Category Archives: ბურჟუაზია
გუდიაშვილის ჩიხი
![]() |
ინტერპრესნიუსის ფოტო |
ისე არ გავიგოთ რომ თითქოს პროტესტანტები და მათი ლიდერები ვინმესთან შეკრულები იყვნენ, მათ უბრალოდ შეეცადნენ მთელი ეს პროტესტი ყოფილიყო განსხვავებული, ვიდრე ჩვენთან ეს არის მიღებული. ანუ უარი ეთქვა პოლიტიკას, მიტინგებს, შიმშილობებს, ეკა ბესელიას და ქართული პროტესტის სხვა აუცილებელ ატრიბუტიკას . რათქმაუნდა ამ მოქმედებას თავისი ლოგიკა ჰქონდა და არცთუ ისე უსაფუძვლო მაგრამ ერთია სურვილი და მეორე როგორ განხორციელდება ეს. სურვილი განსხვავებული ვიდრე ოპოზიცია გადაიქცა ფრანკენშტეინად , მაგ. ერთ–ერთი მოწოდება სულაც ასე ჟღერდა “ერთად შევიკრიბოთ და დავიცვათ თავისუფალი ბაზარი(პერიფრაზი)” რაც უკვე იმის ნიშანია რომ რაღაც არასწორად ხდება ან არასწორად ვგებულობთ თუ რა ხდება, სწორედ რომ “თავისუფალი ბაზრის” ლოგიკაა ის რაც ხდება მოედანზე , ინვესტორები შემოდიან და ცდილობენ ისეთი გარემოს შექმნას რომელიც კაპიტალის ზრდას შეუწყობს ხელს .
პოლიტიკაზე უარის თქმის პოლიტიკასაც აქვს საკუთარი ლოგიკა, ქართველმა პოლიტიკოსებმა ძალიან მოაბეზრეს თავი ქართულ საზოგადოებას მაგრამ, ეს ნიშნავს იმას რომ, ჩვენ უარი ამ პოლიტიკოსებზე უნდა ვთქვათ და არა საერთოდ პოლიტიკაზე, რადგანაც პოლიტიკაზ უარის თქმა ნიშნავს იმას რომ ჩვენ საკუთარი სურვილით ვტოვებთ ამ ხალხს ხელისუფლებაში, რომლის დეკლარირებული პოლიტიკა არის კაპიტალის(ინვესტორების) ინტერესების დაცვა ან საპირწონედ სრულიად უსარგებლო საპროტესტო აქციების მომწყობებს რომლებიც, მხოლოდ აძლიერებენ ხელისუფლებას.
მიუხედავად გუდიაშვილის საპროტესტო მოძრაობის ცდისა ყოფილიყო განსხვავებული ვიდრე ქართული ოპოზიცია, მან თავისი საქციელით გაიმეორა ის “სიბრძნე” რომლითაც რატომღაც ამაყობს ქართული ოპოზიცია, საუბარი მაქვს მოარულ იდეაზე რომ “მიტინგები სადაც ერთი ფოთოლიც კი არ ვარდება” ზეწარმატებული ქართული მოვლენაა. განსხვავებით ქართული ოპოზიციისგან, რომელსაც უხარია ის რომ 200 ათასი გაბრაზებული ადამიანი იკრიბება და არაფერს ამტრევს. ჩვენს შემთხვევაში ეს ყველაფერი კარნავალად გადაიქცა , სადაც 16–35 წლამდე ახალგაზრდები შეიკრიბა და გლინტვეინი დააგემოვნა და ელიტის არაფორმალური მოწონებაც დაიმსახურა, “სწორედ ესეთი უნდა იყოს პროტესტი”, “როგორც იქნა ხალხი კონკრეტულ პრობლემას აპროტესტებს”. სინამდვილეში პრაქტიკული გამოცდილება ცხადყოფს რომ, ევროპაში სულაც არ არიან ქართველებზე ჩამორჩენილები და მანქანებსაც იმიტომ წვავენ და ბრძოლები იმიტომ მიმდინარეობს ქუჩებში რომ, სწორედ ეს არის გზა ელიტის იძულების . მხოლოდ საკუთრების დაკარგვის საფრთხე აიძულებს ელიტას წავიდეს დათმომებზე, ხოლო პროტესტი რომელიც ელიტასაც მოსწონს იდეაში უკვე ნიშნავს იმას რომ რაღაც არასწორად ხდება.
როგორც აღმოჩნდა გზა რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერი საპროტესტო მოძრაობა დამარცხებისკენ მიჰყავს საქართველოშიც არ აღმოჩნდა გამონაკლისი, ჩვენს შემთხვევაში ეს ჩიხი გუდიაშვილზე დაიწყო და დიდი იმედი მაქვს იქვე დასრულდება.
