გაზრდა. თავი I (მუსიკა)

ბოლო პერიოდში ერთი თემა მადარდებს, ამ თემას ჰქვია გაზრდის შეგრძნება როდესაც ვხვდები რომ პრინციპში უკვე გავიზარდე,  რათქმაუნდა მთავარი საზომი ასაკია მაგრამ ასაკი მაინც მეორადია, თუ ემოციურად და ინტელექტუალურად არ იზრდები.

ბევრი იმიტომ იზრდება რომ უბრალოდ ცოლი მოჰყავს და ცხოვრების არევის ხარჯზე ხდება ასაკით უფროსი. მე მსგავსი სისულელე ჯერჯერობით არ გამიკეთებია, უბრალოდ რაღაც მომენტში აღმოვაჩინე რომ სიმსივნე მაქვს და დავიწყე ფიქრი, მივხდი რომ პრინციპში მაგარი ყლე ცხოვრება მქონდა, არასწორი წარმოდგენებით, არასწორი ორიენტირებით და მომავალზე ფიქრის შედეგად ბევრი რამე შევცვალე.

ერთ-ერთი მთავარი ის არის რომ ახლა მაგალითად საერთოდ აღარ მიტყდება იმის აღიარება რომ არსებობს უამრავი მუსიკა რომელიც მომწონს და ვუსმენ. 30 წლის ასაკში დავიწყე ემინემის მოსმენა, შემდეგ ოქსიმირონი, სკრიპტონიტი, დღეს ერთი ძალიან მაგარ ჩემს ერთ ფავორიტ მუსიკოსზე მინდა დავწერო. არ დავწერ მის ბიოგრაფიას და ასე შემდეგ, მეზარება.

უბრალოდ გაგიზიარებთ რომ თქვენც მოხვდეთ იმ სამყაროში რომელშიც მე ორი წლის შემთხვევით აღმოვჩნი და პერიოდულად ვუსმენ.

თან ეს ის მუსიკოსია რომელსაც პირობითად რუსი მუსიკოსების საყვარელი რეპერია. საუბარი მაქვს ATL -სერგეი კრუპოვზე, 30 წლის რუს რეპერზე რომელსაც თავისი სამყარო აქვს სადაც დეპრესიული ელექტრონული მუსიკის გავლენის ქვეშ დაწერილი რეპი სუფევს, თან რაც მევასება განათლებული ბიჭია. რავი მოკლედ ნახეთ ეგებ გაგისწორდეთ. მე მაგრად მევასება.

 

მე ცოტა მინახავს სიკვდილის ასეთი კარგი და მძაფრი აღქმა.   სიკვდილი ისეთი თემაა, ადრე არ ვფიქრობდი მასზე, ახლა იმის შემდეგ რაც აღმოვაჩინე რომ მოკვდავი ვარ ორმაგად მადარდებს.

ეს კიდევ ნარკომანის განცდებია. ჩემთვის საერთოდ არ არის ახლოს ეს თემა მაგრამ მესმის პოეტის განცდების.

 

ეს კი უბრალოდ ჩემი საყვარელი სიმღერაა.

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s