Category Archives: მარქსი

გაუცხოება ცალკე აღებულ ოფისში

გაუცხოება იმ პრობლემების რიგშია რომელიც ჩემი თაობის ადამიანებისთვის რთული გასაგებია,  დაწყებული იმიტომ რომ, ჩვენს ქვეყანაში უბრალოდ სამუშაო ადგილების კატასტოფული ნაკლებობაა ასევე გამომდინარე იქედანაც რომ,  ბევრის ასაკი ჯერ მაინც პატარაა და გაუცხოების პრობლემას პირდაპირ არ შეჩეხებია.

გაუცხოების იდეა ისევე როგორც ბევრი სხვა, მე–19 საუკუნიდან გამოდის და ის ე.წ “ადრეული მარქსის” ერთ–ერთი ცენტრალური იდეაა. ის გამომის იმ პოზიციიდან რომ კაპიტალისტურ სამყაროში ადამიანი შორდება საკუთარი შორმის შედეგებს და ხდება მისი გაუცხოება როგორც საკუთარი თავისგან ასევე, მთელი სოციუმისგან.

ძალიან ბევრი თვლიდა, რომ ინდუსტირული საზოგადოების ეპოქასთან ერთად ეს პრობლემაც, მეტნაკლებად მოგვარდებოდა და პოსტ–ინდუსტრიული საზოგადოებისთვის ეს მხოლოდ ცუდი მოგონებად გადაიქცეოდა მაგრამ შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა. ოფისებში მჯდარი ადამიანები ბევრად უფრო მასშტაბურ და ბევრად უფრო საშინელ ექსპლუატაციას განიცდიან, გამომდინარე იმ მდგომარეობიდან რომ განსხვავებით ქარხნული მუშებისგან, მათ არც ბურჟუებთან  ბრძოლის და სოლიდარული მოქმედების ტრადიცია არ გააჩნიათ, მათი მდგომარეობა გაცილებით უფრო რთულია.

ეს თემა ძალიან დიდია იმისთვის რომ ბლოგის პატარა პოსტში ყველაფერზე ისაუბრო, უბრალოდ ვფიქრობ, პრობლემები რომლებიც შორეული ან სხვა რეალობისთვის დამახასიათებელი ჩანს, სინამდვილეში სულაც ჩვენს გვერდით არის და რეალურია.
ყველაზე უკეთ გაუცხოების პრობლემაზე ეს პატარა ვიდეო მეტყველებს. ტრადიციული საშუალო დონის  ოფისი, ოფისის პრობლემები, არაკომპეტენტური მენეჯმენტი, შეშინებული თანამშრომლები და შემდგომ  აჯანყებული თანამშრომლები და ჯანყი მიმართული კონკრეტული ობიექტის მიმართ, ამ შემთხვევაში ეს პრინტერია, რომელიც გამოხატავს კაპიტალიზმის დაუნდობელ ბუნებას.

გოდარი როგორც ვოლტერი(ალექსანდრე ტარასოვი) ნაწილი პირველი

ავტორი–ალექსანდრე ტარასოვი, რუსი პოსტ–მარქსისტი თეორიტიკოსი, სოციოლოგი, იუვენელოგი.

    ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი საიდუმლო საზოგადოება ემსახურებოდეს ხალხს,
პირველ რიგში.ჩვენ ეჭვი არ გვეპარება,  რომ
ჩვენი მიმდევრები არ შეუშინებიან ღიად მოქმედებას.
ვოლტერი
              ნებისმიერი რევოლუციური მოძრაობა ვითარდება და მოქმედებს ამა თუ იმ ფილოსოფიური დოქტრინის დროშის ქვეშ – იმ შემთხვევაშიც კი თუ მისი მონაწილენი ამას ვერ აცნობიერებენ. ყველა რევოლუციას წინ უძღვის ფილოსოფიური მომზადება და დაფუძნება. 1968 წლის “მაისი რევოლუციაც” არაა გამონაკლისი. ის, რომ მან  მარცხი განიცადა, საერთო სქემაზე არ მოქმედებს.
              მსოფლიოს ყველა რევოლუციიდან ყველაზე  უკეთ დიდი ფრანგული რევოლუციაა შესწავლილი. დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ის განმანათლებლობის შედეგია. ვოლტერი, დიდრო, რუსო, ენციკლოპედისტები იყვნენ, სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც  რევოლუციონერთა ტვინების ფორმირებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. ამასთან ერთად, საკუთვრივ ფილოსოფიური, პოლიტიკური, პუბლიცისტური ლიტერატურისა, მასში დიდი როლი ითამაშა მხატვრულმა ლიტერატურამაც.  განმანათლებლობამ ორ სპეციფიკურ ჟანრს ჩაუყარა საფუძველი: აღმზრდელობითი ხასიათის  რომანი (დრამა)  და განმანათლებლური ხასიათის რომანი (დრამა). აღმზრდელობითი რომანი მიმართული იყო ახალგაზრდებისადმი, იყო დიდაქტიკური, აღწერდა ახალგაზრდა გმირის განვითარებას -რომელიც საბოლოოდ ან მათი დეგრადაციით სრულდებოდა (თუ ის კონფორმისტულად ეგუეოდა გარე სამყაროს), ან  ყალიბდებოდა კვარცხლბეგზე ასულ გმირად- ცოცხალ ან დაღუპულ, მაგრამ არა დაუმარცხებელ გმირად  (თუ ის არსებულ სამყაროსთან ბრძოლას არ წყვეტდა). განმანათლებლური  რომანი (სატირული ხასიათის) უკვე მოზარდ კატეგორიაზე  იყო მიმართული და  გარემოზე  სიმართლეს მოგვითხრობდა, უბიძგებდა ამ გარემოს უარყოფისკენ, განსჯისკენ. კინომატოგრაფია იმ პერიოდში არ იყო, რასაც ვერ ვიტყვით 1968 წელზე.  
ე.ი საჭირო წიგნებს თქვენ ბავშვობაში კითხულობდით.
ვ.ს. ვისოცკი

