Category Archives: მიზანტროპული კომენტარები

ჩემი ფეისბუკი(მიზანტროპული დაკვირვებები)

  • ჩემი ფეისბუკის ყველაზე მაგარი წყვილი, ერთი პოლიტიზირებული მამა შვილია, უნიკალური სასტავია,  მამას და შვილს საერთო პროფაილი აქვთ, უფრო სწორად ორივეს ცალკ-ცალკე აქვთ მაგრამ მამა თვლის(სამართლიანად) რომ შვილი არასაკმარისად ინტელექტუალურია, ამიტომაც როგორც წესი თვითონ პოსტავს ხოლმე შვილის პროფაილით, კი გვეშინია ამ ფაქტის მაგრამ რა ვქნათ. შვილის მომავალზე ზრუნვაა საჭირო.
  • ალბათ,  ყველას ჰყავს ისეთი გოგო ფეისზე, რომელიც დღეში, ერთ,  ნახევრად ნუდ პროფაილ ფოტოს მაინც დებს და შემდეგ წუწუნებს, რატომ მწერენ ეს ველური ბიჭებიო, არადა გამოსავალი ნაპრაშივაეტსია, როგორ მივხდეთ ბლიად, ძუძუს  ცალი კერტი რომ ვითომ შემთხვევით ჩანს ბიუსტჰალტერიდან სინამდვილეში ნონკონფორმისტული ნაბიჯია და არა რაღაც  ის რასაც ყველა ვფიქრობთ და არ ვამბობთ.
  • ყველაზე მაგარი ფეისბუკზე მაინც ის გოგოები არიან , რომლებიც ცდილობენ საკუთარი ცხოვრება დამალონ და ამისთვის იყენებენ კონსპირაციის ისეთ ტექნიკურ საშუალებებს, როგორიც არის foursquare და ინსტაგრამია, თან როდესაც რამეს შეეკითხები, ისე გაიკვირვებენ, თითქოს თვითონ არ თაგავდა საკუთარ თავს რაღაც ადგილებში ვიღაც ტიპებთად ერთად.
  • ფეისბუკზე ძრომიალის მოყვარული,  მალე მოახდენს მისთვის ფეისბუკითვის დამახასიათებელი პრადვინუტი  ბიჭების ორი საინტერესო კატეგორიის დახარისხებას,  პირველი, მონაშო გოგოების  ფოტოებზე ძირითადად დალაიკებით არიან დაკავებული, თან არამხოლოდ ფოტოებს ულაიკებენ,  სტატუსებისაც და ასე შემდეგ,  ხოლო მეორები გარდა დალაიკებისა აქტიურ მოქმედებებზეც გადადიან რაც  გამოიხატება ყველა თანამედროვე ტექნოლოგიების უპრაგონო გამოყენებაში,ის იყენებს აიფონს, აიპადს,  ბლოგს, ინსტაგრამს, ტაბლერი და ღმერთმა უწყის კიდევ რას, უკვე დიჯეია ან  მომავალში  აპირებს  დიჯეობას, ცუდ ლექსებს თუ არ წერს, რამდენიმე ცუდ პოეტთან ძმაკაცობს მაინც,   სახლში ჰყავს კატა(ები), მაგრამ პრაქტიკული შედეგები ორივეს დაახლოებით ერთნაირები აქვთ, ანუ დიდი ვერაფერი.
  • მე მაგალითად როდესაც  ფეისბუკური ტრეში მინდება ამისთვის სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ფეისბუკურ ჯგუფებს ვიყენებ, ძირითადად პოლიტიკური მიმართულების , საკმარისია ასეთ ჯგუფებში გამოხატო აზრი რომელიც ოდნავ მაინც ადეკვატურია, მზად უნდა იყო თავდასხმის მოსაგერიებლად, იმის მიხედვით თუ რას დაწერ, მზად უნდა იყო რამდენიმე კატეგორიის ხალხთან დასაკომენტებლად, ბიძინისტები, ერის სახელით მოლაპარაკეები, მიშისტები და რათმაუნდა აპოლიტიკურები რომლებმაც მიუხედავად სტატუსია ზუსტად იციან რა არის კარგი მთელი ერისთვის.
  • მოკლედ, რასაც აქ დავწერ. იმის მიხედვით ნუ შეიქმნით ჩემზე წარმოდგენას, მთლად ესეთი ცუდი ადამიანი და პიროვნებაც არ ვარ, უბრალოდ როდესაც ახალგამხდარი მშობლები, გათხოვილები და მსგავსი ამოუწურავი სიხარულის მქონე ადამიანები  ცდილობენ საკუთარი ბედნიერებით შეცემას, მაქსიმალურად მინდა ენკავედეს პლაშიანი ოპერი ვიყო რომელიც ამ ხალხის წასაყვანად არის  გაგზავნილი შავი ჩაიკით.

