Category Archives: მარგველაშვილი

მოსაზრებები ძალიან კარგ და დროულ ინიციატივაზე

მარგველაშვილის ინიციატივაზე პოსტის დაწერა ვფიქრობ არ არის საჭირო, უბრალოდ მართლა კარგია როდესაც სახელმწიფო ინიციატივა იცვლება სისულელებიდან ფულის ყრაში მოსწავლეების წიგნების დაფინანსებაზე 🙂

ჩემი დღევანდელი კომენტებიც აღნიშნულ თემაზე.

  • ძალიან კარგი ინიციატივაა  უფრო მეტიც დროულიც  როგორც იქნა, შეიცვალა ფულის ხარჯვის მიმართულებები, ადრე ერთი სტრანნი ტიპის ახირებებში, გადაეტანა პარლამენტი ვხარჯავდით ასობით(360 ლიმონი) მილიონ ლარს ახლა კი მოსწავლეები წიგნებში 
  • არ მესმის, სახელმწიფომ რატომ უნდა გამოჰყოს მოწაფეები, მშობლების შემოსავალის გამო, ღარიბებს წიგნები და სხვებს არა  არამგონია მოზარდის ფსიკისთვის მისაღები იყოს ის რომ მას წიგნებს სახელმწიფო მისი მშობლების სიღარიბის გამო აძლევდეს  ახლა ყველა მიიღებს და ეს პრობლემაც მოგვარდება 
  • რას ნიშნავს გაჭირვებულების გამოყოფა? რატომ უნდა გამოჰყოს სახელმწიფომ რომელიმე ბავშვები მშობლების სიღარიბის გამო? ეგებ ღარიბების მარკირებაც შემოვიღოთ? სახელმწიფოს მიზანი სრულფასოვანი მოქალაქეების ჩამოყალიბება უნდა იყოს და არა ბავშების დაკომპლექსება სკოლაშივე