მეამბოხის აღზრდა ანუ სიკვდილის მემარცხენე ხელოვნება 

          ვსაუბრობთ    “თაობა 1868-სა” და ლენინგრადულ “პარიზულ ბუნტი-ს” ახალგაზრდებზე. როგორ წიგნს კითხულობდნენ ისინი? ეს ჩვენ ვიცით: კამიუ, სარტრი, ბაკუნინი, მარქსი, ტროცკი, ფრომი, ალითიუსერი.. და რა ფილმებს უყურებდნენ ისინი? როგორმა კინომ ჩამოაყალიბა ისინი, როგორც მეამბოხეები და რევოლუციონერები?
           “წითელი მაისის” ბარიკადების დამცველები კინომატოგრაფიაში” ახალი ტალღის” შვილები იყვნენ. თავდაპირველად, თავად ტერმინს “ახალი ტალღა” არ ქონდა არანაირი კავშირი კინოსთან. ეს აღნიშნავდა ფრანგული ახალგაზრდობის ახალ თაობას, რომლებმაც საკუთარი თავის შესახებ 1957 წელს გააკეთეს განაცხადი – თაობა, რომელიც საბოლოდ დეგრადირებული რეჟიმის ატმოსფეროში იხრჩობოდა – რეჟიმის, რომელიც კოლონიალურ ომს აწარმოებდა აფრიკაში და  რომლის წაგებასაც საგულდაგულოდ მალავდა, რეჟიმის, რომელმაც საფრანგეთი “ფინანსურ ბანკროტობამდე და ეკონომიკურ კრახამდე”, ანუ საბოლოოდ განადგურებამდე მიიყვანა  (რომელსაც ასევე მალავდა), რეჟიმის, რომელიც მემარჯვენეების ზეწოლის შედეგად აცდა განვითარების კურსს , თუმცა, რა თქმა უნდა, ამასაც მონდომებით ფარავდა. ტოტალური კონტროლის ეს ატმოსფერო განძრახულად ცდილობდა მოაზროვნე ახალგაზრდების “დეგენერატებად” სტიგმატიზაციაც,რეჟიმს  ძულდათ ახალგაზრდები და გამწარებული ცდილობდა მათგან განთავისუფლებას. თავად ტერმინი “ახალი ტალღა” პარიზულ ყოველკვირეულ “ექსპრესში” გაჩნდა, ეს ყოველკვირეული გამოცემა ახალი ახალგაზრდების ხმად მიიჩნეოდა.
              ერთი წლის შემდეგ ახალი მსოფლაღქმა ჩნდება კინოშიც. კინოში ეს  მოიტანეს 1959 წლის დასაწყისში რეჟისორებმა, რომლებიც “ახალი ტალღისა” და თანამედროვე ფრანგული კინომატოგრაფიის გენიოსებად ითვლებიან – კლოდ შაბროლმა, ფრანსია ტრიუფომ და ალენ რენემ. მთლიანად “ახალი ტალღა” 150-ზე მეტ რეჟისორის აერთიანებდა. ზემოთ აღნიშნული სამის გარდა “ახალმა ტალღამ”  მსოფლიოს აჩუქა ჟან ლიუკ გოდარი, ლუი მალი, პიერ კასტრი, პობერტ ბრენსონი, ანეს ვარდა, ბერტრან ბლიე, ფილიპ დე ბროკა.
               “ახალი ტალღა”  მაყურებლამდე უკვე მეოთხე რესპუბლიკის კრახის შემდეგ მივიდა, ულტრამემარჯვნეების ალჟირული პუტჩის, ხელისუფლებაში გენერალი დე გოლის მოსვლისა და მეხუთე რესპუბლიკის დამყარების შემდეგ. სწორედ ამან განაპირობა “ახალი ტალღის” დროებითობა. მეხუთე რესპუბლიკის ატმოსფერო, მისი ავტორიტარიზმი კვებავდა მას, მაგრამ 1960 წლის შემდეგ ანტიგოლისტურ პოზიციებზე გადასვლისას საფრანგეთმა  სწრაფად ცვლილება დაიწყო. “ახალმა ტალღამ” – “არა მოძრაობა, არა სკოლა, არა ჯგუფი” (ფრანსუა ტრიუფოს გამონათქვამით), ვერ შეძლო შეექმნა რაიმე სახის ერთიანი იდეოლოგია და 1963-64 წლებში ნელნელა გაქრა. “ახალი ტალღა” იყო მსოფლაღქმა და ეს აღქმა მთლიანად გაიფანტა, ნაწილი – როგორც კ.შაბროლი,რ. ბრესონი – მშვენივრად ინტერირდა ფრანგულ კომერციულ კინოში, ნაწილმა – პ.კასტი – ვერ იპოვა საკუთარი ადგილი და დარჩნენ კინომატოგრაფიის პერიფერიებზე, დანარჩენებმა – ფ.ტრიფო, ჟ.. გოდარი – შეძლეს ეპოვათ წინაღმდეგობის ძალა გამკლავებოდნენ იდეოლოგიიურ პრესს, კომერციულ მანქანებს, შეინარჩუნეს საკუთარი თავის რწმენა და უკვდავყვეს საკუთარი სახელები.
                      “ახალი ტალღის” “მთავარი ფილმი” მისი “კვინტენსენცია”   ჟან ლუიკ გოდარის “
Add caption
უკანასკნელ ამოსუნთქვამდე”გახდა . ამ ფილმში ყველაფერი  “არასწორად” იყო. გადაღება განძრახ  მიმსგასებული იყო დოკუმენტურ კადრებს, თითქოს იღებდნენ ფარული კამერით, შემთხვევით, შეუფერებელი, წარუმატებელი პოზიციიდან, ბუნდოვანი, არამკაფიო ფონოგრამა – და ეს ყველაფერი ხდებოდა მეოთხე რესპუბლიკის “ლამინირებული, თვალთწარმტაცი და ნაზ ემოციათმომგვრელი”  ფილმების შემდეგ. უცებ ეკრანებმა გამოხეთქა თავად ცხოვრებამ. რჩებოდა წარმოდგენა, რომ ფილმს არ ჰქონდა სცენარი, არ იყო სიუჟეტი. კამერა თითქოს შემთხვევითი მოქმედებების თანმიმდევრობას მიყვებოდა. გადაღების ეს ხერხი – თითქმის მანერა გოდარისათვის –  “ახალი ტალღის” აღმოჩენა გახდა და უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინა არაკომერციულ კინომატოგრაფიაზე. ფილში გოდარმა გადადგა კიდევ ერთი  ნაბიჯი მუნჯი კინოდან – თუ ტრადიციულად მიიჩნეოდა, რომ გამოსახულება წარმართავს ფონოგრამას გოდარმა გადაწყვიტა, რომ შეიძლება მოხდეს პირიქითაც. გავა დრო და ტარკოვსკი მიიყვანს ამ აზრს ლოგიკურ ფინალამდე, დაფარავს მთელ ეკრანს ყურებით, აიძულეს მაყურებელს უსმინოს, მხოლოდ უსმინოს..
               და ბოლოს, ფსიქოლოგია, გოდარის ფილმებში დრამა მიდინარეობს ეკრანს მიღმა, მას არ სურს არაფრის “დაღეჭვა” მაყურებლისთვის, პირიქით, ის აიძულებს მათ დაძაბულები მიჰყვნენ ფილმის მსვლელობას, იფიქრონ, რათა დაიჭირონ ცვლილებები. შეიძლება ითქვას, რომ გოდარმა მიმართა იგივე ხერხს, რომელსაც ჰემინგუეი იყენებს ნოველაში “კატა წვიმისქვეშ”.

