Category Archives: მემარცხენეობა

2013

რა მოხდა 2013 წელს
  • წაეთრა, წაშავდა, წაბნელდა. ყველა დროის საუკეთესო საგაზეთო პირველი გვერდი.
  • 1 მაისს რადიკალურად განწყობილი სტუდენტების და პოლიტიკური აქტივისტების ნაწილმა შრომის საერთაშორისო დღე აღნიშნა, პოლიციამ კი ჩათვალა რომ ამ აღნიშვნის შედეგად  ქვეყნის ფუნდამენტი ჩამოიშლებოდა და ეს ტრაგედია რომ არ დაეშვა გადამწყვეტ გზებს მიმართა, შედეგად 40 მდე დაკავებული(მათ შორის თქვენი მონა მორჩილი) და რამდენიმე გალახული პოლიციელი თუ აქციის მონაწილე. 
  • ისტორიას თავისი კანონები აქვს და რთულია განსაღვრო რა დარჩება ისტორიაში და როგორი ინტეპრეტაცია ექნება ამათუ იმ მოვლენას გაისად, მე კი ვფიქრობ 17 მაისის მოვლენები, მომავალში ერთი ლამაზი ტრადიციის საფუძველი გახდება რომელიც მფრინავი მართლმადიდებელის სახელწოდებით შემორჩება ისტორიას.
  • უკრაინის არშემდგარმა რევოლუციამ კიდევ ერთხელ აჩვენა ქართული ფეისბუკის ძალა, ნაცმოძრაობის მხარდამჭერებმა და ჩვეულებრივ მოკვდავ ქართველებზე უფრო ევროპულად მოაზროვნე ლიბერალებმა ფეისბუკის ავატარები ორფეროვანი გახადეს და ამით იანუკოვიჩის რეჟიმს პირდაპირი მესიჯი გაუგზავნეს, უშედეგოდ. 
  • პოლ უოლკერის და მორგან ფრიმენის(ნელსონ მანდელას) უეცარი გარდაცვალება. თუმცა ნელსონ მანდელას რაღაც უეცარი, 95 წლის იყო.

7 ნოემბრის პოლიტიკური სვეტი

სანამ ღარიბაშვილი ბიბის მემკვიდრე გახდებოდა, მანამდე მთავარ ფავორიტად დავით სერგეენკო გამოიკვეთა, რაც ყველაზე მთავარია იმდენად გამოიკვეთა რომ ყველა დაიჯერა რომ სერგეენკო ხდებოდა პრემიერი, არადა ახლა, პოსტ ფაქტუმ ვხდები რომ ღარიბაშვილის გარდა მგონი მართლა არავინ არ იყო ისეთი რომელიც ბიბის რჩეული იქნებოდა, ანუ პროექტ” ბიძინა ივანიშვილის დანაპირებებს” შეასრულებდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო კი ის არის როგორც გახდა სერგეენკო ფავორიტი.

დავით სერგეენკო, ახალი ხელისუფლების ყველაზე მასშტაბური პროექტის, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მთავარი განმახორციელებელია და თავდაპირველი კრიტიკის მიუხედავად მოკლე დროში მოახერხა და კვალიფიციური და კარგი მენეჯერი სახელი დაიმკვიდრა, ხოლო რაღაც პერიოდის შემდგომ კი ისეთი ბუნებრივი პიარ სვლები გააკეთა რომ ფეისბუკ სივრცის მემარცხენე და მემარცხენე ლიბერალური წრეების ფავორიტიც გახდა, მართლა რთულია გაიხსენო მინისტრი რომლის პიარიც(უფრო სწორად საქციელი)  ასეთი ბუნებრივი და ადეკვატური იქნებოდა,   ხოდა ძალიან ბუნებრივად მოხდა, როგორც ვიცით  ეს მემარცხენე და მემარცხენე ლიბერალური სივრცე ჯერ კიდევ პროსახელისუფლებო განწობის არის  და მათი სიმპატიები ყველამ ქართულად გაიგო, ჩვენთან ხომ უკანასკნელ წლებში ყველა ინფორმაციები ისე ვრცელდებოდა რომ ჯერ სამდე გამოჟონავდა და შემდგომ ყველამ იცოდა და რამდენიმე დღეში ყველაფერი დადასტურდებოდა, ხოდა ასეც ეგონათ ამ შემთხვევაში, ყველამ ჩათვალა ,  რომ პრემიერი სერგეენკო გახდება და მოკლე დროში სერგეენკო მთელი მედიის ფავორიტიც გახდა, რაც გასაკვირი სულაც არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ   ქართული მედიის მთავარი წყარო ხომ ფეისბუკი და ფორუმია.

მაგრამ როგორც რეალურ ცხოვრებაში ხდება, მოლოდინები არ მართლდება და მალე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება, მინისტრი რომლის განხორცილებულ ცვლილებებზე  საუბარი რთულია, განსხვავებით სხვა პროსახელისუფლებო ავტორებისგან ჩემთვის ძალიან რთული დავინახო ცვლილებები იქ სადაც ის არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ერთიწლის გადასახედით  რაიმე სერიოზული და შესამჩნევი ცვლილებები არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით იმას რომ დღეს, ნამდვილად აღარავინ ავალებს პოლიტიკურ ტერორს პოლიციას და მას არ იყენებს  როგორც ინსტრუმენტს პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ, აი სხვა მხრივ კი პოლიციას ისევ იგივე პრობლემები რჩება რომელიც მას აქამდე ჰქონდა, ის  არანორმალურად ძვირი უჯდება სახელმწიფოს , პოლიციელების უფლებები ბევრად უფრო მაღლა არის დაყენებული ვიდრე ჩვეულებრივი მოკვდავების და რაც მთავარია პოლიცია ფაქტიურად ცალკე სახელმწიფოა სახელმწიფოში, მოკლედ იმედია შემდგომი შინაგან საქმეთა მინისტრი მაინც არ დაიწყებს მუნდირის ღირსებაზე ზრუნვას და პოლიციის გადაქცევა შეეცდება თანამედროვე ევროპული ტიპის ორგანიზაციად ხოლო პრემიერი კი ქართული ოცნების მიერ მოცემული დანაპირების შესრულებას შეძლებს.

არ მევასება

  • აგნოსტიკოსები, უტრაკო ხალხის კრებსით  კატეგორიაა, რომლებსაც ათეისტობის ტრაკი არ აქვთ, ხოლო  რელიგიაც აღარ მოსწონთ.
  • საკუთარ თავზე მესამე პირში მწერალი ხალხი ,  მეგონა ესეთი მხოლოდ ზაზა გაბუნია იყო , ახლა კიდევ რამდენიმე ეგზემპლარი აღმოვაჩინე. რომ ვთქვა, გამიკვირდა მეთქი დაიჯერებთ?  
  • ვეგეტარიანელები, ჯერ არ მინახავს არც ერთი, რომელსაც ამ ფაქტით იმენა არ შეუცია გარშემომყოფთათვის. არ ჭამ?  კარგი გასაგებია, რა დალევს (ცენზურა) მაგრამ ნუ შეგვცემ მაინც. 
  • აი ის ტიპები რომლებმაც მემარცხენეობა  გადალახეს და ახალ ეტაპზე გადავიდნენ, ახალი მუშათა მოძრაობას აკეთებენ სახლიდან, დავაკვირდი ყველა მათგანი   არასოციალური ტიპია და ალბათ ამიტომაც იბრალებენ რომ   გადალეს რაღაც საზღვერბი და ახალ  სამყაროში გადავიდნენ, მე  ამას ვერასოდეს ვხდებოდი.
  • ფარისეველების მოყვარული ხალხი, არ ვიცი დაფიქრებულხართ თუ არა?  მაგრამ ჩვენს გვერდით ბევრია ხალხი რომელსაც უყვარს ფარისეველი ხალხი, აი ისეთი ხალხი რომელიც ეთაყვანება სხვადასხვა ჯურის ფარისეველებს, იქნება ეს მარხვაზე მყოფი ნაშები, ქვეყნის ბედზე ჩაფიქრებული ტიპები თუ ნინო ბურჯანაძე,  თუნდაც იცოდეს რომ ამ ფარისეველობის უკან საშინელება იმალება, მთავარია დადგენილ ნორმას არ უხვევს და იცავს დადგენილ წესებს.
  • ტიპები, რომლებიც რომანტიულს თამაშობენ იმ იმედით რომ ეგებ ასე მაინც ვინმემ მისცეს, ტეხავს ბლიად, ან ხარ ეგეთი ან არა, ან უფრო სწორად კაპიტალიზმის მთელი სიკეთეები არ შეგიგრძვნია და ცინიკოსად არ ჩამოყალიბებულხარ.(ყველა არ არის სავალდებულო, დანარჩენებს ცოლი მოჰყავთ) 
  • რომლებიც აძნრევენ ამერიკაზე, პახოდუ რუსეთიც რომ ამიტომ არ ევასებათ, სასტავი ვერ ხვდება რომ ისინი არაფრით, არ განსხვავდიან, იმ “ჩამორჩენილი” ტიპებისგან, რომლებსაც მათნაირი სათუთი გრძნობები  რუსეთის მიმართ გააჩნიათ.
  • ის რეალისტები რომლებიც გამალებული ელოდებიან ხალხის იმედგაცრუებას ახალი ხელისუფლებით, მერე რომ პიეტესდალიდან თქვან, ხომ ვამბობდით და საკუთარი უუნარობის გამართლებას კიდევ ერთხელ მისცენ ახალი იმპულსები. “ხომ ვიძახოდით ეგრე იქნებოდა. პოლიტიკა ბიძნური საქმეა, სხვა თემაა დასავლეთი, სამოქალაქო საზოგადოება როდესაც გვექნება(ანუ  მარტო მე როდესაც არ ვიქნები ესეთი ჭკვიანი)” და ასე შემდგომ.
  • პატრიარქი არ მევასება მაგრამ რელიგია მოსულა ტიპები და გოგოები.  ე ბიჭო ჩამოყალიბდით, თუ რელიგია როგორც ორგანიზებული ინსტიტუტი არ მოგწონთ,  გასაგებია, ესე მხოლოდ თქვენ არ ფიქრობთ, პროგრესული სამყაროს დიდი ნაწილიც იმავე აზრზეა  მაგრამ არადა  გაგანდობთ საიდუმლოს, ჩვენი პატრიარქი როგორც მღვდელმთავარი  ისეთია როგორიც არის ხოლმე ლიდერები ეკლესიების, არც უკეთესი და არც უარესი.
  • ყველა სახის შოვინისტები,(რუსოფობები, არმენოფები და ასე შემდგომ) ერთი კატი ტიპსაც რომ გინდოდეს ამ წრეში ვარ ნახავ. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაა რუსოფოფები, აი წამლად რომ გინდოდეს ვერ ნახავ რუსოფობს რომელიც ესეთი 2008 წლის ომის შემდგომ გახდა, ანუ იმის მერე როდესაც უკანასკნელ წლებში ყველაზე დიდი საფუძველი გაჩნდა რუსოფობიის. 
  • ის ტიპები რომლებსაც გულწრფელად სჯერათ რომ არსებობს რაღაც უნივერსალური ცოდნა, რომელიც წარსულში დარჩა და მისი ნახვა მხოლოდ ჰიმალაებში ან ეთნოწარსულში გარკევით შეიძლება, გაგანდობთ საიდუმლოს არავითარი რაღაც ასტრალური  ცოდნა ინდოეთში, ჩინეთში თუ სვანეთში არ არსებობს და არ არსებულა .

