20 წლის შემდეგ

27 სექტემბერი, ქართულ პოლიტიკაში აფხაზეთის პრობლემის გახსენების დღეა. ყველაფერი იმით იწყება რომ  პოლიტიკოსები მიდიან და ამკობენ გმირების მემორიალს, ხელისუფლების წარმომადგენლები  ერთ ორ სიტყვას ამბობენ თემაზე აუცილებლად ოპტიმისტური ნოტებით,  ნაციონალი პოლიტიკოსები რუსებს შეუკურთხებენ ხოლო ტელევიზიები, ინტერვიუს იღებენ თითქმის მივიწყებული “ეროვნული” პოლიტიკოსებისგან.  მოკლედ ეს არის დღე როდესაც 20 წლის წინ ქართულმა არმიამ დატოვა სოხუმი და რამდენიმე დღეში აფხაზებმა, კოდორის ხეობის გარდა მთელ აფხაზეთის ტერიტორიაზე დაამყარეს წესრიგი.

20 წელი გავიდა და მგონი დროა გავაცნობიეროთ  რომ ჩვენი ერთი ნაბიჯიც არ გადაგვიდგამს იქეთკენ რომ არათუ პრობლემა მოგვეგვარებინა, არამედ თუნდაც გაგვეაზრებინა რა მოხდა? როგორ მოხდა რომ ომი დავიწყეთ,მერე როგორ მოხდა რომ ომი წავაგეთ, ან რატომ წავაგეთ? რაც მთავარია არავის არ გამოუკვლევია არაფერი, ჩვენ არ ვიცით რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ, არ ვიცით ისტორია,   უბრალოდ 20 წელია თავს ვიმშვიდებთ იმით რომ ომი მოგვიგო რუსეთმა, იმ რუსეთმა ომელსაც ლამის სამოქალაქო ომი ჰქონდა საკუთარ პარლამენტთან და არავინ არ უჯერებდა.
ამ დროის განმავლობაში ჩვენ ისიც კი ვერ ვაღიარეთ რომ ომი ჩვენ დავიწყეთ, რომ არსებობდა, რეალურად არსებობდა, აფხაზების სურვილი თვითგამორკვევის. ეგ კი არა აფხაზებსაც არ ვაღიარებთ, ვაღიაროთ რამდენჯერ მოგვისმენია ვერსია, რომ აფხაზები არიან ქართველები რომლებიც 1940 იან წლებში აფხაზებად გადაეწერეს და ერთიანი სახელმწიფოს პირობებში რატომღაც დაავიწყდათ საკუთარი იდენტობა, ხომ ძალიან რეალისტურია 50 წელიწადში დაგავიწყდეს საკუთარი იდენტობა? აბსოლუტურად იგივე ხალხი ამაყობს იმით რომ  ფერეიდნელმა ქართველებმა იდენტობა ლამის 400 წლით შეინარჩუნეს. 
რაც მთავარია, ჩვენ ვერ ვაღიარეთ რომ აფხაზებმა მოგვიგეს ომი, შეიძლება დეტალია მაგრამ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი.დიახ ომი  აფხაზებმა მოგვიგეს, ჩეჩნების, კავკასიელების თუ რუსების დახმარებით მაგრამ ხომ მოგვიგეს, მითუმეტეს ისეთი ალყური აზროვნების მქონე ერისთვის როგორიც აფხაზები არიან, რომელთა მთელი იდენტობა ქართველებთან დაპირისპირებაში არის წარმოქმნილი და ამით იკვევება ეს ლამის ერთადერთი წარმატებაა რაც მათ ოდესმე მიიღწევიათ და ჩვენ ამის საშუალებასაც არ ვაძლევთ, ჩვენ მათ ვართმევთ ამ გამარჯვებას და გვაქვს იმედი რომ კავკასიელები, ამაყი კავკასიელები რამეს დაგვითმობენ.
20 წელი გავიდა და რაც მთავარია არანაირი იმედი არ ჩანს რომ გაივლის კიდევ 20 წელი და რაიმე წინსვლა იქნება, მიუხედავად იმისა რომ დღეს ხელისუფლებაში, ნაციონალური ისტერიას აყოლილი ხელისუფლება აღარ გვყავს, ნაკლებად მჯერა რომ რაიმე შეიცვლება, თუნდაც იმიტომ რომ საზოგადოებრივი აზრი ამის წინააღმდეგია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s