Monthly Archives: თებერვალი 2014

მაპზე უკეთესი ანუ გახრწნილი უხრწნელი

დღეს ინტერნეტში კიდე რამდენიმე ფოტო გავრცელდა რომელიც ადასტურებს რომ გაბრიელ მღვდელი ისეთივე მოკვდავია როგორც ყველა ვინც დაიმარხა ბოლო 20 წელიწადში, მაგრამ მიუხედავად ამისა მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, იმისდა მიუხედავად რომ თავად ნახა ეს კადრები, ამას სასწაულს ეძახის და მოგვიწოდებს რომ გავიზიაროთ, პრინციპში ამის შემდეგ  უცებ დავფიქრდი და მივხდი რომ ხალხი რომელიც ამას უხრწნელ ბერს ეძახის და მოგვიწოდებს რომ ჩვენც დავინახოთ, უეჭველი დაიჯერებდა რომ რუსეთთან ომში გამარჯვება ჩვენ მოვიპოვეთ და ნატოს სამიტზე მაპზე უკეთესი მივიღეთ. მთავარია რაღაც ტრენდი რომელზეც ყველა არის შეთანხმებული ან ტელევიზიები რომლებიც იტყვიან თუ რა არის სიმართლე.

ჩემს საფრენდეთში ორი ძირითადი ჯგუფი გამოიყოფა, პირველი რომელიც ამას აშეარებს და ამით უფრო საკუთარი გამორჩეულობის ხაზგასმას ახდენს და მეორე ნაწილი რომელიც ამუნათებს ყველას რომ არ შეიძლება იმ ხალხის დაცინვა რომელსაც სჯერა რომ გახრწნილი ბერი გაუხრწნელია.

მე მეორე კატეგორიაში ვრჩები, არა იმიტომ რომ მიყვარს ხოლმე სისულელეზე დაცინვა, არამედ იმიტომაც რომ მინდა ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება სადაც ადამიანი რომელიც ხედავს რაღაცას საკუთარი თავით იმოქმედოს და არ მოექცეს ვინმეს ზეგავლენის ქვეშ.

მაშ ასე უხრწნელი ბერის ფოტოები

1609676_523103487798131_1134051805_n 1939495_662663873797280_359598006_n

 

რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს.

რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში. ისინი აუცილებლად დააფიქსირებენ ამას ნატოს მომავალ შეხვედრაზე.

როგორც თსუს საერთაშორისოს  და ბუდაპეშტში ნასწავლი ექსპერტები ამბობენ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია რომელიც ბოლო წლებში გადაიდგა ნატოში გაწევრიანების მძიმე გზაზე.

როგორც იტყვიან, მელოჩ ნო პრიატნო. ახლა სულ რაღაც გერმანიის და საფრანგეთის და სხვა ქვეყნების წინააღმდეგობა დარჩა.

so beatiful

იპოვის თუ არა სანთელ-საკმეველი გზას ანუ სახელმწიფო კაპიტალის წინააღმდეგ.

32

 

როგორც ყველა ბიზნესმენი,  ქალბატონი, ქ-ნ როენა ღრმად მორწმუნე და უბრალოდ თანაგრძნობით აღსავსე ადამიანია, ის 9 წლიანი ტერორის პირობებში კი ახერხებდა  პროვინციიდან ჩამოსული გოგონებისთვის შეექმნა სამუშაო ადგილები, როგორც თავად ქ-ნ როენა ამბობს, ის აქტიურად იცავდა ევროპული შრომითი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა პირობებს და მისი ობიექტები ალბათ ყველაზე მეტად შეეფერება ევროკავშირის სტანდარტებს. 

რაც მთავარია ბიზნესვუმენის გულში მუდამ არის ადგილი რელიგიისთვის. თუ გივი სიხარულიძე 120 ქვეყანაში არის ნამყოფი, მინიმუმ 15 ჯერ, ქ-ნ როენას, პატრიარქის შემდეგ ალბათ ყველაზე მეტი ნათლული ჰყავს. 

r

 

 

გუდიაშვილი ჩიხი

ვაკის პარკთან დაკავშირებული სიტუაცია, ვფიქრობ მოითხოვს შესაბამის ანალიზს და შეფასებას, იმისთვის რომ ეს მოხდეს ვფიქრობ საჭიროა ძველი გამოცდილების გაზიარება და გაანალიზება, სწორედ ამიტომ ჩემს ერთ-ერთ ძველ სტატიას, გუდიაშვილის ჩიხს ვდებ რომელიც ინტერნეტ პორტალ ევროპიანზე გამოქვეყნდა.

ძალიან ბევრი მემარცხენე ანალიტიკოსი, მათ შორის ჩემი უსაყვარლესი რუსი ავტორი,ალექსანდრე ტარასოვი, როდესაც 1968 წლის რევოლუციის დამარცხების მიზეზებზე საუბრობს,  გამოჰყოფს მთელ რიგ პრობლემებს რომლებიც ჰქონდა რევოლუციას. განსაკუთრებით ის ყურადღებას შემდეგ ფაქტორზე ამახვილებს,  თუ ადრე მმართველი კლასი იმისთვის რომ რევოლუციები ჩაეხშო, რეპრესიებს მიმართავდა, ცდილობდა აქტივისტების და ლიდერების  მოსყიდვას, ავრცელებდა  ჭორებს,  1960 იანი წლების რევოლუციის დროს როგორც  აღმოჩნდა ეს ყველაფერი სულაც არ არის საჭირო . საკმარისია, ხელისშეწყობა იმისთვის რომ  მთელი ეს რევოლუციური მოძრაობა გადაიქცეს კარნავალად,  პროტესტის გარდასახვა   გართობად  საბოლოოდ ამ საპროტესტო მოძრაობის კვდომას იწვევს.  იგივე მოხდა  თბილისშიც, ე.წ  გუდიაშვილის პროტესტის დროს,  ერთი განსხავებით, თუ 50 წლის წინ ეს მმართველმა კლასმა შეგნებულად გააკეთა იმისთვის რათა ჩაეხშო მოძრაობა , ჩვენთან ეს ყველაფერი ნებაყოფლობითი იყო და შედეგიც ისეთივე იყო აღმოჩნდა.  ხელისუფლებამ ცოტა დაიცადა და “საკუთარი”(ინვესტორების)  პოლიტიკის განხორციელება დაიწყო,  დაპირების მიუხედავად ამჟამად   მიმდინარეობს  ერთ–ერთი შენობის დემონტაჟი.