  • ქუთაისური აქცენტით მოღადავე ტიპები, ამაზე საშინელი სასმენი ცვეტში არაფერია.
  • გოგოები რომლებსაც “გათხოვების დრო დაუდგათ” და გამწარებული აშეარებენ პატრიარქის, მარხვის და პატარა ბავშვების ფოტოებს, არიქა “საქმროებს” მოვეწონებითო.

ნეომარქსიზმი–ნაწილი პირველი(ლევან აბაშიძე)

                ნეომარქსიზმი – მარქსისტული და მარქსისტული ორიენტაციის მქონე იდეების
კომპლექტი, რომელიც ხასიათდება კრიტიკული დამოკიდებულებით როგორც კაპიტალიზმის,
ისე ’რეალური სოციალიზმის” და მისი მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის მიმართ.
              ნეომარქსიზმის ნამდვილ ცენტრს, როგორც ორგანიზაციული, ისე
იდეურ-პრაქტიკული თვალსაზრისით ფრანკფურტის სკოლა წარმოადგენდა, რომელიც გასული
საუკუნის 20-იანი წლების ბოლოსა და 30-იანი წლების დასაწყისში მაინის ფრანკფურტის
უნივერსიტეტის სოციალური კვლევების ინსტიტუტის ბაზაზე ჩამოყალიბდა. მის
შემადგენლობაში შედიოდნენ: მაქს ჰორკჰაიმერი, თეოდორ ადორნო, ფრიდრიხ პოლოკი,
ჰერბერტ მარკუზე, ერიხ ფრომი და სხვები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მათ გააგრძელეს
თავიანთი მუშაობა ინსტიტუტში, სადაც მათ ირგვლივ ნეომარქსიზმის მხარდამჭერების ახალი
თაობა ჩამოყალიბდა. ალფრედ შმიდტი, იურგენ ჰაბერმასი, ალბრეხტ ველმერი და სხვები. ამ
მიმდინარეობის განსხვავებული ვარიაციები, წარმოიშვა სხვა ქვეყნებში – საფრანგეთში,
იტალიაში, აშშ-ში, ინგლისში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში და სხვაგან. ფრანგ
ნეომარქსისტებს შორის ყველაზე პოპულარულები იყვნენ ა.ლეფევრი და ჟან პოლ სარტრი,
ამერიკელი სოციოლოგი რ.მილსი, იტალიელი. ე.პაჩი, პოლონელი რევიზიონისტი
ლ.კოლოვოლსკოვა, ჩეხი რევიზიონისტი კ.კოსიკა და სხვები. 

                ამ სკოლის წარმომადგენლების კურსი მიმართული იყო მარქსიზმის
განახლებისა და მარქსიზმ-ლენინიზმის რევიზიისაკენ. თავის მხრივ ნეომარქსიზმის
კლასიკად ითვლება გ.ლუკაჩის ”ისტორია და კლასობრივი ცნობიერება”. გარდა ამისა
ნეომარქსისტების ფუნდამენტური ნაშრომების რიცხვში, ფიგურირებენ კ.კორშის
”მარქსიზმი და ფილოსოფია” ეს წიგნები დაახლოებით ერთსა და
იმავე
დროს დაიწერა, გამოვიდა და ნეომარქსიზმის საფუძველი გახდა.

