Category Archives: გიგი წერეთელი

ეინ რენდიდან გიგი წერეთლამდე

გიგი წერეთლის რბილად რომ ვთქვა არცთუ მთლად ადეკვატურ კომენტარს რომელიც მან მაია მიმინოშვილის განთავისუფლებაზე(http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=7341) გააკეთა:

              “პარლამენტის ვიცე-სპიკერი თვლის, რომ თუკი სახელმწიფო სტუქტურებში დასაქმებული ადამიანები მხარს ოპოზიციას უჭერენ და მათ მანიფესტაციებში მონაწილეობენ, ისინი სამსახურიდან უნდა გაუშვან.

            “ეს იგივეა, ხვალ თქვენ თქვენი სამსახურის წინააღმდეგ მიმართულ მიტინგში რომ მიიღოთ მონაწილეობა. თუკი სახელისუფლებო სტუქტურებში დასაქმებული ადამიანები ოპოზიციის მიტინგებზე დადიან და ხელისუფლებას ებრძვიან, მათი გათავისუფლება ბუნებრივია. საჯარო მოხელე ოპოზიციის მიტინგებზე არ დადის!” – განუცხადა “პირWელს” წერეთელმა, რომელიც ირწმუნება, რომ “ეს ასეა ყველა ქვეყანაში

ისტორიული ანალოგია  გააჩნია და ის ჩვენთან ნაკლებად ცნობილ ავტორს ეინ რენდის ეკუთვნის,  იმ რენდს რომელიც ამ ხელისუფლების მომხრეების ყველაზე ინტელექტუალური  ნაწილის საყვარელი ავტორია(რამდენად აქვთ წაკითხული ეს სხვა თემაა, რენდი წარმოუდგენელად ცუდი საკითხავია),  ის  დაახლოებით იმავეს ფიქრობდა ჯერ კიდევ 1940 იანი წლების ბოლოს  რასაც ჩვენი გიგი, მართალია, მე ნაკლებად მჯერა იმის,  რომ  გიგის თუნდაც გაუგია ეინ რენდი მაგრამ როგორც ჩანს, ერთ იდეურ საწყისებზე მყოფი ეინ რენდი და მისი ქართველი მიმდევრები ერთნაირად გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებას ოპონენტების მიმართ. 

The principle of free speech requires … that we do not pass laws forbidding [Communists] to speak. But the principle of free speech … does not imply that we owe them jobs and support to advocate our own destruction at our own expense.

სიტყვის თავისუფლების პრინციპი მოითხოვს რომ ჩვენ არ მივიღოთ კანონები რომელიც აუკრძალავს კომუნისტებს საუბარს, მაგრამ სიტყვის თავისუფლების პრინციპი არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ უნდა მივცეთ მათ სამსახური და მხარი დავუჭიროთ მათ მიერ ჩვენს განადგურებას ჩვენსავე ხარჯზე.