დავწყოთ თავიდან ერთი ბანალური შეკითხვით? რატომ შევხდა პრემიერ მინისტრი ბლოგერებს? რა თქმა უნდა, შეგვიძლია აქ მოვიყვანოთ წამყვანი ქვეყნების ლიდერების მაგალითები, იმის თქმაც შეიძლება, რომ სოციალური მედია, მედიის მომავალია, მაგრამ საქართველოს რეალობაში ეს სასაცილოა, ამიტომ შეკითხვაზე უფრო ადეკვატური პასუხი მოვძებნოთ.
მით უმეტეს როდესაც ქართული სახელმწიფო მანქანა არასოდეს ყოფილა შემჩნეული ქართველ მედია წარმომადგენლების მიმართ ცივილურ დამოკიდებულაბაში დამოკიდებულებაში, პრესის მიმართ აგდებული დამოკიდებულა ლამის ნორმაა , ხოლო ტელევიზიებს რაც შეეხება ისინი მარტივად , “ჩვენ” და “მათ” ტელევიზიებად იყოფა და დამოკიდებულაც შესაბამისია, “ჩვენი” ტელევიზიები ფავორში არიან ხოლო “მათი” ტელევიზიები არც ისე.
ჩემი აზრით ამოცანის ამოხსნა შემდგომია: ჩვენი ხელისუფლება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ცდილობს საზოგადოებაში დაამკვიდროს იმიჯი რომ პროგრესულია, თან მისი რადიკალური დაპისიპირებით საზოგადოების ზოგიერთ ჩვევებთან მასთან ახალგაზრდობის ნაწილის სიმპათიებს იწვევდა. თან ახლა რა დასამალია და, პროდიჯის მსმენელი პრემიერ მინისტრი, გაცილებით უფრო ადეკვატური ადამიანი ჩანს 21 საუკუნის რეალობასთან ვიდრე პრემიერისვე თანატოლი ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი რომელიც რაღაც სექსუალურად მომწიფებულ პოლიტიკაზე საუბრობს. ამიტომაც მათთვის ნეიტრალური ბლოგერების მოზიდვა საკმაოდ კარგი საშუალება მათი პოლიტიკის გაგრძელებების რომ არა ერთი დიდი კურიოზი .
ხელისუფლების და ბლოგერების ფლირტი უპერსპექტივო კავშირია, ქართველი ბლოგერები არ გამოდგებიან იმისთვის რომ ხელისუფლებამ მათი გამოყენება შეძლოს. გამომდინარე თუნდაც იქედან რომ, ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი ქართული ბლოგოსფერო და თავად ავტორების კვალიფიკაცია, ბლოგერობის კვალობაზეც კი არასაკმარისია. მეორეც თითქმის არც ერთი თავმოყვარე ბლოგერი არ დაიწყებს, ბანალურ ქებას არსებული ხელისუფლების. მესამე, ავად თუ კარგად ბლოგერებში და საერთოდ ახალგაზრდობაში იმატებს რაოდენობა ხალხის, რომლებიც ნელ-ნელა მაგრამ უკვე ანსხვავებენ იდეოლოგიებს, პოლიტიკებს და ასე შემდგომ.
რა თქმა უნდა შეგვიძლია, ისევე როგორც გუდიაშვილის მოძრაობას ვეძახით ნამდვილ სამოქალაქაო საზოგადოებას, ასევე შეგვიძლია ბლოგერებს დავუძახოთ სოციალური მედიის მომავალი მაგრამ აზიური ანდაზის თანახმად რაც არ უნდა იძახო ხალვა, ხალვა, პირში სიტკბოს ვერ იგრძნობ.
პოსტი, ჩემი ერთი მეგობრის აზრით მინდა დავასრულო. ის სტატიებში ხშირად ირონიულად წერს, რომ მომავალი რევოლუციის დროს ხალხი, პირველ რიგში პიარშიკებს დახვრეტსო, არ ვიცი მართალია თუ არა ეს მაგრამ ერთი მინდა ვთქვა, ბლოგერების ჯგუფში არის ერთი ნაწილი რომლებმაც მოახერხეს და ძნ ბევრი წამყვანი ლიდერი თუ ბიზნეს ჯგუფის წარმომადგენლები დაარწმუნეს(მათ შორის ხელისუფლების ზოგიოერთი წარმომადგენელიც) იმაში რომ სოციალური მედია მათთვის აუცილებელია(რაც ხშირ შემხთხვევაში ასეა) , უბრალოდ ერთი ნიუანსი არის არის აქ, ბლოგერებმა როდესაც გადადგეს ნაბიჯი ამ მიმართულებით მათი უდიდესი ნაწილი მოკვდა როგორც ბლოგერი და პიარშიკებად გადაიქცნენ, ეს კი სულ სხვა ოპერიდან არის.