ამავე თემაზე –გაამაგრე გუდიაშვილი 15 იანვარს
რჩევები დამწყებ ნონკონფორმისტებს
გარდა არსებულის წინააღმდეგ გალაშქრებისა ნონკონფორმიზმი, ასევე გარკვეული მაგიის მატარებელია, დაუმორჩილებლობის, წინააღმდეგობის და გმირობის მაგიის, მართლაც ძალიან რთულია საკუთარი ნებით უარი თქვა მომხმარებლური საზოგადოების სიკეთეებზე, ყველაფერზე რასაც კაპიტალიზმი ქმნის იმისთვის რომ მოიხმარო და საკუთარი გაუცხობა დაძლიო. სწორედ ეს მაგია აიძულებს ძალიან ბევრს გადადგას ნაბიჯები ნონკონფორმიზმისკენ, ჩაიცვას ფერადი კეტები და დაიწყოს საშინელი ლექსების წერა (თანამედროვე ქართული ნონკონფორმიზმის ერთ–ერთი ნაირსახეობა), ან უბრალოდ ადგეს და არამარტო გარეგნულად შეიცვალოს არამედ მართლა დაიწყოს, რეალური ბრძოლა მომხმარებლური საზოგადოების წინააღმდეგ. ეკლესიის, სახელმწიფოს, განათლების სისტემის თუ სხვა არსებული ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლა.
არსებობს მეორე მხარეც, დროთა განმავლობაში როგორც ყველაფერი კაპიტალიზმის პირობებებში, ნონკონფორმიზმიც გადაიქცა პროდუქტად, კარგად გაყიდვად პროდუქტად , ამის მაგალითია ალბერტ კორდას მიერ 1960 წელს, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის აგენტების მიერ აფეთქებული ნავის ფონზე გადაღებული ჩეს სურათი, დღეს ის არამხოლოდ წინააღმდეგობის და გმირობის სიმბოლოა, არამედ ერთ–ერთი ყველაზე კარგად გაყიდვადი ბრენდიცაა, კორდას ოჯახი დიდი ხანი ებრძოდა ერთ–ერთ არაყის მწარმოებელ კომპანიას რომელიც ჩეს გამოსახულებას იყენებდა არაყის ბოთლზე.
ამბოხებული 1960 იანების შემდგომ ნონკონფორისტების მთელი თაობა გადაიქცა ჯერ მეინსტრიმად ხოლო შემდგომ წარმატებულ პოლიტიკოსებად, ბიზნესმენებად, მეცნიერებად და ასე შემდგომ. გუშინდელი რევოლუციენერები დღეს ევროკავშირის ერთ–ერთი წამყვანი პარტიების ლიდერები ან უბრალოდ იდეოლოგები არიან(კონბენდიტი, გლუქსმანი) მაგრამ არსებობს მეორე ისტორიაც, ისტორია ხალხის რომლებმაც არამარტო გაუძლეს დროს და კაპიტალიზმის ყველა სიკეთეებს, არამედ ბოლომდე ერთგული დარჩნენ საკუთარი იდეების. ბევრი გმირულად დაიღუპა მაგრამ ბევრი კვლავ ცოცხალია და საკუთარი იდეების პროპაგანდირებას და აფიშირება აქტიურად ახერხებს.
ნონკონფორმიზმი არ არის მხოლოდ ფერადი კეტები, ცუდი ლექსები ან მეორად ტანსაცმელებში ჩაცმა, ეს ცხოვრების წესია და არ დაგიმალავთ არც მთლად მარტივი, რეალური და პრაქტიკულად არსებული ვარიანტი გულისხმობს უფულობას, კარიერის არქონას და სხვა უამრავ სიკეთეებს, მოკლედ რომ ვთქვა აი ჩემი რჩევები იმათ ვინც გადაწყვეტს რომ მათი არჩევანი ნონკონფორმიზმია :
1. სექსი
საერთოდ ეს ქართველი ნონკონფორმისტების საყვარელი თემაა, როგორც წესი “ჩემი წრის” ხალხი საკუთარ წარუმატებელ სექსუალურ ცხოვრებას ყველაფერს აბრალებს გარდა საკუთარი თავისა, დაწყებული ქალიშვილობის პრობლემიდან(რომელიც ჩემი ღრმა რწმენით არანაირი პრობლემა აღარ არის) და დამთავრებული ეკლესიის მავნე ზეგავლენით, მაგრამ პრობლემა როგორც ყოველთვის უფრო ბანალურია, პრაქტიკულად ის დადის მარტივ პიროვნულ პრობლემებამდე. დადებითი მხარე ის არის რომ სექსი პრაქტიკულად არანარი დანახარჯებს არ მოითხოვს და არსებობს მთელი კატეგორია საპირისპირო სქესი წარმომადგენლების(ჩემს შემთხვევაში ქალების) რომლებსაც ძალიან მოსწონთ ნონკონფრომისტი ბიჭები/გოგოები. მართალია კონკურენცია დიდია მაგრამ უნიჭო ლექსების დაწერას დიდი ნიჭი არ სჭირდება(იმედია ამ პოსტის შემდგომ ჩემი “პოეტი” მეგობრები დიდი ხნით არ გამინაწყენდებიან)
2.ოჯახი
მე ძალიან გამიმართლა, ინტელექტუალების ოჯახში დავიბადე და გავიზარდე ამიტომაც ჩემს არჩევანს, უფულობას და კარიერაზე უარის თქმას მეტნაკლები გაგებით ხვდებიან მაგრამ სხვა შემთხვევაში, ყველაზე დიდი პრობლემა არა საზოგადოებაა, არამედ საკუთარი ოჯახის წევრები, რომლებისთვისაც ძალიან რთულია იმის ახსნა თუ რატომ არ გინდა ის სიკეთეები რომელსაც გპირდება სისტემა. გარდა უარყოფითისა არსებობს ერთი დადებითი მხარეც, არც ერთი ნორმალური გოგო არ გარისკავს ცოლად გაყოლას უფულო და უკარიერო ტიპზე.
