Monthly Archives: ივლისი 2013

თბილისი, რესტორნების და ნეოლიბერალიზმის ქალაქი.

ახლახანს ერთ-ერთი ლევაკურ ჟურნალში ვკითხულობდი სტატიას, იმაზე თუ როგორ ახერხებს ნეოლიბერალური ქალაქი სხვადასხვა მანიპულაციებით, დაფაროს მმართველი კლასის ნამდვილი ზრახვანი და ქალაქის იერსახე იმის მიხედვით იცვლება როგორც ეს ბიზნესს სურს, მაგრამ ასევე ავტორი დასძენდა რომ ეს ყველაფერი შეფარვით ხდება და როგორც წესი, რეფორმირების, გარდაქმნის და სხვა რაღაცეებით ინიღბება.


მაგალითებად მოყვანილი, ე.წ აზიური ვეფხვების სხვადასხვა  ქალაქების ისტორიები სადაც ქალაქის დაბინძურებამ კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია, რაც საბოლოოდ  ძალიან მძიმედ აისახა მოსახლოების ჯანმრთელობაზე,  მიუხედავად ამისა, არსად  ხელისუფლება პირდაპირ არ იძახოდა  რომ მისი მიზანი ბიზნესის ინტერესებზე მორგებაა . პირიქით ეს ყველაფერი სხვადასხვა მიზნებით ინიღბებოდა.

თბილისის მერია ხეების წინააღმდეგ
თბილისის მერია  in action


ჩვენ გაგვიმართლა, თბილისის  ხელისუფლება არც კი მალავს იმას,  რომ მხოლოდ ერთადერთი საქმე აქვს , ბიზნესების მომსახურება, სხვა დანარჩენი მის უშუალო მოვალეობაში უბრალოდ არ შედის. ნუ თუ არ ჩავთლით  ნაციონალების უმუშევარი სახეების დასაქმება და  მათთვის ჯიბის ფულად ,2500 ლარიანი სამსახურების შექმნა .

ლიბერალის ვიდეოში კარგად ჩანს თუ როგორ უდგება საქმეს თბილისის მერია.  აი აქ არის ის გამოწვევა რომელიც უდგას ჩვენს მთავრობას, მან უნდა შეძლოს და შეცვალოს ნეოლიბერალური ლოგიკა რომელიც გულისხმობს რომ ბიზნესის აბსოლუტიზაცია საბოლოოდ წაადგება ქვეყნის განვითარებას მაგრამ პრაქტიკა იშვიათად თუ ადასტურებს ამ მოსაზრებას.

რაღათქმაუნდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდადნ გამოსვლის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი ბიზნესი და სწორეს რესტორნების მშენებლობა არის, მაგრამ არა ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე.

რაც არ უნდა დაუჯერებელი იყო ევროპა რომლისკენაც ასე გამალებული მივისწაფით ყველაზე მეტად იმ გარემოზე ზრუნვაში გამოიხატება რომელშიც ვცხოვრობთ. 

***

რაღაც მეეჭვება რაღაც სიახლე ვთქვა, მოკლედ როდესაც ვმუშაობ, ვთამაშობ ან უბრალოდ დავძვრები ნეტში, მუსიკას ვუსმენ, ხშირად შემიმჩნევია რომ ჩემი ხასიათიც იმის მიხედვით იცვლება თუ რა მუსიკა იქნება. ალბათ ბევრი ჩემი კარგი პოსტი დაწერილა სხვადასხვა მუსიკის ზეგავლენით.

მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ასეთ დროს რაიმე ახალი მუსიკის გამოვლენაა, როგორც წესი როდესაც ტვინი რაიმე სხვა საქმით არის დაკავებული, მხოლოდ ცუდ მუსიკას ამჩნევს, ნაცნობს უბრალოდ ატარებ, მაგრამ  აი კარგი ახალი ჯგუფის აღმოჩენა განსაკუთრებით მიხარია ხოლმე, დღესაც ერთი ასეთი ჯგუფი ვნახე. 

