კომენტარი 17 მაისის აქციაზე

რამდენიმე დღის წინ ვივარაუდე რომ 17 მაისის აქცია მშვიდობიანად ჩაივლიდა, ამ თემაზე ჩემს ბლოგზე დავწერე მცირე პოსტი რომელშიც ვვარაუდობდი რომ აქცია გართულებების გარეშე დასრულდებოდა, მეც იგივე შეცდომა დავუშვი რასაც ძალიან ბევრი უშვებს ხოლმე როდესაც ჩვენს საზოგადოებაზე აფასებს, დავუშვი ალბათობა რომ ამ აქციის მხარეები ლოგიკურად ფიქრობენ და იმ  ფარგლებში იმოქმედებენ რომელიც ბოლო წლებში დამკვიდრდა ჩვენს ქვეყანაში.

შესაძლოა ცოტათი მიამიტი ვარ მაგრამ ვერ წარმომედგინა პოლიციამ რომელმაც სულ ახლახანს,  მცირერიცხოვანი სტუდენტური აქცია დაარბია იმიტომ რომ მოეჩვენა რაღაც არ არსებული ქუჩის გადაკეტვის მცდელობები,  დღეს საკუთარ სიმაღლეზე ვერ იდგებოდა, მითუმეტეს როდესაც საქმე ეხებოდა სიტუაციას რომელიც პირდაპირ მოქმედებს ჩვენი ქვეყნის იმიჯზე, განსხვავებით სტუდენტებისგან მათ რომლებიც არ რაპორტებს არ დაწერენ და არც დასავლეთში ადარდებთ დიდად თუ რას უზამდა ხელისუფლება ანტიკაპიტალისტურად განწყობილ სტუდენტებს  სულ სხვაა ელჯიბიტი თემი რომელიც საკუთარი მდგომარეობიდან გამომდინარე გაიწაფა მსგავსი მონაცემების გაგზავნაში იქ სადაც საჭიროა და რისი შიში ჩვენს ლიდერებს ბევრად მეტი აქვთ ვიდრე თავად ქართული საზოგადოების.

ასევე ვერ წარმომედგინა მრევლი და ეკლესია რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იტანდა იმ ყველაფერს რაც ქვეყანაში ხდებოდა, მთავარ პრობლემად რამდენიმე
ათეული ადამიანის შეკრებას ჩათვლიდა, არ ჯდებოდა ეს ლოგიკურ მოქმედებაში.

(c)ლიბერალი.გიორგი გოგუა

მაგრამ ყველაზე მთავარი ეს სულაც  არ ყოფილა, როგორც გამოვარკვიე  მთავარი აქციის შემდგომი რეაქციებია, ხელისუფლების და დღეს უკვე მთავარი ოპოზიციის, ყოფილი ხელისუფლების.  პირველები რბილად რომ ვთქვათ ძალიან ცუდად “აპრავებს” იმას რაც ხდებოდა ხოლო მეორეები კი ისევ რაღაც ეფესბეს მავნე ხელებს ხედავს ამ მოქმედებებში და ისევ აგრძელებს იმ მიმართულებას რაც წლების წინ აირჩიეს.

ცივ გონებაზე რომ განვსაჯოთ დღეს მთავარი პრობლემები ორი ინსტიტუტიდან გამომდინარეობს რომლებიც ნელნენა ემსგავსებიან კორპორაციებს რომლებსაც ძალიან მკაფიო და ჩამოყალიბებული საკუთარი ინტერესები, შეხედულებები და გეგმები გააჩნიათ, საუბარი მაქვს საპატრიარქოზე და პოლიციაზე.

მაგალითად პოლიცია დღეს თავად ირჩევს ხოლმე ვინ არის დასაჭერი, ვის აქვს უფლება ქუჩა გადაკეტოს და ძალიან კარგად სარგებლობს იმ სიტუაციით  რომელიც მას ხელისუფლების შეცვლის შემდგომ დარჩა, რაღაცით წააგავს მშობლებისგან გატუტუცებულ ბავშს რომელიც დიდხანიანი ავამდმყოფობიდან მორჩენის შემდგომაც სარგებლობს იმით რომ მშობლები ყველაფერში კვერს უკრავენ და უსრულებენ მის ახირებებებს,  ასეა დღეს ჩვენი პოლიციაც, ის სარგებლობს იმ იმიჯით რომელიც გულისმობს რომ  ჰიპოთეტურად ისევ ყოფილი ხელისუფლების ბასტიონია და ამიტომაც ახალი მენეჯმენტი რომელიც იქ მივიდა მას ყველა საქციელს გაუმართლებს და დაუყვავებს, ამასობაში კი იკარგება ის ფუნქცია რომელიც სინამდვილეში მას გააჩნია, წესრიგის დაცვის და დაწერილი კანონების აღსრულების.

თავის მხრივ საპატრიარქოს აგრძელებს თავის მოქმედებას, უფრო სწორად ჩემი აზრით უმოქმედებას, დიდი ხანია მრჩება შთაბეჭდილება რომ საპატრიარქოს მთელი სიძლიერე, მის რაღაცნაირ უმოქმედობაშია, მის უნარში არასოდეს არაფერი არ თქვას, არ ჰქონდეს პოზიცია და ყველამ რაღაცეები იგულისხმოს, თავად ეკლესიაში არსებულ  პრობლემებს რომელიც ნამდვილად არსებობს და თავად ეკლესიაც მეტნაკლებად აღიარებს ის თავის სასარგებლოდ იყენებდა,  ყველა პრობლემა რომელიც წარმოიშვებოდა საპატრიარქოში და შესაძლოა რაიმე გადაწყვეტას საჭიროებდა, ნაცვლად ამ პრობლემების მოგვარებისა  წინა ხელისუფლებასთან ალიანსსი  მარტივად აგვარებდა, ხელისუფლება ზრდიდა ფინანსურ თუ სხვა სახის დამხარებებს(ყბადაღებული ჯიპების თემა) .

შესაძლოა დადგა ის სიტუაცია როდესაც  ძალიან რთული იქნება საპატრიარქოს არ ჰქონდეს რეაქცია იმაზე რაც ხდება, არსებობს სიტუაცია  ნებისმიერ უმოქმედებას აქვს საზღვარი, თავად ეკლესიაში არსებული პრობლემები თუ ახლა არ გადაიჭრა შესაძლოა მისი გადაჭრა შემდგომში ბევრი უფრო რთული იყოს , მაგრამ სამწუხაროდ  ესეც დამოკიდებულია  იმაზე თუ როგორი რეაქცია ექნება ხელისუფლებას, თუ ის გააგრძელებს იმ   გზას რომელიც წინა ხელისუფლებამ შეიმუშავა, ანუ საპატრიარქოს მოთაფვლას რაღაც საჩუქრებით იმის სანაცვლოდ რომ საკუთარ წიაღში არსებული პრობლემები მიაჩუმათოს მაშინ ამ პრობლემების მოგვარება გადაიწევს შემდგომ კრიზისამდე, აი შემდგომი კრიზისი კი არ ვარ დარწმუნებული რომ ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება.

წერილის ბოლოს  ქართულ პუბლიცისტიკაში დამკვიდრებული ტრადიციით დავასრულებ, რომელიც დემოკრატიას რაღაც ნაბიჯების ერთობად წარმოიდგენს რომლის ბოლოში კარგი და დასავლური სახელმწიფოა, დღევანდელმა აქციამ კი დაამტკიცა რომ ეს ერთი ნაბიჯი არათუ ვერ გადავდგით, არამედ ალბათ რამდენიმეთი უკანაც კი დავიხიეთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s