- წესით უკვე უნდა ვმუშაობდე. წესით, მაგრამ როგორც ალბათ ხვდებით არ ვმუშაობ, ცხოვრებისეული არჩევანი მაქვს და მიხარია მოლოდინის რეჟიმი თან სულაც არ არის აღმოჩნდა ტანჯვის ერთ-ერთი დახვეწილი ფორმა. შედეგად მხოლოდ ორი მიმართულებით მაქვს გარღვევა, ვალების ზრდის და თანაგრძნობის. მეორე ბევრად საშინელია.
- მოსკოვში, თბილისობას, აღნიშნავს პატრიოტიმომღერლები. აი ის სასტავი, 25 თებერვალს რომ აღშფოტებისგან ცოფდებიან. ამ ფაქტს აღშფოთების რამდენიმე ტალღა მოჰყვა ფეისბუკში, ლიბერალი პატრიოტების- როგორ გაბედეს ვინმემ მოსკოვში სიმღერა. ოცნების პატრიოტების-რატომ ნაცების კარის მომღერლებს არ აკრიტიკებთო და სხვა მომღერლების , ამ ნაცებს რატომ აძლევთ ფულს როდესაც ჩვენც მზად ვართ გავიყიდოთო.
- ცინიზმის ახალი ლეველზე ვარ, საკუთარი თავის დატროლვა დავიწყე, პოლიტიკური და პირადი წარმატებების აღსანიშნავად. მინდა ავღნიშნო რომ ამ საქმეშიც შესაშური ნიჭი მაქვს.
- ბლოგზე დაწერას ვცდილობ ყოველ დღე მაგრამ ქვეყნის ბედზე ყოველდღიური ფიქრი ამის საშუალებას არ მაძლევს.
- გავიზარდე, ზუსტად ერთი წელია(რიჟა ბაზარია ზუსტი თარიღი არ ვიცი) რაც აღარ ვცდილობ ყოფილებს შევურიგდე.
- პრემიერ მინისტრი აგრძელებს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ დანერგილ პრაქტიკას და მედიასთან ურთიერთობის ნოვატორულ მეთოდს, აღმზდელობით პედაგოგიკას კიდევ უფრო დიდი სიხშირით იყენებს ვიდრე ბატონი ბიძინა იყენებდა.
- თავისუფალი ზონის აქტივისტებმა ასავალ დასავალის ჟურნალისტი სცემეს, პაციფისტებმა, ჰიპებმა და ლიბერალებმა სიხარულით აღნიშნეს რომ რადგან ასავალის ჟურნალისტი ეთიკურ სტანდარტებს არ იცავს ე.ი მოსულა ცემაო.
- ძალიან მიხარია, საკაიფო აღმოჩენა გავაკეთე ბატონი რევაზ ამაშუკელი ძალიან ჩამოჰგავს კორადო სოპრანოს, იმდენად გამიხარდა ეს ამბავი რომ მივხდი ცუდად მაქვს საქმე.
- პირველად როდესაც ვალენსიამ საკაიფო თამაშის ჩვენება დაიწყო და ჩემი საყვარელი გუნდი გახდა მაშინ 15 წლის ვიყავი ახლა დაახლოებით ამდენივე წლის შემდეგ იმედი გამომიჩნდა. რაღაც ხდება.
“გავიზარდე, ზუსტად ერთი წელია(რიჟა ბაზარია ზუსტი თარიღი არ ვიცი) რაც აღარ ვცდილობ ყოფილებს შევურიგდე.” ისინი ხომ რას ამბობ… გეხვეწებიან, გემუდარებიან შერიგებას 😀
ააა ნუ, ძალიან ძიშოვკა გოგოები კიბატონო, აკეთებენ მაგას. თუმცა, ისინი თხოვდებიან (არიქა, ეშველათ) და მეორე კურდღელზე ჩალიჩობენ 😀
😀