3. კარიერა
ეს ერთ–ერთია რაზეც უარის თქმა გარდაუვალი აუცილებლობაა, გამორიცხულია კარიერის და ნონკონფორმიზმის შეთავსება, მართალია საქართველოში ერთი ცნობილი კინორეჟისორი თვლის რომ შესაძლებელია იყო ნონკონფორმისტი და ხელისუფლების მომხრე მაგრამ პრაქტიკულად ეს შეუძლებელია, უბრალოდ, რატომღაც ზოგს ჰგონია, რომ მხოლოდ გაბატონებული აზრის წინააღმდეგ წასვლა უკვე გულისხმობს ნონკონფორმიზს, მაგრამ აქ არსებობს ერთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი შენიშვნა , დღეისთვის გაბატონებული აზრის, დედამიწა მრგვალიას მოწინააღდეგე ბრტყელი დედამიწის მომხრეები არა ნონკონფორმისტები არამედ იდიოტები არიან.
4. ფული
კიდევ ერთი რამ, რაზეც უარის თქმა გარდაუვალია ეს ფულია, არა იმიტომ რომ აუცილებელია, უბრალოს სხვანაირად შეუძლებელია, მიუხედავად ამისა დღეს უკვე არსებობს საკმაოდ ლეგალური საშუალებები იმისთვის რომ ადამიანმა საკუთარი ინტელექტუალური შრომით მოახერხო და შიმშილით არ მოკვდე. ნუ თუ “გაგიმართლა” მოახერხებ და საკუთარ რადიკალურ პოზიციებსაც კარგად გაყიდი და შეურთდები მრავალს რომლებმაც ეს კარგად მოახერხეს მთელი დროის განმავლობაში.
5. პატივისცემა
არსებობს ერთი რამ რასაც მე არაფერზე გავცლიდი, ეს სულიერი სიმშვიდეა, რომელსაც საკუთარი თავის მიმართ განიცდი როდესაც იცი რომ არ იყიდები, არ ხარ მონა არსებული წყობილების და რაც მთავარია დროთა განმავლობაში აღმოჩნდება რომ ეს შენმა ოპონენტებმაც იციან და ფარულად ეტრფიან. განსაკუთრებით ეს იმ ნაწილს ეხება რომლებმაც ეს ყველაფერი იძულებით თუ საკუთარი სურვილით დათმეს, დაწყებული ოჯახის გამო და დამთავრებული უბრალოდ “ასაკიდან” გამომდინარე.
6. საფრთხეები
რაც არ უნდა მინდოდეს(გვინდოდეს) საქართველოში, უფრო სწორად თანამედროვე საქართველოში არც სამხრეთ ამერიკული სიკვდილის ბრიგადები არსებობს და არც ორუელის უფროსი ძმა, რაც არის ეს თანამედროვე ყაიდის ნეოლიბერალური ავტორიტარიზმია, კარგად აწყობილი პიარ მანქანით და ბევრი პოლიციელით, რომლებიც მაღალი უმუშევრობის პირობებში, კარგი ხელფასის გამო ყველაფერზე მიდიან. გარდა ამისა ხელისუფლებას საკმაოდ კარგი პირობები აქვს შექმნილი ინტელექტუალებისთვის, იქნება ეს სოციალური დახმარება–სამსახური ორ თუ სამ უნივერსიტეტში, თუ უბრალოდ რბილად რომ ვთქვა საეჭვო სტატიებში ჰონორარები, მოკლედ საფრთხე არის, და ეს საფრთხე რეალობაში, უფულობას, კარიერის არქონას და ოჯახში პრობლემებს უფრო გულისხმობს ვიდრე სიკვდილს როგორც ეს რამდენიმე ათეული წლის წინ გულისხმობდა.