                “არასწორი” იყო თავად გმირიც. პირველ რიგში, ამ ფილმისთვის აირჩა ჟან პოლ ბელმონდო, ეს ახლაა ბელმონდო -პირველი კლასის  “ვარკვლავი”, მას შემდეგ რაც შეიქმნა „ბელმონდოს მთელი ერა” (როგორც ადრე იყო  “მარლენ დიტრიხის ერა” ), ხოლო მაშინ, ჟერარ  ფილიპის გარდაცვალების წელს, ბელმონდო აღმოჩნდა მისის სრული ანტიპოდი. ის  ყველასთვის უცნობი იყო. ეკრანზე გამოჩნდა 1959 წელს, ასრულებდა მხოლოდ მეორეხარისხოვან როლებს. “ბელმონდოს ერა” და მისი დიდება სწორედ  ფილმიდან „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე” იწყება.
                  წინააღმდეგობრივი, გრძელფეხება ზედმეტად დიდი პირის მქონე, არასწორი სახის ბელმონდო თითქოს დაბადებული იყო განგსტერის, ანარქისტის, ხულიგანის როლისთვის. სწორედ ასეთია ის ფილმში. მისი მიშელი –  არაა მხოლოდ განგსტერი, რომელზეც პოლიციელის მკვლელობისთვის  ძებნაა გამოცხადებული, საკუთარი არსით ის ტოტალური მეამბოხეა, უარყობს ბურჟუაზიულ სამყარო როგორც ასეთს, არ თანხმდება მიიღოს თუნდაც უმნიშვნელო ტყუილი, რომელსაც მისი გადარჩენა ძალუძს. და უკვე სულერთია, რომელია თავდაპირველი, პირველადი – სიტუაცია, რომელიც გამოხატავს მის ავთენტურ არსს, თუ თავად ეს ავთენტური არსი. ექსტრემალურ სიტუაციად  გადაქცეული ცხოვრება  ამჟღავნეს საკუთარ ეგზისტენციას. ის ერთი შეხედვითაა მხოლოდ განგსტერი, რეალურად მიშელი – ესაა სარტის ფილოსოფიის პირდაპირი გამოხატულება. 
               თვალში გვხვდება, თითქოს მიშელი თავად ირჩევს არა ხსნას, არამედ სიკვდილს. ყველაფერი ცხადი ხდება თუ გავიაზრებთ, რომ მიშელი  ფასადური, ცრუ სამყაროს ტოტალური უარყოფის გამოხატულებაა. სამყაროს ტოტალური უარყოფა მხოლოდ ერთია – სიკვდილი. მაგრამ ეს არაა ყველაფერი. გაურბის რა მიშელი ცრუ სამყაროს, ის მისთვის ხდება საფრთხე, საშიში. ის გაუცხოვებულია ამ სამყაროსთვის, სამყარო უთვალთვალებს მას და გარდაუვლად კლავს. იგივე იდეა, ოღონდ უფრო ცხადად და ღიად შემდგომში იკვეთება ანტონიონის ფილმში “პროფესია:რეპორტიორი”.
                 ის რომ ეს გმირი საშიშია ბურჟუაზიული სამყაროსთვის, გოდარი  სიტყვიერადაც კი დემონსტრირებს, მხედველობაში მაქვს მიშელის ცნობილი მონოლოგი, როდესაც ის “ნორმალურ საზოგადოებას” აღწერს.  “ჩამშვები – უშვებს, მძარცველი – ძარცვავს, მკვლელი – კლავს..”ცოტას თუ მოუვა თავში, რომ საკუთარი არსით ესაა ფარული ციტატა მარქსის ნაშრომიდან “დამატებითი ღირებულების თეორია”.
                მაგრამ ეს არაა ფილმის ყველა საიდუმლო, ყველა მინიშნება და ციტატა.სურათში მიშელს, როგორც პატივსაცემ განგსტერს აქვს ყალბი დოკუმენტები ლასკო კოვაკსის სახელზე. ეს “ნორმალური” ბურჟუაზიული სამყაროს მიმართ გოდარის  კიდევ ერთი გამოწვევაა. საქმე ისაა რომ ერთი ლასკო კოვაკსი უკვე არსებობს. ეს კლოდ შაბროლეს ახალგადაღებული ფილმის “გასაღების მეორედ გადაბრუნებაზე” პერსონაჟია. ამ ფილმში კოვაკსი – სიმპათიური მეამბოხე-ემიგრანტი- მხიარული და მსმელია, რომელიც ანგრევს ყალბ გარესამყაროს და ააშკარავებს მის ფარსს. და კოვაკს ფილმში თამაშობს…ისევ ბელმონდო! ფრანგულმა პუბლიკამ არც ფილმი და არც პერსონაჟი არ მიიღო. კოვაკსმა ფრიად  “აწყენინა” ფრანგულ მაყურებელს, მოუყვა მათ ის, რისი ცოდნაც მათ თავად არ სურდათ. გოდარი აღრმავებს კონფლიქტს – ის კვლავ სთავაზობს მაყურებელს კოვაკს-ბელმონდოს, მაგრამ ამჯერად იმდენად “მაგარს” რომ მეტი შეუძლებელია! და იმარჯვებს.
                 საერთოდ “ახალი ტალღის” კინო მთლიანად გაჟღენთილია ფარული ციტატებითა და მინიშნებებით. მის  “მარტივ”    ფასადში  კულტურული სიყალბე და ინტელექტუალიზმი იმალება. თვით ლიტერატურულმა, განათლებულმა ფრანგულმა კრიტიკამ ვერ შენიშნა ეს თავიდანვე. კრიტიკოსი რ. ბენაიუნი, შეშფოთებული წერდა სტატიაში  “და მეფე კი შიშველია”: ეს ფილმები, შედგება ციტატებთ,  როდესაც ხიჩკოკის ფილმიდან კადრს აწებებენ ბუნუელის ფილმიდან კადრს, რომელსაც წინ უსწრებს როსელინის სტილში  გადაღებული დიდი კადრი ვიგოდან  ალა პედი ჩაევის მეთოდით”.
           “ახალი ტალღის” ფილმები არ იყვნენ მასობრივები. ეს იყო კინო მემარცხენე ინტელექტუალებისა დ სტუდენტებისთვის. ის კინოკლუბების ქსელით ვრცელდებოდა,ამ ქსელს  საკმაოდ ფართო გავრცელება ჰქონდა 50-60 წლების საფრანგეთში და თუმცა საკმაოდ ვიწრო წრეზე, მაგრამ ახდენდა უდიდეს იდეოლოგიურ ზემოქმედებას.
              გასაოცარია ის უდიდესი გავლენა, რომელიც “ახალმა ტალღამ” –  მთლიანად – და ფილმმა “უკანასკნელ ამოსუნთქვამდე”  –  ნაწილობრივ-  ფრანგული და მსოფლიო პუბლიკის აზროვნების წესზე მოახდინა. ფილმი,  “უკანსკნელ ამოსუნთქვამდე”  არა მხოლოდ პაროდირებდა “ბელმონდიზმის” მოვლენას, არა მხოლოდ უდიდესი გავლენა მოახდინა კინომატოგრაფიის სკოლებზე, არამედ 1983 წელს ჰოლივუდში გააჩინა იდეა გადაეღოთ ფილმის  წმინდა კომერციული ვერსია, თუმცა ეს უკვე აღარ იყო ხელოვნება. ეს იყო წმინდა კიჩი, ტიპური ჰოლივუდური პროდუქტი: ღია ფერებით, ძვირადღირებული კოსტუმებით, ფალსიფიცირებული დეკორაციით, სროლებით, ავტორბოლებით, “ვარკვლავებით” და იდიოტური ფინალით, რომელიც აჩენს ეჭვს, რომ რეჟისორს უბრალოდ ერთმანეთში აერია  “უკანასკნელ ამოსუნთქვამდე”  და “იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავი”. რეჟისორს  ჯიმ მაკბრაიდერი ერქვა და ის დარწმუნებული იყო, რომ ეს ფილმი  მილიარდს იშოვიდა. ფილმი გაყიდვებში ჩავარდა.. 
                  კულტურულად დაწინაურებული ოჯახების მოზარდების ცნობიერებაში ღრმად ჩაიბეჭდა და გამტკიცდა, სამუდამოდ დარჩა აბსოლუტური მეამბოხეს სახე, ერთადერთის, მცხოვრების ნამდვილი ცხოვრებით ნაცრისფერ სამყაროში, ნაცრისფერ ხალხ-მარიონეტებში, რომლებიც კი არ ცხოვრობენ, არამედ  მათთვის მიწერილ როლებს თამაშობენ. გავა 8 წელი და ამ მოზარდებს აღარ მოუნდებათ დიდების “ნორმალურ სამყაროში” ითამაშონ თამაში პირობითი სახელით “ცხოვრება” – და მიშელის ნაკვალევზე აწყობენ მასობრივ გამოხეთქვას ფსევდორეალურობიდან ეგზისტენციაში.  
                დღეს, ჩვენთან უყვართ შეუტიონ ახალგაზრდებს, სტუდეტობას – როგორი  პასიურები არიან ისინი, ინდიფერენტულები, საცოდავები, უუნაროები თვითშეწირვისთვის, უუნაროები რევოლუციური მოქმედებებისთვის. არაფერია გასაკვირი. მეამბოხე, რევოლუციონერი უნდა აღიზარდოს, მათ შორის კინოს დახმარებითაც. 
               გვქონდა კი ფილმები, რომელებიც ობიექტურად იგივე როლს თამაშობდნენ, როგორიც ფილმმა”უკანასკნელ ამოსუნთქვამდე” ითამაშა?იყო. იყო,  მთელი წყება  ავტორები, რომლებიც  პირდაპირ ამბობედნენ, რომ საჭიროა გავიგოთ როგორ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და რეალურად რა სურთ “უკმაყოფილო სტაგნაცისტებს”. ამგვარად მათ შექმნეს ფილმები, რომლებიც მზად იყვნენ აეფეთქებინათ “ნათელი მომავლის” ილუზია..ფილმები… “უშნო გედი”, “სტაკლერი”..შეშლილი, წიგნიერი, მეამბოხე, ის ვინაც იცის სიმართლე, რომელიც უარყოფს “ნორმალურ სამყაროს” – მათ შორის სამყაროს “დისიდენტებისას”.
              “სტალკერი” სხვა პერიოდში იყო გადაღებული,  ჭრიდა სხვა პრობლემებს, მიმართული იყო სსხვა აუდიტორიისაკენ,თუმცა მან  საკუთარი ამოცანა მეტად თუ ნაკლებას, მაგრამ შეასრულა..
 დღეს ახალგაზრდები, დღევანდელი მოსწავლეები და სტუდენტები მას არ უყურებენ, კიდეც რომ უყურონ, მათ ეს არ დაეხმარებათ,ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ..
              და ყოველგვარ “შავ ვარდებს” და “ტაქსი-ბლუზებს” არ შეუძლიათ  “სტალკერისა” და “უკანასკნელ ამოსუნთქვამდე-ს” ჩანაცვლება, ისინი ბარიკადები არ არიან, ისინი უბრალოდ ღებინებისკენ გიბიძგებენ. და სანამ სიტუაცია ასეთი იქნება არაფერი გვაქვს ახალგაზრდებთან სასაყვედურო.

რუსულიდან თარგმნა–თინა ყიფშიძემ.

სახალხო ფროიდიზმი

16 წლის ვიყავი როდესაც ჩემს ცხოვრებაში ფროიდი გამოჩნდა, თავდაპირველად პატარა ბროშურის სახით რომელიც წავიკითხე და შემდგომ უკვე კლასიკური წიგნებით, როგორც ბევრი მეც ვერ ავცდი ფსიქოანალიზმის მავნე ხიბლს, ყველას ყველაფერში ვეხმარებოდი ჩემი ფროიდისტური დასკვნებით მიუხედავად იმისა მთხოვდნენ თუ არა ამას თავად, შემდგომი ეტაპი სტატიების თუ ყველანაირი წიგნების ფროიდისტური ანალიზი იყო, მთელი ეს ბავშვური აღტაცება რამდენიმე წელი გაგრძელდა, სწორედ ის “სიალალე” ამახსენდა რევაზ რიჟამაძის “არარსებული რევოლუცია” ( http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=290 ) წაკითხვაზე, არა ორიგინალური იდეების წინააღმდეგი არ ვარ მაგრამ როდესაც მარქსისტებს აბრალებ იმას რაც არასდროს გაუვლიათ თავში და ამას რაღაც ფროიდისტური ხილვებით ამას ამართლებენ კომენტარი მიძნელდება.

ხო მართლა რევოლუციას სოციალური სიდუხჭირე იწვევსო, არ მარქს და არც მარქსის მრავალრიცხოვან მოსწავლეებს არსად არ უთქვამთ, მაგრამ ამას განა რამე მნიშვნელობა აქვს?

ამ სტატიას განსაკუთრებით ჩემი მეგობრის ანის კომენტარი მომეწონა “ამის ავტორს აშკარად ჰგონია რომ უსამართლობა დაუმსახურებელი სიღარიბეა და მის გარდა დამსახურებული სიღარიბე არსებობს კიდე”.

ჩემი აზრით კი ეს სტატია კი, სხვა არაფერი თუ არა საკუთარი უმოქმედობის და სულიერი თუ ინტელექტუალური კონფორმიზმის გამართლება იმით რომ “პატარა კაცი” ვერაფერს შეცვლის…

ძალიან მოკლედ და ექსპრომტად ‘სოციალურისა თუ იდენტურობის’ შესახებ(გიორგი კევლიშვილი)

სოციალურ უფლებებსა და იდენტობის უფლებებს, ასევე კულტურული, გემოვნებისა  და ა.შ. ფასეულობებს შორის  პრიორიტეტების დადგენის თავად მცდელობა, ჩემი აზრით, საკითხში ღრმა გაურკვევლობის შედეგია. (აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, ზოგიერთი ‘კრიტიკოსის’ გადამკიდე,  რომ ყველა ამ პრობლემას, საკითხს და უფლებას ადამიანის უფლებებად და ადამიანთათვის დამახასიათებლად მივიჩნევ, ხოლო სხვა კრიტიკოსთა გასაგონად ვაზუსტებ, (რა დღეში ვართ კაცო) რომ ვაღიარებ, რომ უფლებები ყველა ცოცხალ არსებას გააჩნია).