Swallow the Ocean -საკაიფო უპრეტენზიო პოსტ-მეტალ ჯგუფია, პრინციპში ეს დამოკიდებულია იმაზე გევასება თუ არა ეს ჟანრი მაგრამ რამდენიმე გამორჩეული სიმღერა ნამდვილად აქვს.. 
თავიდან ცოტა მძიმედ კი იწყება მაგრამ მისამღერთან ერთად საკაიფო გამოვიდა…

“ათი სიმღერა”

ის რაც არ პრავდება

არის რაღაცეები რაც არ პრავდება, რაც არ უნდა იძახო, ნებისმიერი კარგი ხელისუფლება უშვებს  შეცდომებს  და ეს ყველგან ხდება, სწორედ ეს თემებია ის რაც განსაზღვარვს  ხოლმე ამა თუ იმ ხელისუფლების შემდგომ ბედს, მითუმეტეს ჩვენ გვაქვს, ემპირიული გამოცდილება,  სააკაშვილის  რეჟიმმა მოსვლის პირველი დღიდან გამოაჩინა კლანჭები და კარგად აჩვენა რომ მოდერნიზაციის ნიშნით ის ბევრი რადიკალური ნაბიჯის გადადგმას აპირებდა, რომელსაც სრულიად არ ჰქონია კავშირი დემოკრატიასთან.  ამ ნაბიჯებს რა შედეგები მოჰყვა ყველამ კარგად ვიცით.
დღეს კიდევ ერთხელ ეძლევა შანსი ხელისუფლებას რომ თვალები არ დახუჭოს შეცდომებზე და გადადგას ის რისიც ყველაზე მეტად ეშინია, ქმედითი ნაბიჯები რომლებსაც შეიძლება უარყოფითი გამოხმაურება ჰქონდეს.

დღეს, ჩემმა ერთმა ძველმა ფრენდმა და კარგმა მეგობარმა, აჩიკო მელიქიშვილმა სტატუსი დაწერა რომელიც ე.წ უნიჭო  გამპრავებლებს მიუძღვნა

ინსტრუქცია გამპრავებლებთათვის:

1. ყველაფრის გაპრავება არ შეიძლება

2. თუ მაინც აპრავებთ გაუპრავებელს, იხილეთ პუნქტი პირველი

სტატუსი ბევრ უნიჭოდ გაპრავებულ ფაქტებს და მათ შორის  მამუკა მიქაუტაძის ფაქტს ეძღვნებოდა, როდესაც რბილად რომ ვთქვათ საეჭვო გარემოებები იკვეთება ახალგაზრდა კაცის სუიციდში, ამას ემატება  ოჯახის წევრების განცხადებები და უკვე თავად პოლიციის პოზიციაც ემატება, როდესაც მათ ირიბად აღიარებს რომ რაღაც საეჭო გარემოებები იკვეთება, ხოდა სულაც არ მიკვირს რომ ყველა ნორმალურ ტიპს და მათ შორის მეც , გაგვიჩნდა შეგრძნება რომ ყველაფერი ისე სუფთად არ არის როგორც ამას ამბობენ, და ეს სულაც არ არის კავშირსი ხარ   ხარ თუ არა ამ ხელისუფლების მომხრე .