ნეომარქსიზმი–ნაწილი პირველი(ლევან აბაშიძე)
კომპლექტი, რომელიც ხასიათდება კრიტიკული დამოკიდებულებით როგორც კაპიტალიზმის,
ისე ’რეალური სოციალიზმის” და მისი მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის მიმართ.

იდეურ-პრაქტიკული თვალსაზრისით ფრანკფურტის სკოლა წარმოადგენდა, რომელიც გასული
საუკუნის 20-იანი წლების ბოლოსა და 30-იანი წლების დასაწყისში მაინის ფრანკფურტის
უნივერსიტეტის სოციალური კვლევების ინსტიტუტის ბაზაზე ჩამოყალიბდა. მის
შემადგენლობაში შედიოდნენ: მაქს ჰორკჰაიმერი, თეოდორ ადორნო, ფრიდრიხ პოლოკი,
ჰერბერტ მარკუზე, ერიხ ფრომი და სხვები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მათ გააგრძელეს
თავიანთი მუშაობა ინსტიტუტში, სადაც მათ ირგვლივ ნეომარქსიზმის მხარდამჭერების ახალი
თაობა ჩამოყალიბდა. ალფრედ შმიდტი, იურგენ ჰაბერმასი, ალბრეხტ ველმერი და სხვები. ამ
მიმდინარეობის განსხვავებული ვარიაციები, წარმოიშვა სხვა ქვეყნებში – საფრანგეთში,
იტალიაში, აშშ-ში, ინგლისში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში და სხვაგან. ფრანგ
ნეომარქსისტებს შორის ყველაზე პოპულარულები იყვნენ ა.ლეფევრი და ჟან პოლ სარტრი,
ამერიკელი სოციოლოგი რ.მილსი, იტალიელი. ე.პაჩი, პოლონელი რევიზიონისტი
ლ.კოლოვოლსკოვა, ჩეხი რევიზიონისტი კ.კოსიკა და სხვები.
ამ სკოლის წარმომადგენლების კურსი მიმართული იყო მარქსიზმის
განახლებისა და მარქსიზმ-ლენინიზმის რევიზიისაკენ. თავის მხრივ ნეომარქსიზმის
კლასიკად ითვლება გ.ლუკაჩის ”ისტორია და კლასობრივი ცნობიერება”. გარდა ამისა
ნეომარქსისტების ფუნდამენტური ნაშრომების რიცხვში, ფიგურირებენ კ.კორშის
”მარქსიზმი და ფილოსოფია” ეს წიგნები დაახლოებით ერთსა და იმავე
დროს დაიწერა, გამოვიდა და ნეომარქსიზმის საფუძველი გახდა.
ნეომარქსისტული იდეების შემუშავებასა და
გავრცელებაში. რასაც ძალიან შეუწყო ხელი, სკოლის მკაფიოდ გამოკვეთილმა ინსტიტუციური
ბაზის არსებობამ რაც გამოიხატებოდა: ჟურნალების, რეგულარულად გამოცემული თეორიული
ნამუშევრების სერიებითა და საერთო კონცეპციის ერთობით. ფრანკფურტის სკოლის
ნეომარქსისტებს ალბათ ყველაზე ძლიერი პოზიცია ჰქონდათ, რომელიც მათ აძლევდა
შესაძლებლობას, უფრო ღრმა ზემოქმედება მოეხდინათ დასავლეთ გერმანიის როგორც
სოციალურ-ფილოსოფიურ ისე ლიტერატურულ-მხატვრულ ცხოვრებაზე, განსხვავებით სხვა
ქვეყნებში მათი კოლეგებისგან.
ეწინააღმდგებოდნენ საბჭოთა მარქსიზმ-ლენინიზმს, რომელიც მათი აზრით, არ
შეესაბამისებოდა მათ დროს და არ ქონდა უნარი მოეხდინა ”განვითარებული ინდუსტრიული
საზოგადოების კრიტიკა” სანამ არ მოხდებოდა მის შიგნით არსებული მოძველებული
დოგმების რღვევა.
მარქსიზმში, პროლეტარიატის მსოფლიო-ისტორიული როლი, როგორც სოციალისტური
რევოლუციის და კაპიტალიზმის მესაფლავის სუბიექტისა. ამ ცვლილების მიზეზს მარკუზე მაღალგანვითარებული
ინდუსტრიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი მახასიათებლით ასაბუთებდა, რაც იმაში
გამოიხატებოდა, რომ ამ საზოგადოების შევსება ხდებ(ოდ)ა მუშათა კლასით. საჭიროებებისა
და მუშათა მასების ცნობიერებაზე მანიპულირების მეშვეობით, რომელსაც მმართველი
კლასები ახდენენ. მარკუზეს შემოაქვს ’ერთგანზომილებიანი ადამიანის’ ცნება –
პიროვნებები, რომლებიც ორიენტირებულნი და დეფორმირებულნი არიან თანამედროვე კაპიტალიზმის
საჭიროებების მიხედვით კონფორმისტებად, რომელთაც დაკარგული აქვთ კრიტიკული
დამოკიდებულება რეალობის მიმართ. ’ერთგანზომილებიანი ცნობიერების’ ბატონობის
პირობებში ’ერთგანზომილებიან ადამიანს’ ამ საზოგადოებაში არ შეუძლია შეიმუშავოს და
აღიქვას ის რევოლუციურ-სოციალისტური ცნობიერება, რომელიც მარქსიზმ-ლენინიზმის
თანახმად არის საწინდარი, პირობა და წინაპირობა პროლეტარიატის სოციალისტური
რევოლუციისა.