  • ენკავედეს პლაში მაშინ მახსენდება როდესაც საქმე ქართველ სკეპტიკოსებს ეხება, ეს ის კატეგორიაა, რომელმაც ზუსტად იცის, ქართველი ჟურნალისტების მიერ ნათარგმნი რომელი სტატიაა ყალბი მაგრამ ეჭვი არ შეაქვს იმ ბოლში რომელსაც ნაცებისდამი სიმპატიებით განწყობილი ჟურნალები თუ სააგენტოები ავრცელებებ.
  • მზად ვარ ღმერთს, რომლისაც არ მჯერა  ვთხოვო დახმარება, რომ  უახლოესი ორი წელი მაინც არც ერთი ბლოგერი ან მსგავსი კატეგორიის ტიპი აღარ ვიხილო ეროვნულ პროექტებში, არა ბაზარი არაა ბევრი ნიჭიერი ტიპია, მაგრამ როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ “მთავარია გული გულობდეს და ქადა ორი ხელით იჭმევა(ანდაზა რომლის შინაარსი ყველაფერს მიესადაგება) წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ არ ძალმიძს კიდევ ერთ ფარისეველობის კორიანტელის გადატანა.( სინამდვილეში სულაც არ ვარ შურიანი  მიზანტროპი,)

ახალი წელი ბათუმში

ეს არის  მოკლე ჩანაწერები თუ კომენტარები რომელიც ჩემი ბათუმში ყოფნის დროს გავაკეთე, თემები- დაწყებული სახლში ტელევიზორის ყურებისას გაკეთებული დასკვნებით(როგორც წესი სიბრძნე)  და დამთავრებული ჯოვანი არიგის წიგნის კითხვით(რომლებსაც დავინდობ მკითხველს და ახლა არ დავწერ)

  • დავაკვირდი, საკმარისია რომელიმე  ქართულ გადაცემის ყურებისას  რაიმე ინტერესის ნატამალი გამიჩნდეს, რომ აუცილებლად  გადართავენ და მოძებნიან ისეთს რომლის ყურებისას ხშირად გამივლის თავში სუიციდალური აზრები. არადა რა გინდა სულო და გულო,  ცუდი გადაცემების უდიდესი არჩევანია  ქართულ ტელესივრცეში, ხოლო  ახალ წლებზე კი  სათუთად დაგეგმილი გადაცემების მთელი წყებაა რომლებზეც თავის მოკვლა გინდა ხოლო ბონუსად  ტრადიციისამებრ  რომელიმე იუმორინაა .