ხელისუფლების შეცვლის შემდგომ ჩვენთან დარჩა ტენდენცია რომელიც რბილად რომ ვთქვათ არ უწევს კარგ სამსახურს ხელისუფლებას, პირველი ეს არის ე.წ გაპრავება, როდესაც ხელისუფლების ცნობადი თუ უცნობი მომხრეები, ნებისმიერი საშუალებით იცავენ “მათ” ხელისუფლებას და ნებისმიერი შეცდომის შემთხვევაში იგონებენ გამართლებელ არგუმენტაციას , ხოლო   მეორე, სიტუაცია, როდესაც მიზანმიმრთულად  იქმნება  ისეთი გარემო, სადაც ტელევიზორის ყურების დრო ანანაირად  არ გტოვებს  ისეთი შეგრძნება რომ რაღაც კატასტროფა ხდება და  ასეთ დროს რათქმაუნდა, ნებისმიერი  დათმობა მთლიანი სისტემის ნგრევას დაიწყებს, ამ ისტერიის შედეგი იყო ის შეცდომები რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ დაუშვა, ალბათ ყველას გვახსოვს  თუ როგორი ისტერიებით პასუხობდა, ხელისუფლება ნებისმიერ ოპოზიციურად განწყობილ გამოსვლებს, ხელისუფლების ისტერია ოპოზიციას გადაედო და საკმარისი იყო წაგეკითხა, ოპოზიციური პრესა ან ტელევიზიები რომ შთაბეჭდილება გრჩებოდა , არა ნეოლიბერალურ ავტორიტარიზმში ცხოვრების არამედ ნაცისტურ გერმანიაში, სადაც დღე დღეზე გესტაპო დაგადგებოდა თავს,  რაც რაღათქმაუნდა  ნამდვილად არ შეეფერებოდა რეალობას.

რათქმაუნდა ძალიან ბევრი ადამიანი, გულწრფელად ბრაზდება როდესაც ხედავ, იმ ხალხს გააქტიურებულებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცინიკურად საუბრობდნენ იმაზე რომ ხელისუფლება “ბიჭებს ხოცავს” და ისიც გასაგებია რომ ბევრს შეიძლება მორალური უფლება არ ჰქონდეს დღეს მოითხოვოს დამნაშავეები დასჯა მაგრამ ეს არაფერ შუაშია იმ ფაქტთან რომ პოლიცია ბოროტად სარგებლოს მასზე მინიჭებული ნდობით.

ყველაზე სამწუხარო კი ის არის რომ გამოსავალი ის არის რისიც ყველაზე მეტად ეშინია ხელისუფლებას, რადიკალური ნაბიჯები .  საჭიროა არა კოსმეტიკური  გადახალისება პოლიციის სისტემის და პირადი შემადგენლობის  მცირე  ცვლილებები, არამედ რადიკალური მოქმედებები,   საჭიროა მრავალი ადამიანის პირდაპირ გამოყრა პოლიციიდან და ამის გაკეთების შემთხვევაში იმავე  უფლედამცველების გოდების მოსმენა რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას, დღეს ეს ხალხი სრულიად სამართლიანად   დღეს მიქაუტაძის ფაქტს აპროტესტებენ , არ არის გამორიცხული რომ  ეს გოსდეპის ანგარიშში ჩაიწეროს და ევროპის სახალხო პარტიის კეთილისმსურველებმა ჩვენზე თქვას რომ საქმე ცუდად  არის.  სწორედ ეს გამოხმაურებებია   ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრობლემა, ის(ხელისუფლება)  მუდმივად უკან იყურება, ვაითუ ვინმემ ცუდი არ თქვას , ეს კი ჩანასახშივე გამორიცხავს იმის ალბათობას რომ შესაძლოა გააკეთო რეფორმები, ცვლილებები  ისე რომ არც მწვადი დაწვა და არც შამფური.

World War Z – პირველი შთაბეჭდილებები

მაქს  ბრუქსის ”მსოფლიო ომი Z”  ეკრანიზაციას სულმოუთქმელი ველოდებოდი, მართალია წიგნის მიმართ მთელი რიგი პრეტენზიები მაქვს (ძნ ბანალურია, ბევრი ლაფსუსია, ცოტა ნაივური წარმოდგენებია მსოფლიო პოლიტიკაზე, ძალიან ამერიკული მხრიდან არის დანახული სამყარო )  მიუხედავად ამისა ფილმს ძალიან ველოდებოდი, საფუძვლებიც მქონდა, სერიოზული ამერიკული კინოკომპანია, სოლიდური ფინანსები, ერთი პირველი რანგის ვარსკვლავი და რამდენიმე მეორეხარისხოვანი საკაიფო მსახიობები და რაც მთავარია, წიგნის სიუჟეტი, რომლის სტილისტიკა, დოკუმენტალისტიკური მონათხრობები, სხვადასხვა ადამიანების ისტორიები რომლებიც დიდი ზომბი პანდემიის ფონზე მიმდინარეობს , საკაიფო ფილმის გადაღების საშუალებას იძლეოდა. 


