Category Archives: ბათუმი

ავთანდილ ბერიძის Case

წინა კვირის უმთავრეს მოვლენებს შორის  წამყვანი პოზიცია რაღათქმაუნდა უკრაინის არშემდგარ რევოლუციას(თუ ჯერჯერობით არშემდგარს? ) ეკავა, ქართული პრესა და მასმედია ერთმანეთს ეჯიბრებოდა, ვინ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიპოვებდა, ევრომაიდანზე მიმდინარე მოვლენებიდან, მხოლოდ კვირის მეორე ნახევარში მოიძებნა მეტნაკლებად ქართული რეალობის თემა, საქმე აჭარის აყვავებაში გაჭაღარავებული უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის, ბატონი ავთანდილ ბერიძის მოკრძალებულ სურვილს შეეხებოდა, რომელმაც  სრულიად ბუნებრივად მოინდომა, საკუთარი  ღრმად რელიგიური ნატურიდან გამომდინარე ახალი 2012 წლის ჯიპიდან, უკეთეს 2014 წლის ჯიპზე გადაჯდომა, სხვა თუ არაფერი, ლიდერი არნახულ უხერხულობას გრძნობდა, როდესაც  უცხოელ სტუმრებთან   სახელდახელოდ აღმოაჩენდა რომ ავტომობილში მაცივარი არ ჰქონდა, ამ აღმაშფოთებელი ფაქტის გამოსასწორებლად, ბიუჯეტში სასწრაფოდ  მოიძებნა 83 ათასი ლარი და ტენდერიც გამოცხადდა,  სწორედ აქ გამოირკვა რომ მოთმინებით განთქმულ ქართულ საზოგადოებასაც აქვს საკუთარი საზღვარი და აღშფოთების თუ რაც კიდევ უფრო მძიმე გადასატანი აღმოჩნდა,  ირონიის და ცინიზმის ტალღებმა იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო  რომ  ქართული ოცნების ლიდერშიპი უბრალოდ იძულებული გახდა, ავთანდილ ბერიძე საჯაროდ დაეგმო.

ამ მოვლენამ კიდევ ერთხელ კარგად გამოაჩინა ის სიღრმისეული პრობლემები რომელიც ქართულ სახელმწიფოს, რეგიონებს და საერთოდ ქართულ პოლიტიკას გააჩნია, ნეპოტიზმი, არაკვალიფიციური საკადრო პოლიტიკა, სახელმწიფო სამსახურების გამოყენება საკუთარი ვიწრო პარტიული თუ კერძო ინტერესებისთვის.

ნაციონალურმა მოძრაობამ 9 წლის განმავლოვაში ძალიან ბევრი სახელმწიფო ინსტიტუტი თავიდან ჩამოაყალიბა მაგრამ ის შეზღუდული იყო საკუთარი ავტორიტარულ კლანური ბუნებით, რომელიც მას უბრალოდ არ აძლევდა საშუალებას სხვაგვარად ემოქმედა, კლიენტელისტურ სახელმწიფო პარტიას უბრალოდ არ შეეძლო, საკუთარი რადიკალური მომხრეები, რომლებიც ფაქტიურად უმცირესობას შეადგენდნენ არ დაესაქმებინა და არ მიეცა მათთვის შემოსავალის გარკვეული წყაროები.  შედეგად ძალიან კარგად და გამართულად მომუშავე იუსტიციის სახლების გვერდით, სრული ანაქრონისტული რეგიონალური სტრუქტურები თანაარსებობდა.

