Category Archives: დარბევა

კომენტარი 17 მაისის აქციაზე

რამდენიმე დღის წინ ვივარაუდე რომ 17 მაისის აქცია მშვიდობიანად ჩაივლიდა, ამ თემაზე ჩემს ბლოგზე დავწერე მცირე პოსტი რომელშიც ვვარაუდობდი რომ აქცია გართულებების გარეშე დასრულდებოდა, მეც იგივე შეცდომა დავუშვი რასაც ძალიან ბევრი უშვებს ხოლმე როდესაც ჩვენს საზოგადოებაზე აფასებს, დავუშვი ალბათობა რომ ამ აქციის მხარეები ლოგიკურად ფიქრობენ და იმ  ფარგლებში იმოქმედებენ რომელიც ბოლო წლებში დამკვიდრდა ჩვენს ქვეყანაში.

შესაძლოა ცოტათი მიამიტი ვარ მაგრამ ვერ წარმომედგინა პოლიციამ რომელმაც სულ ახლახანს,  მცირერიცხოვანი სტუდენტური აქცია დაარბია იმიტომ რომ მოეჩვენა რაღაც არ არსებული ქუჩის გადაკეტვის მცდელობები,  დღეს საკუთარ სიმაღლეზე ვერ იდგებოდა, მითუმეტეს როდესაც საქმე ეხებოდა სიტუაციას რომელიც პირდაპირ მოქმედებს ჩვენი ქვეყნის იმიჯზე, განსხვავებით სტუდენტებისგან მათ რომლებიც არ რაპორტებს არ დაწერენ და არც დასავლეთში ადარდებთ დიდად თუ რას უზამდა ხელისუფლება ანტიკაპიტალისტურად განწყობილ სტუდენტებს  სულ სხვაა ელჯიბიტი თემი რომელიც საკუთარი მდგომარეობიდან გამომდინარე გაიწაფა მსგავსი მონაცემების გაგზავნაში იქ სადაც საჭიროა და რისი შიში ჩვენს ლიდერებს ბევრად მეტი აქვთ ვიდრე თავად ქართული საზოგადოების.

ასევე ვერ წარმომედგინა მრევლი და ეკლესია რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იტანდა იმ ყველაფერს რაც ქვეყანაში ხდებოდა, მთავარ პრობლემად რამდენიმე
ათეული ადამიანის შეკრებას ჩათვლიდა, არ ჯდებოდა ეს ლოგიკურ მოქმედებაში.

(c)ლიბერალი.გიორგი გოგუა

მაგრამ ყველაზე მთავარი ეს სულაც  არ ყოფილა, როგორც გამოვარკვიე  მთავარი აქციის შემდგომი რეაქციებია, ხელისუფლების და დღეს უკვე მთავარი ოპოზიციის, ყოფილი ხელისუფლების.  პირველები რბილად რომ ვთქვათ ძალიან ცუდად “აპრავებს” იმას რაც ხდებოდა ხოლო მეორეები კი ისევ რაღაც ეფესბეს მავნე ხელებს ხედავს ამ მოქმედებებში და ისევ აგრძელებს იმ მიმართულებას რაც წლების წინ აირჩიეს.

ცივ გონებაზე რომ განვსაჯოთ დღეს მთავარი პრობლემები ორი ინსტიტუტიდან გამომდინარეობს რომლებიც ნელნენა ემსგავსებიან კორპორაციებს რომლებსაც ძალიან მკაფიო და ჩამოყალიბებული საკუთარი ინტერესები, შეხედულებები და გეგმები გააჩნიათ, საუბარი მაქვს საპატრიარქოზე და პოლიციაზე.

მაგალითად პოლიცია დღეს თავად ირჩევს ხოლმე ვინ არის დასაჭერი, ვის აქვს უფლება ქუჩა გადაკეტოს და ძალიან კარგად სარგებლობს იმ სიტუაციით  რომელიც მას ხელისუფლების შეცვლის შემდგომ დარჩა, რაღაცით წააგავს მშობლებისგან გატუტუცებულ ბავშს რომელიც დიდხანიანი ავამდმყოფობიდან მორჩენის შემდგომაც სარგებლობს იმით რომ მშობლები ყველაფერში კვერს უკრავენ და უსრულებენ მის ახირებებებს,  ასეა დღეს ჩვენი პოლიციაც, ის სარგებლობს იმ იმიჯით რომელიც გულისმობს რომ  ჰიპოთეტურად ისევ ყოფილი ხელისუფლების ბასტიონია და ამიტომაც ახალი მენეჯმენტი რომელიც იქ მივიდა მას ყველა საქციელს გაუმართლებს და დაუყვავებს, ამასობაში კი იკარგება ის ფუნქცია რომელიც სინამდვილეში მას გააჩნია, წესრიგის დაცვის და დაწერილი კანონების აღსრულების.

