არანაირი კულტურის კრიტიკა, არანაირი იდენტობის პრობლემატიკის საფუძვლებში გარკვევა არაა შესაძლებელი სოციალურისა და პოლიტიკურისაგან მათი იზოლირების პირობით! მარქსიდან თუ ბენიამინიდან, ბერგერიდან თუ ბურდიედან, ალთუსერიდან თუ ბადიუდან, ჯემისონიდან თუ იგელტონიდან მოყოლებული ეს იცის ყველამ, ვისაც მართლა ეს საკითხები აინტერესებს, და არა ორშაურად მოპოვებული ფეისბუკ–ფეისობა.
არ ვიცნობ არც ერთ მემარცხენეს, გარდა ზოგიერთი თვითგამოცხადებული ‘ინტელექტუალისა’, რომელიც სხვაგვარად ფიქრობს.
ვინც ამ საკითხებს ხელოვნურად ყოფს, უბრალოდ უვიცია. ამ პრობლემებს შორის დიალექტიკური კავშირია, და არა იერარქიული, ხარისხობრივი, მით უმეტეს – ანტაგონისტური.
ვინც ცდილობს ‘ზედნაშენის’ კრიტიკისას ‘ბაზისს’ აუაროს გვერდი, აისბერგის მწვერვალთან მებრძოლი ბრიყვია – ამ საქმეს უცებ მოითავებს, თავს მოიტყუებს რომ საქმე გააკეთა, მაგრამ მისი ხომალდი ლოგიკური გარდუვალობით უეჭველად ამ აისბერგის საფუძველს დაეფშვნება!