Category Archives: მურთაზი

აკრძალულია !!!

        არ ვიცი როგორ და საიდან მოგვეპარა, ნელ-ნელა მოგვიახლოვდა და ფაქტის წინაშე დაგვაყენა,  ყველაფერი პარკებში და საზოგადოებრივ ადგილებში ხვევნა კოცნის ამკრძალავი ნიშნებით დაიწყო, ცოტა ხანში ნიშნევს ლუდის დალევის და შემდგომ ქუჩაში მთვრალი ბოდიალის აკრძალვა მოჰყვა, მთავარი სიურპრიზი შემდგომ გველოდა აკრძალვებს გადასახადების ორიგინალური მეთოდები და როდესაც აზრზე მოვედით ყველაფერი გვიან იყო. ალბათ ასეთი იქნება  მომავალში რომელიმე ცუდი მწერლის რომანის დასაწყისი.

        ის რომ პარკებში  ზასაობა და ლუდის სმა აირძალა, წესით  გასაკვირი არაფერი არ  უნდა იყოს.  ხელისუფლებას და ელიტას აღარ სურს ქუჩაში, მათ დასუფთავებულ და განათებულ ქუჩებში, “უმსგავსოებებს” უყუროს . ჯერ ერთი ჯორჯ კარლინის სიტყვების პერიფრაზირება რომ გავაკეთოთ,  მათ სურთ სუფთა და უსაფრთხო გარემო საკუთარი ვოლვოებისთვის, მეორეც  დიდი ხანია ეს ხომ არაეთიკური,   ამისთვის ბაითები არ არსებობს ???

       ჩვენს ვირტუალურ სივრცეში მოდაშია   ჩამორჩენილობის და კონსერვატორობის სიმბოლოს- მურთაზის ლანძღვა, ის კონსერვატორია, რელიგიურია, უყვარს ქართული სუფრა და მოკლედ ჩამორჩენილი ტიპია რა ყველანაირად.  მაგრამ ყველას გამოეპარა მურთაზის გარდასახვა, ერთმა მურთაზმა “ბანკში ” დაიწყო მუშაობა და ახლა კრედიტ ოფიცერია, მეორე მურთაზი სახელმწიფო სამსახურშია და ახალ საქართველოს აშენებს,  მესამე ჟურნალისტია და კვირაში 19 ინტერვიუს იღებს ლალი მოროშკინასგან და გივი სიხარულიძისგან, მეოთხე მუსიკოსია და ოდესღაც როკს უბერავდა.  ის რომ დღეს მურთაზია  ხელისუფლებაშია და სრულიად არ ჰგავს მის ძველ ანალოგებს ამაზე მისი ახალი იდეები მოწმობს, სწორედ კონსერვატორულად განწყობილი ხალხის იდეებს ჰგავს ლუდის სმის და ზასაობის აკრძალვები.

        მოდით თვალი იმასაც გავუსწოროთ რომ ამ ყველაფერს გადავყლაპავთ, იმიტომ რომ ისეთები ვყლაპეთ ადრე რომ ეს უბრალოდ პატარა გაუგებრობაა იმასთან შედარებით. იცი რა არის განსხვავება ჩვენს და “მათ” შორის??? მათ უკვე იციან რა უნდათ რა რისთვის უნდა იბრძოლონ, ანუ მათ უკვე აქვთ კლასობრივი თვითშეგნება, ჩვენ კი ჯერ არ ვართ მზად ვიბრძოლოთ, ამიტომაც გადავყლაპავთ ყველაფერს რასაც მოასწრებენ ჩვენი ხელისუფლები.

       ნურც იმას გამოვრიცხავთ რომ ეს ჩვეულებრივი დაბოლების აქცია იყო, ნოამ ჩომსკის სტატიაში(ჩემი თარგმანია) “ხალხით მანიპულირების 10 საშუალება“. არის ერთი საინტერესო მომენტი :

        2.პრობლემების შექმნა და შემდგომ შეთავაზება საზოგადოებისთვის მათი გადაწყვეტის გზების.

    პრობლემა, „სიტუაცია“ რომელიც გათვლილი იქნება საზოგადოებაში გარკვეულ რეაქციაზე,  რათა შემდგომში თავად  საზოგადოება, მოითხოვოს ამ პრობლემის გადაჭრა, მაგ, ხელი შეუწყო ძალადობის გავრცელებას ქალაქებში ან მოაწყო სისხლიანი ტერაქტები იმისთვის რომ თავად მოსახლოებამ მოითხოვოს, უსაფრთხოების კანონები რომლებიც შეზღუდავს მოქალაქის თავისუფლებას. ან: გამოიწვიო ეკონომიკური კრიზისი,იმისთვის რომ აიძულო სოციალური დაცვის სისტემის გაუქმება როგორც “ბოროტების უმთავრესი წყაროს”. 
   ანუ ვიღაც ქმნის პრობლემას რომელსაც შემდგომ ვინმე მაღალი, კეთილი და ჭკვიანი(უგულავა ან თავად მიშა) გადაჭრის და გალანძღავენ ცუდებს. ამის გამორიცხვა არ შეიძლება, ჩვენს ხელისუფლებას შესაძლოა კვლავ დასჭირდეს პროგრესულობის თამაში და თავადვე გადაწვიტოს პრობლემა, რომელიც თვითონვე შექმნა.
     მოკლედ, ასეა თუ ისეა, ერთი რამ ცხადია ზასაობის და ლუდის სმის აკრძალვა არც დასაწყისია და არც დასასრულია, იმ პროცესის რომელსაც ქვეყნის საკუთარ თარგზე მორგება ეწოდება.