პოსტი-კომენტარი უკრაინის მოვლენებზე

უკრაინის თემა ბოლო დღეების უმნიშვნელოვანესი თემაა, სადაც არ უნდა გაიხედო სულ ამაზე მიდის საუბარი, რაც მთავარია ისეთი მონდომებით რომ ცოტა არ იყოს გაგიკვირდება.

ქართული ფეისბუკის ეროვნული სპორტი, განიხილო გლობალური მოვლენები ისე რომ თითქოს შენ არა პატარა კავკასიური სახელმწიფო არამედ რაღაც გეოსტრატეგიული სიძლიერის მქონე სახელმწიფო ისევ გრძელდება.

ხოდა ამ დროს ვფიქრობ საჭიროა მეც დავაფიქსირო ჩემი აზრი, მითუმეტეს როდესაც კომენტარების მარაზმში მთელი ერი ჩაება. მარტო კაცი კი ჭამაშიც ცოდოა(ჩემი ახალი ტრენდია, ქართული ანდაზების გამოყენება, ნიშნად იმისა რომ მთლად ურჯულო არ ვარ)

69284_10201280233396395_2123151675_n

  •  ნებისმიერი  მთავრობა რომელი  საკუთარი მოსახლოების წინააღმდეგ გამოიყენებს ძალადობას, დამნაშავეა.როგორც არ უნდა იყო განწყობილი იმ ხალხის მიმართ რომელიც რაიმეს  აპროტესტებს, დამნაშავე მხოლოდ ერთია, ხელისუფლება . მოსახლეობას აქვს უფლება იყოს იდიოტი, მთავრობას არა.(ნუ ალბათ ხვდებით რომ აქ არ ვსაუბრობ გადატრიალებაზე)  მითუმეტეს როდესაც ამ ყველაფერს ადამიანური მსხვერპლი მოჰყვება. დღემდე ვთვლი, რომ აბსოლუტურად ყველა არაკაცია და ***ა ვინც თვლის რომ 26 მაისს ჩასატარებელი პარადის გამო საჭირო იყო ბურჯანაძის მოხუცების გამაოგნებელი  სისასტიკით დარბევა.
  • იდეალები რათქმაუნდა არსებობს მაგრამ როდესაც ვფიქრობთ რომ ერთ მხარეს ანგარებიანი, ხარბი, და ბოროტი იანუკოვიჩი და მისი ოლიგარქებია, აბსოლუტური გულუბრყვილობაა იმის ფიქრი რომ მისი ოპონენტები არიან კეთილები და ფუმფულები, მითუმეტეს ისეთ ოლიგარქიულ სახელმწიფოში როგორიც უკრაინაა , საკმარისია დააკვირდე და აღმოაჩენ რომელი  ოლიგარქები და ულტრანაციონალისტები აქტიურობენ ევრომაიდანჩიკზე,  სიკეთის და ბოროტების დაპირისპირების ვარიაცები, მესმის,  ამოუწურავია ფენომენია  ქართულ რეალობაში მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ბევრად უფრო მეტი ვარიანტია მოქმედებების ვიდრე უბრალოდ სიკეთის და ბოროტების შეჯახება.
  • გულწრფელად მინდა ვუთხრა ქართულ ლიბერალურ მეინსტრიმს, მესმის რომ ფიქრობთ(თუმცა ვერ ვხდები რატომ? ), რომ დღეს ისე ცივი ომის ყაიდის  რუსეთvs სამყაროს დაპირისპირებაა, ისიც ვიცით რომ გულწრფელად გტკივათ ის ყველა ტანჯვა რომელიც ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა მოგვაყენა და ისიც გჯერათ რომ რუსეთისგან განთავისუფლების ერთადერთ გზად აუცილებლად რუსეთის ჩანაცვლევაა ვინმე სხვა ბატონით(მაგალითად დასავლეთით, რასაც არ უნდა ნიშნავდეს), მაგრამ დაგვინდეთ, თქვენს ამ ომში უკვე ბევრია ვისაც მიაჩნია რომ სამყარო ბევრად უფრო რთული და საინტერესოა ვიდრე 30 წლის წინანდელი პარადიგმები, გაგიკვირდებათ და გაგანდობთ საიდუმლოს, ერთადერთი გზა რუსეთისგან განსავისუფლების არის რუსეთისგან განთავისუფლება, ვიცი ავთანდილ შოშიაშვილიზმ/ზაზა ფირალიშვილიზმია მაგრამ ეგრეა, იმისთვის რომ რუსეთისგან განთავისუფლდეს ქართული საზოგადოება, ბანალურად საჭიროა შევეშვათ ყველაფერში რუსეთvsსამყაროს ომის ჭრილში განხილვას.
