- არასოდეს არ მეგონა ცხოვრება თუ 27 წლის შემდგომ გრძელდებოდა და ხალხს რაღაცის იმედი ისევ ექნებოდათ , ზეგ 28 წლის ვხდები.
- არასოდეს მეგონა რომ ხელისუფლების ხმარდამჭერი ვიქნებოდი, მართალია ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობ რომ ჩემს მხარდაჭერაშო ბზარი შეიტანოს, მაგრამ ცდუნებას ჯერჯერობით ვუძლებ.
- არასოდეს მეგონა რომ ჩემს სამეგობროში ყველაზე უფროსი წევრი ვიქნებოდი, არადა ახლა ჩემს პარტიულ სამეგობროში ლამის ყველაზე უფროსი ვარ, ახალგაზრდულ ფრთას ვგულისხმობ, არადა ადრე ყველგან ყველაზე უმცროსი ვიყავი.
- არასოდეს არ მეგონა რომ ჩემი სტუდენტობის დროინდელი შეყვარებული გასუქდებოდა, როდესაც ვხდებოდით მაშინ ჩემს გემომვებაზე უფრო გამხდარი იყო, არადა მე როგორც ჩემი ძმაკაცი იძახის ოსვენციმიდან გამოქცეულები მომწონს, ერთი დადებითი აქვს, ახლა საკაიფო მკერდი გაუჩნდა, სამწუხაროდ ეს დამატებითი ოპცია ჩემს დროს არ ჰქონდა და ან ახლა რაში მჭირდება.
- არასოდეს მეგონა რომ რამშტაინზე მძიმე მუსიკა არსებობს, ახლა უბრალოდ მძიმე მუსიკის თემა მახალისებს.
- არასოდეს მეგონა რომ ჩემი უახლოესი ძმაკაცები სტუდენტებიდან არა გაგი და დათო(იაპონკა) არამედ ვახო და ლევანი იქნებოდა, ვახო და ლევანი კარგი მეგობრები მეგონა მაშინ, არადა სტუდენტობის შემდგომ 7 წელი გავიდა და ისევ უახლოესი ძმაკაცები ვართ.
- არასოდეს მეგონა რომ 27 წლის ასაკში, ზოგჯერ გამაღიზიანებული ცინიკოსობის ფონზეც კი ესეთი ემო პოსტების მუღამი შემრჩებოდა, არადა შემრჩა.
😀