Category Archives: ექსპერტი

ბლოგის განახლება

ბლოგინგი მოკვდა, თან მოკვდა ისე რომ ფაქტიურად არც უცხოვრია. სულ ორი თუ სამი წელი იყო აქტუალური, დიდი ნაწილი იუტუბში გადავიდა, ნაწილი შეეშვა და ნაწილი ორ წელიწადში ერთხელ ცდილობს რამეს დაწერას, მესამე კატეგორიაში შევდივარ მეც.

სულ მინდოდა ბლოგის განახლება, ბევრი რამე მიშლიდა ხელს, დაწყებული სიზარმაციდან და დამთავრებული იმით რომ არ ვიცოდი რაზე დამეწერა, პერფექციონისტი არ ვარ მაგრამ ბოლო პერიოდში სულ უფრო ვერიდები ხალტურის გაკეთებას, შედეგად მგონი ორი წელი არაფერი დამიწერია.

ახლა რატომღაც მომინდა ბლოგის განახლება, შევეცდები ხშირად ვწერო. თან უფრო ჩემთვის რომ რაღაც აზრები არ დამავიწყდეს, არც გავაპიარებ. თუ ჩემს ორ მკითხველში ხართ ალბათ თქვენთვის იქნება საინტერესო.

ბლოგის ათი წლის თავზე ბევრი რამეა შეცვლილი, პირველ რიგში მე ვარ შეცვლივლი, ისევ პოლიტიკურად აქტიური ვარ, მაგრამ უკვე საჯარო მოხელე, ისევ მემარცხენე მაგრამ უკვე შედარებით სხვა პოზიციებზე, ისევ ცინიკურ სარკასტული მაგრამ ახლა უფრო სხვანაირი, მოკლედ როგორი ამასაც ნახავთ.  იმდენი მარაზმი გამოვცადე ცხოვრებაში რომ ალბათ ორი ადამიანისთვის იქნებოდა საკმარისი, ვერ გეტყვით რომ დიდი სურვილი მქონდა ცხოვრებისეული გაკვეთილისთვის ქიმიოთერაპია გამომეცადა. მაგრამ რას იზამ, არის რაღაცეები რაც ადამიანს გცვლის, ასე რომ ვეცდები ბლოგი ისეთივე საინტერესო იყოს როგორც ადრე. უბრალოდ ახლა ზრდასრული, ცოტა ცინიკური და ბევრად გამოცდილი ტიპი ვარ ვიდრე 10 წლის ვიყავი როდესაც ამ ბლოგის კეთებას ვიწყებდი.

ინტერნეტის პოლიტიკური სლენგი vol 3

მეთოდოლოგია:
თითოეულ ტერმინზე გამოვყავი ორი ან სამი სახის განმარტება, პირველი ეს არის ხალხის აზრით(შემდგომში ხ.ა) ანუ ის განმარტება რომელსაც იყენებს იმდენად დიდი მასა რომ მას შეიძლება ხალხის აზრი უწოდო, მეორე ეს არის ექსპერტის აზრი(ე.ა) ეს არის რომელიმე პრადვინუტი იუზერის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. ხოლო მესამე ეს არის სინამდვილეში, ანუ პოზიცია როდესაც ორივე მხარე ცდება, ხალხიც და ექსპერტებიც და ტერმინის წარმოშობის ისტორია კიდევ უფრო ბანალურია. წინა ვერსიისგან განსხვავებით აქ დაემატა უბრალო განმარტებაც, რადგანაც ბევრი ტერმინი მხოლოდ ნეტში არსებობს და პროფესიონალი ტროლების იარაღია მხოლოდ.
                                                                   პოლიტიკური სლენგი

9.  ექსპერტი (გამოიყენება დამცინავი კონოტაციით, ყველაფრის მცოდნე ადამიანის აღსანიშნავად)

ხალხის აზრით -ეს არის ადამიანი რომელიც ძალიან ხშირად ჩანს ტელევიზორში და აბსოლუტურად ყველაფერზე, საკუთარი აზრი გააჩნია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საკითხი ბაჭიების ჯანმრთელობაზე ეხება თუ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომს, ნებისმიერი თავმოყვარე ექსპერტი თავს უბრალოდ ვალდებულად თვლის ნააზრევი დააფიქსიროს  რომელიც ჭეშმარიტებაზე მეტი თუ არა თანმხვედრი მაინც არის .

