Category Archives: მიტინგი

აკრძალულია !!! (დასკვნები)

           ძალიან ბევრი ჟურნალისტი, კიდევ უფრო მეტი  სეირის  მაყურებელი  და ძალიან ცოტა ვინც ზასაობას აპირებდა . ასეთი იყო გუშინდელი აქციის  შედეგი. აქცია პარკებში ხვევნა კოცნის აკრძალვას უპირისპირდებოდა, გუშინ კომენტარებს გადავხედე და ცოტა არ იყოს შთაბეჭდილება მრჩება რომ თითქმის არავის არ გაუკეთებია ანალიზი იმის თუ რატომ არ მოვიდა ხალხი აქციაზე. მხოლოდ მოსალოდნელი კომენტარები, ძირითადად მორალისტური ხასიათის. აქაოდა “რა ბანძები ხართ რომ არ იზასავეთო”, “ასეც ვიცოდიო” და ასე შემდეგ. ბუნებრივია ლოგიკური და მუდმივი კითხვა შენ რატომ არ გააკეთე??? არასოდეს ეხებათ ხოლმე კომენტატორებს.

          არადა შესაფასებელი და დასაფიქრებელია. დაწყებული  იმით თუ რატომ არ მივიდა ხალხი და დამთავრებული იმ ფაქტით თუ რატომ არ იზასავეს “პროგრესულებმა”.

         1. ბევრჯერ დამიწერია და ახლაც დავწერ, ყველაფერი პოლიტიკაა, პოლიტიკაა იმიტომ, რომ აქციაზე ძალიან ბევრის არ მისვლის მიზეზი ბანალურად ხელისუფლების მომხრეობა აღმოჩნდა,  პროგრესულობაც და რადიკალიზმიც მაშინვე სრულდება როდესაც საქმე ხელისუფლების უზენაესს ინტერესებს  ეხება. ბევრი უკვე პირდაპირ მუშაობს ხელისუფლებაზე, ნაწილს  იმედი აქვს რომ იმუშავებს , ნაწილი კი უბრალოდ კლასობრივად თვლის ხელისუფლების ნაწილად თავს და ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკებების გარეშე ხვდება სად უნდა მივიდეს და სად არა. ეს რაღაც ქვეცნობიერი კავშირია, აი დაახლოებით ისეთი “აგვისტოს 5 დღე” ძირითადად მარტო მიშისტებს რომ მოეწონათ.

         2. ფეისბუკის რეალობა და რეალური ცხოვრება ძალიან განსხავდება ერთმანეთისგან, ფეისბუკზე არსებობს ერთი წრე რომელშიც იხარშება მთელი ჩვენი “პროგრესული ელიტა”, რომლებიც ცოტა გულწრფელები რომ ვიყოთ, თითქმის არ არიან ის ხალხი ვისაც აწუხებს პარკებში ზასაობის აკრძალვის პრობლემა, უბრალოდ როგორც ხდება, არსებობს რადიკალური ინტელიგენციის ნაწილი(ჩვენთან ლიბერალებს რომ ეძახიან) რომლებიც  სოლიდარულები არიან ჩვეულებრიც ხალხთან. გუშინ გაირკვა ერთი სამწუხარო რამ, ძალიან ცოტაა ასეთი ლიბერალები, ერთი ნაწილი ზემოთ დავწერე ხელისუფლების მხარდამჭერია, მეორე ნაწილი(შედარებით ახალგაზრდა. აი ის ნაწილი ბოლო პერიოდში რომ გამოჩნდა  და აქტიურობს) კი ზედმეტად რადიკალიზაციის პროცესს განიცდის  და “წვრილბურჟიზიულ” წამოწყებებში არ მონაწილეობს. ხო რაც შეეხება იმ ხალხს რომლებიც პარკებში დადიან, ამ  ხალხთან კავშირი,  სამწუხაროდ ლიბერალებს(რადიკალურ ინტელიგენციას) თითქმის არ აქვს.

           3. კიდევ არსებობს ერთი საკმაოდ სერიოზული ფაქტორი, რატომღაც გვიტყდება ყველას მიტინგები, აქციები და ასე შემდგომ, მიზეზიც არცთუ ისე უსაფუძვლოა. როდესაც 21 საუკუნეში, 10 ჯერ, 20 ჯერ ხედავ მიტინგებზე გამოსულ ხალხს, რომლებიც სადღაც 21 საუკუნეში ისევ მე-19 საუკუნის კონსერვატორულ ფასეულობებზე ახურებენ ცოტა არ იყოს გაგიტყდება, მაგრამ, კარგით რა, თუ არ   გავალთ და არ დავიცავთ ჩვენს უფლებებს სხვა არ დაიცავს.  ბევრი ფიქრი არ სჭირდება ამას, საჭიროა მოქმედება. ჩვენი ერთადერთი იარაღი სოლიდარობაა და რაოდენობაა.