  • მინდა შევაქო ჩვენი ხელისუფლების,  ძალიან რთულია გაუძლო ცდუნებას, პრესს და ზეწოლას  და არდაიწყო ისეთივე  არაადეკვატური/იდიოტური  მოქმედებები როგორსაც წინა ხელისუფლება აქტიურად მიმართავდა,  კიდევ უფრო რთულდება იმის ფონზე რომ   იდიოტობებს როგორც ფაქტს შეჩვეული ჩვენი მეინსტრიმი როდესაც მოგიწოდეს აქტიური მოქმედებისკენ,  ასე რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ იმ ცდუნებებისგან რომელიც მოდის ლიბერალური მეისტრიმისგან თუ “მთავარი ოპოზიციისგან” . საქართველოს ძალიან ცოტა მეგობარი და მოკავშირე ჰყავს და ძალიან ცუდი იქნება თუ ჩვენი ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს გადადგამს რომელიც კიდევ ერთ ჩვენს მიმართ დადებითად განწყობილ სახელმწიფოს დაგვაკარგინებს.
  • ძალიან სუბიექტური ვარ, ვიცი არ დამეთანხმებით მაგრამ არსებობს რაღაცეები რაც უბრალოდ ძალიან რთულია გადახარშო, როდესაც წინა ხელისუფლების მომხრეები, რომლებიც 26 მაისის დარბევას აპრავებდნენ და 1 მაისს ჩემი მეგობრების მიერ კედლებზე დაწერილ რაღაც ლოზუნგების გამო დაჭერას და ცემას ეძახდნენ ნორმალურს, იძახიან რომ   კიევში დაწყებულ ქალაქის გერილია ნორმაა  და ესაა ევროპა პირადად მე არ დავუდგები ასეთი ფარისეველებს გვერდით არასოდეს, არსად, მითუმეტეს როდესაც ეს ყველაფერი კიდევ რაღაც ნაცების პოლიტიკური თამაშების ნაწილია.
  • არ დავიწყებ უკრაინის პოლიტიკური რეალიების განხილვას, იმიტომ რომ ამისთვის ძალიან ბევრი დროის დახარჯვაა საჭირო და ძალიან ბევრი მუშაობა და ანალიზია საჭირო, ეს კი ბანალურად მეზარება, უბრაოდ ერთ რჩევას მოგცემთ, აი დაივიწყეთ ყველაფერი რასაც ქართველი ექსპერტები გეუბნებიან, უბრალოდ სისულელეა, დაივიწყეთ ის რასაც ნაცების ინტელიგენცია გეუბნებათ, ფარისეველობაა, უბრალოდ აიღეთ რამდენიმე წყაროს ინფორმაციები და შეაჯამეთ, ვიცი ჩემნაირი ყველაზე ჭკვიანები ძალიან გიყვართ მაგრამ ეგრეა.
  • მოკლედ თუ უკრაინის თემა მოგბეზრდათ, მინდა დაგამშვიდოთ, ჩვენთან კვლავ გრძელდება პროტესტის ნოვატორული ფორმა, ვაკის პარკის პროტესტს ვგულისხმობ, როდესაც ვიღაც არტისტები და  ლიბერალები იკრიბებიან, მღერიან და ცაში რაღაცეებს უშვებენ და… ნუ თუ ვერ ხვდებით ამ ყველაფერს რა კავშირი აქვს ვაკის პარკის გადარჩენასთან და რატომ იტყვს უარს ამის გამო ინვესტორი(აი ის ტიპი, მერის სასტავის რომელიმე ახლობელი რომელმაც საქმე ჩააწყო და აშენებ სასტუმროს შიგ პარკში)  რაიმეს აშენებაზე უარს ეგ არაფერი, გუდიაშვილზე ანალოგიური წარმატებული პროტესტი გვქონდა, თან რაც მთავარია ჩვენი მეინსტრიმი აღფრთოვანებული უყურებს იმას რაც ხდება კიევში და თვითონ აკეთებს, იგივე სისულელეს რასაც წლების განმავლობაში არ მოჰქონდა შედეგი.

2 thoughts on “პოსტი-კომენტარი უკრაინის მოვლენებზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s