თავის მხრივ საპატრიარქოს აგრძელებს თავის მოქმედებას, უფრო სწორად ჩემი აზრით უმოქმედებას, დიდი ხანია მრჩება შთაბეჭდილება რომ საპატრიარქოს მთელი სიძლიერე, მის რაღაცნაირ უმოქმედობაშია, მის უნარში არასოდეს არაფერი არ თქვას, არ ჰქონდეს პოზიცია და ყველამ რაღაცეები იგულისხმოს, თავად ეკლესიაში არსებულ  პრობლემებს რომელიც ნამდვილად არსებობს და თავად ეკლესიაც მეტნაკლებად აღიარებს ის თავის სასარგებლოდ იყენებდა,  ყველა პრობლემა რომელიც წარმოიშვებოდა საპატრიარქოში და შესაძლოა რაიმე გადაწყვეტას საჭიროებდა, ნაცვლად ამ პრობლემების მოგვარებისა  წინა ხელისუფლებასთან ალიანსსი  მარტივად აგვარებდა, ხელისუფლება ზრდიდა ფინანსურ თუ სხვა სახის დამხარებებს(ყბადაღებული ჯიპების თემა) .

შესაძლოა დადგა ის სიტუაცია როდესაც  ძალიან რთული იქნება საპატრიარქოს არ ჰქონდეს რეაქცია იმაზე რაც ხდება, არსებობს სიტუაცია  ნებისმიერ უმოქმედებას აქვს საზღვარი, თავად ეკლესიაში არსებული პრობლემები თუ ახლა არ გადაიჭრა შესაძლოა მისი გადაჭრა შემდგომში ბევრი უფრო რთული იყოს , მაგრამ სამწუხაროდ  ესეც დამოკიდებულია  იმაზე თუ როგორი რეაქცია ექნება ხელისუფლებას, თუ ის გააგრძელებს იმ   გზას რომელიც წინა ხელისუფლებამ შეიმუშავა, ანუ საპატრიარქოს მოთაფვლას რაღაც საჩუქრებით იმის სანაცვლოდ რომ საკუთარ წიაღში არსებული პრობლემები მიაჩუმათოს მაშინ ამ პრობლემების მოგვარება გადაიწევს შემდგომ კრიზისამდე, აი შემდგომი კრიზისი კი არ ვარ დარწმუნებული რომ ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება.

წერილის ბოლოს  ქართულ პუბლიცისტიკაში დამკვიდრებული ტრადიციით დავასრულებ, რომელიც დემოკრატიას რაღაც ნაბიჯების ერთობად წარმოიდგენს რომლის ბოლოში კარგი და დასავლური სახელმწიფოა, დღევანდელმა აქციამ კი დაამტკიცა რომ ეს ერთი ნაბიჯი არათუ ვერ გადავდგით, არამედ ალბათ რამდენიმეთი უკანაც კი დავიხიეთ.

პოზიცია 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით.

როგორც ყველა უსაქმურმა, საქმიანმა, ლიბერალმა, პატრიოტმა, მემარცხენე, მემარჯვენემ თუ უბრალოდ სიმართლის მთქმელმა მეც გადავწყვიტე დავწერო ჩემი პოზიცია 17 მაისის აქციასთან და საერთოდ ამ მოვლენასთან დაკავშირებით:

