Category Archives: ნეოლიბერალიზმი

თბილისი, რესტორნების და ნეოლიბერალიზმის ქალაქი.

ახლახანს ერთ-ერთი ლევაკურ ჟურნალში ვკითხულობდი სტატიას, იმაზე თუ როგორ ახერხებს ნეოლიბერალური ქალაქი სხვადასხვა მანიპულაციებით, დაფაროს მმართველი კლასის ნამდვილი ზრახვანი და ქალაქის იერსახე იმის მიხედვით იცვლება როგორც ეს ბიზნესს სურს, მაგრამ ასევე ავტორი დასძენდა რომ ეს ყველაფერი შეფარვით ხდება და როგორც წესი, რეფორმირების, გარდაქმნის და სხვა რაღაცეებით ინიღბება.


მაგალითებად მოყვანილი, ე.წ აზიური ვეფხვების სხვადასხვა  ქალაქების ისტორიები სადაც ქალაქის დაბინძურებამ კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია, რაც საბოლოოდ  ძალიან მძიმედ აისახა მოსახლოების ჯანმრთელობაზე,  მიუხედავად ამისა, არსად  ხელისუფლება პირდაპირ არ იძახოდა  რომ მისი მიზანი ბიზნესის ინტერესებზე მორგებაა . პირიქით ეს ყველაფერი სხვადასხვა მიზნებით ინიღბებოდა.

თბილისის მერია ხეების წინააღმდეგ
თბილისის მერია  in action


ჩვენ გაგვიმართლა, თბილისის  ხელისუფლება არც კი მალავს იმას,  რომ მხოლოდ ერთადერთი საქმე აქვს , ბიზნესების მომსახურება, სხვა დანარჩენი მის უშუალო მოვალეობაში უბრალოდ არ შედის. ნუ თუ არ ჩავთლით  ნაციონალების უმუშევარი სახეების დასაქმება და  მათთვის ჯიბის ფულად ,2500 ლარიანი სამსახურების შექმნა .

ლიბერალის ვიდეოში კარგად ჩანს თუ როგორ უდგება საქმეს თბილისის მერია.  აი აქ არის ის გამოწვევა რომელიც უდგას ჩვენს მთავრობას, მან უნდა შეძლოს და შეცვალოს ნეოლიბერალური ლოგიკა რომელიც გულისხმობს რომ ბიზნესის აბსოლუტიზაცია საბოლოოდ წაადგება ქვეყნის განვითარებას მაგრამ პრაქტიკა იშვიათად თუ ადასტურებს ამ მოსაზრებას.

რაღათქმაუნდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდადნ გამოსვლის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი ბიზნესი და სწორეს რესტორნების მშენებლობა არის, მაგრამ არა ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე.

რაც არ უნდა დაუჯერებელი იყო ევროპა რომლისკენაც ასე გამალებული მივისწაფით ყველაზე მეტად იმ გარემოზე ზრუნვაში გამოიხატება რომელშიც ვცხოვრობთ. 

ის რაც არ პრავდება

არის რაღაცეები რაც არ პრავდება, რაც არ უნდა იძახო, ნებისმიერი კარგი ხელისუფლება უშვებს  შეცდომებს  და ეს ყველგან ხდება, სწორედ ეს თემებია ის რაც განსაზღვარვს  ხოლმე ამა თუ იმ ხელისუფლების შემდგომ ბედს, მითუმეტეს ჩვენ გვაქვს, ემპირიული გამოცდილება,  სააკაშვილის  რეჟიმმა მოსვლის პირველი დღიდან გამოაჩინა კლანჭები და კარგად აჩვენა რომ მოდერნიზაციის ნიშნით ის ბევრი რადიკალური ნაბიჯის გადადგმას აპირებდა, რომელსაც სრულიად არ ჰქონია კავშირი დემოკრატიასთან.  ამ ნაბიჯებს რა შედეგები მოჰყვა ყველამ კარგად ვიცით.
დღეს კიდევ ერთხელ ეძლევა შანსი ხელისუფლებას რომ თვალები არ დახუჭოს შეცდომებზე და გადადგას ის რისიც ყველაზე მეტად ეშინია, ქმედითი ნაბიჯები რომლებსაც შეიძლება უარყოფითი გამოხმაურება ჰქონდეს.