ფრანკფურტის სკოლამ შეიძლება ითქვას გადამწყვეტი როლი ითამაშა
ნეომარქსისტული იდეების  შემუშავებასა და
გავრცელებაში. რასაც ძალიან შეუწყო ხელი, სკოლის მკაფიოდ გამოკვეთილმა ინსტიტუციური
ბაზის არსებობამ რაც გამოიხატებოდა: ჟურნალების, რეგულარულად გამოცემული თეორიული
ნამუშევრების სერიებითა და საერთო კონცეპციის ერთობით. ფრანკფურტის სკოლის
ნეომარქსისტებს ალბათ ყველაზე ძლიერი პოზიცია ჰქონდათ, რომელიც მათ აძლევდა
შესაძლებლობას, უფრო ღრმა ზემოქმედება მოეხდინათ დასავლეთ გერმანიის როგორც
სოციალურ-ფილოსოფიურ ისე ლიტერატურულ-მხატვრულ ცხოვრებაზე, განსხვავებით სხვა
ქვეყნებში მათი კოლეგებისგან.
              ფრანკფურტის სკოლის იდეოლოგები ნამდვილი მარქსიზმის საკუთარი თეორიით
ეწინააღმდგებოდნენ საბჭოთა მარქსიზმ-ლენინიზმს, რომელიც მათი აზრით, არ
შეესაბამისებოდა მათ დროს და არ ქონდა უნარი მოეხდინა ”განვითარებული ინდუსტრიული
საზოგადოების კრიტიკა” სანამ არ მოხდებოდა მის შიგნით არსებული მოძველებული
დოგმების რღვევა.
              პირველი რაც ნეომარქსისტებმა გააკეთეს, იყო ის რომ გადააფასეს
მარქსიზმში, პროლეტარიატის მსოფლიო-ისტორიული როლი, როგორც სოციალისტური
რევოლუციის და კაპიტალიზმის მესაფლავის სუბიექტისა. ამ ცვლილების მიზეზს მარკუზე მაღალგანვითარებული
ინდუსტრიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი მახასიათებლით ასაბუთებდა, რაც იმაში
გამოიხატებოდა, რომ ამ საზოგადოების შევსება ხდებ(ოდ)ა მუშათა კლასით. საჭიროებებისა
და მუშათა მასების ცნობიერებაზე მანიპულირების მეშვეობით, რომელსაც მმართველი
კლასები ახდენენ. მარკუზეს შემოაქვს ’ერთგანზომილებიანი ადამიანის’ ცნება –
პიროვნებები, რომლებიც ორიენტირებულნი და დეფორმირებულნი არიან თანამედროვე კაპიტალიზმის
საჭიროებების მიხედვით კონფორმისტებად, რომელთაც დაკარგული აქვთ კრიტიკული
დამოკიდებულება რეალობის მიმართ. ’ერთგანზომილებიანი ცნობიერების’ ბატონობის
პირობებში ’ერთგანზომილებიან ადამიანს’ ამ საზოგადოებაში არ შეუძლია შეიმუშავოს და
აღიქვას ის რევოლუციურ-სოციალისტური ცნობიერება, რომელიც მარქსიზმ-ლენინიზმის
თანახმად არის საწინდარი, პირობა და წინაპირობა პროლეტარიატის სოციალისტური
რევოლუციისა.
                მეორე – რევოლუციის სუბიექტად შეიძლება იქცეს, მხოლოდ ის ვინც ჯერ
კიდევ არ გამხდარა ’ერთგანზომილებიანი ცნობიერების” ტყვე. ასეთ საზოგადოებრივ
ჯგუფებად ისინი მიიჩნევდნენ რასობრივ, ნაციონალურ და რელიგიურ უმცირესობებს
აშშ-ში. კრიტიკულად მოაზროვნე ინტელიგენციას და სტუდენტებს კაპიტალისტურ ქვეყნებში
და ხალხის მასებს ჩამორჩენილი და ღარიბი  მესამე სამყაროს ქვეყნებში.
                მესამე მიზეზს მარკუზეს არგუმენტაციის მიხედვით წარმოადგენდა ის რომ
სოციალურ რევოლუციას წინ უნდა უძღოდეს ’ადამიანის რევოლუცია’(მისი უარი
მონაწილეობა მიიღოს კაპიტალისტური მომხმარებლური საზოგადოების თამაშში, უარი
აღიაროს ის ფასეულობები, რომელსაც ინდუსტრიული საზოგადოება ყველას თავს ახვევს),
’ერთგანზომილებიანი ცნობიერების’ უარყოფა და განთავისუფლება მასიური საინფორმაციო
საშუალებებისა და ნებისმიერი სახის გაბატონებული მორალური ნორმებისგან,
რომელიც  ახდენს ხალხის ინტეგრირებას ამ
საზოგადოებაში. და ბოლოს თითოეულის ინდივიდუალური ბუნტი, რაც იმის გააზრებიდან
უნდა გამომდინარეობდეს, რომ კაპიტალისტურ საზოგადოებაში მზაკვრულად შენიღბული
დემოკრატიული თამაშის წესები, სინამდვილეში, მხოლოდ ბურჟუაზიული ბატონობის
შენარჩუნების მექანიზმს წარმოადგენს.
                ეს ძირითადი იდეები, განსაკუთრებით მკაფიოდ ჰერბერტ მარკუზემ ჩამოაყალიბა,
თუმცა ფრანკფურტის სკოლის სხვა თეორეტიკოსებიც, თავიანთ ფილოსოფიურ და სოციოლოგიურ
კვლევებსა და შრომებში, ასევე მიუთითებდნენ, მარადიულად გადაუწყვიტავი
წინააღმდეგობის შესახებ ინდივიდის თავდაპირველ თავისუფალ ცნობიერებასა და საზოგადოებრივი
ცნობიერებით დატვირთულ ’მეს’ შორის.
                 ნეომარქსისტები ამტკიცებდნენ, რომ იპოვეს ერთადერთი ეფექტური – მესამე
გზა ეტალიტარიზმს, დასავლეთის მომხმარებლურ საზოგადოებასა და რეალურად არსებულ
სოციალიზმს შორის. ნეომარქსისტების მესამე გზა  არსებითად შეიცავდა მორალურ და კულტურულ
რევოლუციას, რომელიც გააუქმებდა იდეალიზირებულ ლიბერალურ სისტემას და შეცვლიდა მას
ახალი კულტურულ-იდეოლოგიური სისტემით. ასეთი რევოლუცია, მათი აზრით დასავლეთის
საზოგადოებას მისცემდა ახალ სუნთქვას, რაც ხელს შეუწყობდა მორალურ განახლებას,
რასაც კერძო საკუთრებაზე დამყარებული წარმოებითი ურთიერთობების ცვლილება უნდა
გამოეწვია.
               ფრანკფურტის სკოლისათვის იდეურ წყაროდ, ნეომარქსიზმის თეორიის
ფორმირებისას ფროიდიზმი იქცა. ზოგადი პრინციპები ფროიდიზმისა ან ნეოფროიდიზმისა
მოიცავს შემდეგს: ისტორიულ მატერიალიზმს არ შეუძლია მოგვცეს მისაღები ახსნა
თითოეული ადამიანის ქცევისა, ამიტომ საჭიროა მისი შევსება ფროიდიზმის იდეებით.
ქვეცნობიერი მოტივი ადამიანის ქცევისა არის უწყვეტი ბრძოლა ძირითად ინსტიქტებს
შორის, მაგალითად სიცოცხლის დამადასტურებელი ეროსი და სიკვდილის ინსტიქტი(ტანატოსი),
მაგრამ ადამიანი იძულებულია გარემომცველ ბუნებრივ და საზოგადოებრივ გარემოსთან დანებდეს,
შემდეგ გამოვლენილი ინსტიქტები გონივრულ მოტივებად გარდაქმნას და იხელმძღვანელოს ’რეალობის
პრინციპით’. შეუზღუდავი სიამოვნების საწყისი ინსტიქტისაკენ სწრაფვა, საშიშია
ადამიანის საზოგადოებაში ცხოვრებისათვის, ამიტომ ’სიამოვნების პრინციპი’
იძულებულია ’რეალობის პრინციპს’ დაექვემდებაროს. მარკუზე აღნიშნავს, რომ ’რეალობის
პრინციპი’ ’მაღალგანვითარებული ინდუსტრიული საზოგადოების’ პირობებში ’მწარმოებლურობის
პრინციპად’ ან ’ეკონომიკური პროდუქტიულობის პრინციპად’ გარდაიქმნება.
             აგრეთვე ფრანკფურტის სკოლისათვის თეორიულ წყაროდ ითვლება ჰეგელისეული
დიალექტიკა, ან უფრო სწორედ რომ ვთქვათ მისი თავისებური ნეოჰეგელიანური
ინტერპრეტაცია (მაგალითად მარკუზეს ნამუშევარი ’ჰეგელის ონტოლოგია და ისტორიციზმის
დამფუძნებელი თეორია’ მისივე წიგნი ’გონება და რევოლუცია ჰეგელი და საზოგადოების
თეორიის წარმოშობა’, აგრეთვე ადორნოს რამოდენიმე ნამუშევარი, რომელიც ჰეგელის
ფილოსოფიას ეძღვნება). ამ შემთხვევაში საუბარი მიდიოდა სუბიექტ-ობიექტის
დიალექტიკის სუბიექტურ-იდეალისტური ინტერპრეტაციისა და მარქსის მატერიალისტური
დიალექტიკის,  ჰეგელის დიალექტიკის
მეშვეობით ცვლილების შესახებ. ჰეგელისეული ’კონკრეტული უარყოფა’და
დიალექტიკურ-მატერიალისტური გაგება უარყოფის კანონისა ანაცვლებს ნეომარქსისტების
შეხედულებას უფრო რადიკალურ ’აბსოლუტურ უარყოფაზე’ იგივე ’ნეგატიურ დიალექტიკაზე’(ადორნო).
               40-იანი წლების ბოლოს შეიძლება ითქვას რომ ფრანკფურტის სკოლის
ისტორიისა და მისის კრიტიკული თეორიის პირველი ეტაპი დასრულდა. 

რატომ ძვირდება მარშუტკები??

მარშუტკების გაძვირებას  თავისი ლოგიკა გააჩნია-ეს არის ნეოლიბერალური ეკონომიკის ლოგიკა,  რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს გამოყენებას ერთი კონკრეტული კლასის ინტერესებისთვის, საწინააღმდეგოდ  დეკლალირებული საბაზრო პრინციპებისა რომელიც გულისხმობს ეკონომიკაში სახელმწიფოს მინიმალურ ჩარევას.

#4 მარშტუტკის საცდელი ფასის გაზრდის შემდგომ ცხადი გახდა, მოსახლეობას ურჩევნია ცოტა მეტი გაიაროს ფეხით, ვიდრე საეჭვო უპირატესობაში გადაიხადოს, 60% პროცენტით მეტი ვიდრე ადრე იხდიდა. 

მიუხედავად იმისა რომ მოსახლოების საკმაოდ დიდმა ნაწილმა დაიწყო ე.წ სამომხარებლო წინააღმდეგობა,  ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ მარშუტკების მეორე ნაწილმა  ფასი გაზარდა ზუსტად იმავე 80 თეთრამდე, ბუნებრივია განსაკუთრებით გულუბრყვილო ფუნდამენტალისტები აქ დაინახავენ ბაზრის მოთხოვნილებას, მაგრამ საკმარისია ცარიელ მარშუტკებს შეავლო თვალი რომ, ცხადი გახდება არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა იმისთვის რომ გაზრდილიყო ფასი მარშუტკებზე, პირიქით 80 თეთრიანი ახალი  მარშუტკების და მოუხერხებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფონზე ძველი მარშუტკების ბრუნვა და მოგება  გაიზრდებოდა. 
სწორედ ასეთ დროს იწყებს მოქმედებას ნეოლიბერალური სახელმწიფო, მასში დეკლარილირებული საბაზრო პრინციპები მოქმედებს მხოლოდ მაშინ როდესაც საუბარია სოციალურ დაცვაზე და ისეთ ქმედებებზე რომელიც მიმართულია მოსახლოების ფართო ფენების ინტერესების დაცვაზე მაგრამ საკმარისია რომელიმე ბურჟუაზიულმა ინტერესთა ჯგუფს შეექმნას პრობლემები, ის(სახელმწიფო) მზად არის რკინის ქალამნების ჩაიცვას და ბოლომდე დაიცვას მათი ინტერესები, ასე იყო მაგალითად, როდესაც წყლის გადასახადის გადაუხდელობითვის ელ-ენერგიის გათიშვა დააპირეს. 
ახლაც იგივე სიტუაციაა, როდესაც  ახალ მარშუტკებს შეექმნათ საფრთხე მაშველ რგოლად ბუნებრივია სახელმწიფო იძულება მოევლინა(ბუნებრივია ფარულად), უახლოეს მომავალში მოსალოდნელია სხვა  მარშუტკების ფასების ზრდაც და არ გამოვრიცხავ მეტროს ფასის გაზრდასაც, რადგანაც მარშუტკების და საზ-ტრანსპორტიდან წამოსული ხალხი მეტროს გამოიყენებს, ბუნებრივია მარშუტკების მფლობებელს(ახალის) თუ შეუძლიათ სხვებს აიძულონ ფასების ზრდა დარწმუნებული ვარ არც მეტროს ფასის ზრდაც გაუჭირდებათ.
ყველაზე ცუდი ამ სიტუაციაში გახლავთ ის რომ ირღვევა სწორედ ის საბაზრო პრინციპები რომლებსაც აგრერიგად ელოლიავებიან ჩვენი ფუნდამენტალისტები, უბრალოდ სხვაობა კლასობრივ მიდგომაშია, ბურჟუაზია ყოველთვის თვლის რომ საბაზრო პრინციპები მხოლოდ სხვებისთვის არსებობს ხოლო საკუთარი ინტერესები მარადიულია და ის საყოველთაოა.