წინა ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ აღმოჩენას კორუფციული სქემების ლეგალიზება წარმოადგენდა, მაგალიტად ადრინდელ პერიოდში არსებობდა ორი გზა საჭირო მომსახურების მიღების, პირველი ოფიციალური რომელიც გულისხმობდა ორი კვირიდან ორ თვემდე ვადაში მიღებას საჭირო პროდუქტის, ხოლო მეორე დაჩქარებული როდესაც კორუფციულ გარიგებაში შესვლით, სასურველი მომსახურება მომენტალურად ხორციელდებოდა, რაც ძალიან წარმატებულად გარდაისახა შემდგომში უკვე იუსტიციის სახლების პროექტში, თან რაც მთავარია ეს დაჩქარებული მეთოდი უკვე ოფიციალურ გადასახადად გადაიქცა და ბიუჯეტის შევსების არცთუ ცუდ წყაროდად გადაიქცა, საპირისპიროდ განვითარდა მოვლენები საჯარო სამსახურებში დასაქმებული სხვადასხვა ჩინოვნიკების პრივილეგიებთან დაკავშირებით, როგორც აღმოჩნდა, სულ არ არის საჭირო კორუფციული სქემების მოფიქრება, როდესაც შეგიძლია ადგე და ნებისმიერი, სრულიად არაადეკვატური სურვილები, პირდაპირ აისრულო სახელმწიფოს ხარჯზე, იქნება ეს პრეზიდენტის თვალების გასახარად ჩამოყვანილი  კორეელი მომღერალი თუ მერიის თანამშრომლების გადაუდებელი საქმიანი შეხვედრა სტრიპტიზ ბარ დივაში, რაც მთავარია ეს ყველაფერი ლეგალურად იქნა გაფორმებული როგორც აუცილებელი ხარჯები და დღემე არავის პასუხი არ მოუთხოვია მათთვის.

საერთოდ, ესეთი ტრადიცია არსებობს, ნებისმიერი ბიუროკრატია მოწოდებულია საკუთარი კომფორტის გაფართოებისკენ, სწორედ ამიტომაც ახალი ხელისუფლების არც ერთ  სახელმწიფო ჩინოვნიკს, ხელებიც კი არ აუკანკალდა ისე გააგრძელა ის კეთილშობილი ტრადიცია რომელიც ნაცმოძრაობისგან მემკვიდრეობით მიიღო, პირველ რიგში ეს პრემირების სისტემის საკუთარ თავზე მორგებას შეეხებოდა, ჩვენთან ხომ უბრალოდ ჩინოვნიკის დე ფაქტო  არსებობა არის საფუძველი საკუთარი თავის პრემიით წახალისების. ასევე გახლდათ საქმე ჯიპებთან დაკავშირებით, რატომღაც თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში ჯიპები მაღალი სოციალური თუ კულტურული კაპიტალის აუცილებელ ატრიბუტად გადაიქცა,სამღვდელოება და სახელმწიფო ჩინოვნიკები უბრალოდ წარმოუდგენელად თვლიან არსებობას ამ ატრიბუტის გარეშე.

სწორედ ასეთი წინაპირობით შეხვდა, ბატონი ავთანდილი იმ პერიოდს როდესაც საახალწლოდ საკუთარი საქმიანობის ახალი ჯიპით წახალისება გადაწყვიტა, ისე სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს რომ ავთანდილ ბერიძის უბრალოდ არ გაუმართლა, როგორც ძალიან ბევრი რამე ამ ქვეყანაში და საერთოდ ისტორიაში,

სულხან სალაძის ფოტო

 ბანალური  შემთხვევითობის თუ დამთხვევების  შედეგად მოხდა, ვინ წარმოიდგენდა რომ ბათუმში იმხელა თოვლი მოვიდოდა, რომ ქალაქი ფაქტიურად პარალიზებული იქნებოდა, ბათუმელები მიჩვეულები არიან წვიმის მოსვლასთან დაკავშირებულ წყლის მომარაგების პრობლემებს, მაგრამ თოვლს გამო დენის მასიური გამოთიშვა გაბრაზების ძალიან საფუძველიგახდა.