  • პირველ რიგში ის რომ  17 მაისი არ არის ე.წ გეი  პარადი(თუ პრაიდი) და ეს ჩვეულებრივი აქციაა რომლის მიზანიც ამ თემის მიერ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნაა და საკუთარი თავის დაფიქსირება რომ ეს თემი საქართველოში არსებობს და ისეთივე ნაწილია ჩვენი საზოგადოების როგორც სხვებიც.
  • მართალია კონსერვატორულად განწყობილი საზოგადოების ერთი ნაწილი მუშტებზე იყურება,მაგრამ ვიყოთ რეალისტები, ერთია კუნთებზე ყურების ცუდი ტრადიცია რომელიც რეალური რომ იყოს ნაციონალური მოძრაობა 2007 წელს დასრულდებოდა  და მეორეა მისი განხორციელება პრაქტიკაში .  მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე შეხლა შემოხლა  დაფიქსირდა, იმ ხალხის რომლებიც საჯაროდ იმუქრება მხოლოდ 0,1 პროცენტი თუ არის რეალურად რაიმეს გამკეთებელი, ხოლოდ ვინც არის მათ კიდევ პოლიცია მიხედავს, ამაში დარწმუნებული ვარ და ეს გამომდინარეობას იქედან თუ როგორ არის მოწყობილი ჩვენი  სახელმწიფო, გამორიცხულია ვინმემ დაუშვას ისეთი რამე რაც ჩვენს იმიჯს დაარტყამს, რათქმაუნდა კარგია რომ ადამიანს არ ეზღუდება საკუთარი აზრის გამოთქმა მაგრამ ცუდია რომ პოლიცია მხოლოდ იმიტომ დაიცავს რომ მათი ხელმძღვანელობას იმიჯზე დარტყმის ეშინია. 
  • პირადად მე არ დავმალავ, თავად ქორწინების ინსტიტუტის პერსპექტივები უფრო მაეჭვებს და  თუ ამ თემს აქვს სურვილი ამ დავიდარაბაში გაჰყოს თავი, რა პრობლემაა, მე სულაც არ ვარ წინააღდმეგი.   მართალია ეს ჩვენთან ძალიან შორეული პერსპექტივაა მაგრამ არც ისეთი შორეული როგორც ჩანს, ეჭვიც არ მეპარება 30-40 წელიწადში კაი ბიჭის ბოიფრენდის ინსტიტუტიც გაჩნდება და ის ჩვეულებრივად იქნება თანაცხოვრებაში იმ პრობლემებთან  რომლებიც მომავლის ქართულ სახელწიფოს ექნება.
  • საპატრიარქოს და სხვა ეკლესიების პოზიციამ კარგად აჩვენა ის ფაქტი რომ საერთოდ ამ იდეებმა, რასაც ქვია, ელჯიბიტი თემისთვის ისეთივე უფლებების მიცემა როგორც ჰეტეროსექსუალურ წყვილებს აქვთ მხოლოდ დროის ამბავია 20-30 წელიწადში ეს მთლიანად გახდება საყოველთაო ნორმა, უბრალოდ საუბარი იმაზეა რამდენად სწრაფად მოხდება ეს ამა თუ იმ ქვეყანაში, მაგალითად,  დღეს ლათინურ ამერიკაში,  კონსერვატორულად განწყობილი  კათოლიკური ეკლესიის პოზიციებისდა მიუხედავად აქტიურად მიმდინარეობს  ელჯიბიტი თემისთვის ქორწინების თუ სხვა  უფლებების მიცემა, იქნება ეს არგენტინა თუ ურუგვაი, ის კი არა კომუნისტურ კუბაშიც კი აქტიურად დაიწყეს ამ საკითხების განხილვა, მაგალითად, მთავარ ლობისტურ ორგანიზაციას   კომანდანტეს ძმისშვილი,  რაულ კასტროს ქალიშვილი უდგას სათავეში.
  • ფარესიშვილის სიტუაციამ   ერთი ისტორია გამახსენა, რომელიც სოც-დეკების ერთ-ერთ ივენთზე, სერბმა ამხანაგმა მოგვიყვა.  2000 იანი წლების დასაწყისში სერბულმა პარამილიტარისტულმა დაჯგუფებებმა ჩაშალეს ესეთი აქცია ბელგრადში, თან ახლა სერბული პარამილიტარისტული დაჯგუფებები ქართულებს არ ჰგავენ, იქ რეალურად საშიში ხალხი არიან ხოლმე გაერთიანებული(მაგ არკანი 90 იან წლებში, საქართველოში სტუმრად ჩამოსული საფეხბურთო კლუბ  ობილიჩის მფლობელი) ხოდა წლების შემდგომ. ბელგრადს მერმა, ლიდერმა იმ პარამილიტარისტული დაჯგუფების თავად გასცა სანქცია და თავად დაგმო სხვების საქციელი, მოკლედ პოლიტიკა ძნ ცინიკური რამეა და არ გამიკვირდება,წლების შემდგომი დღევანდელი კონსერვატორულად განწყობილი ლიდერშიპის ნაწილი გაისად თავად მოგვევლინოს, რესპექტაბელურ პოლიტიკოსად რომელსაც ევროპული მხარდაჭერის სანაცვლოს დასჭირდეს ამ თემის მხარდაჭერა.