სოციალიზმის არშემდგარი "ბართლომეს ღამე"

ის რომ სოციალიზმს გააჩნია პრობლემები ,  მათ შორის  საკმაოდ სერიოზული და დამაფიქრებელი,  ამაზე მხოლოდ  ბრმები  და  არაკეთილსინდისირი ხალხი არ კამათობს . სხვა თუ არაფერი სოციალიზმს ადამიანები აშენებენ და შეუძლებელია ადამიანების მიერ შექმნილი  სისტემა იყოს ისეთივე “იდეალური” როგორც,  მაგ მემარჯვენე  ლიბერტარიანიზმია რომელიც ყოველგვარი ადამიანების გარეშე არსებობს.  მას ისეთივე შეცდომები აქვს როგორც ადამიანებს გააჩნიათ და ისეთივე წარმატებები როგორც ხალხს შეუძლიათ მიაღწიოს.

გუშინ, როდესაც ტაბულაში მიშა თავხელიძის და ზურა ჯაფარიძის ერთობლივი ნამუშევარი ვნახე , პირველ რიგში გავოცდი და მეორე რეაქცია რაც იყო არ დაგიმალავთ გამიხარდა.  გავოცდი იმიტომ რომ ნამდვილად არ მეგონა  თუ დარჩა ვინმე, რომელიც სოციალიზმს მსგავსად აკრიტიკებდა, გამიხარდა იმიტომ რომ თუ ტაბულას ორი ყველაზე წარმოსაჩენი და ჭკვიანი ლიბერტარიანელი ასეთ რაღაცეებს წერს(ნებისმიერი ქართველი ლიბერტარიანელი, დიდი მესიის შემდგომ  სწორედ ამ ორ ავტორს თვლის ეტალონად) მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი ძვირფასი ოპონენტების საქმე.

ჩემი წარმოდგენით(არამხოლოდ ჩემი)  კრიტიკა, რომელშიც საერთოდ არ არის ნახსენები რეალური პრობლემები და წარმოჩენილია, მაკარტიზმის დროინდელი მითები ,დამატებული  სრულიად უსარგებლო ლიტერატურული ჩანართებით რბილად რომ ვთქვა არადეკვატურია. სხვა თუ არაფერი ეს ქმნის ილუზიას რომ სოციალიზმის პრობლემები მხოლოდ  სტატიაში არსებული გლობალური სოციალისტი მხეცია.

როგორც ხდება ხოლმე, პირად საუბრებში, რომლებიც გუშინ ფეისბუკზე აქტიურად მიმდინარეობდა(უფრო სწორად სოციალისტები ხუმრობდნენ და ლიბერტარიანელები მორცხვად ლანძღავდნენ ობამას)  , განჩდა მოსაზრება რომ ეს სტატია არის ცდა, ჩვენი,  სოციალისტების წერის  სტილში, იუმორისტულად დაეწერათ სტატია.  არ დავმალავ არის ამაში სიმართლის მარცვალი ოღონდ ერთი შესწორებით, ეს მოსაზრება ადეკვატურია  თუ ამას სოციალისტი დაწერდა,  ანუ მე ან ჩემს ნებისმიერ მეგობარს რომ დაეწერა ეს სტატია ასეთ სტილში(ასე ცუდად არც ერთი არ ვხუმრობთ, ეს უდაოა)  კიდევ ჰო გასაგებია, ეს საკმაოდ გავრცელებულია სტილია და მეც ხშირად მივმართავ ხოლმე. მაგრამ არის კიდეც ერთი პატარა მომენტიც  ადამიანს ან გაქვს იუმორის გრძნობა ან არა, ის რაც გუშინდელ სტატიაში წავიკითხე ეს არც იუმორი იყო და არც არაფერი , ეს იყო ბანალური  ხალტურა, როგორც ჩანს,  ავტორებმა ჩათვალეს რომ მათი მომხრეები ნებისმიერ სისულელეს დაიცავდნენ.  გუშინდელი კომენტარებიდან გამომდინარე   ალბათ არის ამაშიც სიმართლე.

p.s ესეც სტატია რომელზეც ზემოთ ვსაუბრობ http://www.tabula.ge/article-4718.html 

აკრძალულია !!! (დასკვნები)

           ძალიან ბევრი ჟურნალისტი, კიდევ უფრო მეტი  სეირის  მაყურებელი  და ძალიან ცოტა ვინც ზასაობას აპირებდა . ასეთი იყო გუშინდელი აქციის  შედეგი. აქცია პარკებში ხვევნა კოცნის აკრძალვას უპირისპირდებოდა, გუშინ კომენტარებს გადავხედე და ცოტა არ იყოს შთაბეჭდილება მრჩება რომ თითქმის არავის არ გაუკეთებია ანალიზი იმის თუ რატომ არ მოვიდა ხალხი აქციაზე. მხოლოდ მოსალოდნელი კომენტარები, ძირითადად მორალისტური ხასიათის. აქაოდა “რა ბანძები ხართ რომ არ იზასავეთო”, “ასეც ვიცოდიო” და ასე შემდეგ. ბუნებრივია ლოგიკური და მუდმივი კითხვა შენ რატომ არ გააკეთე??? არასოდეს ეხებათ ხოლმე კომენტატორებს.

          არადა შესაფასებელი და დასაფიქრებელია. დაწყებული  იმით თუ რატომ არ მივიდა ხალხი და დამთავრებული იმ ფაქტით თუ რატომ არ იზასავეს “პროგრესულებმა”.

         1. ბევრჯერ დამიწერია და ახლაც დავწერ, ყველაფერი პოლიტიკაა, პოლიტიკაა იმიტომ, რომ აქციაზე ძალიან ბევრის არ მისვლის მიზეზი ბანალურად ხელისუფლების მომხრეობა აღმოჩნდა,  პროგრესულობაც და რადიკალიზმიც მაშინვე სრულდება როდესაც საქმე ხელისუფლების უზენაესს ინტერესებს  ეხება. ბევრი უკვე პირდაპირ მუშაობს ხელისუფლებაზე, ნაწილს  იმედი აქვს რომ იმუშავებს , ნაწილი კი უბრალოდ კლასობრივად თვლის ხელისუფლების ნაწილად თავს და ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკებების გარეშე ხვდება სად უნდა მივიდეს და სად არა. ეს რაღაც ქვეცნობიერი კავშირია, აი დაახლოებით ისეთი “აგვისტოს 5 დღე” ძირითადად მარტო მიშისტებს რომ მოეწონათ.

         2. ფეისბუკის რეალობა და რეალური ცხოვრება ძალიან განსხავდება ერთმანეთისგან, ფეისბუკზე არსებობს ერთი წრე რომელშიც იხარშება მთელი ჩვენი “პროგრესული ელიტა”, რომლებიც ცოტა გულწრფელები რომ ვიყოთ, თითქმის არ არიან ის ხალხი ვისაც აწუხებს პარკებში ზასაობის აკრძალვის პრობლემა, უბრალოდ როგორც ხდება, არსებობს რადიკალური ინტელიგენციის ნაწილი(ჩვენთან ლიბერალებს რომ ეძახიან) რომლებიც  სოლიდარულები არიან ჩვეულებრიც ხალხთან. გუშინ გაირკვა ერთი სამწუხარო რამ, ძალიან ცოტაა ასეთი ლიბერალები, ერთი ნაწილი ზემოთ დავწერე ხელისუფლების მხარდამჭერია, მეორე ნაწილი(შედარებით ახალგაზრდა. აი ის ნაწილი ბოლო პერიოდში რომ გამოჩნდა  და აქტიურობს) კი ზედმეტად რადიკალიზაციის პროცესს განიცდის  და “წვრილბურჟიზიულ” წამოწყებებში არ მონაწილეობს. ხო რაც შეეხება იმ ხალხს რომლებიც პარკებში დადიან, ამ  ხალხთან კავშირი,  სამწუხაროდ ლიბერალებს(რადიკალურ ინტელიგენციას) თითქმის არ აქვს.

           3. კიდევ არსებობს ერთი საკმაოდ სერიოზული ფაქტორი, რატომღაც გვიტყდება ყველას მიტინგები, აქციები და ასე შემდგომ, მიზეზიც არცთუ ისე უსაფუძვლოა. როდესაც 21 საუკუნეში, 10 ჯერ, 20 ჯერ ხედავ მიტინგებზე გამოსულ ხალხს, რომლებიც სადღაც 21 საუკუნეში ისევ მე-19 საუკუნის კონსერვატორულ ფასეულობებზე ახურებენ ცოტა არ იყოს გაგიტყდება, მაგრამ, კარგით რა, თუ არ   გავალთ და არ დავიცავთ ჩვენს უფლებებს სხვა არ დაიცავს.  ბევრი ფიქრი არ სჭირდება ამას, საჭიროა მოქმედება. ჩვენი ერთადერთი იარაღი სოლიდარობაა და რაოდენობაა.

         ასეთია მცირე ანალიზი იმის თუ რატომ ჩავარდა ჩვენთვის საკმაოდ უცხო და საინტერესო აქცია, მაგრამ სიტუაცია არც ისე კატასტროფულია როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ჯერ ერთი იმიტომ რომ რადიკალური ინტელიგენცია(შინაურობაში “ლიბერალები”) არსებობს  და თუ შეძლებს  ხიდის გადებას ჩვეულებრივ ხალხთან, სიტუაცია არც ისე კატასტრფოული იქნება. მეორეც , საჭიროა  ბოლო პერიოდში გააქტიურებული სტუდენტობის ნაწილმა და მემარცხენეების დიდმა ნაწილმა, შეიგნოს(შევიგნოთ) რომ გარდა გლობალური პრობლემებისა, საჭიროა ყოველდღიური ბრძოლა ნებისმიერ წვრილმანებითვის, რადგანაც როგორც ამბობენ ეშმაკები წვრილმანებში იმალება. სწორედ ასეთი ფრონტის ხაზია საჭირო ნებისმიერი წვრილმანებისთვის, მათ აქვთ რა დაკარგონ და ახლა ის პერიოდია როდესაც განსაკუთრებით სწრაფ ტემპებში ეცდებიან მაქსიმალურად ბევრი რამ წაგვღვლიტონ.

