Category Archives: მარქსიზმი ჩაიდნებისთვის

გაუცხოება ცალკე აღებულ ოფისში

გაუცხოება იმ პრობლემების რიგშია რომელიც ჩემი თაობის ადამიანებისთვის რთული გასაგებია,  დაწყებული იმიტომ რომ, ჩვენს ქვეყანაში უბრალოდ სამუშაო ადგილების კატასტოფული ნაკლებობაა ასევე გამომდინარე იქედანაც რომ,  ბევრის ასაკი ჯერ მაინც პატარაა და გაუცხოების პრობლემას პირდაპირ არ შეჩეხებია.

გაუცხოების იდეა ისევე როგორც ბევრი სხვა, მე–19 საუკუნიდან გამოდის და ის ე.წ “ადრეული მარქსის” ერთ–ერთი ცენტრალური იდეაა. ის გამომის იმ პოზიციიდან რომ კაპიტალისტურ სამყაროში ადამიანი შორდება საკუთარი შორმის შედეგებს და ხდება მისი გაუცხოება როგორც საკუთარი თავისგან ასევე, მთელი სოციუმისგან.

ძალიან ბევრი თვლიდა, რომ ინდუსტირული საზოგადოების ეპოქასთან ერთად ეს პრობლემაც, მეტნაკლებად მოგვარდებოდა და პოსტ–ინდუსტრიული საზოგადოებისთვის ეს მხოლოდ ცუდი მოგონებად გადაიქცეოდა მაგრამ შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა. ოფისებში მჯდარი ადამიანები ბევრად უფრო მასშტაბურ და ბევრად უფრო საშინელ ექსპლუატაციას განიცდიან, გამომდინარე იმ მდგომარეობიდან რომ განსხვავებით ქარხნული მუშებისგან, მათ არც ბურჟუებთან  ბრძოლის და სოლიდარული მოქმედების ტრადიცია არ გააჩნიათ, მათი მდგომარეობა გაცილებით უფრო რთულია.

ეს თემა ძალიან დიდია იმისთვის რომ ბლოგის პატარა პოსტში ყველაფერზე ისაუბრო, უბრალოდ ვფიქრობ, პრობლემები რომლებიც შორეული ან სხვა რეალობისთვის დამახასიათებელი ჩანს, სინამდვილეში სულაც ჩვენს გვერდით არის და რეალურია.
ყველაზე უკეთ გაუცხოების პრობლემაზე ეს პატარა ვიდეო მეტყველებს. ტრადიციული საშუალო დონის  ოფისი, ოფისის პრობლემები, არაკომპეტენტური მენეჯმენტი, შეშინებული თანამშრომლები და შემდგომ  აჯანყებული თანამშრომლები და ჯანყი მიმართული კონკრეტული ობიექტის მიმართ, ამ შემთხვევაში ეს პრინტერია, რომელიც გამოხატავს კაპიტალიზმის დაუნდობელ ბუნებას.