არანაირი კულტურის კრიტიკა, არანაირი იდენტობის პრობლემატიკის საფუძვლებში გარკვევა არაა შესაძლებელი სოციალურისა და პოლიტიკურისაგან მათი იზოლირების პირობით! მარქსიდან თუ ბენიამინიდან, ბერგერიდან თუ ბურდიედან, ალთუსერიდან თუ ბადიუდან, ჯემისონიდან თუ იგელტონიდან მოყოლებული ეს იცის ყველამ, ვისაც მართლა ეს საკითხები აინტერესებს, და არა ორშაურად მოპოვებული ფეისბუკ–ფეისობა.

არ ვიცნობ არც ერთ მემარცხენეს, გარდა ზოგიერთი თვითგამოცხადებული ‘ინტელექტუალისა’, რომელიც სხვაგვარად ფიქრობს.

ვინც ამ საკითხებს ხელოვნურად ყოფს, უბრალოდ უვიცია. ამ პრობლემებს შორის დიალექტიკური კავშირია, და არა იერარქიული, ხარისხობრივი, მით უმეტეს – ანტაგონისტური.

ვინც ცდილობს ‘ზედნაშენის’ კრიტიკისას ‘ბაზისს’ აუაროს გვერდი, აისბერგის მწვერვალთან მებრძოლი ბრიყვია – ამ საქმეს უცებ მოითავებს, თავს მოიტყუებს რომ საქმე გააკეთა, მაგრამ მისი ხომალდი ლოგიკური გარდუვალობით უეჭველად ამ აისბერგის საფუძველს დაეფშვნება!

May 68 (ავტორი ლევან აბაშიძე)

პარიზელი სტუდენტების ამბოხზე დაკვირვების შემდეგ მსოფლიომ პირველად გააცნობიერა. რომ მომავალი რევოლუციურ განვითარებაზე იდგა.  1968 წელს გაუგონარი მოვლენები ხდებოდა მთელს მსოფლიოში: მაომ მილიონობით სტუდენტი გამოიყვანა ქუჩაში , რომლებიც ამსხვრევდნენ უნივერსიტეტებს, სამინისტროებს, პარტკომებს. ჩეხოსლოვაკიაში ალექსანდრ დუბჩეკი გამოვიდა მოსკოვის ბატონობის წინაააღმდეგ და მოუწოდა სტუდენტების აღტაცებულ მასას აეშენებინათ ’სოციალიზმი ადამიანური სახით’. ნიუ იორკში ახალგაზრდა რევოლუციონერებმა კოლუმბიის უნივერსიტეტი დაიკავეს. პარიზში სორბონის ირგვლივ ბარიკადები აღიმართა. დასავლეთ ბერლინში სტუდენტებმა ’მოლოტოვის კოქტეილები’ დაუშინეს ყველაზე მსხვილი საგაზეთო მაგნატის აქსელ შპრინგერის შტაბ-ბინას. რომის ცენტრში სტუდენტები პოლიციელებს ებრძოდნენ. ასეთივე მოვლენები ვითარდებოდა მადრიდში, ტურინში, სტოკჰოლმში, ბონში, ბრიუსელში. ამგვარი სოლიდარობა ევროპაში 1848 წლის რევოლუციების შემდეგ არ უნახავთ.  ჩანდა რომ მსოფლიო ახალგაზრდული რევოლუცია იწყებოდა.

გასაგები იყო რომ ჩინელი ჰუნვეიბინები მაოს მიერ იყვნენ ინსპირირებულნი, ხოლო პრაღელი სტუდენტები კი საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს იცავდნენ. მაგრამ რას აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ სორბონის, კემბრიჯის, კოლუმბიის და ათეულობით სხვა პრესტიჟული სასწავლო დაწესებულებების სტუდენტები?

ისინი აპროტესტებდნენ, ავტორიტარულ სასწავლო პროცესს უნივერსიტეტებში, ვიეტნამის ომს, საბერძნეთში დასავლეთის მიერ დიქტატურის მხარდაჭერას, მოითხოვდნენ რასობრივი და სქესობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ანდაც ისეთ საყოფაცხოვრებო საკითხებს, როგორებიც იყო კაფეტერიებში სპაგეტის პორციის გაზრდა, მარიხუანას მოწევაზე აკრძალვის გაუქმება და ა.შ. რატო? რა მოუვიდათ მათ?

’თქვენ მე მატყუებდით, მთელი ცხოვრების მანძილზე’

არცერთი რევოლუცია არ შეიძლება გაგებულ იქნას ბოლომდე და სრულად. შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ 1968 წელიც არ ყოფილა გამონაკლისი. 60-იანი წლების შუაში დასავლეთის ახალგაზრდობა მივიდა დასკვნამდე, რომ უფროსი თაობა მათ ატყუებდა. ოცი წლის ასაკში ყოველთვის ასე ფიქრობენ და ყოველთვის მიმართავენ ამბოხს მშობლების წინააღმდეგ. მხოლოდ 1968 წელს ამ ახალგაზრდებს განსაკუთრებული მიზეზები ჰქონდათ ბუნტისთვის. დასავლური საზოგადოება მორალურ ჩიხში შედიოდა. ამ ახალგაზრდებს ბავშვობაში ერთი და იგივე ესმოდათ რომ: ისინი დედამიწის საუკეთესო, თავისუფალ და აყვავებულ ადგილზე ცხოვრობენ. უფროსი თაობის თვალსაზრისით ეს ასე იყო. ომის შემდეგ, ბერლინის კედლის დასავლეთ მხარეს მყოფი ქვეყნები ეკონომიკური აღმასვლის ეპოქაში შევიდნენ. უფროსი თაობა, რომელმაც ომის საშინელება და გაჭირვება გადაიტანა, დასავლეთის საზოგადოებას პრაქტიკულად სრულყოფილად თვლიდა და ერთადერთ პრობლემად კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლას მიიჩნევდა. არ არის საჭირო გამართული ნავის უშედეგო რყევები. ჯობია ძველ კვალს მივყვეთ. უნივერსიტეტი-სამსახური-ავტომობილის შეძენა- ბინის შეძენა-კიდევ ერთი სახლის ყიდვა-ანდერძი-სასაფლაო. არ შეიძლება ნორმიდან გადახვევა და ’ენის გამოყოფა’. ცხოვრება უნდა გაგრძელდეს, როგორც შაბლონი. თორემ რას იფიქრებენ კოლეგები და მეზობლები? სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ახალგაზრდობა საშუალო კლასის ფასეულობების ტყვეობაში აღმოჩნდა. გარანტირებული სტაბილურობა, მაგრამ ამავე დროს აუტანელი მოწყენილობა, შეზღუდულობა და მათი თვალსაზრისით სიყალბე. ერთი სიტყვით საზოგადოებაში, რომელმაც გააუქმა ავანტიურები, ერთადერთი ავანტიურა თვითონ საზოგადოების გაუქმება იყო ანუ რევოლუცია.

’ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ მსოფლიოში, სადაც იმაში დასარწმუნებლად, რომ შიმშილით არ მოკვდები, იხდი მოწყენილობისგან სიკვდილის რისკით’.
 
ახალი თაობა კითხვებს სვამდა. რას აკეთებდა 1968 წელს ამერიკული ჯარი ვიეტნამში? კომუნიზმს ებრძოდა? მაგრამ რა შუაში იყვნენ ვიეტნამელი ბავშვები, რომლებიც ამერიკული ბომბების შედეგად იღუპებოდნენ? ანდაც საერთოდ 20 წლის ჯონი რატომ მიდიოდა ასეთ არმიაში? რატომ უჭერდა დასავლეთი მხარს ’შავი პოლკოვნიკების’ რეჟიმს საბერძნეთში? რა, ისევ კომუნიზმთან ბრძოლის სახელით? შეჩერდით, და რა ხდება თავად დასავლეთის ქვეყნებში? რატომ კლავენ მარტინ ლუთერ კინგს(იმავე 1968 წლის აპრილში)? რატომ არსებობდა აშშ-ში შავკანიანთა გეტოები და რასობრივი სეგრეგაცია? პარიზის მუშათა გარეუბნებში რატომ იყო სახლების ნაცვლად, ნამდვილი ჯურღმულები? რატომ იღუპებოდნენ სამხრეთ იტალიაში ბავშვები?  რატომ ხდებოდა, რომ საუკეთესო უნივერსიტეტებში ადმინისტრაციული დიქტატი ბატონობდა?

ახალგაზრდობამ შეამჩნია ის, რასაც პროფესიონალი-ანალიტიკოსები ამჩნევდნენ: საშუალო კლასი გახდა ინერტული, კმაყოფილი და მოუქნელი. მათ 1968 წელს ისევე უნდოდათ ცხოვრება როგორც 100 წლის წინათ: როდესაც ღარიბების გაჭირვებას არ იზიარებდნენ, ხოლო მდიდრების მდგომარეობა კი განსჯას არ ექვემდებარებოდა. ამ პრინციპების წინააღმდეგ კი ახალგაზრდობა გამოვიდა.

ამ დროს არ არსებობდა არცერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც ოპოზიციურად განწყობილი ახალგაზრდობა დაეყრდნობოდა და შეუერთდებოდა. მათი აზრით სოციალ-დემოკრატები უკვე დიდი ხანია იყო რაც ”გაბურჟუავდნენ” კომუნისტების უმრავლესობა კი ორიენტირებული იყო საბჭოთა კავშირზე და სტალინისტურ მეთოდებზე, რომელიც თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდებს ასევე არ მოსწონდათ და უყვარდათ. წარმოიქმნა სიტუაცია სადაც ახალგაზრდებს უნდა მოეძებნათ ახალი კუმირები. და ასეთები იპოვეს კიდეც: მაო, ჩე გევარა, მარკუზე, ფანონი, დებრე. ზუსტად ისინი გახდნენ ’ახალი მემარცხენეების’ კუმირები.