ძალიან მოკლედ და ექსპრომტად ‘სოციალურისა თუ იდენტურობის’ შესახებ(გიორგი კევლიშვილი)

სოციალურ უფლებებსა და იდენტობის უფლებებს, ასევე კულტურული, გემოვნებისა  და ა.შ. ფასეულობებს შორის  პრიორიტეტების დადგენის თავად მცდელობა, ჩემი აზრით, საკითხში ღრმა გაურკვევლობის შედეგია. (აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, ზოგიერთი ‘კრიტიკოსის’ გადამკიდე,  რომ ყველა ამ პრობლემას, საკითხს და უფლებას ადამიანის უფლებებად და ადამიანთათვის დამახასიათებლად მივიჩნევ, ხოლო სხვა კრიტიკოსთა გასაგონად ვაზუსტებ, (რა დღეში ვართ კაცო) რომ ვაღიარებ, რომ უფლებები ყველა ცოცხალ არსებას გააჩნია).

არანაირი კულტურის კრიტიკა, არანაირი იდენტობის პრობლემატიკის საფუძვლებში გარკვევა არაა შესაძლებელი სოციალურისა და პოლიტიკურისაგან მათი იზოლირების პირობით! მარქსიდან თუ ბენიამინიდან, ბერგერიდან თუ ბურდიედან, ალთუსერიდან თუ ბადიუდან, ჯემისონიდან თუ იგელტონიდან მოყოლებული ეს იცის ყველამ, ვისაც მართლა ეს საკითხები აინტერესებს, და არა ორშაურად მოპოვებული ფეისბუკ–ფეისობა.

არ ვიცნობ არც ერთ მემარცხენეს, გარდა ზოგიერთი თვითგამოცხადებული ‘ინტელექტუალისა’, რომელიც სხვაგვარად ფიქრობს.

ვინც ამ საკითხებს ხელოვნურად ყოფს, უბრალოდ უვიცია. ამ პრობლემებს შორის დიალექტიკური კავშირია, და არა იერარქიული, ხარისხობრივი, მით უმეტეს – ანტაგონისტური.

ვინც ცდილობს ‘ზედნაშენის’ კრიტიკისას ‘ბაზისს’ აუაროს გვერდი, აისბერგის მწვერვალთან მებრძოლი ბრიყვია – ამ საქმეს უცებ მოითავებს, თავს მოიტყუებს რომ საქმე გააკეთა, მაგრამ მისი ხომალდი ლოგიკური გარდუვალობით უეჭველად ამ აისბერგის საფუძველს დაეფშვნება!

May 68 (ავტორი ლევან აბაშიძე)

პარიზელი სტუდენტების ამბოხზე დაკვირვების შემდეგ მსოფლიომ პირველად გააცნობიერა. რომ მომავალი რევოლუციურ განვითარებაზე იდგა.  1968 წელს გაუგონარი მოვლენები ხდებოდა მთელს მსოფლიოში: მაომ მილიონობით სტუდენტი გამოიყვანა ქუჩაში , რომლებიც ამსხვრევდნენ უნივერსიტეტებს, სამინისტროებს, პარტკომებს. ჩეხოსლოვაკიაში ალექსანდრ დუბჩეკი გამოვიდა მოსკოვის ბატონობის წინაააღმდეგ და მოუწოდა სტუდენტების აღტაცებულ მასას აეშენებინათ ’სოციალიზმი ადამიანური სახით’. ნიუ იორკში ახალგაზრდა რევოლუციონერებმა კოლუმბიის უნივერსიტეტი დაიკავეს. პარიზში სორბონის ირგვლივ ბარიკადები აღიმართა. დასავლეთ ბერლინში სტუდენტებმა ’მოლოტოვის კოქტეილები’ დაუშინეს ყველაზე მსხვილი საგაზეთო მაგნატის აქსელ შპრინგერის შტაბ-ბინას. რომის ცენტრში სტუდენტები პოლიციელებს ებრძოდნენ. ასეთივე მოვლენები ვითარდებოდა მადრიდში, ტურინში, სტოკჰოლმში, ბონში, ბრიუსელში. ამგვარი სოლიდარობა ევროპაში 1848 წლის რევოლუციების შემდეგ არ უნახავთ.  ჩანდა რომ მსოფლიო ახალგაზრდული რევოლუცია იწყებოდა.

გასაგები იყო რომ ჩინელი ჰუნვეიბინები მაოს მიერ იყვნენ ინსპირირებულნი, ხოლო პრაღელი სტუდენტები კი საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს იცავდნენ. მაგრამ რას აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ სორბონის, კემბრიჯის, კოლუმბიის და ათეულობით სხვა პრესტიჟული სასწავლო დაწესებულებების სტუდენტები?

ისინი აპროტესტებდნენ, ავტორიტარულ სასწავლო პროცესს უნივერსიტეტებში, ვიეტნამის ომს, საბერძნეთში დასავლეთის მიერ დიქტატურის მხარდაჭერას, მოითხოვდნენ რასობრივი და სქესობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ანდაც ისეთ საყოფაცხოვრებო საკითხებს, როგორებიც იყო კაფეტერიებში სპაგეტის პორციის გაზრდა, მარიხუანას მოწევაზე აკრძალვის გაუქმება და ა.შ. რატო? რა მოუვიდათ მათ?

’თქვენ მე მატყუებდით, მთელი ცხოვრების მანძილზე’

არცერთი რევოლუცია არ შეიძლება გაგებულ იქნას ბოლომდე და სრულად. შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ 1968 წელიც არ ყოფილა გამონაკლისი. 60-იანი წლების შუაში დასავლეთის ახალგაზრდობა მივიდა დასკვნამდე, რომ უფროსი თაობა მათ ატყუებდა. ოცი წლის ასაკში ყოველთვის ასე ფიქრობენ და ყოველთვის მიმართავენ ამბოხს მშობლების წინააღმდეგ. მხოლოდ 1968 წელს ამ ახალგაზრდებს განსაკუთრებული მიზეზები ჰქონდათ ბუნტისთვის. დასავლური საზოგადოება მორალურ ჩიხში შედიოდა. ამ ახალგაზრდებს ბავშვობაში ერთი და იგივე ესმოდათ რომ: ისინი დედამიწის საუკეთესო, თავისუფალ და აყვავებულ ადგილზე ცხოვრობენ. უფროსი თაობის თვალსაზრისით ეს ასე იყო. ომის შემდეგ, ბერლინის კედლის დასავლეთ მხარეს მყოფი ქვეყნები ეკონომიკური აღმასვლის ეპოქაში შევიდნენ. უფროსი თაობა, რომელმაც ომის საშინელება და გაჭირვება გადაიტანა, დასავლეთის საზოგადოებას პრაქტიკულად სრულყოფილად თვლიდა და ერთადერთ პრობლემად კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლას მიიჩნევდა. არ არის საჭირო გამართული ნავის უშედეგო რყევები. ჯობია ძველ კვალს მივყვეთ. უნივერსიტეტი-სამსახური-ავტომობილის შეძენა- ბინის შეძენა-კიდევ ერთი სახლის ყიდვა-ანდერძი-სასაფლაო. არ შეიძლება ნორმიდან გადახვევა და ’ენის გამოყოფა’. ცხოვრება უნდა გაგრძელდეს, როგორც შაბლონი. თორემ რას იფიქრებენ კოლეგები და მეზობლები? სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ახალგაზრდობა საშუალო კლასის ფასეულობების ტყვეობაში აღმოჩნდა. გარანტირებული სტაბილურობა, მაგრამ ამავე დროს აუტანელი მოწყენილობა, შეზღუდულობა და მათი თვალსაზრისით სიყალბე. ერთი სიტყვით საზოგადოებაში, რომელმაც გააუქმა ავანტიურები, ერთადერთი ავანტიურა თვითონ საზოგადოების გაუქმება იყო ანუ რევოლუცია.

’ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ მსოფლიოში, სადაც იმაში დასარწმუნებლად, რომ შიმშილით არ მოკვდები, იხდი მოწყენილობისგან სიკვდილის რისკით’.
 
ახალი თაობა კითხვებს სვამდა. რას აკეთებდა 1968 წელს ამერიკული ჯარი ვიეტნამში? კომუნიზმს ებრძოდა? მაგრამ რა შუაში იყვნენ ვიეტნამელი ბავშვები, რომლებიც ამერიკული ბომბების შედეგად იღუპებოდნენ? ანდაც საერთოდ 20 წლის ჯონი რატომ მიდიოდა ასეთ არმიაში? რატომ უჭერდა დასავლეთი მხარს ’შავი პოლკოვნიკების’ რეჟიმს საბერძნეთში? რა, ისევ კომუნიზმთან ბრძოლის სახელით? შეჩერდით, და რა ხდება თავად დასავლეთის ქვეყნებში? რატომ კლავენ მარტინ ლუთერ კინგს(იმავე 1968 წლის აპრილში)? რატომ არსებობდა აშშ-ში შავკანიანთა გეტოები და რასობრივი სეგრეგაცია? პარიზის მუშათა გარეუბნებში რატომ იყო სახლების ნაცვლად, ნამდვილი ჯურღმულები? რატომ იღუპებოდნენ სამხრეთ იტალიაში ბავშვები?  რატომ ხდებოდა, რომ საუკეთესო უნივერსიტეტებში ადმინისტრაციული დიქტატი ბატონობდა?