კიდევ არ გამხდარა ’ერთგანზომილებიანი ცნობიერების” ტყვე. ასეთ საზოგადოებრივ
ჯგუფებად ისინი მიიჩნევდნენ რასობრივ, ნაციონალურ და რელიგიურ უმცირესობებს
აშშ-ში. კრიტიკულად მოაზროვნე ინტელიგენციას და სტუდენტებს კაპიტალისტურ ქვეყნებში
და ხალხის მასებს ჩამორჩენილი და ღარიბი მესამე სამყაროს ქვეყნებში.
სოციალურ რევოლუციას წინ უნდა უძღოდეს ’ადამიანის რევოლუცია’(მისი უარი
მონაწილეობა მიიღოს კაპიტალისტური მომხმარებლური საზოგადოების თამაშში, უარი
აღიაროს ის ფასეულობები, რომელსაც ინდუსტრიული საზოგადოება ყველას თავს ახვევს),
’ერთგანზომილებიანი ცნობიერების’ უარყოფა და განთავისუფლება მასიური საინფორმაციო
საშუალებებისა და ნებისმიერი სახის გაბატონებული მორალური ნორმებისგან,
რომელიც ახდენს ხალხის ინტეგრირებას ამ
საზოგადოებაში. და ბოლოს თითოეულის ინდივიდუალური ბუნტი, რაც იმის გააზრებიდან
უნდა გამომდინარეობდეს, რომ კაპიტალისტურ საზოგადოებაში მზაკვრულად შენიღბული
დემოკრატიული თამაშის წესები, სინამდვილეში, მხოლოდ ბურჟუაზიული ბატონობის
შენარჩუნების მექანიზმს წარმოადგენს.
თუმცა ფრანკფურტის სკოლის სხვა თეორეტიკოსებიც, თავიანთ ფილოსოფიურ და სოციოლოგიურ
კვლევებსა და შრომებში, ასევე მიუთითებდნენ, მარადიულად გადაუწყვიტავი
წინააღმდეგობის შესახებ ინდივიდის თავდაპირველ თავისუფალ ცნობიერებასა და საზოგადოებრივი
ცნობიერებით დატვირთულ ’მეს’ შორის.
გზა ეტალიტარიზმს, დასავლეთის მომხმარებლურ საზოგადოებასა და რეალურად არსებულ
სოციალიზმს შორის. ნეომარქსისტების მესამე გზა არსებითად შეიცავდა მორალურ და კულტურულ
რევოლუციას, რომელიც გააუქმებდა იდეალიზირებულ ლიბერალურ სისტემას და შეცვლიდა მას
ახალი კულტურულ-იდეოლოგიური სისტემით. ასეთი რევოლუცია, მათი აზრით დასავლეთის
საზოგადოებას მისცემდა ახალ სუნთქვას, რაც ხელს შეუწყობდა მორალურ განახლებას,
რასაც კერძო საკუთრებაზე დამყარებული წარმოებითი ურთიერთობების ცვლილება უნდა
გამოეწვია.
ფორმირებისას ფროიდიზმი იქცა. ზოგადი პრინციპები ფროიდიზმისა ან ნეოფროიდიზმისა
მოიცავს შემდეგს: ისტორიულ მატერიალიზმს არ შეუძლია მოგვცეს მისაღები ახსნა
თითოეული ადამიანის ქცევისა, ამიტომ საჭიროა მისი შევსება ფროიდიზმის იდეებით.
ქვეცნობიერი მოტივი ადამიანის ქცევისა არის უწყვეტი ბრძოლა ძირითად ინსტიქტებს
შორის, მაგალითად სიცოცხლის დამადასტურებელი ეროსი და სიკვდილის ინსტიქტი(ტანატოსი),
მაგრამ ადამიანი იძულებულია გარემომცველ ბუნებრივ და საზოგადოებრივ გარემოსთან დანებდეს,
შემდეგ გამოვლენილი ინსტიქტები გონივრულ მოტივებად გარდაქმნას და იხელმძღვანელოს ’რეალობის
პრინციპით’. შეუზღუდავი სიამოვნების საწყისი ინსტიქტისაკენ სწრაფვა, საშიშია
ადამიანის საზოგადოებაში ცხოვრებისათვის, ამიტომ ’სიამოვნების პრინციპი’
იძულებულია ’რეალობის პრინციპს’ დაექვემდებაროს. მარკუზე აღნიშნავს, რომ ’რეალობის
პრინციპი’ ’მაღალგანვითარებული ინდუსტრიული საზოგადოების’ პირობებში ’მწარმოებლურობის
პრინციპად’ ან ’ეკონომიკური პროდუქტიულობის პრინციპად’ გარდაიქმნება.
