Category Archives: კინო

World War Z – პირველი შთაბეჭდილებები

მაქს  ბრუქსის ”მსოფლიო ომი Z”  ეკრანიზაციას სულმოუთქმელი ველოდებოდი, მართალია წიგნის მიმართ მთელი რიგი პრეტენზიები მაქვს (ძნ ბანალურია, ბევრი ლაფსუსია, ცოტა ნაივური წარმოდგენებია მსოფლიო პოლიტიკაზე, ძალიან ამერიკული მხრიდან არის დანახული სამყარო )  მიუხედავად ამისა ფილმს ძალიან ველოდებოდი, საფუძვლებიც მქონდა, სერიოზული ამერიკული კინოკომპანია, სოლიდური ფინანსები, ერთი პირველი რანგის ვარსკვლავი და რამდენიმე მეორეხარისხოვანი საკაიფო მსახიობები და რაც მთავარია, წიგნის სიუჟეტი, რომლის სტილისტიკა, დოკუმენტალისტიკური მონათხრობები, სხვადასხვა ადამიანების ისტორიები რომლებიც დიდი ზომბი პანდემიის ფონზე მიმდინარეობს , საკაიფო ფილმის გადაღების საშუალებას იძლეოდა. 


მიუხედავად იმისა რომ დიდი ამერიკელი კომიკოსის, მელ ბრუქსის ვაჟიშვილი, მაქსი დიდი გამოცდილი მწერალი არაა, წიგნის საბოლოო ჯამში საკაიფო გამოვიდა, იქ ყველაფერია რაც შეიძლება ზომბი ჰორორს შეეფერებოდეს, გლობალური პოლიტიკა, უბრალო ადამიანური ისტორიები, თანამედროვე ამერიკული პოლიტიკის კრიტიკა და ასე შემდგომ.

აი დადგა ნანატრი დღეც, როდესაც სამშაბათს  ზუმის დღეზე როდესაც ბილეთის ფასი განახევრებულია, მე და ვახო წავედით კინოთეატრ რუსთაველში, რათა საკუთარი თვალებით გვენახა  წლის ერთ ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი ფილმი, სამწუხაროდ რაც ვნახეთ ეს იყო ეპოქალური ბანალურობის ისტორია რომელიც  ალბათ თანამედროვე კინო მოდის გავლენით 3 განზომილებაშია გადაღებული რაც თავისთავად ზრდის ფილმზე დახარჯულ ფულს სრულიად უსარგებლო ეფექტებში,   მაგრამ მთავარი ეს არაა, მაქს ბრუქსის ისტორია არაორდინალური  რომელიც გლობალურ კატასტროფაზე მოგვითხრობს რომელმაც რამდენიმე წელიწადში მთლიანად შეცვალა სამყარო აქ  გადაქცეულია ისტორიად გმირი მამის,  რომელსაც როგორც ყველა ამერიკელ მამას, ძალიან  უყვარს ოჯახი და ამის გამო გაეროში სამსახურს ანებებს(რეალურ ცხოვრებაშიც ხომ ეგრეა, დამღლელი სამსახურის გამო ამერიკაში ხომ მილიონობით ადამიანი ანებებს სამსახურს)  და ცდილობს  ოჯახური ცხოვრებით დატკბებს, იდილიას არღვევს, როგორც ხდება ხოლმე სრულიად უადგილო ადგილას მომხდარი პანდემია და ბრედ პიტის გმირი გაურბის ზე სწრაფ ზომბებს, (ერთადერთი სიახლე ამ ფილმის) და უპრობლემოდ ნახულობს საბოლოო ჯამში ხსნას, რომელიც მაქს ბრუკს არც კი ჩაუფიქრია.

მთავარი მაინც ჩემი აზრით ის არის რომ დღეს კინო ბაზარზე დომინანტურია, მომხარებელის კულტი და სრული დამოკიდებულება ბაზარზე, ყველა ფილმი კეთდება იმ გათვლით რომ ის უნდა მოეწონოს, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს, იქნება ეს ჩინელები რომლებიც დღეს მეორე ბაზარია მსოფლიოს, ამიტომაც ორიგინალურ ისტორიაში ჩინეთში დაწყებული კატასტროფა გაქრა და ის შეიცვალა ჩინეთთან ახლოს მომხდარი ისტორიით, არც რუსეთში მიმდინარე მოვლენებია ბოლომდე ნაჩვენები, მაქს ბრუქსმა არ დაინდო რუსები და იქ მართლმადიდებლური თეოკრატია ააშენა, ბაზრის მოთხოვნების გამოკიდების შედეგად, ჩვენ მივიღეთ ფილმი, რომლის მთავარი ატრიბუტი, ბრედ პიტი, ოჯახური ფასეულობები და სამი განზომილებაა, რაც ნამდვილად ძნ ცოტაა ისეთი საინტერესო ისტორიისთვის რომელმაც ზომბი ჰორორის ჟანრი სხვა ლეველზე აიყვანა და ფაქტიურად სრულიად ახალი ჟანრი გააჩინა.