ახალგაზრდობამ შეამჩნია ის, რასაც პროფესიონალი-ანალიტიკოსები ამჩნევდნენ: საშუალო კლასი გახდა ინერტული, კმაყოფილი და მოუქნელი. მათ 1968 წელს ისევე უნდოდათ ცხოვრება როგორც 100 წლის წინათ: როდესაც ღარიბების გაჭირვებას არ იზიარებდნენ, ხოლო მდიდრების მდგომარეობა კი განსჯას არ ექვემდებარებოდა. ამ პრინციპების წინააღმდეგ კი ახალგაზრდობა გამოვიდა.

ამ დროს არ არსებობდა არცერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც ოპოზიციურად განწყობილი ახალგაზრდობა დაეყრდნობოდა და შეუერთდებოდა. მათი აზრით სოციალ-დემოკრატები უკვე დიდი ხანია იყო რაც ”გაბურჟუავდნენ” კომუნისტების უმრავლესობა კი ორიენტირებული იყო საბჭოთა კავშირზე და სტალინისტურ მეთოდებზე, რომელიც თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდებს ასევე არ მოსწონდათ და უყვარდათ. წარმოიქმნა სიტუაცია სადაც ახალგაზრდებს უნდა მოეძებნათ ახალი კუმირები. და ასეთები იპოვეს კიდეც: მაო, ჩე გევარა, მარკუზე, ფანონი, დებრე. ზუსტად ისინი გახდნენ ’ახალი მემარცხენეების’ კუმირები.

’ამბოხი მართალი საქმეა’

მაო ძედუნი იმ პერიოდში ’დიდ პროლეტარულ კულტურულ რევოლუციას’ ახორციელებდა. გლეხის შვილი და თვითნასწავლი მაო რევოლუციონერი რომანტიკოსი იყო. ბუნებრივია ’კულტურული რევოლუციის’ მსვლელობის დროს ის მოხერხებულად განთავისუფლდა პოლიტიკური მოწინააღმდგეებისაგან და ისინი მისდამი მონური ერთგულებითა და მორჩილებით გამორჩეული პირებით ჩაანაცვლა, მაგრამ მაინც მაოს მიერ დაგეგმილი ’კულტურული რევოლუცია’ უფრო ამბიციურ და გრანდიოზულ მიზნებს ისახავდა. კერძოდ, ბურჟუაზიული გადმონაშთების განადგურებას,( მატერილაური კეთილდღეობა, კომფორტი, ინდივიდუალიზმი) რათა შეებიჯებინა მომავალ კოლექტივისტურ საზოგადოებაში.

ჩე გევარა 1968 წელს უკვე ერთი წლის გარდაცვლილი იყო. ექიმი განათლებით და რევოლუციონერი პროფესიით, არგენტინელი ჩე კუბის რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა. მადლიერმა ფიდელმა ის ნაციონალური ბანკის პრეზიდენტად დანიშნა, შემდეგ კი ნაციონალური მრეწველობის მინისტრად. მაგრამ ბიუროკრატის დაგეგმილი და ერთფეროვანი ცხოვრება ჩეს არ უყვარდა. 1965 წელს მან ჰავანა დატოვა და მიზნად დაისახა მთელი სამხრეთ ამერიკის მასშტაბით გაევრცელებინა რევოლუცია და ფიდელიზმი. 1967 წელს ის შეპყრობილ და დახვრეტილ იქნა ბოლივიაში.

ფრანგი რეჟი დებრე 1968 წელს იმავე ბოლივიის ციხეში იმყოფებოდა, სადაც 30 წლიან სასჯელს იხდიდა: ის ჩეს ჯგუფში შედიოდა და აგრეთვე შეპყრობილ იქნა სამთავრობო ჯარების მიერ. დებრე იყო ავტორი წიგნისა ’რევოლუცია რევოლუციაში?’ წიგნი მოაზრებული იყო როგორც სახელმძღვნელო აჯანყებებისა და პარტიზანული ბრძოლებისთვის. მართალია წიგნი მოსაწყენი გამოვიდა, მაგრამ დებრეს ცხოვრება მეამბოხეებისთვის ნამდვილად საინტერესო იყო.

ჰერბერტ მარკუზეს ’ახალი მემარცხენეების’ მთავარ იდეოლოგს უწოდებდნენ. ემიგრანტი გერმანიიდან, კალიფორნიაში სან დიეგოს უნივერსიტეტის პროფესორი. მარკუზე წმინდა წყლის თეორეტიკოსი იყო. ის აცხადებდა რომ თანამედროვე ინდუსტრიალურ დასავლურ საზოგადოებაში ’რეპრესიულმა ტოლერანტულობამ’ და ტოტალიტარიზმმა გაიმარჯვა. მარკუზეს ციტირება მოდური გახდა. მითუმეტეს, რომ მეტრი სიამოვნით ხვდებოდა ახალგაზრდა ადეპტებს.

ფანონი იყო კრეოლი მარტინიკიდან. ექიმის დიპლომი საფრანგეთში მიიღო და ალჟირში გაემგზავრა. როდესაც ომი დაიწყო, პარიზის კოლონიალური ბატონობის წინააღმდეგ, ფანონი ალჟირის ნაციონალური განთავისუფლების ფრონტს შეუერთდა. 1968 წელს ფანონი უკვე ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ მისი წიგნი ”შავი კანის, თეთრი ნიღბები’ პოპულარობისა და წარმატების პიკში იმყოფებოდა.

ახალი გურუები გონებას ატყვევებდნენ. ისინი უკომპრომისო ბრძოლისკენ აკეთებდნენ  მოწოდებას. მაომ პირდაპირ განაცხადა: ’ამბოხი მართალი საქმეა’.

პირველი ნიშანი ახალგაზრდული რევოლუციისა სტუდენტური მღელვარება გახდა, კალიფორნიაში ბერკლის უნივერსიტეტში 1964 წელს. პირველად ამერიკის ისტორიაში, საუნივერსიტეტო კამპუსების(სტუდქალაქი) ტერიტორიაზე პოლიციის ნაწილები იქნა შეყვანილი. ვიეტნამის ომი გახდა კატალიზატორი ახალგაზრდული მოძრაობისა, რომლის კულმინაციად აშშ-ში იქცა მღელვარება კოლუმბიის უნივერსიტეტში, 1968 წლის 23 აპრილს.

1968 წლის ზამთარში სტუდენტური გამოსვლები დაიწყო დასავლეთ გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიაში და პოლონეთში. გფრ-ში ’ახალ მემარცხენეებს’ სათავეში 27 წლის რუდი დუჩკე ჩაუდგა. ის თავს მარკუზეს მოსწავლედ მიიჩნევდა. თავის შვილს კი სახელად ჩე დაარქვა. დუჩკემ სტუდენტური პროტესტის ორგანიზირება ვიეტნამის ომის საწინააღმდეგოდ დაიწყო. ჰამბურგში, ფრანკფურტში, დასავლეთ ბერლინში სტუდენტებს იერიში მიქონდათ ამერიკის წარმომადგენლობებზე. მღელვარება ქუჩის ბრძოლებში გადაიზარდა, როდესაც ნეონაცისტებმა ’წითელ რუდის’ სამი ტყვია მოარტყეს.

ნამდვილი რევოლუციური ქარიშხალი კი 1968 წლის მაისში პარიზში დატრიალდა.

’აკრძალულია აკრძალვა!’

მღელვარება არსებული განათლების სისტემის წინააღმდეგ სტუდენტური გამოსვლებით დაიწყო, ნანტერის უნივერსიტეტში, პარიზის მუშათა გარეუბანში. როდესაც ხელისუფლებამ ნანტერი დახურა, უკვე სორბონა ამბოხდა.

პრეზიდენტი შარლ დე გოლი ამ დროს რუმინეთში იმყოფებოდა ვიზიტით.  ვიზიტის სასწრაფო შეწყვეტას დე გოლი არ აპირებდა. ტელევიზიით პრემიერ მინსიტრი ჟორჟ პომპიდო გამოვიდა. ’ხელისუფლებამ უნდა დაიცვას რესპუბლიკა -განაცდახა მან. – და ხელისუფლება დაიცავს მას’. 30 ათას პარიზელ პოლიციელს, 20 ათასი სპეც სამსახურის თანამშრომელი დაემატა პროვინციებიდან. მათ 30 ათასი სტუდენტი დაუპირისპირდა. სორბონა დახურულ იქნა. ბრძოლამ პოლიციასთან ლათინური კვარტალის ქუჩებში გადაინაცვლა.

’ქვა პროლეტარიატის იარაღი’

ლათინური კვარტალი ბრძოლის ველად გადაიქცა: იწვოდა ავტომობილები, იმსხვრეოდა ვიტრინები. სტუდენტებმა ბარიკადების მშენებლობა დაიწყეს, რომელთა უმრავლესობაზე წითელი დროშები ფრიალებდა. პოლიციამ შტურმზე წასვლა გადაწყვიტა.