დღეს, ჩემმა ერთმა ძველმა ფრენდმა და კარგმა მეგობარმა, აჩიკო მელიქიშვილმა სტატუსი დაწერა რომელიც ე.წ უნიჭო  გამპრავებლებს მიუძღვნა

ინსტრუქცია გამპრავებლებთათვის:

1. ყველაფრის გაპრავება არ შეიძლება

2. თუ მაინც აპრავებთ გაუპრავებელს, იხილეთ პუნქტი პირველი

სტატუსი ბევრ უნიჭოდ გაპრავებულ ფაქტებს და მათ შორის  მამუკა მიქაუტაძის ფაქტს ეძღვნებოდა, როდესაც რბილად რომ ვთქვათ საეჭვო გარემოებები იკვეთება ახალგაზრდა კაცის სუიციდში, ამას ემატება  ოჯახის წევრების განცხადებები და უკვე თავად პოლიციის პოზიციაც ემატება, როდესაც მათ ირიბად აღიარებს რომ რაღაც საეჭო გარემოებები იკვეთება, ხოდა სულაც არ მიკვირს რომ ყველა ნორმალურ ტიპს და მათ შორის მეც , გაგვიჩნდა შეგრძნება რომ ყველაფერი ისე სუფთად არ არის როგორც ამას ამბობენ, და ეს სულაც არ არის კავშირსი ხარ   ხარ თუ არა ამ ხელისუფლების მომხრე .

ხელისუფლების შეცვლის შემდგომ ჩვენთან დარჩა ტენდენცია რომელიც რბილად რომ ვთქვათ არ უწევს კარგ სამსახურს ხელისუფლებას, პირველი ეს არის ე.წ გაპრავება, როდესაც ხელისუფლების ცნობადი თუ უცნობი მომხრეები, ნებისმიერი საშუალებით იცავენ “მათ” ხელისუფლებას და ნებისმიერი შეცდომის შემთხვევაში იგონებენ გამართლებელ არგუმენტაციას , ხოლო   მეორე, სიტუაცია, როდესაც მიზანმიმრთულად  იქმნება  ისეთი გარემო, სადაც ტელევიზორის ყურების დრო ანანაირად  არ გტოვებს  ისეთი შეგრძნება რომ რაღაც კატასტროფა ხდება და  ასეთ დროს რათქმაუნდა, ნებისმიერი  დათმობა მთლიანი სისტემის ნგრევას დაიწყებს, ამ ისტერიის შედეგი იყო ის შეცდომები რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ დაუშვა, ალბათ ყველას გვახსოვს  თუ როგორი ისტერიებით პასუხობდა, ხელისუფლება ნებისმიერ ოპოზიციურად განწყობილ გამოსვლებს, ხელისუფლების ისტერია ოპოზიციას გადაედო და საკმარისი იყო წაგეკითხა, ოპოზიციური პრესა ან ტელევიზიები რომ შთაბეჭდილება გრჩებოდა , არა ნეოლიბერალურ ავტორიტარიზმში ცხოვრების არამედ ნაცისტურ გერმანიაში, სადაც დღე დღეზე გესტაპო დაგადგებოდა თავს,  რაც რაღათქმაუნდა  ნამდვილად არ შეეფერებოდა რეალობას.

რათქმაუნდა ძალიან ბევრი ადამიანი, გულწრფელად ბრაზდება როდესაც ხედავ, იმ ხალხს გააქტიურებულებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცინიკურად საუბრობდნენ იმაზე რომ ხელისუფლება “ბიჭებს ხოცავს” და ისიც გასაგებია რომ ბევრს შეიძლება მორალური უფლება არ ჰქონდეს დღეს მოითხოვოს დამნაშავეები დასჯა მაგრამ ეს არაფერ შუაშია იმ ფაქტთან რომ პოლიცია ბოროტად სარგებლოს მასზე მინიჭებული ნდობით.

ყველაზე სამწუხარო კი ის არის რომ გამოსავალი ის არის რისიც ყველაზე მეტად ეშინია ხელისუფლებას, რადიკალური ნაბიჯები .  საჭიროა არა კოსმეტიკური  გადახალისება პოლიციის სისტემის და პირადი შემადგენლობის  მცირე  ცვლილებები, არამედ რადიკალური მოქმედებები,   საჭიროა მრავალი ადამიანის პირდაპირ გამოყრა პოლიციიდან და ამის გაკეთების შემთხვევაში იმავე  უფლედამცველების გოდების მოსმენა რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას, დღეს ეს ხალხი სრულიად სამართლიანად   დღეს მიქაუტაძის ფაქტს აპროტესტებენ , არ არის გამორიცხული რომ  ეს გოსდეპის ანგარიშში ჩაიწეროს და ევროპის სახალხო პარტიის კეთილისმსურველებმა ჩვენზე თქვას რომ საქმე ცუდად  არის.  სწორედ ეს გამოხმაურებებია   ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრობლემა, ის(ხელისუფლება)  მუდმივად უკან იყურება, ვაითუ ვინმემ ცუდი არ თქვას , ეს კი ჩანასახშივე გამორიცხავს იმის ალბათობას რომ შესაძლოა გააკეთო რეფორმები, ცვლილებები  ისე რომ არც მწვადი დაწვა და არც შამფური.