ამას დაემატა რამდენიმე ცნობილი ისტორიები რომელიც ნამდვილად არ მატებდა ღირსებას, ოდიოზურ პოლიტიკოსს, დაწყებული უმაღლესი საბჭოს თავჯდომარისთვის სრულიად შეუფერებელი აჭარის მაღალმთიანი რაიონების გაქრისტიანების აქციებს, ყველაფერი ყველაფრად მაგრამ  საბჭოს თავჯდომარეს მრავალ ფუნქციას შორის უბრალოდ არ შედის ქრისტიანად მოქცევის ფუნქციები, მაგრამ კარგი ეს შეიძლება იმ ყოვლად უმსგავსო ტრადიციას მივაწეროთ რომელიც არსებობს ქართულ სახელმწიფოში, რომელიც აჭარელი მოსახლეობის გაქრისტიანების აუცილებლობაზე მიუთითევს, შედეგად,  ადგილობრივი ელიტა დარწმუნებულია რომ იმაზე მეტად ქრისტიანი უნდა

იყოს ვიდრე თბილისური ელიტაა, აი ეს თუ გასაგებია, ბულვარში ჯიპით სეირნობაზე დასმულ შეკითხვაზე გაცემულ პასუხს რომ ბატონი ავთანდილი ვიპ პერსონაა და ე,ი მისი ჯიპიც ამ უფლებით სარგებლობსო სრულიად გაუგებარი   საკუთარი მექოლგის არსებობაც დაემატა, რამაც ნამდვილად არ შეჰმატა ბატონ ავთანდილს დამატებითი ქულები.

ჯერჯერობით არ ჩანს თუ რა სანქციები ელოდება ავთანდილ ბერიძეს, მხოლოდ დაგეგმილ ჯიპზე უარის თქმა მოუწია, მაგრამ კარგად გამოჩნდა რომ გარდა გამკიცხველებისა მას დამცველებიც ჰყავს, ასეთად მურმამნ დუმბაძე აღმოჩნდა, რომელმაც უკვე გადააფარა საკუთარი კალთა მის პროტეჟეს. ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა რომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ბოლოს მინდა კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენაზე გავამახვილო ყურადღება, სულაც არ არის ფაქტი რომ ის რაც არ ეპატია ერთს ასევე არ ეპატიება მეორეს, ძალიან ღრმა ეჭვი მაქვს რომ უკეთესი ჰაბიტუსის მქონე პოლიტიკოსი ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად გადაურჩება, ყოველგვარ სასჯელს თუ მის უკან რაღაც პროგრესულობის თუ ლიბერალობის მითი იდგება. ამის ნათელი მაგალითი წინა ხელისუფლების ზოგიერთი ჩინოვნიკის მიმართ გაცხადებული პოზიცია “ის ესეთი არ არის” წარმოადგენს.

ახალი წელი ბათუმში

ეს არის  მოკლე ჩანაწერები თუ კომენტარები რომელიც ჩემი ბათუმში ყოფნის დროს გავაკეთე, თემები- დაწყებული სახლში ტელევიზორის ყურებისას გაკეთებული დასკვნებით(როგორც წესი სიბრძნე)  და დამთავრებული ჯოვანი არიგის წიგნის კითხვით(რომლებსაც დავინდობ მკითხველს და ახლა არ დავწერ)

  • დავაკვირდი, საკმარისია რომელიმე  ქართულ გადაცემის ყურებისას  რაიმე ინტერესის ნატამალი გამიჩნდეს, რომ აუცილებლად  გადართავენ და მოძებნიან ისეთს რომლის ყურებისას ხშირად გამივლის თავში სუიციდალური აზრები. არადა რა გინდა სულო და გულო,  ცუდი გადაცემების უდიდესი არჩევანია  ქართულ ტელესივრცეში, ხოლო  ახალ წლებზე კი  სათუთად დაგეგმილი გადაცემების მთელი წყებაა რომლებზეც თავის მოკვლა გინდა ხოლო ბონუსად  ტრადიციისამებრ  რომელიმე იუმორინაა .