პარიზის მაცხოვრებლები, გაბრაზებულნი იმით, რომ ზრდასრული მამაკაცები სახელმწიფო რეპრესიული აპარატიდან, ხელკეტებით უსწორდებოდნენ მათ შვილებსა და შვილიშვილებს მიიღეს გადაწყვეტილება სტუდენტების მხარე დაეჭირათ. შედეგად ფანჯრებიდან პოლიციელების თავების მიმართულებით სისტემატურად მოფრინავდა ყვავილების ქოთნები. 24 საათიანმა საყოველთაო შეტაკებებმა და ნახევარმილიონიანმა პროტესტის მარშმა პარიზში ხელსისუფლება აიძულა გაეგო რომ: საფრანგეთი წონასწორობიდან გამოვიდა. მღელვარება პროვინციებშიც გადადიოდა, სტრასბურგში, ნანტში, გრენობლში სტუდენტები აუდიტორიებს იკავებდნენ. ჩინელი ჰუნვეიბინების მიბაძვით, ისინი პროფესორებს აიძულებდნენ საჯაროდ მოენანიებინათ ’პოლიტიკური ცოდვები’. უნივერსიტეტის კედლებზე გამოჩნდა გრძელი სიმბოლოიანი პოსტერები(იგივე დაცძიბაო, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული ჩინეთში ’კულტურული რევოლუციის’ დროს).

პომპიდუ დათმობებზე წავიდა. სორბონა სტუდენტური რევკომების მეშვეობით იმართებოდა. გაჩნდა ჩე გევარას სახელობის აუდიტორია, პოსტერები ’აიკრძალოს აკრძალვა!’, განცხადება ’მოწიე რაც გინდა – თუნდაც მარიხუანა’. პასტერისა და ჰიუგოს ქანდაკებები წითელი დროშებით დაიფარა. მთელი დღის განმავლობაში სორბონას ეზოში ჯაზ-ბენდი უკრავდა. აუდიტორიებში კი დისკუსია მიმდინარეობდა: რა გავაკეთოთ შემდეგ? ამბოხებულთა ლიდერი დანიელ კონ-ბენდიტი რევოლუციისკენ აკეთებდა მოწოდებას, მაგრამ რას ნიშნავდა ეს არავინ იცოდა. ყოველი შემთხვევისთვის მაინც დაკავებული იქნა ოდეონის თეატრი.

დე გოლმა როგორც იქნა შეწყვიტა თავისი ვიზიტი და მეამბოხე პარიზში დაბრუნდა. მან მთავრობის სხდომა მოიწვია და პირდაპირ განაცხადა: ’რეფორმებს – კი, ქაოსს – არა’. გენერალმა ხალხს მიმართა წინადადებით ჩაეტარებინათ რეფერენდუმი: რათა გარკვეულიყო უჭერდა თუ არა მხარს საფრანგეთი თავის პრეზიდენტს. რევოლუციონერებს სურდათ დაუყოვნებლივ გაეცათ პასუხი: საფრანგეთის ქალაქებში განახლდა ქუჩის ბრძოლების ტალღა, სტუდენტები იარაღდებოდნენ ხელკეტებით, ჯაჭვებით და ჯართით. ისინი საფრთებოდნენ სახურავებზე და იქიდან უშენდნენ პოლიციელებს ქვების სეტყვას. ბარიკადებიდან ’მოლოტოვის კოქტეილები’ მოფრინავდა. პოლიციამ ხელყუმბარები გამოიყენა ცრემლსადენი გაზით. საპასუხოდ სტუდენტებმა ცეცხლი წაუკიდეს ბარიკადებს.

გაიღვიძა მუშათა კლასმაც. მთელს საფრანგეთში მუშებმა დაიკავეს ფაბრიკები, აიყვანეს მძევლები, ჩაკეტეს კარები და დაიწყეს მიტინგირება. დაბნეულმა ხელისუფლებამ აღარ იცოდა რა ემოქმედა მითუმეტეს, რომ  მკაფიო მოთხოვნები თითქმის არავის ქონდა. მხოლოდ კომუნისტები მოითხოვდნენ კონკრეტულ პირობებს ’საერთო პროტესტისგან’ დამოუკიდებლად: ხელფასის გაზრდას, სამუშაო დღის შემოკლებას, შრომის პირობების გაუმჯობესებას. ამბოხებული იყო 10 მილიონი ადამიანი ქვეყნის ეკონომიკა შეფერხდა. პარიზში გაჩერდა მეტრო. აეროპორტები დაიხურა. საფრანგეთის სანაპიროებზე გამოჩნდენ გემები წითელი დროშით, შეფერხდა რკინიგზა და საზღვაო მიმოსვლა. დიდ ქალაქებს შიმშილის საფრთხე ემუქრებოდა. ათასობით ტურისტი ქვეყნიდან გარბოდა. შვეიცარიის საზღვარზე მანქანათა რიგი წარმოიშვა. ფრანგ ბურჟუებს საკუთარი ანგარიშები შვეიცარიის ბანკებში გადაჰქონდათ.

მოსკოვის რეაქცია პარიზში მიმდინარე მოვლენებზე შემდეგი იყო: ერთის მხრივ, პრორაგანდისტული თვალსაზრისით უნდა ესარგებლათ, ევროპელი ახალგაზრდობის ანტიბურჟუაზიული გამოსვლებით, მაგრამ მეორეს მხირვ  ’ახალ მემარცხენეებს’   ერთნაირად არ უყვარდათ, როგორც ელისეის სასახლეს ბინადრები ისე კრემლის. ამიტომ დაბნეულმა მოსკოველმა თეორეტიკოსებმა1968 წლის გამოსვლები ისე შეაფასეს როგორც ’წვრილბურჟუაზიული რევიზიონიზმი’ იშველიებდნენ რა მარქსის ციტატას მცირე ბურჟუაზიაზე რომელიც ’მძვინვარებს კაპიტალიზმის საშინელებებისგან თავის დასაღწევად’.

დროის გასვლასთან ერთად, დასავლური დედაქალაქების უმრავლესობაში მღელვარება ნელ-ნელა ცხრებოდა. ხელისუფლება დაპირებებს იძლეოდა: სტუდენტებს – უმაღლესი განათლების რეფორმას, მუშებს – სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ერთი სიტყვით ახალგაზრდა რევოლუციონერებმა, ბურჟუაზიული სისტემის განადგურება ვერ მოახერხეს.

მაგრამ მათი საქმე ცოცხლობს!

1968 წლის შემდეგ დასავლური სამყარო შეიცვალა. საშუალო კლასმა დაიწყო ღარიბების უფლებებისთვის ბრძოლა და თვითონაც შეიცვალა, რადგან 70-იანი წლების შუაში მისი ნაწილი გახდნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც 68 წელს ბარიკადებზე იდგნენ. რასობრივი დისკრიმინაცია ნელ-ნელა ქრებოდა, ამერიკელებმა არა მხოლოდ გამოიყვანეს ჯარები ვიეტნამიდან, არამედ საერთოდ გააუქმეს, საყოველთაო სავალდებულო გაწვევა ჯარში. განსხვავებულობა და უმცირესობების უფლებები  დაცული და ლეგიტიმიზირებული იქნა. ამის შემდეგ დასავლურ ლექსიკონებში სამუდამოდ ჩამოყალიბდა ცნება ცხოვრების ალტერნატიული ფორმის შესახებ., კოოპერატივები, კომუნები ისე მომრავლდნენ როგორც სოკოები წვიმის შემდგომ. მათ შეუერთდნენ ჰიპები და ყველა ვისაც სურდა შეექმნა მიკრო-საზოგადოება საკუთარი კანონებით.მეამბოხეებმა კანონიერი და მშვიდობიანი სოციალური ნიშა დაიკავეს. ბარიკადებს აღარ აგებდნენ, ჩე გევარა უბრალო სახე გახდა მოდურ მაისურზე, ციხიდან გამოუშვეს რეჟი დებრე, რომელმაც მუშაობა პრეზიდენტ მიტერანის მრჩევლად დაიწყო ლათინური ამერიკის საკითხებში. ცხადი ხდებოდა, რომ საშუალო კლასის პოზიცია თავისუფლდებოდა რყევებისგან და სტაბილური ხდებოდა.

თუმცა 1968 წელმა რამოდენიმე შენელებული მოქმედების ბომბიც დატოვა. მცირერიცხოვანი რევოლუციონერები, რომლებსაც კვლავ სჯეროდათ ძველი კუმირების და ქუჩის ბრძოლებმა პოლიტიკურ ტერორიზმში გადაინაცვლა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა დასავლეთ გერმანია(ბაადენ-მაინჰოფის ჯგუფი) და იტალია(’წითელი ბრიგადები’). შემდეგ ტერორიზმი მთელს მსოფლიოში გავრცელდა, მხოლოდ ’წითელი ბრიგადები’ უკვე დიდ ხნის დამარცხებული იყო. 1998 წლის ზაფხულში მათ თავად განაცხადეს ’წითელი ბრიგადების შეიარაღებული ფრაქციის’ გაუქმების შესახებ.

მსოფლიო სვანაირი გახდა. იმედგაცრუებული რევოლუციური თაობა 80-იანი წლების მიწურულს უკვე ხელისუფლებაში მოვიდა. დღეს ისინი საკვანძო პოსტებს იკავებენ პოლიტიკაში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, განათლებასა და კულტურაში.