  • ბათუმში, ყოველი ახალი წელი ტანჯვაა, დაწყებული წონის მომატებით და დამთავრებული საშინელი მომღერლების კონცერტებით, ტრადიცია არც წელს დაირღვა,  წონაში არ ვიცი რამდენი მოვიმატე, კიდევ კარგი მანამდე დავიკელი, აი მუსიკალური ტრადიცია კი ხულიო იგლესიასმა გააგრძელა .   ყველაფერი ყველაფრად  მაგრამ ხულიო იგლესიასი ბებიაჩემზე მხოლოდ სამი წლით უმცროსია რაც უკვე იდეაში არის გარანტია იმის რომ ამ კაცის კონცერტი მინიმუმ ახალგაზრდული არ იქნება ხოლო მაქსიმუმ კი უბრალოდ ბერიკაცის გედის სიმღერა იქნება, საბოლოოდ ასეც მოხდა, უბრალოდ დიდი ეჭვი მაქვს რომ ხულიოს ფანი პრეზიდენტი სხვაგანაც იქნება და გედის სიმღერა გადაიდო.
  • ვერ ხვდები, თუ ქართული ხალხური სიმღერა არ მომწონს, რატომ უნდა მომეწონოს იგივე ნაგავი ოღონდ გერმანიაში პოპულარული ჯგუფის შესრულებით??? თან მით უმეტეს როდესაც კონცერტის ყურებისას არ მტოვებს შეგრძნება რომ ვუსმენ ძალიან ნაცნობ ქართულ ფოლკლორს რომელსაც ვერ ვიტან ოღონდ კარად გაყიდვადს, აი ისეთ უცხოელ სტუმარს რომ მოეწონება, აქ სიმღერის დროს რომელიღაც დაუარს კინტაურს იქ სხვა და იქნა, კარგად შეფუთული ნაგავი იყიდება და 21 საუკუნეში სიველურით აღტაცებული უცხოელმა შეიძლება ეს გადაყლაპოს მაგრამ აი ქართველს რატომ უნდა მომეწონოს ამას ვერ ვხდები.  ნუ იმედია მიხვდით რომ საუბარი ჯგუფ “შინზე” მქონდა.
  • ბავშვობის  მეგობრების წრეში ხშირად  მტანჯავს შეგრძნება რომ ან ისინი გაიზარდნენ ან მე გავიჭედე დროში, საუბრების თემები არა ჩემთვის და ჩემი თბილისური წრისთვის  ტრადიციული: სექსი, პოლიტიკა, რევოლუციები, სოციალიზმი, მუსიკა, კინო და გაუთავებელი ცინიკური კომენტარებია(ხშირად მიზანტროპულიც) არამედ ბინების მშენებლობა, მანქანებს ყიდვა, ცოლის მოყვანის ვარიანტები . ა ჩემი უახლოესი ძმაკაცი დაბერდა,  28 წლისაა და ბინის დამთავრებისთანავე აუცილებლად უნდა მოასწროს ვინმე კარგი აჭარელი ქალიშვილი გოგოს მოყვანა,  კარგი წესი ყოფილა ახალ ბინაში ახალი ცოლის შეყვანა, რა იცი რა ხდება, ეს რაა საუბრის მეორე ნახევარი სამსახურებს ეთმობა, კიდევ კარგი ორი ძმაკაცი ძალოვანი უწყების ოფიცრებია და სამსახურზე არ საუბრობენ მაგრამ მათ საუბრის კომპენსირება ლატარეის საქმეებით და დისტრიბუტორული შუტკებით(ეს უნდა მოისმინო რომ მიხდე რაზე საუბარი) ხდება. როგორც ჩანს 20-22 წლის მეგობრების წრეში ყოფნა ასაკს სერიოზულ დაღს ასვამს. ან ეგებ დროა მეც გავიზარდო და დავიწყო ფიქრი იპოთეკაზე და ვინმე აჭარელი გოგოს მოძებნაზე??? ჰმ ვერ ეღირსებით(ეს ჩემი ოჯახის წევრებს)
  • რატომ ჰგონიათ ჩემს ნათესავებს რომ ჩემთან შეხვედრისას აუცილებელია შეკითხვა “უყურე თამაშს”(რა? სად? როდისზეა? საუბარი) და შემდგომი საუბარი თამაშის პერიპეტიებზე,  “აუ რა კითხვა გამაზეს, მე და ჩემმა სამი წლს შვილიშვილმა ერთად ავიღეთ 5 კითხვა, ორი “დაჟე” გუკაჩომ აიღო ვადამდე,  არადა რაღა დასამალია თითქმის არ ვუყურებ და რბილად რომ ვთქვა უკვე მკიდია.  მეორე თემა, ჩემი წონაა ” – აუ ნიკა როგორ მოიმატე(ალბათ ჰგონია რომ მიხარია და მისი წასვლის შემდგომ სიხარულის ზეიმს გავმართავ) ან კარგად ხარ გიხდება(ეს ვარიანტი ხომ საერტოდ მეგაა, კარგი რა თუ მატყუებ რამე სხვა მომატყუე). მეც როგორც კარგ ნათესავს შეეფერება ისე ვიქცევი ვითომ ვერ ვიხსენებ(არად ვიცი ვინ არის) ან უბრალოდ მუსიკას ვრთავ და იგნორს ვუშვებ.
  • დიდი ხანია ვცდილობ ამოვხსნა რა არის კარგი ქართული გადაცემის საიდუმლო, დინამიური მოქმედებები??? არა რაღაც არა მგონია.  საინტერესო ისტორია??? არა, ძალიან მოსაწყენია. საინტერესო რესპოდენტები??? ისევ არა ,  აბა რა??? რეცეპტი მარტივია, ვიღებთ ორ სამ ჩამოწერილ ქართველ მომღერალს, ვუმაებთ  ერთ წამყვანს, ამ ყველაფერს ვაზავებთ  აშკარად “ნიკსტატი” დეპრესიული ფონის მუსიკით და რაც მთავარია რაც უფრო ნერვების მომშელი იქნება ქართული მით უკეთესი, ასეთ გადაცემას პრაიმ ტაიმიც გარანტირებული ექნება და ქართველი ერის გულწრფელი სიყვარულიც.
  • მაზოხიზმის ცუდი მეთოდია საპატრიარქოს არხის ყურება, ბუნებრივია ჩემი მებრძოლი ათეიზმი ხელს მიშლის იმ სიბრძნის აღქმაში რომელსაც ესა თუ ის წვერებიანი ძია კაცი უბნობს  ტელევიზიაში, მაგრამ საინტერესო უფრო ის არის,  რატომ ჰგონიათ რომ ძველქართულად საუბარი ნებისმიერ სისულელეს ამძაფრებს??? 
  • წელს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი შეცდომა დავუშვი( ნუ ჩემი ძმაკაცის სიძის დაწურული ღვინოს დალევა არ ითვლება), “გარიგება-2” ვუყურე, არადა იდეაში  გარიგების პირველი სერია სხვა არაფერია თუ არა  ბავშვობის ერთ ერთი კარგი თუ არა ნორმალური ტელე მოგონება . ქართული ფილმი, რომლის ყურების შემდგომ არ მინდოდა ტირილი ჩემი ერის მომავალზე, აი გარიგების მეორე ნაწილის აღწერისთვის სიტყვები ნამდვილად არ არის საკმარისი, ეს არის- არ ვიცი რა დავარქვა ამას, მონსტრი რომელიც გზად ყველაფერს ანადგურებს, კარგი იუმორისტულ ფილმში არ არის იუმორის ნიშანწყალიც მაგრამ 2 საათი რა ამბავია, ფილმის ბოლოში არის შანსი რომ გაიაზრო შენი არსებობის უბადრუკობა და მიხვდე რომ 2012 წელი მხოლოდ იმიტომ შეიძლება იყოს ბოლო წელი რომ ეს ფილმი მომავალ წლებში არ ნახოს არც ერთმა თაობამ.