დიალექტიკა, ან უფრო სწორედ რომ ვთქვათ მისი თავისებური ნეოჰეგელიანური
ინტერპრეტაცია (მაგალითად მარკუზეს ნამუშევარი ’ჰეგელის ონტოლოგია და ისტორიციზმის
დამფუძნებელი თეორია’ მისივე წიგნი ’გონება და რევოლუცია ჰეგელი და საზოგადოების
თეორიის წარმოშობა’, აგრეთვე ადორნოს რამოდენიმე ნამუშევარი, რომელიც ჰეგელის
ფილოსოფიას ეძღვნება). ამ შემთხვევაში საუბარი მიდიოდა სუბიექტ-ობიექტის
დიალექტიკის სუბიექტურ-იდეალისტური ინტერპრეტაციისა და მარქსის მატერიალისტური
დიალექტიკის, ჰეგელის დიალექტიკის
მეშვეობით ცვლილების შესახებ. ჰეგელისეული ’კონკრეტული უარყოფა’და
დიალექტიკურ-მატერიალისტური გაგება უარყოფის კანონისა ანაცვლებს ნეომარქსისტების
შეხედულებას უფრო რადიკალურ ’აბსოლუტურ უარყოფაზე’ იგივე ’ნეგატიურ დიალექტიკაზე’(ადორნო).
ისტორიისა და მისის კრიტიკული თეორიის პირველი ეტაპი დასრულდა.
სიმართლისტები
მორალურ სიმართლისტებთან ურთიერთობისას არსებობს რამდენიმე შეცდომა რომელიც შეიძლება ჩვეულებრივმა მოკვდავმა დაუშვას, პირველი, უბრალოდ კამათი , მეორე , მათგან რაციონალური არგუმენტაციის მოსმენის სურვილი, ალბათ მიხვდით რომ ეს შეცდომები მეც დავუშვი, როდესაც ერთ–ერთი ასეთ მორალურ სიმართლისტს ახლახანს ვეკამათე, ყველაფერი დასრულდა იმით რომ ჯერ ლიბერალი მიწოდეს(არადა სოციალისტი ვარ, უფრო ცუდი ტიპი) და მირჩიეს წამეკითხა ალან დალესის გეგმა.
ასე კატეგორია ხალხთან კამათი საინტერესო და სახალისოა, ჯერ ერთი რაც არ უნდა იყოს ხშირად ძალიან ძნელია დაიცვა ხელისუფლების იდიოტიზმი, მეორეც ყოველთვის მახალისებს კამათი ისეთ ხალხთან რომლებიც თვლიან რომ ზე–მდიდრებმა არ უნდა გადაიხადონ პროპორციულად მაღალი გადასახადები, იმიტომ რომ ხვალ თუ არა ზეგ თვითონ უეჭველი იქნება ის ზე მდიდარი.
ამ კატეგორია ხალხთან კამათი ძირითადად რაღაც დეტალებამდე დადის, მაგალითად რომელიმე კანონის ბ–მუხლის 198 დამატების პირველ ცვლილებამდე, რაც მთავარია თუ შენ გამოკვეთილი შეხედულებები გაქვს აუცილებლად შენი საპირისპირო პოზიცია აქვს რომელიც სიმართლეა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, იმიტომ რომ ყველაზე სწორი პოზიციაა აუცილებლად სადღაც შუაშია.
რატომ ძვირდება მარშუტკები??
მარშუტკების გაძვირებას თავისი ლოგიკა გააჩნია-ეს არის ნეოლიბერალური ეკონომიკის ლოგიკა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს გამოყენებას ერთი კონკრეტული კლასის ინტერესებისთვის, საწინააღმდეგოდ დეკლალირებული საბაზრო პრინციპებისა რომელიც გულისხმობს ეკონომიკაში სახელმწიფოს მინიმალურ ჩარევას.
#4 მარშტუტკის საცდელი ფასის გაზრდის შემდგომ ცხადი გახდა, მოსახლეობას ურჩევნია ცოტა მეტი გაიაროს ფეხით, ვიდრე საეჭვო უპირატესობაში გადაიხადოს, 60% პროცენტით მეტი ვიდრე ადრე იხდიდა.