ექსპერტის აზრით(ნიკუშა მარქსი)ექსპერტები ქართული პოლიტიკური შემადგენელის ორგანული ნაწილია, ოღონდ არა რეალური პოლიტიკური მეისნტრიმის არამედ ვირტუალური რეალობის,  ექსპერტების მიმართ რეალური პოლიტიკის წარმომადგენლების უკიდურესად ცუდი დამოკიდებულება იცვლება ტელევიზიონშიკების ტრფობით, რომლებიც  რატომღაც თვლიან რომ არ არსებობს თემა რომელზეც არ შეიძლება სოსო ცისკარიშვილის აზრის არ მოსმენა. 

 კარგი ექსპერტს აუცილებლად აქვს რამდენიმე ექსპერტული ხრიკი, მაგალითად წარმოუდგენელია, სოსო ცისკარიშვილის წარმოდგენა  ინტელექტუალური ჩახველების და მოაზროვნის მზერის გარეშე, სიკო ჯანაშია საკუთარი განათლების ხაზგასის გარეშე, მიშა თავხელიძე საფირმო იუმორის გარეშე (ეს უფრო წერის დროს), დავით დარჩიაშვილი უბრალოდ ინტელექტით გაჟღენთილი წვერების და ასე შემდგომ.

ექსპერტის აზრით(ვასო კუჭუხიძე)– ექსპერტი არის მაღალკვალიფიციური და რაც მთავარია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც პროფესიონალურ დონეზე ერკვევა ქართული საზოგადოებისტვის საინტერესო ყველა საჭირბოტო საკითხში, დაწყებული რუსეთით და დამთავრებული რუსეთით, ინტელექტუალური გამომეტყველებით(არ არის აუცილებელი) აბრუნებს სიტყვა კრემლს ქართულ ენაში არსეულ ყველა ბრუნვაში(აუცილებელია), როგორც რამდენიმე დღის წინ შევიტყვეთ ინიციაცია ერთ–ერთი ტელევიზიის მეშველობით ხდება და ხელისუფლებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადრე თუ გვიან სახელმწიფო თანამდებობას იბარებს.




10. ენჯეოშნიკი 

ხალხის აზრით: ენჯეოშნიკობა  უსაქმურობის ძალიან მაღალანაზღაურებადი ფორმაა, საყოველთაოდ გავრცელებული აზრის მიხედვით,  ნებისმიერი  ენჯეოშნიკი სოროსის მიერ ფინანსდება და როგორც წესი ამ დაფინანსების მიზანი რაც შეიძლება უაზრო საქმის კეთებაა.

ექსპერტის აზრი (ნიკუშა მარქსი) – უბანში, კუხნაში და სხვა მნიშვნელოვან ბჭობის ადგილებში,  კარგ ენჯეოშნიკად ითვლება ადამიანი რომელიც მოახერხებს, რაც შეიძლება ნაკლებადმნიშვნელოვან საქმეზე  დიდი გრანტს მოიხვეჭს, მოხვეჭის  შემდგომ ამ გრანტით  ლეპტოპს იყიდის(ულეპტოპო ენჯეოშნიკი, ეჭვს იწვევს)  და გააკეთებს  ფეისბუკზე გვერდს. გვერდზე  აუცილებლად უნდა დაიდოს   უზომო რაოდენობის ფოტო , რომელშიც ასახული იქნება  სვოტ ანალიზის განხილვა.  ენჯეოშნიკისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია  ტერმინოლოგია, განსაკუთრებით ნებისმიერი მიწიერი ტერმინის ინგლისური ვარიანტის ცოდნა რათა ნებისმიერ საკითხზე დააფიქსირო რომ პროფესიონალი ხარ.(პროფესიონალიზმი ხომ ტერმინოლოგიაა)  მთავარი კი ანგარიშის წარდგენაა, რომელიც რათქმაუნდა  power point-ში უნდა იყოს გაკეთებული. 

ექსერტის აზრი(ვასო კუჭუხიძე)– “ენჯეოშნიკი” სოციალური პრობლემებით, გლობალური დათბობით, გენდერეული უთანასწორობებით და LGBT საკითხებით თანაბრად დაინტერესებული/შეწუხებული საშუალოკვალიფიციური ადაიანია, რომელიც მინიმალური შემოსავალით ან სრულიად უსასყიდლოდ შრომობს, იღწვის, იბრძვის გრანტის მოსაპოვებლად და მისი მოპოვეის შემდგემ ატარებს ტრენინგს.