Category Archives: კომუნიზმი

მანიფესტი

ჩვენთან  ძალიან უყვართ ოტო ფონ ბისმარკის ცნობილი გამონათქვამის
”20 წლის ადამიანი რომელიც სოციალისტი არ არის უგულოა, ხოლო 30 წლისაც თუ სოციალისტია ის სულელია” გამეორება , ეს ის  სიტყვებია რომელიც  ნებისმიერ კონფორმისტულ ნაბიჯის თუ პრინციპების ღალატის გამამართლებელ მანიფესტად გადაიქცა.

მეც ამ სიტყვების ტყვე ვარ,  ვისაც არ ეზარება ამ სიტყვებს მიმეორებს, დაწყებული ნორჩი კარიერისტი ”კეთილისმყოფელებიდან”,   დამთავრებული ჩემზე მზრუნველი ნათესავებით, საინტერესოა   ნეტავ მეც შევიცვლები??? აღარ მომინდება უკეთეს საზოგადოებაში ცხოვრება??? დავივიწყებ ჩემს პრინციპებს და მთლიანად გავხდები დამოკიდებული არსებულს რეალობებზე??? დავიწყებ მაღალფარდოვან საუბარს იმაზე რომ სოციალური დახმარება გაჭირვებულების  მხოლოდ ძლიერი სახელმწიფოს პრეროგატივაა, ახალგაზრდულ სენად მოვიხსენიებ წარსულს?   მოწიწებით გავიხსენებ წარსულს და ამაყად ვიტყვი რომ მე ომამდე ტანკისტი ვიყავი. ხმამაღლა დავცინებ ყველას ვისაც ჯერ კიდევ სჯერა რომ ცვლილებები შესაძლებელია. ფარისევლური სევდით გამოვაცხადებ რომ ჩვენ შვედები არ ვართ და ამიტომ აქ არაფერი არ გამოვა.

საოცარია მაგრამ ლიბერალური საზოგადოება რომელიც კომუნისტებს ბრალს დებდა იმაში რომ ცდილობდა ყველა ერთნაირი ყოფილიყო დღეს  ჩემგან მოითხოვს ერთფეროვნებას, ოღონდ არა კომუნისტების მიერ დადგენილს როდესაც მდიდარი არავინ იქნება არამედ სწორედ ისეთი სადაც განსხვავება სწორედ  მხოლოდ ფულის რაოდენობაში იქნება,  უნდა დავემორჩილო ბაზარს და როგორც ყველა მეამბოხე 25 წლამდე უნდა ვაღმერთებდე ჩე გევარას, ვუსმენდე როკს, მეზიზღებოდეს ომი, ვიყო არარელიგიური და საშინლად არ მომწონდეს პატრიოტიზმი, ვიზმანებოდე იმის მიხედვით თუ რომელი ბრენდია პოპულარული, შესაძლებლობების მიხედვით ვიჰიპო და ბნელები ვეძახო ყველას ვისაც არ მოვწონვარ, ხოლო დროთა განმავლობაში  ნელ-ნელა გადავიქცე წვრილ ბურჟუად, ვინმე  იდეალისტი  რომელიც  მისაყვედურებს ჩემს საქციელს  ბისმარკის სიტყვები გავუმეორე და ამაყად ვუთხრა რომ ”მე ის ნიკუშა აღარ ვარ”. ხოლო ასაკში შესვლასთან ერთად კონსერვატორული იდეებით დავიწყო მორალისტობა.

ბურჟუაზიული ლოგიკა  ძალიან მარტივია უნდა მოგწონდეს ჩე მაგრამ წარმოდგენა არ უნდა გქონდეს მასზე, საკმარისი მხოლოდ ჩეს გამოსახულებიანი  მაისური და ტატუირება მკლავზე . მათ ეშინიათ რეალური ჩეს და ამიტომაც  მიტოვებენ   ჩეს გამოსახულება მაისურზე, მათ იციან თუ ჩეს შრომებს წაიკითხავენ  მიხვდებიან  რომ ჩე არა მაისურზე დახატული ვირტუალური პიროვნებაა არამედ ადამიანი რომელმაც დატოვა ბრძოლის მეთოდი და მაგალითი მისცა ყველას  თუ როგორ უნდა შეცვალო სისტემა, ამიტომაც ცდილოვენ  გაანადგურონ  ”ჩე გევარა ” როგორც  იდეა  და დატოვონ  მხოლოდ გამოსახულება  რათა ამან სისტემას არ შეუქმნას არანაირი საფრთხე. რადგან თუ გაიგებ იმ ყველაფერს რასაც უსმენ თუ აკეთებ მიხვდები თუ რაოდენ საშინელია ეს სამყარო და მოგინდება უკეთესი, ამიტომაც არის საჭირო რომ უყურო და ვერ დაინახო, უსმინო და ვერ გაიგო. რადგან თუ გაიგებ ან დაინახავ მიხვდები რომ რაღაც ვერ არის დანიის სამეფოში საქმე კარგად.

მათი მორალი ამაყად მეუბნება რომ ყველასთვის გაქვს ადგილი გეტოში, თქვენთქვის შექმნილ გეტოში სადაც ყველანაირი ”ლუზერები” შეიკრიბებით, თქვენ   პაციფისტები უნდა იყოთ, მაღალ მატერიებზე უნდა ისაუბროთ,  პოლიტიკაში არ  მოხვიდეთ  ეს ხომ ”ბინძური” ხალხის საქმეა, ჩვენ ვიქნებით   ეს  ბინძური მილიტარისტები , სანამ თქვენ მაღალფარდოვან თეორიებზე ისაუბრებთ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ,   მერე რა თუ ცუდია ეს სამყარო სხვანაირი არ გამოდის, თქვენ უსმინეთ  ლენონის “imagine” ოღონდ  ღმერთი არ გაგიწყრეთ და  არ გაიგოთ რას ამბობს ლენონი,  ჩვენ გვჭირდება ადამიანი რომელიც უსმენს ლენონს და ჰიპობს ოღონდ ისე რომ ის საფრთხე არ უქმნის სამყაროს.