აკრძალულია !!! (დასკვნები)
ძალიან ბევრი ჟურნალისტი, კიდევ უფრო მეტი სეირის მაყურებელი და ძალიან ცოტა ვინც ზასაობას აპირებდა . ასეთი იყო გუშინდელი აქციის შედეგი. აქცია პარკებში ხვევნა კოცნის აკრძალვას უპირისპირდებოდა, გუშინ კომენტარებს გადავხედე და ცოტა არ იყოს შთაბეჭდილება მრჩება რომ თითქმის არავის არ გაუკეთებია ანალიზი იმის თუ რატომ არ მოვიდა ხალხი აქციაზე. მხოლოდ მოსალოდნელი კომენტარები, ძირითადად მორალისტური ხასიათის. აქაოდა “რა ბანძები ხართ რომ არ იზასავეთო”, “ასეც ვიცოდიო” და ასე შემდეგ. ბუნებრივია ლოგიკური და მუდმივი კითხვა შენ რატომ არ გააკეთე??? არასოდეს ეხებათ ხოლმე კომენტატორებს.
არადა შესაფასებელი და დასაფიქრებელია. დაწყებული იმით თუ რატომ არ მივიდა ხალხი და დამთავრებული იმ ფაქტით თუ რატომ არ იზასავეს “პროგრესულებმა”.
1. ბევრჯერ დამიწერია და ახლაც დავწერ, ყველაფერი პოლიტიკაა, პოლიტიკაა იმიტომ, რომ აქციაზე ძალიან ბევრის არ მისვლის მიზეზი ბანალურად ხელისუფლების მომხრეობა აღმოჩნდა, პროგრესულობაც და რადიკალიზმიც მაშინვე სრულდება როდესაც საქმე ხელისუფლების უზენაესს ინტერესებს ეხება. ბევრი უკვე პირდაპირ მუშაობს ხელისუფლებაზე, ნაწილს იმედი აქვს რომ იმუშავებს , ნაწილი კი უბრალოდ კლასობრივად თვლის ხელისუფლების ნაწილად თავს და ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკებების გარეშე ხვდება სად უნდა მივიდეს და სად არა. ეს რაღაც ქვეცნობიერი კავშირია, აი დაახლოებით ისეთი “აგვისტოს 5 დღე” ძირითადად მარტო მიშისტებს რომ მოეწონათ.
2. ფეისბუკის რეალობა და რეალური ცხოვრება ძალიან განსხავდება ერთმანეთისგან, ფეისბუკზე არსებობს ერთი წრე რომელშიც იხარშება მთელი ჩვენი “პროგრესული ელიტა”, რომლებიც ცოტა გულწრფელები რომ ვიყოთ, თითქმის არ არიან ის ხალხი ვისაც აწუხებს პარკებში ზასაობის აკრძალვის პრობლემა, უბრალოდ როგორც ხდება, არსებობს რადიკალური ინტელიგენციის ნაწილი(ჩვენთან ლიბერალებს რომ ეძახიან) რომლებიც სოლიდარულები არიან ჩვეულებრიც ხალხთან. გუშინ გაირკვა ერთი სამწუხარო რამ, ძალიან ცოტაა ასეთი ლიბერალები, ერთი ნაწილი ზემოთ დავწერე ხელისუფლების მხარდამჭერია, მეორე ნაწილი(შედარებით ახალგაზრდა. აი ის ნაწილი ბოლო პერიოდში რომ გამოჩნდა და აქტიურობს) კი ზედმეტად რადიკალიზაციის პროცესს განიცდის და “წვრილბურჟიზიულ” წამოწყებებში არ მონაწილეობს. ხო რაც შეეხება იმ ხალხს რომლებიც პარკებში დადიან, ამ ხალხთან კავშირი, სამწუხაროდ ლიბერალებს(რადიკალურ ინტელიგენციას) თითქმის არ აქვს.
3. კიდევ არსებობს ერთი საკმაოდ სერიოზული ფაქტორი, რატომღაც გვიტყდება ყველას მიტინგები, აქციები და ასე შემდგომ, მიზეზიც არცთუ ისე უსაფუძვლოა. როდესაც 21 საუკუნეში, 10 ჯერ, 20 ჯერ ხედავ მიტინგებზე გამოსულ ხალხს, რომლებიც სადღაც 21 საუკუნეში ისევ მე-19 საუკუნის კონსერვატორულ ფასეულობებზე ახურებენ ცოტა არ იყოს გაგიტყდება, მაგრამ, კარგით რა, თუ არ გავალთ და არ დავიცავთ ჩვენს უფლებებს სხვა არ დაიცავს. ბევრი ფიქრი არ სჭირდება ამას, საჭიროა მოქმედება. ჩვენი ერთადერთი იარაღი სოლიდარობაა და რაოდენობაა.
