Category Archives: ისტორია

ლეგენდარული ფოტოს ისტორია

52 წლის წინ კუბელმა ფოტოგრაფმა ალბერტ კორდამ  გადაიღო სურათი,  რომელიც წლების შემდგომ ჩე გევარას და საერთოდ რევოლუციური რომანტიზმის სიმბოლოდ გადაიქცა.

ფოტოს გადაღების ისტორია საკმაოდ საინტერესოა და ისევე  როგორც ძალიან ბევრი რამ მსოფლიო ისტორიაში, შემთხვევით მოხდა. ფოტოს ავტორი ალბერტ კორდა 1960 იან წლებში რევოლუციურ გაზეთ რევოლუსიონში მუშაობდა ფოტოკორესპოდენტად, საიდანაც კონტრევოლუციონერების მიერ აფეთქებული ხომალდის ეკიპაჟის დაკრძალვის გადასაღებად იქნა გაგზავნილი.

იმდროინდელი ტრადიიციდან გამომდინარე დაკრძალვა, როგორც სხვა ღონისძიებები რომელიც იმ              პერიოდში ტარდებოდა , იმპროვიზირებულ მიტინგად გადაიქცა. ფიდელმა თავისი ერთ-ერთი ცნობილი სიტყვა “სამშობლო ან სიკვდილი” წარმოთქვა. სწორედ ამ დროს კორდამ ჟან-პოლ სარტრის გვერდით მდგომ ჩეს გადაუღო სურათი.

ფოტოს შემდგომი ისტორიაც საინტერესოა, ის  თავდაპირველად დაწუნებული იქნა. რის გამოვ ავტორმა ის სახლში წაიღო და დამუშავების(სურათზე მოშორებული იქნა პალმა) შემდგომ სახლში დაკიდა.  საბოლოოდ ფოტო მაინც გავიდა გაზეთში 6 თვეში მაგრამ ფართო მასებისთვის შეუმჩნეველი დარჩა.

ფოტოს ნამდვილი,  რევოლუციური ისტორია, ჩეს სიკვდილის შემდგომ დაიწყო. როდესაც ლეგენდარული რევოლუციონერი. ბოლივიაში, ადგილობრივი დიქტატურის და ამერიკული სადაზვერვო სამსახურის მეშვეობიტ ჯერ დაჭერილი იქნა და შემდგომ დახვრეტილი იქნა. სწორედ მაშინ გაახსენდა ფიდელს ეს  ფოტო და   გამოცემული იქნა პლაკატების სახიტ, მალე  მთელ მსოფლიოში მილიონობით პლაკატი გავრცელდა ჩეს- როგორც რევოლუციის სიმბოლოს.