         ასეთია მცირე ანალიზი იმის თუ რატომ ჩავარდა ჩვენთვის საკმაოდ უცხო და საინტერესო აქცია, მაგრამ სიტუაცია არც ისე კატასტროფულია როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ჯერ ერთი იმიტომ რომ რადიკალური ინტელიგენცია(შინაურობაში “ლიბერალები”) არსებობს  და თუ შეძლებს  ხიდის გადებას ჩვეულებრივ ხალხთან, სიტუაცია არც ისე კატასტრფოული იქნება. მეორეც , საჭიროა  ბოლო პერიოდში გააქტიურებული სტუდენტობის ნაწილმა და მემარცხენეების დიდმა ნაწილმა, შეიგნოს(შევიგნოთ) რომ გარდა გლობალური პრობლემებისა, საჭიროა ყოველდღიური ბრძოლა ნებისმიერ წვრილმანებითვის, რადგანაც როგორც ამბობენ ეშმაკები წვრილმანებში იმალება. სწორედ ასეთი ფრონტის ხაზია საჭირო ნებისმიერი წვრილმანებისთვის, მათ აქვთ რა დაკარგონ და ახლა ის პერიოდია როდესაც განსაკუთრებით სწრაფ ტემპებში ეცდებიან მაქსიმალურად ბევრი რამ წაგვღვლიტონ.

ვეტერანების მიტინგი(ტელე-ვერსია)

როგორც დღეს რუსთავი 2 სიუჟეტიდან გავიგე ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გვიხსნა, გაანადგურა რა მეამბოხე ვეტერანების ჯგუფი, რომლებსაც თავში აუვარდათ  და დაუშვებელი პრივილეგიები მოითხოვეს, სად გაგონილა ომის ვეტერანებს რომელიმე სახელმწიფო ეხმარებოდეს, განა 22 ლარიანი  დახმარების პაკეტი ცოტაა??? მაგრამ საკვირველი უფრო ისაა  თუ არ უნდოდათ რატომ ეტენებოდნენ, ვინ ექაჩებოდათ,  აფხაზეთში და ოსეთში წასასვლელად??? არ წასულა სააკაშვილი და მისი ხელისუფლების 90 პროცენტი “მამულის” დასაცავად  განა რამე დაკარგეს???

როგორც სიუჟეტიდან ჩანდა დაკავებული მომიტინგეების უმრავლესობა, 2 კაცი 11-დან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა,  მართლაც საკითხავია ვინ არის 2-3 იანვარს მთვრალები.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან ყველაფერი იმით დაიწყო რომ პოლიციის ფორმაში გადაცმულმა ვეტერანებმა დაიწყეს დარბევა მშვიდობიანი მოქალაქეები, რასაც მოჰყვა პოლიციელების აღშფოთება და სწორედ ამიტომ სასწრაფოდ დააპატიმრეს მოშიმშილეები, რაც მთავარია პოლიციის თანამშრომელმა ომარ გვენეტაძემ ჩაიდინა საქციელი რომელიც ნამდვილ პოლიციელს და ნამდვილ ვაჟკაცს შეეფერებოდა, აღმოაჩინა რა მავანი ქალბატონი რომელი აპირებდა სასტიკად ეცემა ოპერატიული მუშაკები და მოახდინა მისი ნეიტრალიზება. იმედია ბატონი პრეზიდენტი დააფასებს ოპერატიულ მუშაკს.

 გარდა ამისა იმედმა თუ ერორმა   გადმოსცა სიუჟეტი თუ რა საშინელი შედგები მოჰყვება მიტინგებს ინგლისში, რაც მთავარია ინგლისელი სტუდენტების მიტინგზე მიძღვნილ სიუჟეტს სათაურად ჰქონდა, “ვეტერანების  აქცია-დაგეგმილი პროვოკაცია”??? რა შუაში იყო სწავლის გაძვირებასთან დაკავშირებული ინგლისელი ახალგაზრდობის  პროტესტი ვეტერანებთან გამოცანად დარჩა.

რატომ სჭირდება ილიჩი დღევანდელ საქართველოს???