’ამბოხი მართალი საქმეა’

მაო ძედუნი იმ პერიოდში ’დიდ პროლეტარულ კულტურულ რევოლუციას’ ახორციელებდა. გლეხის შვილი და თვითნასწავლი მაო რევოლუციონერი რომანტიკოსი იყო. ბუნებრივია ’კულტურული რევოლუციის’ მსვლელობის დროს ის მოხერხებულად განთავისუფლდა პოლიტიკური მოწინააღმდგეებისაგან და ისინი მისდამი მონური ერთგულებითა და მორჩილებით გამორჩეული პირებით ჩაანაცვლა, მაგრამ მაინც მაოს მიერ დაგეგმილი ’კულტურული რევოლუცია’ უფრო ამბიციურ და გრანდიოზულ მიზნებს ისახავდა. კერძოდ, ბურჟუაზიული გადმონაშთების განადგურებას,( მატერილაური კეთილდღეობა, კომფორტი, ინდივიდუალიზმი) რათა შეებიჯებინა მომავალ კოლექტივისტურ საზოგადოებაში.

ჩე გევარა 1968 წელს უკვე ერთი წლის გარდაცვლილი იყო. ექიმი განათლებით და რევოლუციონერი პროფესიით, არგენტინელი ჩე კუბის რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა. მადლიერმა ფიდელმა ის ნაციონალური ბანკის პრეზიდენტად დანიშნა, შემდეგ კი ნაციონალური მრეწველობის მინისტრად. მაგრამ ბიუროკრატის დაგეგმილი და ერთფეროვანი ცხოვრება ჩეს არ უყვარდა. 1965 წელს მან ჰავანა დატოვა და მიზნად დაისახა მთელი სამხრეთ ამერიკის მასშტაბით გაევრცელებინა რევოლუცია და ფიდელიზმი. 1967 წელს ის შეპყრობილ და დახვრეტილ იქნა ბოლივიაში.

ფრანგი რეჟი დებრე 1968 წელს იმავე ბოლივიის ციხეში იმყოფებოდა, სადაც 30 წლიან სასჯელს იხდიდა: ის ჩეს ჯგუფში შედიოდა და აგრეთვე შეპყრობილ იქნა სამთავრობო ჯარების მიერ. დებრე იყო ავტორი წიგნისა ’რევოლუცია რევოლუციაში?’ წიგნი მოაზრებული იყო როგორც სახელმძღვნელო აჯანყებებისა და პარტიზანული ბრძოლებისთვის. მართალია წიგნი მოსაწყენი გამოვიდა, მაგრამ დებრეს ცხოვრება მეამბოხეებისთვის ნამდვილად საინტერესო იყო.

ჰერბერტ მარკუზეს ’ახალი მემარცხენეების’ მთავარ იდეოლოგს უწოდებდნენ. ემიგრანტი გერმანიიდან, კალიფორნიაში სან დიეგოს უნივერსიტეტის პროფესორი. მარკუზე წმინდა წყლის თეორეტიკოსი იყო. ის აცხადებდა რომ თანამედროვე ინდუსტრიალურ დასავლურ საზოგადოებაში ’რეპრესიულმა ტოლერანტულობამ’ და ტოტალიტარიზმმა გაიმარჯვა. მარკუზეს ციტირება მოდური გახდა. მითუმეტეს, რომ მეტრი სიამოვნით ხვდებოდა ახალგაზრდა ადეპტებს.

ფანონი იყო კრეოლი მარტინიკიდან. ექიმის დიპლომი საფრანგეთში მიიღო და ალჟირში გაემგზავრა. როდესაც ომი დაიწყო, პარიზის კოლონიალური ბატონობის წინააღმდეგ, ფანონი ალჟირის ნაციონალური განთავისუფლების ფრონტს შეუერთდა. 1968 წელს ფანონი უკვე ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ მისი წიგნი ”შავი კანის, თეთრი ნიღბები’ პოპულარობისა და წარმატების პიკში იმყოფებოდა.

ახალი გურუები გონებას ატყვევებდნენ. ისინი უკომპრომისო ბრძოლისკენ აკეთებდნენ  მოწოდებას. მაომ პირდაპირ განაცხადა: ’ამბოხი მართალი საქმეა’.

პირველი ნიშანი ახალგაზრდული რევოლუციისა სტუდენტური მღელვარება გახდა, კალიფორნიაში ბერკლის უნივერსიტეტში 1964 წელს. პირველად ამერიკის ისტორიაში, საუნივერსიტეტო კამპუსების(სტუდქალაქი) ტერიტორიაზე პოლიციის ნაწილები იქნა შეყვანილი. ვიეტნამის ომი გახდა კატალიზატორი ახალგაზრდული მოძრაობისა, რომლის კულმინაციად აშშ-ში იქცა მღელვარება კოლუმბიის უნივერსიტეტში, 1968 წლის 23 აპრილს.

1968 წლის ზამთარში სტუდენტური გამოსვლები დაიწყო დასავლეთ გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიაში და პოლონეთში. გფრ-ში ’ახალ მემარცხენეებს’ სათავეში 27 წლის რუდი დუჩკე ჩაუდგა. ის თავს მარკუზეს მოსწავლედ მიიჩნევდა. თავის შვილს კი სახელად ჩე დაარქვა. დუჩკემ სტუდენტური პროტესტის ორგანიზირება ვიეტნამის ომის საწინააღმდეგოდ დაიწყო. ჰამბურგში, ფრანკფურტში, დასავლეთ ბერლინში სტუდენტებს იერიში მიქონდათ ამერიკის წარმომადგენლობებზე. მღელვარება ქუჩის ბრძოლებში გადაიზარდა, როდესაც ნეონაცისტებმა ’წითელ რუდის’ სამი ტყვია მოარტყეს.

ნამდვილი რევოლუციური ქარიშხალი კი 1968 წლის მაისში პარიზში დატრიალდა.

’აკრძალულია აკრძალვა!’

მღელვარება არსებული განათლების სისტემის წინააღმდეგ სტუდენტური გამოსვლებით დაიწყო, ნანტერის უნივერსიტეტში, პარიზის მუშათა გარეუბანში. როდესაც ხელისუფლებამ ნანტერი დახურა, უკვე სორბონა ამბოხდა.

პრეზიდენტი შარლ დე გოლი ამ დროს რუმინეთში იმყოფებოდა ვიზიტით.  ვიზიტის სასწრაფო შეწყვეტას დე გოლი არ აპირებდა. ტელევიზიით პრემიერ მინსიტრი ჟორჟ პომპიდო გამოვიდა. ’ხელისუფლებამ უნდა დაიცვას რესპუბლიკა -განაცდახა მან. – და ხელისუფლება დაიცავს მას’. 30 ათას პარიზელ პოლიციელს, 20 ათასი სპეც სამსახურის თანამშრომელი დაემატა პროვინციებიდან. მათ 30 ათასი სტუდენტი დაუპირისპირდა. სორბონა დახურულ იქნა. ბრძოლამ პოლიციასთან ლათინური კვარტალის ქუჩებში გადაინაცვლა.

’ქვა პროლეტარიატის იარაღი’

ლათინური კვარტალი ბრძოლის ველად გადაიქცა: იწვოდა ავტომობილები, იმსხვრეოდა ვიტრინები. სტუდენტებმა ბარიკადების მშენებლობა დაიწყეს, რომელთა უმრავლესობაზე წითელი დროშები ფრიალებდა. პოლიციამ შტურმზე წასვლა გადაწყვიტა.

პარიზის მაცხოვრებლები, გაბრაზებულნი იმით, რომ ზრდასრული მამაკაცები სახელმწიფო რეპრესიული აპარატიდან, ხელკეტებით უსწორდებოდნენ მათ შვილებსა და შვილიშვილებს მიიღეს გადაწყვეტილება სტუდენტების მხარე დაეჭირათ. შედეგად ფანჯრებიდან პოლიციელების თავების მიმართულებით სისტემატურად მოფრინავდა ყვავილების ქოთნები. 24 საათიანმა საყოველთაო შეტაკებებმა და ნახევარმილიონიანმა პროტესტის მარშმა პარიზში ხელსისუფლება აიძულა გაეგო რომ: საფრანგეთი წონასწორობიდან გამოვიდა. მღელვარება პროვინციებშიც გადადიოდა, სტრასბურგში, ნანტში, გრენობლში სტუდენტები აუდიტორიებს იკავებდნენ. ჩინელი ჰუნვეიბინების მიბაძვით, ისინი პროფესორებს აიძულებდნენ საჯაროდ მოენანიებინათ ’პოლიტიკური ცოდვები’. უნივერსიტეტის კედლებზე გამოჩნდა გრძელი სიმბოლოიანი პოსტერები(იგივე დაცძიბაო, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული ჩინეთში ’კულტურული რევოლუციის’ დროს).