  • ბათუმში, ყოველი ახალი წელი ტანჯვაა, დაწყებული წონის მომატებით და დამთავრებული საშინელი მომღერლების კონცერტებით, ტრადიცია არც წელს დაირღვა,  წონაში არ ვიცი რამდენი მოვიმატე, კიდევ კარგი მანამდე დავიკელი, აი მუსიკალური ტრადიცია კი ხულიო იგლესიასმა გააგრძელა .   ყველაფერი ყველაფრად  მაგრამ ხულიო იგლესიასი ბებიაჩემზე მხოლოდ სამი წლით უმცროსია რაც უკვე იდეაში არის გარანტია იმის რომ ამ კაცის კონცერტი მინიმუმ ახალგაზრდული არ იქნება ხოლო მაქსიმუმ კი უბრალოდ ბერიკაცის გედის სიმღერა იქნება, საბოლოოდ ასეც მოხდა, უბრალოდ დიდი ეჭვი მაქვს რომ ხულიოს ფანი პრეზიდენტი სხვაგანაც იქნება და გედის სიმღერა გადაიდო.
  • ვერ ხვდები, თუ ქართული ხალხური სიმღერა არ მომწონს, რატომ უნდა მომეწონოს იგივე ნაგავი ოღონდ გერმანიაში პოპულარული ჯგუფის შესრულებით??? თან მით უმეტეს როდესაც კონცერტის ყურებისას არ მტოვებს შეგრძნება რომ ვუსმენ ძალიან ნაცნობ ქართულ ფოლკლორს რომელსაც ვერ ვიტან ოღონდ კარად გაყიდვადს, აი ისეთ უცხოელ სტუმარს რომ მოეწონება, აქ სიმღერის დროს რომელიღაც დაუარს კინტაურს იქ სხვა და იქნა, კარგად შეფუთული ნაგავი იყიდება და 21 საუკუნეში სიველურით აღტაცებული უცხოელმა შეიძლება ეს გადაყლაპოს მაგრამ აი ქართველს რატომ უნდა მომეწონოს ამას ვერ ვხდები.  ნუ იმედია მიხვდით რომ საუბარი ჯგუფ “შინზე” მქონდა.
  • ბავშვობის  მეგობრების წრეში ხშირად  მტანჯავს შეგრძნება რომ ან ისინი გაიზარდნენ ან მე გავიჭედე დროში, საუბრების თემები არა ჩემთვის და ჩემი თბილისური წრისთვის  ტრადიციული: სექსი, პოლიტიკა, რევოლუციები, სოციალიზმი, მუსიკა, კინო და გაუთავებელი ცინიკური კომენტარებია(ხშირად მიზანტროპულიც) არამედ ბინების მშენებლობა, მანქანებს ყიდვა, ცოლის მოყვანის ვარიანტები . ა ჩემი უახლოესი ძმაკაცი დაბერდა,  28 წლისაა და ბინის დამთავრებისთანავე აუცილებლად უნდა მოასწროს ვინმე კარგი აჭარელი ქალიშვილი გოგოს მოყვანა,  კარგი წესი ყოფილა ახალ ბინაში ახალი ცოლის შეყვანა, რა იცი რა ხდება, ეს რაა საუბრის მეორე ნახევარი სამსახურებს ეთმობა, კიდევ კარგი ორი ძმაკაცი ძალოვანი უწყების ოფიცრებია და სამსახურზე არ საუბრობენ მაგრამ მათ საუბრის კომპენსირება ლატარეის საქმეებით და დისტრიბუტორული შუტკებით(ეს უნდა მოისმინო რომ მიხდე რაზე საუბარი) ხდება. როგორც ჩანს 20-22 წლის მეგობრების წრეში ყოფნა ასაკს სერიოზულ დაღს ასვამს. ან ეგებ დროა მეც გავიზარდო და დავიწყო ფიქრი იპოთეკაზე და ვინმე აჭარელი გოგოს მოძებნაზე??? ჰმ ვერ ეღირსებით(ეს ჩემი ოჯახის წევრებს)