ვეტერანების მიტინგი(ტელე-ვერსია)

როგორც დღეს რუსთავი 2 სიუჟეტიდან გავიგე ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გვიხსნა, გაანადგურა რა მეამბოხე ვეტერანების ჯგუფი, რომლებსაც თავში აუვარდათ  და დაუშვებელი პრივილეგიები მოითხოვეს, სად გაგონილა ომის ვეტერანებს რომელიმე სახელმწიფო ეხმარებოდეს, განა 22 ლარიანი  დახმარების პაკეტი ცოტაა??? მაგრამ საკვირველი უფრო ისაა  თუ არ უნდოდათ რატომ ეტენებოდნენ, ვინ ექაჩებოდათ,  აფხაზეთში და ოსეთში წასასვლელად??? არ წასულა სააკაშვილი და მისი ხელისუფლების 90 პროცენტი “მამულის” დასაცავად  განა რამე დაკარგეს???

როგორც სიუჟეტიდან ჩანდა დაკავებული მომიტინგეების უმრავლესობა, 2 კაცი 11-დან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა,  მართლაც საკითხავია ვინ არის 2-3 იანვარს მთვრალები.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან ყველაფერი იმით დაიწყო რომ პოლიციის ფორმაში გადაცმულმა ვეტერანებმა დაიწყეს დარბევა მშვიდობიანი მოქალაქეები, რასაც მოჰყვა პოლიციელების აღშფოთება და სწორედ ამიტომ სასწრაფოდ დააპატიმრეს მოშიმშილეები, რაც მთავარია პოლიციის თანამშრომელმა ომარ გვენეტაძემ ჩაიდინა საქციელი რომელიც ნამდვილ პოლიციელს და ნამდვილ ვაჟკაცს შეეფერებოდა, აღმოაჩინა რა მავანი ქალბატონი რომელი აპირებდა სასტიკად ეცემა ოპერატიული მუშაკები და მოახდინა მისი ნეიტრალიზება. იმედია ბატონი პრეზიდენტი დააფასებს ოპერატიულ მუშაკს.

 გარდა ამისა იმედმა თუ ერორმა   გადმოსცა სიუჟეტი თუ რა საშინელი შედგები მოჰყვება მიტინგებს ინგლისში, რაც მთავარია ინგლისელი სტუდენტების მიტინგზე მიძღვნილ სიუჟეტს სათაურად ჰქონდა, “ვეტერანების  აქცია-დაგეგმილი პროვოკაცია”??? რა შუაში იყო სწავლის გაძვირებასთან დაკავშირებული ინგლისელი ახალგაზრდობის  პროტესტი ვეტერანებთან გამოცანად დარჩა.

რატომ სჭირდება ილიჩი დღევანდელ საქართველოს???

