნება,  ხოდა ასეა ვენეციის კომისიის დასკვნაზეც, როდესაც ქვეყნის მეინსტრიმული პოლიტიკა აგებულია იმაზე რომ საჭიროა მუდმივად შეეკითხო, ვიღაც “სხვას” ყოველთვის იქნება სიტუაცია როდესაც ეს ვიღაც მოგცემს ამ რჩევებს და დამატებით ქართული რეალობიდან გამომდინარე  ვერავინ  გაარკვევს, რა რჩევები მოგცა. იმიტომ რომ ორივე დაპირისპირებული მხარე ამას მის დაბროდ გაასაღებს.

იურიდიული კაზუისტიკა ჩემთვის ძალიან გაუგებარი და უინტერესოა, მაგრამ მიუხედავად ამისა ხანდახან თავს ვატან ხოლმე ძალას და ვცდილობ ჩავწდე იმ ნიუანსებს რომელიც ამ კაზუისტიკას ახლავს თავს, ხოდა ახლაც ვეცადე გამერკვია რა შუაში იყო ვენეციის კომისია და უცებ მივხდი რომ არანაირ შუაში არ არის, უბრალოდ ჩვენთან მიუხედავად იმისა რომ შეიცვალა ხელისუფლება, რატომღაც ისევ რჩება ის მეინსტრიმი რომლის თანახმად, ნებისმიერ ადგილობრივ აზრზე საჭიროა გარე ლეგიტიმაცია, ხოლო ის უხერხულობა რომელიც ამ ლეგიტიმაციას ახლავს თან, ანუ ხომ არსებობს ალბათობა რომ მართლა წესიერი აღმოჩნდეს ლეგიტიმატორი და სხვა აზრი დააფიქსიროს, ყოველთვის გრჩება ვარიაციები გაზპრომის ხელი დაინახო(წინა ხელისუფლების სტაილი) ან კიდევ თქვა არაა საჭირო ეს ლეგიტიმაცია( ახლანდელის სტილი, თუ არ არის საჭირო რას ეკითხები).

ეს სიტუაცია მუდმივად ქმნის წინაპირობას, არსებობდეს რაღაც ორგანიზაციები რომლებიც იძლევიან მართალ ინფორმაციებს და შედეგად მთელი პოლიტიკა იქნება ჩამოკიდებული იმაზე რომელ მხარეს აწყობს მოსალოდნელი რჩევები. გამოსავალი მარტივია, საკუთარი თავის იმედზე ყოფნა და პასუხისმგებლობის აღება, რაც არ უნდა ცუდი და არასასიამოვნო იყოს შედეგები.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s