  • რატომ ჰგონიათ ჩემს ნათესავებს რომ ჩემთან შეხვედრისას აუცილებელია შეკითხვა “უყურე თამაშს”(რა? სად? როდისზეა? საუბარი) და შემდგომი საუბარი თამაშის პერიპეტიებზე,  “აუ რა კითხვა გამაზეს, მე და ჩემმა სამი წლს შვილიშვილმა ერთად ავიღეთ 5 კითხვა, ორი “დაჟე” გუკაჩომ აიღო ვადამდე,  არადა რაღა დასამალია თითქმის არ ვუყურებ და რბილად რომ ვთქვა უკვე მკიდია.  მეორე თემა, ჩემი წონაა ” – აუ ნიკა როგორ მოიმატე(ალბათ ჰგონია რომ მიხარია და მისი წასვლის შემდგომ სიხარულის ზეიმს გავმართავ) ან კარგად ხარ გიხდება(ეს ვარიანტი ხომ საერტოდ მეგაა, კარგი რა თუ მატყუებ რამე სხვა მომატყუე). მეც როგორც კარგ ნათესავს შეეფერება ისე ვიქცევი ვითომ ვერ ვიხსენებ(არად ვიცი ვინ არის) ან უბრალოდ მუსიკას ვრთავ და იგნორს ვუშვებ.
  • დიდი ხანია ვცდილობ ამოვხსნა რა არის კარგი ქართული გადაცემის საიდუმლო, დინამიური მოქმედებები??? არა რაღაც არა მგონია.  საინტერესო ისტორია??? არა, ძალიან მოსაწყენია. საინტერესო რესპოდენტები??? ისევ არა ,  აბა რა??? რეცეპტი მარტივია, ვიღებთ ორ სამ ჩამოწერილ ქართველ მომღერალს, ვუმაებთ  ერთ წამყვანს, ამ ყველაფერს ვაზავებთ  აშკარად “ნიკსტატი” დეპრესიული ფონის მუსიკით და რაც მთავარია რაც უფრო ნერვების მომშელი იქნება ქართული მით უკეთესი, ასეთ გადაცემას პრაიმ ტაიმიც გარანტირებული ექნება და ქართველი ერის გულწრფელი სიყვარულიც.
  • მაზოხიზმის ცუდი მეთოდია საპატრიარქოს არხის ყურება, ბუნებრივია ჩემი მებრძოლი ათეიზმი ხელს მიშლის იმ სიბრძნის აღქმაში რომელსაც ესა თუ ის წვერებიანი ძია კაცი უბნობს  ტელევიზიაში, მაგრამ საინტერესო უფრო ის არის,  რატომ ჰგონიათ რომ ძველქართულად საუბარი ნებისმიერ სისულელეს ამძაფრებს??? 
  • წელს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი შეცდომა დავუშვი( ნუ ჩემი ძმაკაცის სიძის დაწურული ღვინოს დალევა არ ითვლება), “გარიგება-2” ვუყურე, არადა იდეაში  გარიგების პირველი სერია სხვა არაფერია თუ არა  ბავშვობის ერთ ერთი კარგი თუ არა ნორმალური ტელე მოგონება . ქართული ფილმი, რომლის ყურების შემდგომ არ მინდოდა ტირილი ჩემი ერის მომავალზე, აი გარიგების მეორე ნაწილის აღწერისთვის სიტყვები ნამდვილად არ არის საკმარისი, ეს არის- არ ვიცი რა დავარქვა ამას, მონსტრი რომელიც გზად ყველაფერს ანადგურებს, კარგი იუმორისტულ ფილმში არ არის იუმორის ნიშანწყალიც მაგრამ 2 საათი რა ამბავია, ფილმის ბოლოში არის შანსი რომ გაიაზრო შენი არსებობის უბადრუკობა და მიხვდე რომ 2012 წელი მხოლოდ იმიტომ შეიძლება იყოს ბოლო წელი რომ ეს ფილმი მომავალ წლებში არ ნახოს არც ერთმა თაობამ.