მიუხედავად იმისა რომ დიდი ამერიკელი კომიკოსის, მელ ბრუქსის ვაჟიშვილი, მაქსი დიდი გამოცდილი მწერალი არაა, წიგნის საბოლოო ჯამში საკაიფო გამოვიდა, იქ ყველაფერია რაც შეიძლება ზომბი ჰორორს შეეფერებოდეს, გლობალური პოლიტიკა, უბრალო ადამიანური ისტორიები, თანამედროვე ამერიკული პოლიტიკის კრიტიკა და ასე შემდგომ.

აი დადგა ნანატრი დღეც, როდესაც სამშაბათს  ზუმის დღეზე როდესაც ბილეთის ფასი განახევრებულია, მე და ვახო წავედით კინოთეატრ რუსთაველში, რათა საკუთარი თვალებით გვენახა  წლის ერთ ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი ფილმი, სამწუხაროდ რაც ვნახეთ ეს იყო ეპოქალური ბანალურობის ისტორია რომელიც  ალბათ თანამედროვე კინო მოდის გავლენით 3 განზომილებაშია გადაღებული რაც თავისთავად ზრდის ფილმზე დახარჯულ ფულს სრულიად უსარგებლო ეფექტებში,   მაგრამ მთავარი ეს არაა, მაქს ბრუქსის ისტორია არაორდინალური  რომელიც გლობალურ კატასტროფაზე მოგვითხრობს რომელმაც რამდენიმე წელიწადში მთლიანად შეცვალა სამყარო აქ  გადაქცეულია ისტორიად გმირი მამის,  რომელსაც როგორც ყველა ამერიკელ მამას, ძალიან  უყვარს ოჯახი და ამის გამო გაეროში სამსახურს ანებებს(რეალურ ცხოვრებაშიც ხომ ეგრეა, დამღლელი სამსახურის გამო ამერიკაში ხომ მილიონობით ადამიანი ანებებს სამსახურს)  და ცდილობს  ოჯახური ცხოვრებით დატკბებს, იდილიას არღვევს, როგორც ხდება ხოლმე სრულიად უადგილო ადგილას მომხდარი პანდემია და ბრედ პიტის გმირი გაურბის ზე სწრაფ ზომბებს, (ერთადერთი სიახლე ამ ფილმის) და უპრობლემოდ ნახულობს საბოლოო ჯამში ხსნას, რომელიც მაქს ბრუკს არც კი ჩაუფიქრია.

მთავარი მაინც ჩემი აზრით ის არის რომ დღეს კინო ბაზარზე დომინანტურია, მომხარებელის კულტი და სრული დამოკიდებულება ბაზარზე, ყველა ფილმი კეთდება იმ გათვლით რომ ის უნდა მოეწონოს, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს, იქნება ეს ჩინელები რომლებიც დღეს მეორე ბაზარია მსოფლიოს, ამიტომაც ორიგინალურ ისტორიაში ჩინეთში დაწყებული კატასტროფა გაქრა და ის შეიცვალა ჩინეთთან ახლოს მომხდარი ისტორიით, არც რუსეთში მიმდინარე მოვლენებია ბოლომდე ნაჩვენები, მაქს ბრუქსმა არ დაინდო რუსები და იქ მართლმადიდებლური თეოკრატია ააშენა, ბაზრის მოთხოვნების გამოკიდების შედეგად, ჩვენ მივიღეთ ფილმი, რომლის მთავარი ატრიბუტი, ბრედ პიტი, ოჯახური ფასეულობები და სამი განზომილებაა, რაც ნამდვილად ძნ ცოტაა ისეთი საინტერესო ისტორიისთვის რომელმაც ზომბი ჰორორის ჟანრი სხვა ლეველზე აიყვანა და ფაქტიურად სრულიად ახალი ჟანრი გააჩინა.