ისე არ გავიგოთ რომ თითქოს პროტესტანტები და მათი ლიდერები ვინმესთან შეკრულები იყვნენ,  ისინი უბრალოდ  შეეცადნენ  მთელი ეს პროტესტი ყოფილიყო განსხვავებული,  ვიდრე ჩვენთან ეს  არის მიღებული.  ანუ უარი ეთქვა  პოლიტიკას, მიტინგებს, შიმშილობებს,   და ქართული პროტესტის  სხვა აუცილებელ ატრიბუტიკას . რათქმაუნდა ამ მოქმედებას თავისი  ლოგიკა ჰქონდა და არცთუ ისე უსაფუძვლო  მაგრამ ერთია სურვილი და მეორე როგორ განხორციელდება ეს. სურვილი განსხვავებული ვიდრე  ოპოზიცია გადაიქცა ფრანკენშტეინად ,  მაგ. ერთ–ერთი მოწოდება სულაც  ასე ჟღერდა  ”ერთად შევიკრიბოთ და დავიცვათ თავისუფალი ბაზარი(პერიფრაზი)” რაც უკვე იმის ნიშანია რომ რაღაც არასწორად ხდება ან არასწორად ვგებულობთ თუ რა ხდება,  სწორედ  რომ “თავისუფალი ბაზრის” ლოგიკაა ის რაც ხდება მოედანზე , ინვესტორები შემოდიან და ცდილობენ ისეთი გარემოს შექმნას რომელიც კაპიტალის ზრდას შეუწყობს ხელს .

პოლიტიკაზე უარის თქმის პოლიტიკასაც აქვს საკუთარი ლოგიკა, ქართველმა პოლიტიკოსებმა ძალიან მოაბეზრეს თავი ქართულ საზოგადოებას მაგრამ, ეს ნიშნავს იმას რომ, ჩვენ უარი ამ პოლიტიკოსებზე უნდა ვთქვათ და არა საერთოდ პოლიტიკაზე, რადგანაც პოლიტიკაზე უარის თქმა ნიშნავს იმას  რომ ჩვენ საკუთარი სურვილით ვტოვებთ ამ  ხალხს ხელისუფლებაში, რომლის დეკლარირებული პოლიტიკა არის კაპიტალის(ინვესტორების) ინტერესების დაცვა ან საპირწონედ სრულიად უსარგებლო საპროტესტო აქციების მომწყობებს  რომლებიც,  მხოლოდ აძლიერებენ  ხელისუფლებას.

მიუხედავად გუდიაშვილის საპროტესტო მოძრაობის ცდისა  ყოფილიყო განსხვავებული ვიდრე ქართული ოპოზიცია,  მან თავისი საქციელით  გაიმეორა ის “სიბრძნე” რომლითაც რატომღაც ამაყობს ქართული ოპოზიცია, საუბარი მაქვს მოარულ იდეაზე  რომ  ”მიტინგები სადაც ერთი ფოთოლიც კი არ ვარდება” ზეწარმატებული ქართული მოვლენაა. განსხვავებით ქართული ოპოზიციისგან,  რომელსაც  უხარია ის რომ 200 ათასი გაბრაზებული ადამიანი იკრიბება და არაფერს ამტრევს. ჩვენს შემთხვევაში ეს ყველაფერი კარნავალად გადაიქცა , სადაც 16–35 წლამდე ახალგაზრდები შეიკრიბა და გლინტვეინი დააგემოვნა და   ელიტის არაფორმალური მოწონებაც  დაიმსახურა, “სწორედ ესეთი უნდა იყოს პროტესტი”, “როგორც იქნა  ხალხი კონკრეტულ პრობლემას  აპროტესტებს”. სინამდვილეში  პრაქტიკული გამოცდილება  ცხადყოფს რომ, ევროპაში სულაც არ არიან ქართველებზე ჩამორჩენილები და მანქანებსაც იმიტომ წვავენ და ბრძოლები იმიტომ მიმდინარეობს ქუჩებში რომ, სწორედ ეს არის გზა ელიტის იძულების. მხოლოდ საკუთრების დაკარგვის საფრთხე აიძულებს ელიტას წავიდეს დათმომებზე, ხოლო პროტესტი რომელიც ელიტასაც მოსწონს იდეაში უკვე ნიშნავს იმას რომ რაღაც არასწორად ხდება.

როგორც აღმოჩნდა გზა რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერი საპროტესტო მოძრაობა დამარცხებისკენ მიჰყავს საქართველოშიც არ აღმოჩნდა გამონაკლისი, ჩვენს   შემთხვევაში ეს ჩიხი გუდიაშვილზე დაიწყო და დიდი იმედი მაქვს იქვე დასრულდება.