ფაშიზმები

ავტორი:ალექსანდრე ტარასოვი(მემარცხენე მოძრაობის თეორიტიკოსი)
          რასაც არ უნდა გვეუბნებოდნენ, ერთიანი, საერთო სახის ფაშიზმი, «უბრალოდ ფაშიზმი» არ არსებობს,  ისევე , როგორც არ არსებობს » უბრალოდ ტოტალიტარიზმი» (ჯერ კიდევ 60-იან წლებში დასავლელმა ავტორებმა დაამტკიცეს, რომ არენდტ-ფრიდრიხ-ბჟეჟინსკის «ტოტალიტარიზმის» კონცეფცია ატარებდა არა სამეცნიერო, არამედ პროპაგანდისტულ ხასიათს და ფაქტებით არ მტკიცდებოდა) ყოველთვის არსებობდა და იარსებებს მრავალი სხვადასხვა ფაშიზმი, ხშირად ერთმანეთის კონკურენტი, ერთმანეთთან დაპირისპირებული, იმდენად დაპირისპირებულიც კი,  რომ ერთი ფაშიზმის მომხრეები ეშურებიან მეორის მიმდევრების სრულად განადგურებას.
        ასე იყო ჯერ კიდევ XX საუკუნის 30-იან წლებში,  როცა ისე მოჩანდა,  თითქოს არსებობდა ფაშიზმის სამი სახე  : ნაციზმი,  იტალიური ფაშიზმი და ფრანკიზმი. ამ სამს ხშირად აერთიანებენ ტერმინში «კლასიკური ფაშიზმი», ხოლო ყველა  დანარჩენი ითვლება «არაკლასიკურად».  »კლასიკურ» ფაშიზმს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი აქვს : ის «საშუალო კლასის» მოძრაობაა, რომელიც აცხადებს პოლიტიკურ პრეტენზიას ხელისუფლებაზე ტრადიციული ელიტის საზიანოდ  და «დაბალ ფენებთან» (გლეხობა, მუშათა კლასი)   დაპირისპირებით.  აღსანიშნავია, რომ განსხვავებით ტრადიციული კონსერვატიზმისგან, ეს მასობრივი  მოძრაობებია,   რომლებმაც შექმნეს საკუთარი იდეოლოგია და იყენებენ ბრძოლის რევოლუციურ ტაქტიკას მემარცხენე ბანაკის წინააღმდეგ. მაგრამ  უფრო ღრმად დაკვირვებისას ჩანს თავად კლასიკურ ტრადიციებს შორის სხვაობა : ნაციზმი, აშენებდა რა იერარქიულ ტექნოკრატიულ სახელმწიფოს (იდეალურ ვარიანტში – გიგანტურ სამხედრო საწარმოს), ემყარებოდა ქალაქის «საშუალო» ფენას,  იყენებდა  სამრეწველო კაპიტალის თანადგომას და მისივე დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში ; მხარს უჭერდა  წარმართულ მისტიკას და   რასობრივ სისუფთავეს; განიხილავდა საკუთარ «რევოლუციას» როგორც ექპსერიმენტს რომელიც მიზანი იყო მოდერნიზაციის აჩქარება; დაუქვემდებარა პარტია სახელმწიფოს. იტალიური ფაშიზმი ემყარებოდა სოფლის «საშუალო კლასს»; აშენებდა პატერნალისტურ «კორპორატიულ სახელმწიფოს»;  ხელისუფლებაში მოვიდა ძირითადად მსხვილი აგრარული კაპიტალის მხარდაჭერით;  ორიენტირებდა კათოლიციმზე და საგარეო ნაციონალიზმზე, საკუთარ «რევოლუციას» განიხილავდა როგორც ნაციონალურ-პრევენციულს იმისთვის რათა არ მომხდარიყო იტალიის ბოლშევიზაცია. ფრანკიზმი გაცილებით უფრო «ღიად» ეყრდნობოდა სოფლის «საშუალო კლასს», ვიდრე იტალიური ფაშიზმი, მაგრამ მას კოლონიალური და სამხედრო წრეებიც უჭერდნენ მხარს; ხელისუფლებაში მოვიდა ფეოდალური ელიტის მხარდაჭერით. ორიენტირებდა მებრძოლ (ანტიმასონურ) კათოლიციზმზე;  საკუთარ «რევოლუციას» განიხილავდა ესპანეთისთვის შუა-საუკუნეების დომინაციის დაბრუნებისს რადიკალურ გზად.
                    სხვადასხვა  »კლასიკური» ფაშიზმის მხარდაჭერებიც ანადგურებდნენ ხოლმე ერთმანეთს. მაგ .ავსტრიაში 1934 წლის დასაწყისში  ხელისუფლებაში  მოვიდნენ იტალიური ფაშიზმის  მიმდევრები, (ხეიმვეროვები), მაგრამ ივლისში  ნაცისტებმა მოაწყვეს პუტჩი, მოკლეს კანცლერი ე.დოლფუსი, ყველაფერი კი  ავსტროფაშიზმის განადგურებით და ანშლუსით დასრულდა . უნგრეთში იტალიური ფაშიზმის მხარდამჭერები – ხუნგარისტები, ადმირალ ხორტის მეთაურობით, 1944 წელს ჩამოაგდეს უნგრელმა ნაცისტებმა სალაშის მეთაურობით. რუმინეთში დაპირისპირება იტალიურ ფაშიზმსა და ნაციზმს, «მწვანექურთუკიანებსა» და «რკინისგვარდიელებს», ანტონესკუსა და ხორი სიმოის შორის გადაიზარდა ორმხრივ ტერორსა და სამოქალაქო ომში.