პომპიდუ დათმობებზე წავიდა. სორბონა სტუდენტური რევკომების მეშვეობით იმართებოდა. გაჩნდა ჩე გევარას სახელობის აუდიტორია, პოსტერები ’აიკრძალოს აკრძალვა!’, განცხადება ’მოწიე რაც გინდა – თუნდაც მარიხუანა’. პასტერისა და ჰიუგოს ქანდაკებები წითელი დროშებით დაიფარა. მთელი დღის განმავლობაში სორბონას ეზოში ჯაზ-ბენდი უკრავდა. აუდიტორიებში კი დისკუსია მიმდინარეობდა: რა გავაკეთოთ შემდეგ? ამბოხებულთა ლიდერი დანიელ კონ-ბენდიტი რევოლუციისკენ აკეთებდა მოწოდებას, მაგრამ რას ნიშნავდა ეს არავინ იცოდა. ყოველი შემთხვევისთვის მაინც დაკავებული იქნა ოდეონის თეატრი.

დე გოლმა როგორც იქნა შეწყვიტა თავისი ვიზიტი და მეამბოხე პარიზში დაბრუნდა. მან მთავრობის სხდომა მოიწვია და პირდაპირ განაცხადა: ’რეფორმებს – კი, ქაოსს – არა’. გენერალმა ხალხს მიმართა წინადადებით ჩაეტარებინათ რეფერენდუმი: რათა გარკვეულიყო უჭერდა თუ არა მხარს საფრანგეთი თავის პრეზიდენტს. რევოლუციონერებს სურდათ დაუყოვნებლივ გაეცათ პასუხი: საფრანგეთის ქალაქებში განახლდა ქუჩის ბრძოლების ტალღა, სტუდენტები იარაღდებოდნენ ხელკეტებით, ჯაჭვებით და ჯართით. ისინი საფრთებოდნენ სახურავებზე და იქიდან უშენდნენ პოლიციელებს ქვების სეტყვას. ბარიკადებიდან ’მოლოტოვის კოქტეილები’ მოფრინავდა. პოლიციამ ხელყუმბარები გამოიყენა ცრემლსადენი გაზით. საპასუხოდ სტუდენტებმა ცეცხლი წაუკიდეს ბარიკადებს.

გაიღვიძა მუშათა კლასმაც. მთელს საფრანგეთში მუშებმა დაიკავეს ფაბრიკები, აიყვანეს მძევლები, ჩაკეტეს კარები და დაიწყეს მიტინგირება. დაბნეულმა ხელისუფლებამ აღარ იცოდა რა ემოქმედა მითუმეტეს, რომ  მკაფიო მოთხოვნები თითქმის არავის ქონდა. მხოლოდ კომუნისტები მოითხოვდნენ კონკრეტულ პირობებს ’საერთო პროტესტისგან’ დამოუკიდებლად: ხელფასის გაზრდას, სამუშაო დღის შემოკლებას, შრომის პირობების გაუმჯობესებას. ამბოხებული იყო 10 მილიონი ადამიანი ქვეყნის ეკონომიკა შეფერხდა. პარიზში გაჩერდა მეტრო. აეროპორტები დაიხურა. საფრანგეთის სანაპიროებზე გამოჩნდენ გემები წითელი დროშით, შეფერხდა რკინიგზა და საზღვაო მიმოსვლა. დიდ ქალაქებს შიმშილის საფრთხე ემუქრებოდა. ათასობით ტურისტი ქვეყნიდან გარბოდა. შვეიცარიის საზღვარზე მანქანათა რიგი წარმოიშვა. ფრანგ ბურჟუებს საკუთარი ანგარიშები შვეიცარიის ბანკებში გადაჰქონდათ.

მოსკოვის რეაქცია პარიზში მიმდინარე მოვლენებზე შემდეგი იყო: ერთის მხრივ, პრორაგანდისტული თვალსაზრისით უნდა ესარგებლათ, ევროპელი ახალგაზრდობის ანტიბურჟუაზიული გამოსვლებით, მაგრამ მეორეს მხირვ  ’ახალ მემარცხენეებს’   ერთნაირად არ უყვარდათ, როგორც ელისეის სასახლეს ბინადრები ისე კრემლის. ამიტომ დაბნეულმა მოსკოველმა თეორეტიკოსებმა1968 წლის გამოსვლები ისე შეაფასეს როგორც ’წვრილბურჟუაზიული რევიზიონიზმი’ იშველიებდნენ რა მარქსის ციტატას მცირე ბურჟუაზიაზე რომელიც ’მძვინვარებს კაპიტალიზმის საშინელებებისგან თავის დასაღწევად’.

დროის გასვლასთან ერთად, დასავლური დედაქალაქების უმრავლესობაში მღელვარება ნელ-ნელა ცხრებოდა. ხელისუფლება დაპირებებს იძლეოდა: სტუდენტებს – უმაღლესი განათლების რეფორმას, მუშებს – სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ერთი სიტყვით ახალგაზრდა რევოლუციონერებმა, ბურჟუაზიული სისტემის განადგურება ვერ მოახერხეს.

მაგრამ მათი საქმე ცოცხლობს!

1968 წლის შემდეგ დასავლური სამყარო შეიცვალა. საშუალო კლასმა დაიწყო ღარიბების უფლებებისთვის ბრძოლა და თვითონაც შეიცვალა, რადგან 70-იანი წლების შუაში მისი ნაწილი გახდნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც 68 წელს ბარიკადებზე იდგნენ. რასობრივი დისკრიმინაცია ნელ-ნელა ქრებოდა, ამერიკელებმა არა მხოლოდ გამოიყვანეს ჯარები ვიეტნამიდან, არამედ საერთოდ გააუქმეს, საყოველთაო სავალდებულო გაწვევა ჯარში. განსხვავებულობა და უმცირესობების უფლებები  დაცული და ლეგიტიმიზირებული იქნა. ამის შემდეგ დასავლურ ლექსიკონებში სამუდამოდ ჩამოყალიბდა ცნება ცხოვრების ალტერნატიული ფორმის შესახებ., კოოპერატივები, კომუნები ისე მომრავლდნენ როგორც სოკოები წვიმის შემდგომ. მათ შეუერთდნენ ჰიპები და ყველა ვისაც სურდა შეექმნა მიკრო-საზოგადოება საკუთარი კანონებით.მეამბოხეებმა კანონიერი და მშვიდობიანი სოციალური ნიშა დაიკავეს. ბარიკადებს აღარ აგებდნენ, ჩე გევარა უბრალო სახე გახდა მოდურ მაისურზე, ციხიდან გამოუშვეს რეჟი დებრე, რომელმაც მუშაობა პრეზიდენტ მიტერანის მრჩევლად დაიწყო ლათინური ამერიკის საკითხებში. ცხადი ხდებოდა, რომ საშუალო კლასის პოზიცია თავისუფლდებოდა რყევებისგან და სტაბილური ხდებოდა.

თუმცა 1968 წელმა რამოდენიმე შენელებული მოქმედების ბომბიც დატოვა. მცირერიცხოვანი რევოლუციონერები, რომლებსაც კვლავ სჯეროდათ ძველი კუმირების და ქუჩის ბრძოლებმა პოლიტიკურ ტერორიზმში გადაინაცვლა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა დასავლეთ გერმანია(ბაადენ-მაინჰოფის ჯგუფი) და იტალია(’წითელი ბრიგადები’). შემდეგ ტერორიზმი მთელს მსოფლიოში გავრცელდა, მხოლოდ ’წითელი ბრიგადები’ უკვე დიდ ხნის დამარცხებული იყო. 1998 წლის ზაფხულში მათ თავად განაცხადეს ’წითელი ბრიგადების შეიარაღებული ფრაქციის’ გაუქმების შესახებ.

მსოფლიო სვანაირი გახდა. იმედგაცრუებული რევოლუციური თაობა 80-იანი წლების მიწურულს უკვე ხელისუფლებაში მოვიდა. დღეს ისინი საკვანძო პოსტებს იკავებენ პოლიტიკაში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, განათლებასა და კულტურაში.

დააკვირდით ბგერებს: 1968 წელს ტექსტები ბადებდნენ ამბოხს, ხოლო ამბოხი ახალ ტექსტებს

ახალგაზრდული მღელვარება, რომელიც მსოფლიოში 42 წლის წინ მძვინვარებდა, დიდწილად დაფუძნებული და გამოწვეული იყო იმ ლიტერატურული თუ სამეცნიერო-ფილოსოფიური ტექსტებით, რომლებიც ამბოხის სულისკვეთებას გამოხატავენ. ’სავალდებულო ლიტერატურის’ წიგნებს შორის, რომელიც სან ფრანცისკოს, პარიზის, ბერლინის, პრაღის ახალგაზრდების მაგიდებზე იყო შეხვდებოდით: ბრედბერს და კასტანედას, ბეროუზს და კერუაკს, ვიანს და კენოს, მარკუზესა დაფრომის ნამუშევრებს, რემბოსა და ბოდლერის ლექსებს, მარქსის, ლენინის. ტროცკის, მაოს ნაწარმოებებს. ერთ-ერთი იმ უამრავი წარწერებიდან და ლოზუნგებიდან. რომლებიც 1968 წლის მაისის პარიზის სტუდენტური ამბოხის დროს გაჩნდა იყო თითქმის სიტყვა-სიტყვითი ციტატა კორტასარიდან:

’ქვაფენილის ქვეშ პლიაჟია’

თავად კორტასარისთვის, კოლაჟის ჟანრი ’თამაში კლასიკაში’ საყვარელი ლიტერატურული ხერხი იყო. კორტასარის მონტაჟური ნამუშევრები, განსაკუთრებით უსვამს ხაზს წარმოსახვის უპირატესობას გამოცდილებაზე. ის როგორც არავინ ისე ეძებდა გამოსავალს წარმოსახვის შეზღუდულობისგან. ამიტომაც შეიძლება თავადაც კი დათანხმებულიყო ან სულაც დაეწერა იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლოზუნგი

მთელი ძალაუფლება წარმოსახვას’.

