მეორე არხზე, კვირაში რამდენიმეჯერ , ჩემს მეგობარს ზვიად ავალიანს, ძალიან კარგი პილიტიკური გადაცემა მიჰყავს, ამ გადაცემის ფორმატი სრულიად იძლევა საშუალებას ნებისმიერი თემა ფართოდ გაიშალოს და ჩემი უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად რომელიც ქართული ჟურნალისტიკის მიმართ გამაჩნია, ნამდვილი კარგი ჟურნალისტური ნამუშევარი დაიდოს, ალბათ ეს ყველაფერი იმიტომაც არის შესაძლებელი რომ წამყვანის, ზვიადის კვალიფიკია არ არის დამოკიდებული მის საეჭვო ღირსებებზე და უბრალოდ ჭკვიანი და განათლებული ადამიანის გადაცემაა.
გუშინაც ასეთი გადაცემა გამოვიდა, თემაც ძალიან საინტერესო იყო. საბჭოთა
 |
ჰანა არენდტის “ტოტალიტარიზმის წარმოშობის” ყდა |
ტოტალიტარული სიმბოლიკის აკრძალვასთან დაკავშირებით არსებულ კანონში, ლევან ბერძენიშვილის და თამარ კორძაიას ცვლილებები, რომლის შედეგად კანონი, როგორც თავად ავტორები იძახიან ევროპულ კანონმდებლობასთან ოპტიმიზაციაში მოვიდა და როგორც აღმოჩნდა ეს ოპტიმიზაცია 1000 ლარიანი ჯარიმების და 15 დღიანი დაპატიმრებების დამატება ყოფილა, მოკლედ შევიდა ცვლილებები და ამ თემაზე სასაუბროდ რამდენიმე სტუმარი ვიყავით მიწვეული, მემარცხენე ფლანგს და ამ კანონის მოწინააღმდეგეების რიგებს, ქ-ნ მარინა მუსხელიშვილი, ნუკრი შოშიაშვილი და მე წარმოვადგენდით, ჩვენს ოპონენტად კი ამ კანონის ავტორი გია თორთლაძე და ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი ქ-ნ მანანა ნაჭყეპია წარმოადგენდა.
სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ ეს არ არის ჩემი პირველი დაპირისპირება გია თორთლაძესთან, აღნიშნულ თემაზე ორი წლის წინათაც გვქონდა დაპირისპირება, რომლის დროსაც ქართული ჟურნალისტიკის ერთ-ერთმა მეტრამ, ეკა ხოფერიამ მის სტილში გააკეთა გადაცემა აღნიშნულ თემაზე და საბოლოოდ ეს ალბათ იმით დარჩება ისტორიაში რომ პირველად მოხდა საჯარო სივრცეში ამდენი მემარცხენის ერთდროულად გამოჩენა, მართალია როგორც ვოლიერში არსებული უცხო ჯიშის გიჟების მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
მოკლედ როგორც ორი წლის წინ, სიტუაცია ისევ განმეორდა, ჩემთვის და ეჭვი მაქვს უმრავლესობისთვის გაუგებარი დარჩა, ჯერ თავად 2011 წელს რაში დასჭირდა, გია თორთლაძეს ამ კანონის ინიცირება, ნუ ნაციონალურმა უმრავლესობამ რატომ მიიღო ეს გასაგებია, მაგრამ თავად წინა ხელისუფლებამ ეს კანონი ფაქტიურად უგუბელჰყო და ის მხოლოდ ქაღალდზე არსებულ სისულელედ დარჩა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კანონს უკვე ამ უკანასნკნელი არჩევნების დროსაც უნდა ემოქმედა და საარჩევნო კომისიას უნდა გადაემოწმებინა, არჩევნებში მონაწილეების პოლიტიკური წარსული, ემანდ როგორც ბატონი გია ამბობს ხომ არ ჰქონდა რომელიმე პოლიტიკურ კანდიდატს ყრმობის გარიჟრაჟზე რამე მიქარული და კავშირი, საბჭოთა და დღეს უკვე რუსულ სპეცსამსამსახურებთან.
სწორედ ასეთ დროს აღმოჩნდა რომ კანონი, არამხოლოდ არსებობს არამედ მასში ცვლილებებიც შედის და ახალ სუნთქვას ღებულობს, კანონი რომლის ბუნდოვანი განმარტებები რბილად რომ ვთქვა 2013 წლის რეალიებს არ შეეფერება, ბუნდოვანების ახალი დოზით გამრავლფეროვნდა, თუ ადრე მხოლოდ საბჭოთა სიმბოლიკა იკრძალებოდა ახლა მას ტოტალიტარული სიმბოლიკების მიემატა, მოკლედ კანონი რომლის ამოქმედება მისი უაზრობის გამო წინა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ახლა კიდევ უფრო გაუგებარი გახდა და ახალ ხელისუფლებას გაუჩნდა საქმე.
გადაცემის დროს განსაკუთრებით საინტერესო, როგორც ყოველთვის ქ-ნ მარინას მსჯელობა აღმოჩნდა, რომელმაც პირდაპირ აღნიშნა რომ ეს კანონი დღეს აბსოლუტურად არარელევანტურია დღევანდელ რეალობასთან, მაგრამ შესაძლებელია მისი მორგება თანამედროვე რეალობასთან, პირველ რიგში ნაცმოძრაობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან, სხვა თუ არაფერი საბჭოთა წარსულთან ბრძოლის მთავარი წინაპირობა, კანონის ავტორების აზრით სწორედ რომ ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა, სწორედ აქ ბუნებრივად იბადება აზრი რომ ახალი ხელისუფლება რომელიც ვერაფრით ახდებს, წინა ხელისუფლების დანაშაულებების გამოძიებას და რბილად რომ ვთქვა ვერ ახერხებს პრობლემების მოგვარებას, წინა ხელისუფლების სტილში იწყევს მოქმედებას და კვლავ იწყებს ღია კარების მტრევას, ბრძოლას საბჭოთა წარსულთან, მითუმეტეს როდესაც ამ საბჭოთა წარსულ დამცველები ან არ ჰყავენ ან ძალიან ღრმად მარგინალიზირებულები არიან.
რაღათქმაუნდა საბჭოთა წარსულს გააზრება სჭირდება, მაგრამ ეს გააზრება ყველაზე მთავარ შეკითხვას ჰბადებს, რატომ ვებრძვით საბჭოთა წარსულის გააზრებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ზუსტად ისეთივე მეთოდოლოგიით როგორც ამას თავად საბჭოეთში აკეთებდნენ ? თუ ჩვენი მიზანი ახალი თავისუფლად მოაზროვნე ახალი თაობის აღზრდაა, დაე მივცეთ მათ საშუალება, თავად გაერკვიონ იმაში თუ რა არის საბჭოთა კავშირი და რა ნაკლი თუ ღირსება ჰქონდა მას, თორემ ტოტალიტარიზმის საბჭოური ფორმის ჩანაცვლება რაღაც უფრო თანამედროვე პოსტ-მოდერნისტული ფორმებით სულაც არ არის დიდი მიღწევა.