დააკვირდით ბგერებს: 1968 წელს ტექსტები ბადებდნენ ამბოხს, ხოლო ამბოხი ახალ ტექსტებს

ახალგაზრდული მღელვარება, რომელიც მსოფლიოში 42 წლის წინ მძვინვარებდა, დიდწილად დაფუძნებული და გამოწვეული იყო იმ ლიტერატურული თუ სამეცნიერო-ფილოსოფიური ტექსტებით, რომლებიც ამბოხის სულისკვეთებას გამოხატავენ. ’სავალდებულო ლიტერატურის’ წიგნებს შორის, რომელიც სან ფრანცისკოს, პარიზის, ბერლინის, პრაღის ახალგაზრდების მაგიდებზე იყო შეხვდებოდით: ბრედბერს და კასტანედას, ბეროუზს და კერუაკს, ვიანს და კენოს, მარკუზესა დაფრომის ნამუშევრებს, რემბოსა და ბოდლერის ლექსებს, მარქსის, ლენინის. ტროცკის, მაოს ნაწარმოებებს. ერთ-ერთი იმ უამრავი წარწერებიდან და ლოზუნგებიდან. რომლებიც 1968 წლის მაისის პარიზის სტუდენტური ამბოხის დროს გაჩნდა იყო თითქმის სიტყვა-სიტყვითი ციტატა კორტასარიდან:

’ქვაფენილის ქვეშ პლიაჟია’

თავად კორტასარისთვის, კოლაჟის ჟანრი ’თამაში კლასიკაში’ საყვარელი ლიტერატურული ხერხი იყო. კორტასარის მონტაჟური ნამუშევრები, განსაკუთრებით უსვამს ხაზს წარმოსახვის უპირატესობას გამოცდილებაზე. ის როგორც არავინ ისე ეძებდა გამოსავალს წარმოსახვის შეზღუდულობისგან. ამიტომაც შეიძლება თავადაც კი დათანხმებულიყო ან სულაც დაეწერა იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლოზუნგი

მთელი ძალაუფლება წარმოსახვას’.

სოციალისტი თანამედროვე საქართველოში

იყო სოციალისტი საქართველოში ეს მოდურია, ეს ნიშნავს იყო ავანგარდული იდეების პოპულარიზატორი, გქონდეს შენი განსხვავებული შეხედულებები და რაც მთავარია სრულიად წინაამღდეგობაში მოდიოდა  იმასთან რასაც შენი ხელისუფლება ქადაგებს,  მაგრამ გარდა  პოზიტივისა ეს ნეგატივსაც შეიცავს,   ეს სრულიად დაუმსახურებელი კრიტიკის წყაროც არის, ჩვენ გვაბრალებენ რომ ვართ არაეროვნულები, რომ გვიყვარს პაზოლინი და ვართ ათეისტები და ალკოჰოლიკები და მხოლოდ სექსთან დაკავშირებული თემების ირგვლიც ვტრიალებთ, ან კიდევ მასონებს დავსდევთ და კუბური რევოლუციური გამოცდილების გადმოტანას ვცდილობთ ქართულ რეალობაში როგორც ამას ლიბერალის ერთ-ერთი ავტორი ამბობს სტატიაში “პოტენციური საფრთხეები ქართული მემარცხენეობისთვის” აღარაფერს ვამბობ იმ მამულიშვილებზე რომლებიც გულდასმით სწავლობენ სამოქალაქო ომის ქრონიკებს, ემანდ 6-7 წლის ბერეტიანი ბავშვები ხომ არ იყვნენ დარბოდნენ  რუსული ავტომატებითო. ნუ ბრალდებებზე რომ ეს დროებითი გართობაა და 40 წლის ასაკში ტრადიციული ჯიგრული მარაზმატიკები ვიქნებით ეს იმდენად გაცვეთილია რომ უკვე აღარ ვახსენებთ.

საქართველოში, მოინტელექტუალო წრეებში რაღაც იდეალური პოლიტიკური ცენტრის კულტია, თითქოს ევროპა იმიტომ არის ევროპა და წარმატებული რომ არავითარი რადიკალიზმი არ არსებობდა და ყველა თანხმდებოდა რომ საჭიროა ზომიერი, არავის რომ არ ეწყინოს ისეთი ნაბიჯები, რაღაც იდეალური პოლიტიკური სამოთხე სადაც ექსპლუატატორი და ექსპლუატირებული ხელიხელჩაკიდებულნი დადიონდნენ, ამ მითს რეალობასთან  არანაირი კავშირი გააჩნია , გადახედეთ ნებისმიერი წარმატებული ევროპული ქვეყნის ისტორიას სადაც მუშათა კლასის ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის როგორი რადიკალური სახე ჰქონდა, ის არაერთხელ  გამხდარა სისხლიანი შეტაკებების ადგილი, ეს დღეს 2010 წელს ჩანს ყველაფერი იდეალური მაგრამ გააჩნია  ისიც ვისთვის როგორ, საფრანგეთში და ინგლისში მიმდინარე საპროტესტო  მოძრაობები რეალურად სულ სხვა რამეს ამბობს.

თითქოს ჩვენი პრობლემები ამ იდეალური ცენტრის არარსებობაშია, ქართული პოლიტიკა კი “რადიკალიზმა” დაღუპა, აი კუკავა, გრეჩიხა ან ბურჯანაძე რომ ნამდვილი ევროპელი ცენტრისტები ყოფილიყვნენ ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, მაგრამ იყო კი ეს ასე???  განა 7 ნოემბრის აქციების შემდგომ ხალხი მზად არ იყო ეს ხელისუფლება გაეშვა მოუსვლელში??? განა   “რადიკალებმა” ისე არ მოიქცნენ  როგორც სტერეოტიპული არ-არსებული ევროპულ პოლიტიკოსებს შეეფერებოდა???მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ იმიტომ რომ არსებობს მითი რაღაც იდეალურ ცენტრისტულ  პოლიტიკოსებზე დასხდნენ მოლაპარაკებებზე და შედეგად  უბრალოდ გადააგდო ხელისუფლებამ??? განა ეს ყველაზე იდეალური ცენტისტული მოლაპარაკებები არ იყო??? უბრალოდ აღმოჩნდა რომ არსებობს ერთი რადიკალური მხარე(ხელისუფლება) და არ არსებობს სხვა  რომელიც მას დაუპირისპირდება ისე რომ მისთვის(ხელისუფლებისთვის) ეს საშიში იყო, მოთხოვნა საქართველოში რაღაც იდეალისტური ევროპული ყაიდის პოლიტიკაზე ჯერ ერთი უპასუხისგებლობა და რაც მთავარია არანაირი კავშირი არ აქვს რეალურად არსებულ ევროპულ საჯარო პოლიტიკასთან.

საქართველოში დღეს არსებობს მოთხოვნა პრინციპულ პოლიტიკაზე და რაც მთავარია მოგწონთ თუ არა უნდა გაიგოთ რომ ახალგაზრდებს გვაინტერესებს პოლიტიკა და სულაც გვკიდია ჩვენს მომავალს ლიბერტარიანელად მონათლული გონებაჩლუნგი  მაგრამ “ჩალიჩა” ტიპი გვინსაზღვრავს თუ კომკავშირებელები რომლებიც მარქსიზმს იყენებდნენ ამისთვის.

დღეს ქართველ მემარცხენეებს გვაქვს პრობლემები მაგრამ ამას არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან რასაც გვაბრალებთ, კი ჩვენ ნამდვილად ვართ არაეროვნულები, მაგრამ გააჩნია ამასაც როგორ შეხედავ, თუ ვინმეს მიაჩნია რომ ეროვნულობა ეს პატრიარქისტობაა და მაღალფარდოვანი სადღეგრძელობის თქმა მაშინ ამის პირველი მტრები ვართ, ან კიდევ ქართველი ერის დომინანტობა, ამის წინააღმდეგ პირველი ავიმაღლებთ ხმას მაგრამ თუ ეს სოლიდარულის ხელმწიფოს მშენებლობაა სადაც ნებისმიერი ადამიანს თანაბარი შესაძლებობა აქვს წარმატების მიღწევის მაშინ ამას ჩვენც ვიზიარებთ.

მაგრამ ყველა მემარცხენე სულაც არ არის  ალკოჰოლიკი(მე თითქმის არ ვსვამ) და სულაც არ ტრიალებს მხოლოდ იდენტობის თუ სექსის თემების ირგვლივ, რა დასამალია დიდი ნაწილი მართლა ვართ ათეისტები მაგრამ ესეც გამომდინარეობს იმ რეალობიდან რომელიც საქართველოშია.

დღევანდელი საქართველოს მემარცხენეების პრობლემები პირველ რიგში დაკავშირებულია იმ ფაქტთან რომ უბრალოდ არ გვიმჩნევენ, საკმარისია სოციალისტებზე გაკეთდეს გადაცემა და იქ კვლავ გამოჩნდება ის სახეები რომლებსაც ისეთივე კავშირი აქვთ სოციალისტურ იდეებთან როგორც სპილოა ფრინველი, ამას ემატება დიდი ნაწილი ახალგაზრდაა და რა დასამალია ჯერ საკუთარ თავზე გვაქვს სამუშაო მაგრამ ვერ ვხდები სად ნახულობენ ხოლმე სოციალისტებს რომლებიც მზად არიან კუბის რევოლუცია გადმოიტანონ საქართველოშჲ, ან ერთი სოციალისტი მაინც მინდა ვნახო ვისაც ლუკაშენკო სოციალისტი ჰგონია, ხოლო ბელორუსეთი სოციალისტური.

დღეს სოციალისტები იძულებულნი ვართ მრავალი საქმე შევითავსოთ, მე მაგალითად ახლა ბლოგერის, პოპულარიზატორის, მთარგმნელის,რედაქტორის და ხანდახან ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელ სტატუსებსაც ვირგებ რადგანაც ასეა საჭიროა, ეს არის პრობლემა და არა ის რომ თურმე ქართველ სოციალისტებს მხოლოდ იდენტობის პრობლემები გვაწუხებს და ახალ ფიდელს ვამზადებთ.

ეს არ არის ცდა ქართველი სოციალისტების პრობლემების განხილვის უბრალოდ ვცადე მოკლედ მეპასუხა იმ ნახევრად მემარცხენე კრიტიკოსებზე რომლებიც სრულიად დაუმსახურებლად და რაც მთავარია რაღაც თითიდან გამოწოვილი პრობლემებით გვაკრიტიკებენ..