დღევანდელი ქართული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას რომ ქვეყანა ჩიხში არის შესული, ერთის მხრივ არის პოლიტიკური ოპოზიცია რომელიც ქართველი სოციოლოგის გოჩა ცქიტიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ ერთნაირი სიჯიუტით წელიწადში 5 ჯერ აკეტებს ერთი და იგივეს ერთნაირი წარუმატებლობით და მეორე მხრივ არის სამთავრობო ბლოკი რომელიც ასევე ერთგვაროვნად მხოლოდ ფასადების შეღებვით და მომღიმარი სახიტ ცდილობს ქვეყნის მოსახლეობის დარწმუნებას რომ ქვეყანში ყველაფერი კარგად არის. სწორედ ასეთ სიტუაციაში როდესაც ქვეყანა ჩიხშია შესული არის აქტუალური ვლადიმერ ილიას ძეს გამოჩენის აუცილელობობა ქვეყანაში.
 რატომ ლენინი და არა დავუშვათ ჩე გევარა ან სხვა ისტორიული პიროვნებები, განა ლენინის სახელს არ უკავშირდება მარქსიზმის იდეოლოგიის დისკრედიტაცია, განა ილიჩი არ იყო წითელი ტერორის ავტორი და განა ვლადიმერის დროს არ დაიწყო რუსეთში რელიგიასთან ბრძოლა??? არა ჩვენ არა მე 20 საუკუნის მარქსისტი ლენინი გვჭირდება არამედ ადამიანი რომელიც შეძლებს ჩვენი საპროტესტო მოძრაობის გამოყვანას იმ ჩიხიდან რომელშიც ის შევიდა ჩვენი პოლიტიკოსების უაზრო ამბიციების და უუნარობის გამო.            
ჩვენ გვჭიდდება ადამიანი რომელიც შეძლებს დაანახოს საზოგადოებას და მის თანამოაზრეებს რომ შესაძლებელია ცვლილებების მოხდენა, ისევე როგორც ლენინმა დაარწმუნა 1917 წლის განმავლობაში რომ ბოლშევიკები მზად იყვნენ ხელისუფლების ხელში ასაღებად, რომ არა ლენინი იდროინდელი მარქსისტული ყაიდის პარტიები მზად იყვნენ ხელისუფლების აღების პროცესი 200 წლით გადაეწიათ რადგან ბურჟუაზიული სახელმწიფო მზად არ იყო გარდამქნისთვის.რომ არა ლენინი რუსეთი მზად იყო კიდევ დიდი ხანი მოეთმინა ყოვლად უხეირო და უუნარო ხელისუფალი.სწორედ ლენინმა ირწმუნა პირველად და ხმამაღლა განაცხადა რომ მარქსი ეგებ ცდებოდა და აგრარულ რუსეთშიც შეიძლებოდა კომუნიზმის მშენებლობა. ჩვენ სწორედ ასეთი ადამიანი გვჭირდება რომელიც ირწმუნებს და ჩვენც დაგვარწმუნებს რომ ბრძოლას აქვს აზრი და ყველაფერი ისე გამოვა როგორც ჩვენ გვინდა.
 ჩვენ არა მარტო ლენინი გვჭირდება არამედ გვჭირდება აპრილის თეზისებიც, იდეები რომლებიც თითოეულ ობივატელის გულში ტრიალებს და რომელთა ამოკითხვას ვერაფრით ახერხებენ ჩვენი პოლიტიკოსები,ჩვენ გვჭირდება ადამიანი რომელიც ხმამაღლა გვეტყვის იმას რისი გაგონებაც გვინდა. ისეთ რამეს რომელმაც გამოსვლისთანავე შორეულ 1917 წელს თავად ბოლშევიკებში სკეპსისი გამოიწვია, კრუპსკაისაც კი ეჭვი ეპარებოდა ლენინის გეგმაში. გადავხედოთ სიტუაციას რას გვეუბნება დღეს ჩვენი პატივცემული ოპოზიცია??? ვანო არის მკვლელი, მიშა არის კურდღელი??? კი არის ამით რაიმე იცვლება??? განა ეს არის ის რაც გარეთ გამოიყვანს იმ ხალხს რომელიც ახდებს ცვილელებს??? განა 1917 წელს ბოლშევიკების წარმატების ერთ ერთი მიზეზი არ იყო გლეხების მხარდაჭერა მიწების გამო. რატომ უნდა გავიდეს გარეთ მცირე მეწარმე??? ან რატომ უნდა გავიდეს გარეთ ჩვეულებრივი სტუდენტი??? საზოგადოების ის ნაწილი ვინც ახდენს ცვლილებებს???
განა ოპოზიცია მათ უკეთეს განათლების პირდება, განა მეწარმეს ჰპირდება რომ სახელმწიფო დაეხმარება, არა ის მხოლოდ ეუბნება რომ საჭიროა გარეთ გასვლა იმიტომ რომ ხელისუფლება არის არაეროვნული.ამაზე რეაგირება მხოლოდ ასაკიან კონსერვატორებს აქვთ რეაქცია, ძალას რომელიც ვერასოდეს ვერ ცვლის ვერაფერს სწორედ ამიტომ გვჭირდება ლენინი, ადამიანი რომელიც ირწმუნებს რომ საჭიროა ბრძოლა, საჭიროა ცვილებები ჩვენც გვჭირდება ადამიანი რომელიც გაახმოვანებს იმ იდეებს რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანის გულში ტრიალებს მაგრამ ხმამაღლა ვერ ამბობს იმიტომ რომ ოპოზიცია ილუზორულ ეკლესიების დამანგრეველებს დასდევს.