მოსაზრებები საპატრიარქოს ახალ ინიციატივაზე

მოკლედ ვეცდები ჩამოვაყალიბო ჩემი პოზიცია ეკლესიის განცხადებასთან დაკავშირებით, ეს ინიციატივა დარჩება ინიციატივად და არანაირი კვალს არ დატოვებს ყოველდღიურობაში, თუ რატომ :

  • ეკლესიას ერთი ტრადიცია აქვს, ის არასოდეს არ ამბობს ისეთ ინიციატივას რომელსაც რაიმე პერსპექტივა აქვს, გაიხსენეთ ნებისმიერი ინიციატივები ბოლო პერიოდის და ამაში თავად დარწმუნებით. (სამეფო კარის აღდგენიდან დაწყებული, ქმრებისთვის ფეხების დაბანის ინიციატივით დამთავრებული)
  • აბორტის აკრძალვის თემა თავიდანვე განწირულია დამარცხებისთვის, ჩვენთან  მიუხედავად რელიგიურობის უჩვეულოდ მაღალი ხარისხისა, ასევე ძალიან მაღალია ფარისეველობის ხარისხი, რომელიც  საკუთარ თავში გულისხმობს იმას რომ  მიუხედავად ეკლესიის ძალიან დიდი ავტორიტეტისა ნებისმიერი მოწოდების გაგებას, როგორც რაღაც კეთილ ნებას რომელსაც მანამ შეიძლება იზიარებდე სანამ ეს შენ თავად არ შეგეხება.
  • ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტორია ისიც რომ მიუხედავად იმისა რომ აბორტი მართლად არცთუ სასიამოვნო პროცესია, ის სამწუხაროდ ისეთივე განუყოფელია ნაწილია ქართული რეალობის როგორც ბევრი სხვა სიმახინჯე(აბორტის მოწინააღმდგე არ ვარ, უბრალოდ ვთვლი რომ კონტრაცეფცია აუცილებელია) 
  • ეკლესიას ინსტიტუციონალურად სხვაგვარად არ შეუძლია,  მას  ხანდახან მაინც უნდა ჰქონდეს  რაიმეს  მიმართ პოზიცია და რაიმე ინიციტაცია  რომელიც მას წარმოაჩენს როგორც ცოცხალ ორგანიზმს  , ჩვენთან ეკლესია ძალიან უხასიათოდ აკეთებს მაგრამ ფაქტს ვერსად გაურბის და როდესაც რაიმე ინიციატივიას გამოთქვამს, მაქსიმალურად ცდილობს ის   ისე თქვას  რომ ეს პირდაპირ არ გავიგოთ და რაც მთავარია თავშიც არ გავივლოთ მისი განხორციელება ცხოვრებაში.
  • რაც მთავარია, ეკლესიამ კარგად იცის რომ მის ნებისმიერ ინიციატიას მეორე ასევე ნახევრად მითიური ორგანიზმი, სამოქალაქო საზოგადოება გამოეხმაურება და ატეხს, ვაი ვუშვიშს, რათქმაუნდა არც სამოქალაქო საზოგადოების ჟრიამულს აქვს რეალური კავშირი ყოველდღიურობასთან, მაგრამ შედეგი მიღწეული იქნება, ეკლესიაში არსებული რადიკალურ ფრთას ყოველთვის ეყოლება მითური მტერი რომელსაც დაბრალდება  “ინიციატივის ჩაგდება” ხოლო თავის მხრივ სამოქალაქო საზოგადოების თვითკმობაც გაგრძელდება, მხოლოდ მათმა გმირულმა შემართებამ გადაგვარჩინა. 

3 thoughts on “მოსაზრებები საპატრიარქოს ახალ ინიციატივაზე

  1. Shota Khinchagashvili

    ეგრეა

    ეს მომეწონა:
    “მაქსიმალურად ცდილობს… ისე თქვას რომ… თავშიც არ გავივლოთ მისი განხორციელება ცხოვრებაში”

    Labels: “ყლე ლიბერალი”
    :დ

  2. Achi Diasamidze

    მიუხედავად რელიგიურობის უჩვეულოდ მაღალი ხარისხისა – რ-ბა ყოველთვის არ ნიშნავს ხარისხს, დარწმუნებული ვარ ნახევარზე მეტი ეკლესიაში დადის და მარხულობს მაგრამ გამოსვლისთანავე ბილწსიტყვაობს განიკითხვას ან ასშ. მაგალითად ცოტა მძღოლი რომელიც ეკლესიიდან გამოვა მარხვის პერიოდში და სხვა მძღოლს შეაგინებს რომელმაც არასწორი მანევრი გააკეთა. ეკლესიურობ არაა მხოლოდ ეკლესიაში სიარული, უნდა იცოდე რისთვის დადიხარ.

    რაც შეეხება აბორტს – თუ აკეთებ ამას , კონტრაცეპტივი რაღა პრობლემაა და თუ გადაწყვეტილი გქონდა მაშინ რატომ შეცვალე აზრი და აკეთებ ამას ( იმედია კონტრაცეპტვის ფასზე არა საუბარი). ლოგიკურად დაფიქრდით აბორტის მნიშვნელობაზე რა უბდურებაა, რა იცით ადამიანი განცხრომაში თუ ხარ და ვნებებს აყოლილი , გონს მაშნ ეგები როცა რჩები მარტო ( ან მარტო დარჩენის რისკის წინაშე) და გინდა აბორტი გაიკეთო , მაშინ რაციონალურად და ჭკვიანურად იცხოვრე მანამდე. ეგეთი ქართული მრევლის საკმაოდ დიდი ნაწილიც , ცოდვაზე უარს არ ამობობენ და ცდილობენ მხოლოდ ეკლესიაში სიარულით გამოისყიდონ ეს (სავარაოდოთ მეც ეგეთი ვარ).

    არცერთი გამოქთმული მოსაზრება ზემოთ არ არის სწორი, არა თეოლოგიური სწავლებით – რაშიც სამწუხაროდ ძლიერი არ ვარ, არამედ უბრალო ცხოვრებისეული რეალობიდან გამომდინარე. სავარაუდოდ ავტორს არ ქონია შეხება ეკლესიასთან (ეკლესიურობის კუთხით) ან უბრალოდ ცალკე ამოჭრილად განიხილავს ამ თემას.

  3. ნიკუშა მარქსი

    მიუხედავად რელიგიურობის უჩვეულოდ მაღალი ხარისხისა – რ-ბა ყოველთვის არ ნიშნავს ხარისხს, დარწმუნებული ვარ ნახევარზე მეტი ეკლესიაში დადის და მარხულობს მაგრამ გამოსვლისთანავე ბილწსიტყვაობს განიკითხვას ან ასშ. მაგალითად ცოტა მძღოლი რომელიც ეკლესიიდან გამოვა მარხვის პერიოდში და სხვა მძღოლს შეაგინებს რომელმაც არასწორი მანევრი გააკეთა. ეკლესიურობ არაა მხოლოდ ეკლესიაში სიარული, უნდა იცოდე რისთვის დადიხარ.

    ჩვენ არ ვეწინააღმდეგეებით ერთმანეთს, აქ საუბარია ზუსტად იმაზე რაზეც შენ ამახვილებ ყურადრებას, 98 პროცენტი თავს თვლის რელიგიურად მაგრამ დიდინ ნაწილი ზუსტადად ცომ არ არის რელიგიური.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s