ტყვეობაში

არაფერია იმაზე საშინელი ვიდრე ტყვეობაში ყოფნაა, პირდაპირი მნიშვნელობით, ტყვეობაში ყოფნისას ბევრი დამცირების ატანა მოგიწევს და თუ მაკკეინივით არ გამიმართლებს და კობა სუბელიანი შენს სახელს მისი ხელფასით შეძენილი მანქანის ნომრად არ გამოიყენებს მთელი ცხოვრება მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები გექნება, ხოლო თუ გაგიმართლებს,  პატარა მაგრამ წარმოუდგენელად ამაყი ქვეყნის თაყვანისცემის ობიექტი გახდები ან უფრო სავარაუდოთ ფსიქოლოგების დამხარებით განიკურნები , მაგრამ არსებობს ტყვეობა რომელიც საშინელია მთელი თავისი არსით,  ეს  იდეოლოგიის ტყვეობაა  შენ ხომ უბრალოდ არ იცი ამის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე მაშინ არის საქმე როდესაც ეს იდელოგია მეინსტრიმულია და შენთან   უამრავი ადამიანიც  ტყვეობაშია.

150 წლის წინ მარქსმა დაწერა რომ რელიგია ოპიუმია ხალხისთვის, 150 წლის შემდგომ საქართველოს რელიგიასთან და სუბოტექსტთან, მეინსტრიმს ახალი ოპიუმი გაუჩნდა იდეოლოგიის სახით, როგორც რელიგიაში თითქმის ვერავინ ვერ ერკვევა იდეოლოგიაში, ხოლო ვინც ერკვევა რელიგიის მსახურებივით ისეთი საინტერესო აზრებით შემოიფარგლება როგორიც არის ”ხალხის დახვრეტა ცუდია”, ხო ზუსტად ეს მოვისმინე ახლახანს ერთ-ერთი მეინსტრიმული იდეოლოგიდან, ბუნებრივია მრევლი მყისიერად დაეთანხმა ამ მეტად ორიგინალურ თეზისს სხვა რაღა დამრჩებოდა თუ არა ეკონომიკური სახის კამათი დამემთავრებინა, ხო ეკონომიკაზე იყო საუბარი როდესაც ოპონენტებმა მათი საყვარელი სტალინი გამოიყენეს აგერ უკვე მერამდენედ, მერე რა თუ მათ ოპონენტებს შეიძლება    სტალინი არ უყვარდეთ  და მით უმეტეს ვერ წარმოუდგინოთ უწყინარი საუბარი კრიზისზე რა კავშირში არის სტალინთან მაგრამ მეინსტრიმმა იცის, სტალინთან შედარებით მათი ნებისმიერი იდიოტიზმი რა მოსატანია, სტალინმა მაინც მრავალჯერ მეტი დახოცა და გაცილებით უფრო მეტი გააფუჭა. ხოდა როგორც მღვდელი იყენებს ბიბლიის ციტატებს რომელიც არავინ იცის, ისე იყენებს მეინსტრიმი საინტერესო და რაც მთავარია  ორიგინალურ აზრებს,  როგორიც  წესი  რაიმე   მცნების განმარტებას  ან კიდევ უფრო საინტერესო მარადიული კავშირს  სტალინურ დახვრეტებსა და ნებისმიერი არასასურველ მოვლენებს შორის.

 მესმის იმ ხალხის რომლებიც ამას კითხულობენ და ეჭვის თვალით უყურებენ სტატიას რომელსაც წერს საეჭვო ცხოვრებისეული გამოცდილების ახალგაზრდა რომელიც ყველა ბედნიერებასთან ერთად თავს მარქსისტს ეძახის, იმათიც მესმის რომლებიც ცდილობენ მოერგონ ამ სისტემაც, ყველას არ აქვს უნარი წმინდა ფროიდისტურად დაივიწყონ ყველაფერი რაც არ არგებთ მათ, მაგრამ როდესაც ხედავ რაიმე უტყუარ ფაქტს გასაგებია იდეური მოსაზრებით არ არის სავალდებულო ყველას თვალწინ დაეთანხმო მაგრამ როდესაც თავთან მარტო დარჩენილი ნაცვლად გააზრებისა თუ რა მოხდა ცდილობ ოპონენტის მოსაზრებაში დაინახო მტერი ან გაზპრომის ფინანსური დაინტერესება(მილერის ”კანტორა” როგორ აქუ იტყვის ხომ ყველას აფინანსებს) პრობლემა უკვე კლინიკურია , როგორც მარქსისტს ძალიან მომწონს ისტორიული ფორმაციებიც ცვალებადობა, ასე მგონია ადამიანიც გაივლის ხოლმე ასეთ ცვალებადობას(არამარაზმულ ბისმარკისეული გაგებით) ადამიანი  დროთა განმავლობაში საკუთარ თავზე მუშაობით იზრდება და როგორც მარქსი ამბობდა ახალი ფორმაციაში მოიხსნება ის ყველაფერი  კარგი რაც ძველში იყო ანუ მოხდება  ძველის კარგის გადმოტანა ახალში, ასეა ადამიანიც ისიც თუ ჩაიკეტება ძველში ჩეუძლებელი გახდება წარმატების მიღწევა, ამიტომაც დაეცა საბჭოთა კავშირი, შეუძლებელია ნებისმიერი თუნდაც ყველაზე კარგი და საინტერესო იდეა განვითარდეს მხოლოდ ჩაკეტვით და იზოლაციით.

 დღე ისეთი სიტუაცია რომ დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს იმ ფაქტს რომ ტყვეობაში ძალიან ბევრია და რაც ყველაზე ცუდია არავინ ცდილობს იქედან გამოაღწიოს, ადამიანი სოციალური ცხოველია და ბუნებრივია ყველა ცდილობს იყოს რაიმე ჯგუფის ან არაფორმალური გაერთიანების წევრი, ბევრისთვის ფეისბუკზე დაწერილი “like”  უფრო მეტია ვიდრე მოწონება  მაგრამ მეორე მხარე ის არის რომ  ყველა მაქსიმალურად ცდილობს ჩაიკეტოს და ნებისმიერი უსიამოვნო მოვლენა, იქნება ეს გიორგი ცხადაიას საინტერესო სტატია თუ ეკონომიკური კრიზისი განიხილოს მხოლოდ ცალი მხრიდან, ისე როგორც მათ აწყობთ, ყველაზე საინტერესო ის არის რომ მათი ანგარებიანი ინტერესები  სმითისეულად კი არ განაპირობებს საერთი წინსვლას არამედ რეალურად მხოლოდ ერთეულთა წინსვლის გარანტიაა,  ერთეულთა რომლებიც ფლობენ წმინდა წიგნის ჭეშმარიტებებს და გვეუბნებიან იმას რაც უკვე ისედაც ყველამ იცის მაგრამ ვაი რომ მრევლი*(არამოდურ. ნამდვილ რელიგიურ ხალხთან პრობლემა არ მაქვს და არც არასოდეს მექნება) გინდა ეს რელიგიის იქნება თუ გინდაც მეინსტრიმს მუდამ ყველაზე გულუბრყვილო ნაწილად რჩება რომელსაც ყველა იყენებს. არაფერია იმაზე მარტივი ვიდრე არ გამოაყენებინო თავი, ამისთვის პირველ რიგში საჭიროა უბრალოდ ეჭვი შეიტანო იმაში რომ დანიის სამეფოში ყველაფერი ეგებ მართლად არ არის კარგად.

მანიფესტი

ჩვენთან  ძალიან უყვართ ოტო ფონ ბისმარკის ცნობილი გამონათქვამის
”20 წლის ადამიანი რომელიც სოციალისტი არ არის უგულოა, ხოლო 30 წლისაც თუ სოციალისტია ის სულელია” გამეორება , ეს ის  სიტყვებია რომელიც  ნებისმიერ კონფორმისტულ ნაბიჯის თუ პრინციპების ღალატის გამამართლებელ მანიფესტად გადაიქცა.

მეც ამ სიტყვების ტყვე ვარ,  ვისაც არ ეზარება ამ სიტყვებს მიმეორებს, დაწყებული ნორჩი კარიერისტი ”კეთილისმყოფელებიდან”,   დამთავრებული ჩემზე მზრუნველი ნათესავებით, საინტერესოა   ნეტავ მეც შევიცვლები??? აღარ მომინდება უკეთეს საზოგადოებაში ცხოვრება??? დავივიწყებ ჩემს პრინციპებს და მთლიანად გავხდები დამოკიდებული არსებულს რეალობებზე??? დავიწყებ მაღალფარდოვან საუბარს იმაზე რომ სოციალური დახმარება გაჭირვებულების  მხოლოდ ძლიერი სახელმწიფოს პრეროგატივაა, ახალგაზრდულ სენად მოვიხსენიებ წარსულს?   მოწიწებით გავიხსენებ წარსულს და ამაყად ვიტყვი რომ მე ომამდე ტანკისტი ვიყავი. ხმამაღლა დავცინებ ყველას ვისაც ჯერ კიდევ სჯერა რომ ცვლილებები შესაძლებელია. ფარისევლური სევდით გამოვაცხადებ რომ ჩვენ შვედები არ ვართ და ამიტომ აქ არაფერი არ გამოვა.