ასეთია მცირე ანალიზი იმის თუ რატომ ჩავარდა ჩვენთვის საკმაოდ უცხო და საინტერესო აქცია, მაგრამ სიტუაცია არც ისე კატასტროფულია როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ჯერ ერთი იმიტომ რომ რადიკალური ინტელიგენცია(შინაურობაში “ლიბერალები”) არსებობს და თუ შეძლებს ხიდის გადებას ჩვეულებრივ ხალხთან, სიტუაცია არც ისე კატასტრფოული იქნება. მეორეც , საჭიროა ბოლო პერიოდში გააქტიურებული სტუდენტობის ნაწილმა და მემარცხენეების დიდმა ნაწილმა, შეიგნოს(შევიგნოთ) რომ გარდა გლობალური პრობლემებისა, საჭიროა ყოველდღიური ბრძოლა ნებისმიერ წვრილმანებითვის, რადგანაც როგორც ამბობენ ეშმაკები წვრილმანებში იმალება. სწორედ ასეთი ფრონტის ხაზია საჭირო ნებისმიერი წვრილმანებისთვის, მათ აქვთ რა დაკარგონ და ახლა ის პერიოდია როდესაც განსაკუთრებით სწრაფ ტემპებში ეცდებიან მაქსიმალურად ბევრი რამ წაგვღვლიტონ.
აკრძალულია !!!
არ ვიცი როგორ და საიდან მოგვეპარა, ნელ-ნელა მოგვიახლოვდა და ფაქტის წინაშე დაგვაყენა, ყველაფერი პარკებში და საზოგადოებრივ ადგილებში ხვევნა კოცნის ამკრძალავი ნიშნებით დაიწყო, ცოტა ხანში ნიშნევს ლუდის დალევის და შემდგომ ქუჩაში მთვრალი ბოდიალის აკრძალვა მოჰყვა, მთავარი სიურპრიზი შემდგომ გველოდა აკრძალვებს გადასახადების ორიგინალური მეთოდები და როდესაც აზრზე მოვედით ყველაფერი გვიან იყო. ალბათ ასეთი იქნება მომავალში რომელიმე ცუდი მწერლის რომანის დასაწყისი.
ის რომ პარკებში ზასაობა და ლუდის სმა აირძალა, წესით გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს. ხელისუფლებას და ელიტას აღარ სურს ქუჩაში, მათ დასუფთავებულ და განათებულ ქუჩებში, “უმსგავსოებებს” უყუროს . ჯერ ერთი ჯორჯ კარლინის სიტყვების პერიფრაზირება რომ გავაკეთოთ, მათ სურთ სუფთა და უსაფრთხო გარემო საკუთარი ვოლვოებისთვის, მეორეც დიდი ხანია ეს ხომ არაეთიკური, ამისთვის ბაითები არ არსებობს ???
ჩვენს ვირტუალურ სივრცეში მოდაშია ჩამორჩენილობის და კონსერვატორობის სიმბოლოს- მურთაზის ლანძღვა, ის კონსერვატორია, რელიგიურია, უყვარს ქართული სუფრა და მოკლედ ჩამორჩენილი ტიპია რა ყველანაირად. მაგრამ ყველას გამოეპარა მურთაზის გარდასახვა, ერთმა მურთაზმა “ბანკში ” დაიწყო მუშაობა და ახლა კრედიტ ოფიცერია, მეორე მურთაზი სახელმწიფო სამსახურშია და ახალ საქართველოს აშენებს, მესამე ჟურნალისტია და კვირაში 19 ინტერვიუს იღებს ლალი მოროშკინასგან და გივი სიხარულიძისგან, მეოთხე მუსიკოსია და ოდესღაც როკს უბერავდა. ის რომ დღეს მურთაზია ხელისუფლებაშია და სრულიად არ ჰგავს მის ძველ ანალოგებს ამაზე მისი ახალი იდეები მოწმობს, სწორედ კონსერვატორულად განწყობილი ხალხის იდეებს ჰგავს ლუდის სმის და ზასაობის აკრძალვები.
მოდით თვალი იმასაც გავუსწოროთ რომ ამ ყველაფერს გადავყლაპავთ, იმიტომ რომ ისეთები ვყლაპეთ ადრე რომ ეს უბრალოდ პატარა გაუგებრობაა იმასთან შედარებით. იცი რა არის განსხვავება ჩვენს და “მათ” შორის??? მათ უკვე იციან რა უნდათ რა რისთვის უნდა იბრძოლონ, ანუ მათ უკვე აქვთ კლასობრივი თვითშეგნება, ჩვენ კი ჯერ არ ვართ მზად ვიბრძოლოთ, ამიტომაც გადავყლაპავთ ყველაფერს რასაც მოასწრებენ ჩვენი ხელისუფლები.
ნურც იმას გამოვრიცხავთ რომ ეს ჩვეულებრივი დაბოლების აქცია იყო, ნოამ ჩომსკის სტატიაში(ჩემი თარგმანია) “ხალხით მანიპულირების 10 საშუალება“. არის ერთი საინტერესო მომენტი :
2.პრობლემების შექმნა და შემდგომ შეთავაზება საზოგადოებისთვის მათი გადაწყვეტის გზების.