სახლში გვიან მოსულმა ორი რამე აღმოვაჩინე, პირველი ლიბერალის სტატია სადაც გარკვევით წერია რომ ”
17 მაისს მართლმადიდებლები და სასულიერო პირები მსვლელობას მოაწყობენ
და მეორე, სადაც ქართული ოცნების პარლამენტარი ნინო გოგუაძე კაპიტანი სიცხადის ფუნქციებს ითავსებს, ლიბერალური ბოდიალის ყველა ნარატივს იმეორებს,(ამ თემაზე ალბატ კიდევ დავწერ რამეს) ეს კიდევ არაფერი რომ არა საყოველთაო აღრფთოვანება ამ ბოდიალით.
მოკლედ, ძალიან მძიმედ ვართ, ძალიან.
რაც დაავალეს ის თქვა. არც ერთი სიტყვა ზედმეტი და არც ერთი სიტყვა ნაკლები. ასეთი გამოსვლები იყო საბჭოთა პერიოდში უზენაეს საბჭოში როცა არავის არაფერი არ ეშლებოდა.
საბჭოთა კავშირი არ არის წარსული. აწმყოა ევროკავშირის სახით. თუ რატომ ამის შესახებ ლაპარაკობენ ინგლისის დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერი და ცნობილი საბჭოთა დისიტენტი ვლადიმირ ბუკოვსკი. პოლიტიკური კორექტულობა როგორც ევროკავშირის ინტელექტუალური გულაგი.