Category Archives: ბურჯანაძე

ის რაც არასოდეს არ მოხდება

ის რაც არასოდეს არ მოხდება :
  • ნაცმოძრაობის რებდენდინგი. შეუძლებელია რებრენდინგი იქ სადაც შეცდომების მეათედის აღიარებაც არ ხდება, რა მონსტრიც იყო ის პარტია ისეთივედ დარჩება.
  • ნინო ბურჯანაძის და ობიექტივის მხარდამჭერები  პოსტებში არ იყვირებენ. სცადეთ ერთი კამათი, ნებისმიერ თემაზე, რამდენ ძახილის ნიშანს აღმოაჩენთ. რამდენჯერ დაგიძახებენ ტუტუცს, უზრდელს და რაც მთავარია მთელი ერის სახელით დაგელაპარაკებიან. 
  • ზედიზედ ორჯერ ნორმალურ საზამთროს ავარჩევ. არა,მართლა  დავიჯერო?  ესეთი შეუძლებელია მისიაა?
  • ტატოს ტოტენჰემი მოიგებს ინგლისის პრემიერ-ლიგას. (საუბარია ფეხბურთის მენეჯერში, ჩემი და ტატოს ეპოქალურ დაპირისპირებაზე, ასტონ ვილა-ტოტენჰემი)
  • არასოდეს არ იქნება ჩემი პოსტი  გრამატიკული შეცდომების გარეშე  და არ შემცემენ ამ თემით.
  • შაბათ კვირას ქართულ ტელეარხებს საინტერესო გადაცემები   ექნებათ. ეჭვი მაქვს რაღაც შეთქმულების ნაწილია, რომლის მიზანი ტელევიზიებისგან მოსახლოების მოწყვეტაა.
  • მამუკა არეშიძე ზედიზედ ორ პროგნოზს გააკეთებს რომელიც ახდება.
  • სერიოზული კრიზისის დროს, ქართული ტელევიზიები ნიკუშა შენგელაიას არ ჰკითხავენ აზრს. 
  • ქართველი მამაო გაჰყიდის ჯიპს და უპოვარებს დაურიგებს, არა მოდით კიდევ უფრო დიდ საიდუმლოს  გაგანდობთ, არც ერთი ორგანიზებული რელიგიის წარმომადგენელი ამას არ იზამს.
  • ფორუმზე ქალიშვილობის თემა აქტუალურობას დაკარგავს.
  • ხიზანიშვილი ნაკრებში უშეცდომოდ ითამაშებს .
  • ქართველი ლიბერტარიანელი მიშას დროს სახელმწიფოს მიერ ბიზნესის დაწიოკებას და ეკონომიკაში ჩარევას  დაგმობს.
  • ქართული იუმორისტული შოუ სასაცილო იქნება.
ოლეგ იაძე
  • მაჟორიტარს მისი რეგიონში  ყველანაირ საქმეებში ჩარევის სურვილი გაუქრება.
  • ბათუმში გამოსწორდება მომსახურება.
  • მიშას 2 საათიან ინტერვიუში ლოგიკური წიაღსვლები იქნება.
  • ოლეგ იაძეს ვინმე ბიბის სიყვარულში შეეცილება .
  • არც ერთი ჩემი ფრენდი არ დაასტატუსებს “წვიმს”, “რა საყვარლობაა” და კომენტებში, “აუუ ნეტავ ჩემთან წვიმდეეეს”, ხოლო ძნ პრადვინუტები, წვიმაში მოსასმენ სიმღერებს არ დადებენ.

(function(d, s, id) { var js, fjs = d.getElementsByTagName(s)[0]; if (d.getElementById(id)) return; js = d.createElement(s); js.id = id; js.src = “//connect.facebook.net/en_GB/all.js#xfbml=1&appId=363968870400870”; fjs.parentNode.insertBefore(js, fjs); }(document, ‘script’, ‘facebook-jssdk’));