- ნოემბერში ერთი ტოტალიტარული სექტის თავდასხმის ობიექტი გავხდი, პრინციპში უსამართლოდ თქო ვერ ვიტყვი, ბენდუქიძის გარდაცვალების გაგების შემდეგ როგორც ჰუმანისტ ადამიანს შეეფერება, მეც დავინტერესდი რა ბედი ეწეოდა, სოციალკაზე მყოფ ბაზრის ფუნდამენტალისტებს, ვერ გამიგეს. ეგ არაფერი ხდება ხოლმე.
- ბენდუქიძის გარდაცვალებაზე და შემდეგ ჩემი და კიდევ რამდენიმეს რეაქციებს(რომლებიც განსხვავდებოდნენ, მკვეთრად, დაწყებული ჩემი ღლიცინისგან და ზოგიერთის ნამდვილად რადიკალური განცხადებებს) მოჰყვა მაღალმორალური მემარცხენეების სხვადასხვა გამოხმაურებები, თუმცა ყველაზე მეტად ერთი ნაწილი მომეწონა, აი ის ტრადიციული ნაწილი რომელსაც ნებისმიერი პოზიციები დაჰყავს იქამდე რომ ყველა ცუდია და მხოლოდ ისინი არიან კარგები და პუშისტიკები.
- ერთი ქართველი მემარცხენე , რომელიც ჯერ ბენდუსთან მუშაობდა, მერე ბერას ტელევიზიაში და ეჭვი მაქვს შემდეგი ოლიგარქის ბიზნესშიც იმუშავებს ისეთი მაღალმორალური განცხადებებით გამოვიდა რომ თავი ცოტა არ იყოს უხერხულად ვიგრძენი, არადა მის საქციელს სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა სახელები ქვია.
- ბათუმში ვიყავი, სამი თვის გახდა ჩემი ძმისშვილი და სანამ მართლა სკოლაში არ წავიდა მანამდე ჩავედი სანახავად, ნამდვილად საყვარელი ბავშვია და მაგარი კაცია თუმცა ჩემი ნათესავების მოლოდინი რომ ბავშვის დანახვის შემდეგ შემშურდებოდა და მეც მომინდებოდა მგონი, რბილად რომ ვთქვა არაადეკვატურია.
- იმისთვის რომ ეს ჩანაწერები გავაკეთო, პერიოდულად ჩანაწერებს ვაკეთებ(ხო კარგი სინამდვილში მხოლოდ ერთი ჩანაწერი გავაკეთე)რათა არ დაკარგოს სამყარომ ის ბრძნული და ღრმა აზრები რომლებიც ჩემს ტვინში იბადება სანამ რამეს დავწერ, ერთ-ერთი ასეთი აზრი ეხებოდა, იმ ბიჭებს რომლებიც ატკრავენად მსუქანი გოგოების ფოტოებს აშეარებენ და ზემოდან აწერენ “ნამდვილი სილამაზე”, იმაზე უფრო ლუზერები ხართ ვიდრე თავად ეს საზოგადოება გთვლით.
- ერთხელ ირაკლიმ(გუნიას ვგულისხმობ ხოლმე, ყველა გვარით ეძახის და მე დავარღვევ ამ ტრადიციას) საკაიფო რაღაც მომწერა, ილიამ იმ ბევრ დადებითთან ერთად რომელიც გააკეთა ერთი რამე გაფუჭაო(პერიფრაზია), ერის მამის პოზიციაზე მუდმივი ვაკანსია გააჩინაო, ხოდა როგორც აღმოვაჩინე, რამდენიმე ახალგაზრდა უკვე ემზადება ამ მძიმე მისიის საკისრებლად, სხვაგვარად ვერაფრით ავხსნი 22-25 წლის ბიჭების ცხოვრებისეული დარიგებებით და რჩევებით აღსასვე პოსტებს, თუმცა ეს არაფერია, ცუდი ისაა რომ ბევრს მოსწონს.
- ბენდუქიძიზე ღლიცინის შემდეგ კომენტარების შეჯამების შემდეგ მივხდი რომ ეს ყველაფერი იმის ბრალი ყოფილა რომ უბრალოდ ადამიანურობა დამიკარგავს.
- ქართული ტელეზივიები ახალ ლეველზე ავიდა. გადაწყდა იმისთვის რომ ყველაზე ცუდი გადაცემა გაკეთდეს საკმარისი არ არის დუტა სხირტლაძეს, ინგა გრიგოლიას,ეკა ხოფერიას და შალვა რამიშვილს ცალკ ცალკე ჰქონდეთ გადაცემები, როგორც საბაზრო კანონები გვასწავლიან კონკურენციაში გამოვლინდება ყველაზე ცუდი გადაცემა როგორც ჩანს ამ შემთხვევაში არ მოქმედებს, აშკარად საკმარისი არ არის ის დღეები როდესაც ეს ჟურნალისტები საღამოებს გვიფუჭებენ, სწორედ ამ მიზნით გადაწყდა, რაღაცნაირად ფლორენტინო პერესის სტილში, ახალი ჟურნალისტური გალაქტიკო გაკეთება და ყველა ცუდი ჟურნალისტი ერთ გადაცემაში შეიკრიბა, მოკლედ ასეთი გადაცემაა იმედის კვირა. იქ ყველაფერია, მაღალმორალური ინგა გრიგოლია, მკვლელი(ყველანარი გადაცემების) 20 წლიანი სტაჟით დუტა სხირტლაძე, საკუთარ თავზე შეყვარებული შალვა რამიშვილი, რომელიც სხვა ჟურნალისტების ფონზე ფრიდრის ფონ ჰაიეკს თამაშობს, არაადეკვატური ეკა ხოფერია და ნანიკო ხაზარაძე.
- თეატრში ვიყავი, მგონი პირველად, ბავშვობაში არ ითვლება, რას არ იზამს კაცი პატარა საყვარელი გოგოების გამო.
- დათო ზურაბიშვილმა წამშალა, რამდენიმე წელია ვითმენ იმ მაღალფარდოვან სისულელებს რომლენსაც ბატონი დათო წერდა ხოლმე, ერთხელაც ვერ მოვითმინე და დავწერე რომ მეფე შიშველია, ხოდა როგორ მოსალონდელი იყო, რეზო ამაშუკელის კრიტიკას შემადარა(კტობ სამნივალსია). რატომღაც საქართველოში პოლიტიკის უმაღლეს პილოტაჟად ითვლება ხელისულებაში ყოფნის დროს, პასუხისმგებლობის არ აღება და ოპოზიციონერის როლის მორგება, თითქოს ესაა ნამდვილი პოლიტიკა, მთავარია არა ის პასუხისმგებლობა რომელიც ამომრჩეველმა მოგცა არამედ რაღაც პროგრესული ფეისბუკელების ლაიკებზე ნადირობა.
- რკინიგზელების გმირული ბრძოლის და გამარჯვების შემდეგ ამ ღონისძიებისადმი მიღძვნილ საღამოზე ნოემბრის მთავარი სქრინი გავაძრე, უბრალოდ ჩვეულებრივი ფემინიზმი in action.
http://gyazo.com/ce2ab85ee0320a929660e26f1932190c ( ფოტოს სანახავად ეს ლინკი გამოიყენეთ)
- მგონი ცოტა მძიმე პოსტი გამომივიდა, რაღაცნაირად ადამიანობის დაკარგვის შემდეგ მგონი ის სილაღეც დავკარგე რაც მქონდა .