Category Archives: ბლოგი

ბლოგის განახლება

ბლოგინგი მოკვდა, თან მოკვდა ისე რომ ფაქტიურად არც უცხოვრია. სულ ორი თუ სამი წელი იყო აქტუალური, დიდი ნაწილი იუტუბში გადავიდა, ნაწილი შეეშვა და ნაწილი ორ წელიწადში ერთხელ ცდილობს რამეს დაწერას, მესამე კატეგორიაში შევდივარ მეც.

სულ მინდოდა ბლოგის განახლება, ბევრი რამე მიშლიდა ხელს, დაწყებული სიზარმაციდან და დამთავრებული იმით რომ არ ვიცოდი რაზე დამეწერა, პერფექციონისტი არ ვარ მაგრამ ბოლო პერიოდში სულ უფრო ვერიდები ხალტურის გაკეთებას, შედეგად მგონი ორი წელი არაფერი დამიწერია.

ახლა რატომღაც მომინდა ბლოგის განახლება, შევეცდები ხშირად ვწერო. თან უფრო ჩემთვის რომ რაღაც აზრები არ დამავიწყდეს, არც გავაპიარებ. თუ ჩემს ორ მკითხველში ხართ ალბათ თქვენთვის იქნება საინტერესო.

ბლოგის ათი წლის თავზე ბევრი რამეა შეცვლილი, პირველ რიგში მე ვარ შეცვლივლი, ისევ პოლიტიკურად აქტიური ვარ, მაგრამ უკვე საჯარო მოხელე, ისევ მემარცხენე მაგრამ უკვე შედარებით სხვა პოზიციებზე, ისევ ცინიკურ სარკასტული მაგრამ ახლა უფრო სხვანაირი, მოკლედ როგორი ამასაც ნახავთ.  იმდენი მარაზმი გამოვცადე ცხოვრებაში რომ ალბათ ორი ადამიანისთვის იქნებოდა საკმარისი, ვერ გეტყვით რომ დიდი სურვილი მქონდა ცხოვრებისეული გაკვეთილისთვის ქიმიოთერაპია გამომეცადა. მაგრამ რას იზამ, არის რაღაცეები რაც ადამიანს გცვლის, ასე რომ ვეცდები ბლოგი ისეთივე საინტერესო იყოს როგორც ადრე. უბრალოდ ახლა ზრდასრული, ცოტა ცინიკური და ბევრად გამოცდილი ტიპი ვარ ვიდრე 10 წლის ვიყავი როდესაც ამ ბლოგის კეთებას ვიწყებდი.

ვაღიარებ (პოლიტიკა და არამხოლოდ )

  • ევროსკეპტიკოსი ვარ.  არ მჯერა რომ ევროკავშირი რაიმე პოზიტიურ შედეგებს მოგვიტანს ასევე ნაკლებად მჯერა რომ თავადე ევროპას გააჩნია რაიმე პოზიტიური მომავალი.
  • არ მჯერა რომ აფხაზეთს ოდესმე დავიბრუნებთ, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ერთი მაინც დარჩება,  ჩვენი სიამაყე შეგვიშლის ხელს ამაში, ვერასოდეს ვაღიარებთ იმას რომ ამ პრობლემის შექმნაში ლომის წილი ჩვენია და ჩვენ აფხაზებმა მოგვიგეს ომი რუსების დამხარებით და არა რუსებმა გვეომეს და აფხაზები გამოიყენეს.
  • ძალიან მიტყდება როდესაც, შემთხვევით ჩემი ძველი კომენტების დიდ ნაწილს ვნახულობ, იქნება ეს ფეისბუკის შემთხევით ამოგდებული თუ ფორუმის..
  • ბევრჯერ დამილაიკებია მავანი ბლოგერი გოგოების ნაწერები ისე რომ კითხვის დროს ვხარხარებდი. საკუთარი თავის  დასაცავად ვიტყვი რომ ეს ხმამაღლა არ მითქვამს
  • ძნ ბევრ პაზორნი  ქოცს არ დავცინი, განსაკუთრებით ჩემი თაობის წარმომადგენლებს და ეს გულს მიკლავს, ამდენი ზაზა გაბუნია ერთად ნამეტანია.