ჩვენ  სამაგიოერდ თქვენ  მოგცემთ  გეტოს, მოგცემთ  სნობებს რომელთა  კერპიც იქნებით თუ სწორად მოიქცევით,  ჩვენ ჩვენთვის დავიტოვეთ სხვა ყველაფერი ხოლო თუ ყველა ვინც შეიცვლის აზროვნებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს ბისმარკის სიტყვებს. თანასწორობა, სამართლიანობა, და სხვა ცუდი სიტყვები ეს ყველაფერი კარგია თუ ხელისუფლებაში არ ხარ.

მათი მორალი გვეუბნება რომ ჰიპობა მხოლოდ გრძელი თმები და დახეული ჯინსებია, პროტესტი მხოლოდ რეჟიმის გინებაა, არარელიგიურობა  ხელისუფლების რეიტინფის  კონკურენტი რელიგიური ორგანიზაციის კრიტიკაა. გვეუბნებიან რომ ჩვენ ყველა ანგარებიანი არაკაცები ვართ ოღონდ ყველას ამის ნიჭი არ აქვს და ამიტომ უნდა შევეგუოთ უაღრესად ნიჭიერ ხალხს რომლებიც ამჟამად სისტემას მართავენ. უნდა შევეგუოთ ყველას ეს თანდაყოლილი ნიჭი გააჩნია, თვალი უნდა დავხუჭოთ იმაზე რომ უკუპროპორციული  კავშირია ნიჭსა ხელისუფლებაში მოსვლას შორის.

გამოგვიყვეს ადგილი სადაც გვეუბნებიან  რა უნდა ვაკეთოთ, ყველაზე კარგად ამას ცნობილი ბრაზილიელი კათოლიკე ეპისკოპოსის ელდერ კამარას სიტყვები შეეფერება, “When I give food to the poor, they call me a saint. When I ask why the poor have no food, they call me a Communist.” მათ ჩვენ ვჭირდებით იმისთვის რომ არ დავსვათ შეკითხვები პრობლემაზე და ვცადოთ მათი გაფუჭებულის კოსმეტიკური რემონტი. დავეხმაროთ ყველა დაუცველებს ოღონდ ისე რომ არ დავსვათ კრიტიკული კითხვა why the poor have no food??? პასუხი ხომ არ ჯდება მათ მორალში.

გვაშინებენ სტალინის აჩრდილით და არაფერს გვეუბნებიან იმ ათასობით და ათიათასაობით დაღუპულზე რომლებიც დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული დაიღუპა და იღუპება აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ჯურღმულებში. გვითხრეს რომ ისტორია დასრულდა და მორჩა ამის შემდეგ დარჩება მხოლოდ ლამაზი ოცნებები უკეთეს სამყაროზე.

ჩვენ დიდი იარაღი არ გვაქვს მათ წინააღმდეგ, ჩვენი იარაღი თითოეული ჩვენთაგანია, თოთოეული ინდივიდი ვისაც სჯერა რომ ჩე გევარა არ არის მხოლოდ მაისურზე დახატული უსაქმური, ყველა ვისაც ჰიპობა გრძელი თმების მოშვება არ ჰგონია, ყველა ვისაც უბრალოდ უნდა უკეთეს სამყაროში უნდა ცხოვრება და სხვამს კითხვას, რატომ???

რაც მთავარია, დროა გაიგონ რომ ჩვენ არ გვინდა ის ადგილი რომელიც მათ გამოგვიყვეს, ჩვენ ვართ და ვიქნებით რეალისტები,  ამიტომაც მოვითხოვთ შეუძლებელს, ამიტომაც როდესაც გვეტყვიან რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და თქვენი ადგილი იქ არ არის, ჩვენ უნდა მივუთითოთ რომ ჩვენი მოვალეობა პოლიტიკის გასუფთავება იქნება სიბინძურიდან. ჩვენი ადგილი არამარტო სოციოლოგიის კათედრა იქნება იქნება თუ კულტურული ადგილები, არამედ პოლიტიკური ავანსცენა. ჩვენ არ გვეშინია პასუხისგებლობის, იმიტომ რომ ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ დღესვე.

ჩვენ უნდა შევაშინოთ აჩრდილით  რომლის სიკვდილსაც უკვე 20 წელზე მეტია გვისამძიმრებენ, ჩვენი იარაღი გააზრებული პრინციპები უნდა იყოს და არა თავსმოხვეული სტერეოტიპებია, შეიძლება უდიდესმა უმრავლესობამ ვერც ვერაფერი შევძლოთ მაგრამ ეს ჩვენი ეგზისტენციალური არჩევანი იქნება ბოლოს და ბოლოს  Если я проиграю, то это не будет значить, что нельзя было победить. Многие потерпели поражение, стараясь достичь вершины Эвереста, и в конце концов Эверест был побеждён.(ერნერსტო გევარა)

თუ არადა ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გაგვიმეორებს ბისმარკის სიტყვებს მისი მრავალი ინტერპრეტაციით და ჩვენც ვერაფერს ვეტყვით იმიტომ რომ …