დღევანდელი ქართული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას რომ ქვეყანა ჩიხში არის შესული, ერთის მხრივ არის პოლიტიკური ოპოზიცია რომელიც ქართველი სოციოლოგის გოჩა ცქიტიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ ერთნაირი სიჯიუტით წელიწადში 5 ჯერ აკეტებს ერთი და იგივეს ერთნაირი წარუმატებლობით და მეორე მხრივ არის სამთავრობო ბლოკი რომელიც ასევე ერთგვაროვნად მხოლოდ ფასადების შეღებვით და მომღიმარი სახიტ ცდილობს ქვეყნის მოსახლეობის დარწმუნებას რომ ქვეყანში ყველაფერი კარგად არის. სწორედ ასეთ სიტუაციაში როდესაც ქვეყანა ჩიხშია შესული არის აქტუალური ვლადიმერ ილიას ძეს გამოჩენის აუცილელობობა ქვეყანაში.
 რატომ ლენინი და არა დავუშვათ ჩე გევარა ან სხვა ისტორიული პიროვნებები, განა ლენინის სახელს არ უკავშირდება მარქსიზმის იდეოლოგიის დისკრედიტაცია, განა ილიჩი არ იყო წითელი ტერორის ავტორი და განა ვლადიმერის დროს არ დაიწყო რუსეთში რელიგიასთან ბრძოლა??? არა ჩვენ არა მე 20 საუკუნის მარქსისტი ლენინი გვჭირდება არამედ ადამიანი რომელიც შეძლებს ჩვენი საპროტესტო მოძრაობის გამოყვანას იმ ჩიხიდან რომელშიც ის შევიდა ჩვენი პოლიტიკოსების უაზრო ამბიციების და უუნარობის გამო.            
ჩვენ გვჭიდდება ადამიანი რომელიც შეძლებს დაანახოს საზოგადოებას და მის თანამოაზრეებს რომ შესაძლებელია ცვლილებების მოხდენა, ისევე როგორც ლენინმა დაარწმუნა 1917 წლის განმავლობაში რომ ბოლშევიკები მზად იყვნენ ხელისუფლების ხელში ასაღებად, რომ არა ლენინი იდროინდელი მარქსისტული ყაიდის პარტიები მზად იყვნენ ხელისუფლების აღების პროცესი 200 წლით გადაეწიათ რადგან ბურჟუაზიული სახელმწიფო მზად არ იყო გარდამქნისთვის.რომ არა ლენინი რუსეთი მზად იყო კიდევ დიდი ხანი მოეთმინა ყოვლად უხეირო და უუნარო ხელისუფალი.სწორედ ლენინმა ირწმუნა პირველად და ხმამაღლა განაცხადა რომ მარქსი ეგებ ცდებოდა და აგრარულ რუსეთშიც შეიძლებოდა კომუნიზმის მშენებლობა. ჩვენ სწორედ ასეთი ადამიანი გვჭირდება რომელიც ირწმუნებს და ჩვენც დაგვარწმუნებს რომ ბრძოლას აქვს აზრი და ყველაფერი ისე გამოვა როგორც ჩვენ გვინდა.
 ჩვენ არა მარტო ლენინი გვჭირდება არამედ გვჭირდება აპრილის თეზისებიც, იდეები რომლებიც თითოეულ ობივატელის გულში ტრიალებს და რომელთა ამოკითხვას ვერაფრით ახერხებენ ჩვენი პოლიტიკოსები,ჩვენ გვჭირდება ადამიანი რომელიც ხმამაღლა გვეტყვის იმას რისი გაგონებაც გვინდა. ისეთ რამეს რომელმაც გამოსვლისთანავე შორეულ 1917 წელს თავად ბოლშევიკებში სკეპსისი გამოიწვია, კრუპსკაისაც კი ეჭვი ეპარებოდა ლენინის გეგმაში. გადავხედოთ სიტუაციას რას გვეუბნება დღეს ჩვენი პატივცემული ოპოზიცია??? ვანო არის მკვლელი, მიშა არის კურდღელი??? კი არის ამით რაიმე იცვლება??? განა ეს არის ის რაც გარეთ გამოიყვანს იმ ხალხს რომელიც ახდებს ცვილელებს??? განა 1917 წელს ბოლშევიკების წარმატების ერთ ერთი მიზეზი არ იყო გლეხების მხარდაჭერა მიწების გამო. რატომ უნდა გავიდეს გარეთ მცირე მეწარმე??? ან რატომ უნდა გავიდეს გარეთ ჩვეულებრივი სტუდენტი??? საზოგადოების ის ნაწილი ვინც ახდენს ცვლილებებს???
განა ოპოზიცია მათ უკეთეს განათლების პირდება, განა მეწარმეს ჰპირდება რომ სახელმწიფო დაეხმარება, არა ის მხოლოდ ეუბნება რომ საჭიროა გარეთ გასვლა იმიტომ რომ ხელისუფლება არის არაეროვნული.ამაზე რეაგირება მხოლოდ ასაკიან კონსერვატორებს აქვთ რეაქცია, ძალას რომელიც ვერასოდეს ვერ ცვლის ვერაფერს სწორედ ამიტომ გვჭირდება ლენინი, ადამიანი რომელიც ირწმუნებს რომ საჭიროა ბრძოლა, საჭიროა ცვილებები ჩვენც გვჭირდება ადამიანი რომელიც გაახმოვანებს იმ იდეებს რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანის გულში ტრიალებს მაგრამ ხმამაღლა ვერ ამბობს იმიტომ რომ ოპოზიცია ილუზორულ ეკლესიების დამანგრეველებს დასდევს.