საოცარია მაგრამ ლიბერალური საზოგადოება რომელიც კომუნისტებს ბრალს დებდა იმაში რომ ცდილობდა ყველა ერთნაირი ყოფილიყო დღეს  ჩემგან მოითხოვს ერთფეროვნებას, ოღონდ არა კომუნისტების მიერ დადგენილს როდესაც მდიდარი არავინ იქნება არამედ სწორედ ისეთი სადაც განსხვავება სწორედ  მხოლოდ ფულის რაოდენობაში იქნება,  უნდა დავემორჩილო ბაზარს და როგორც ყველა მეამბოხე 25 წლამდე უნდა ვაღმერთებდე ჩე გევარას, ვუსმენდე როკს, მეზიზღებოდეს ომი, ვიყო არარელიგიური და საშინლად არ მომწონდეს პატრიოტიზმი, ვიზმანებოდე იმის მიხედვით თუ რომელი ბრენდია პოპულარული, შესაძლებლობების მიხედვით ვიჰიპო და ბნელები ვეძახო ყველას ვისაც არ მოვწონვარ, ხოლო დროთა განმავლობაში  ნელ-ნელა გადავიქცე წვრილ ბურჟუად, ვინმე  იდეალისტი  რომელიც  მისაყვედურებს ჩემს საქციელს  ბისმარკის სიტყვები გავუმეორე და ამაყად ვუთხრა რომ ”მე ის ნიკუშა აღარ ვარ”. ხოლო ასაკში შესვლასთან ერთად კონსერვატორული იდეებით დავიწყო მორალისტობა.

ბურჟუაზიული ლოგიკა  ძალიან მარტივია უნდა მოგწონდეს ჩე მაგრამ წარმოდგენა არ უნდა გქონდეს მასზე, საკმარისი მხოლოდ ჩეს გამოსახულებიანი  მაისური და ტატუირება მკლავზე . მათ ეშინიათ რეალური ჩეს და ამიტომაც  მიტოვებენ   ჩეს გამოსახულება მაისურზე, მათ იციან თუ ჩეს შრომებს წაიკითხავენ  მიხვდებიან  რომ ჩე არა მაისურზე დახატული ვირტუალური პიროვნებაა არამედ ადამიანი რომელმაც დატოვა ბრძოლის მეთოდი და მაგალითი მისცა ყველას  თუ როგორ უნდა შეცვალო სისტემა, ამიტომაც ცდილოვენ  გაანადგურონ  ”ჩე გევარა ” როგორც  იდეა  და დატოვონ  მხოლოდ გამოსახულება  რათა ამან სისტემას არ შეუქმნას არანაირი საფრთხე. რადგან თუ გაიგებ იმ ყველაფერს რასაც უსმენ თუ აკეთებ მიხვდები თუ რაოდენ საშინელია ეს სამყარო და მოგინდება უკეთესი, ამიტომაც არის საჭირო რომ უყურო და ვერ დაინახო, უსმინო და ვერ გაიგო. რადგან თუ გაიგებ ან დაინახავ მიხვდები რომ რაღაც ვერ არის დანიის სამეფოში საქმე კარგად.

მათი მორალი ამაყად მეუბნება რომ ყველასთვის გაქვს ადგილი გეტოში, თქვენთქვის შექმნილ გეტოში სადაც ყველანაირი ”ლუზერები” შეიკრიბებით, თქვენ   პაციფისტები უნდა იყოთ, მაღალ მატერიებზე უნდა ისაუბროთ,  პოლიტიკაში არ  მოხვიდეთ  ეს ხომ ”ბინძური” ხალხის საქმეა, ჩვენ ვიქნებით   ეს  ბინძური მილიტარისტები , სანამ თქვენ მაღალფარდოვან თეორიებზე ისაუბრებთ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ,   მერე რა თუ ცუდია ეს სამყარო სხვანაირი არ გამოდის, თქვენ უსმინეთ  ლენონის “imagine” ოღონდ  ღმერთი არ გაგიწყრეთ და  არ გაიგოთ რას ამბობს ლენონი,  ჩვენ გვჭირდება ადამიანი რომელიც უსმენს ლენონს და ჰიპობს ოღონდ ისე რომ ის საფრთხე არ უქმნის სამყაროს.

ჩვენ  სამაგიოერდ თქვენ  მოგცემთ  გეტოს, მოგცემთ  სნობებს რომელთა  კერპიც იქნებით თუ სწორად მოიქცევით,  ჩვენ ჩვენთვის დავიტოვეთ სხვა ყველაფერი ხოლო თუ ყველა ვინც შეიცვლის აზროვნებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს ბისმარკის სიტყვებს. თანასწორობა, სამართლიანობა, და სხვა ცუდი სიტყვები ეს ყველაფერი კარგია თუ ხელისუფლებაში არ ხარ.

მათი მორალი გვეუბნება რომ ჰიპობა მხოლოდ გრძელი თმები და დახეული ჯინსებია, პროტესტი მხოლოდ რეჟიმის გინებაა, არარელიგიურობა  ხელისუფლების რეიტინფის  კონკურენტი რელიგიური ორგანიზაციის კრიტიკაა. გვეუბნებიან რომ ჩვენ ყველა ანგარებიანი არაკაცები ვართ ოღონდ ყველას ამის ნიჭი არ აქვს და ამიტომ უნდა შევეგუოთ უაღრესად ნიჭიერ ხალხს რომლებიც ამჟამად სისტემას მართავენ. უნდა შევეგუოთ ყველას ეს თანდაყოლილი ნიჭი გააჩნია, თვალი უნდა დავხუჭოთ იმაზე რომ უკუპროპორციული  კავშირია ნიჭსა ხელისუფლებაში მოსვლას შორის.

გამოგვიყვეს ადგილი სადაც გვეუბნებიან  რა უნდა ვაკეთოთ, ყველაზე კარგად ამას ცნობილი ბრაზილიელი კათოლიკე ეპისკოპოსის ელდერ კამარას სიტყვები შეეფერება, “When I give food to the poor, they call me a saint. When I ask why the poor have no food, they call me a Communist.” მათ ჩვენ ვჭირდებით იმისთვის რომ არ დავსვათ შეკითხვები პრობლემაზე და ვცადოთ მათი გაფუჭებულის კოსმეტიკური რემონტი. დავეხმაროთ ყველა დაუცველებს ოღონდ ისე რომ არ დავსვათ კრიტიკული კითხვა why the poor have no food??? პასუხი ხომ არ ჯდება მათ მორალში.

გვაშინებენ სტალინის აჩრდილით და არაფერს გვეუბნებიან იმ ათასობით და ათიათასაობით დაღუპულზე რომლებიც დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული დაიღუპა და იღუპება აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ჯურღმულებში. გვითხრეს რომ ისტორია დასრულდა და მორჩა ამის შემდეგ დარჩება მხოლოდ ლამაზი ოცნებები უკეთეს სამყაროზე.

ჩვენ დიდი იარაღი არ გვაქვს მათ წინააღმდეგ, ჩვენი იარაღი თითოეული ჩვენთაგანია, თოთოეული ინდივიდი ვისაც სჯერა რომ ჩე გევარა არ არის მხოლოდ მაისურზე დახატული უსაქმური, ყველა ვისაც ჰიპობა გრძელი თმების მოშვება არ ჰგონია, ყველა ვისაც უბრალოდ უნდა უკეთეს სამყაროში უნდა ცხოვრება და სხვამს კითხვას, რატომ???

რაც მთავარია, დროა გაიგონ რომ ჩვენ არ გვინდა ის ადგილი რომელიც მათ გამოგვიყვეს, ჩვენ ვართ და ვიქნებით რეალისტები,  ამიტომაც მოვითხოვთ შეუძლებელს, ამიტომაც როდესაც გვეტყვიან რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და თქვენი ადგილი იქ არ არის, ჩვენ უნდა მივუთითოთ რომ ჩვენი მოვალეობა პოლიტიკის გასუფთავება იქნება სიბინძურიდან. ჩვენი ადგილი არამარტო სოციოლოგიის კათედრა იქნება იქნება თუ კულტურული ადგილები, არამედ პოლიტიკური ავანსცენა. ჩვენ არ გვეშინია პასუხისგებლობის, იმიტომ რომ ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ დღესვე.

ჩვენ უნდა შევაშინოთ აჩრდილით  რომლის სიკვდილსაც უკვე 20 წელზე მეტია გვისამძიმრებენ, ჩვენი იარაღი გააზრებული პრინციპები უნდა იყოს და არა თავსმოხვეული სტერეოტიპებია, შეიძლება უდიდესმა უმრავლესობამ ვერც ვერაფერი შევძლოთ მაგრამ ეს ჩვენი ეგზისტენციალური არჩევანი იქნება ბოლოს და ბოლოს  Если я проиграю, то это не будет значить, что нельзя было победить. Многие потерпели поражение, стараясь достичь вершины Эвереста, и в конце концов Эверест был побеждён.(ერნერსტო გევარა)

თუ არადა ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გაგვიმეორებს ბისმარკის სიტყვებს მისი მრავალი ინტერპრეტაციით და ჩვენც ვერაფერს ვეტყვით იმიტომ რომ …