                     მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მმართველ ელიტებს აღარ გაუმეორებიათ ომამდელი შეცდომები: აღარ გააკეთეს აქცენტი სოციალურ რევოლუციებთან ბრძოლაში «კლასიკურ ფაშიზმზე». როგორც აღმოჩნდა, «საშუალო კლასის» ექსტრემისტული მოძრაობა ხელისუფლებაშ მოსვლის შემდეგ ადვილად აღწევდა თავს ელიტის კონტროლს. ამიტომაც, ყველა ომისშემდგომი ფაშისტური რეჟიმი (გამონაკლისია ფრანკიზმი, რომელმაც მალევე გაიარა ბიუროკრატიზაციის გზა და დაკარგა ყველანაირი კავშირი მასობრივ მოძრაობასთან) «არაკლასიკური» იყო.

                    «არაკლასიკური» ფაშიზმი არსებობდა მეორე მსოფლიო ომამდეც.  მაგ. პორტუგალიური, სალაზარისეული ფაშიზმი იყო პირველი მაგალითი შემდგომში ფართოდ გავრცელებული სამხედრო ფაშიზმისა, როდესაც ტრადიციული კონსერვატორული ელიტა არმიის მხარდაჭერით ამყარებს ფაშისტურ ხელისუფლებას და შემდგომ იწყებს საზოგადოების გაფაშისტება, ქმნის  რა რეჟიმის ქვეშ ფაშისტურ პარტიებსა და მოძრაობებს.  ხელოვნური წარმოშობა ასეთი ფაშიზმისა, როგორც წეს,  განსაზღვრავს მის  კლერიკალურ, პატრიარქალურ, ტრადიციულ (და არა რევოლუციურ, როგორც, ვთქვათ,  ნაცისტების შემთხვევაში) ხასიათს. ასეთი რეჟიმები მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ათეულობით იქმნებოდა «მესამე სამყაროს» ქვეყნებში.
                სხვა ვარიანტი მეორე მსოფლიო ომამდელი «არაკლასიკური» ფაშიზმისა იყო მონარქო-ფაშიზმი და გლეხური(ბაუერისეული, კულაკური) ფაშიზმი.   ეს გახლდათ ფაშისტური მოძრაობები (შემდგომში რეჟიმები) ძალიან ვიწრო სოციალური ბაზით, რომლებმაც ვერ შეძლეს მასების მობილიზირება და ხელისუფლებაშ მოვიდნენ «წითელი საფრთხით» შეშინებული ტრადიციული ელიტების მხარდაჭერით (ხანდახან გადატრიალების მეშვეობით). ასეთი რეჟიმების სწრაფმა ჩართვამ გერმანული და იტალიური ფაშიზმის გავლენის ორბიტაში შენიღბა ამ რეჟიმების თვითმყოფადობა, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, არ მისცა საშუალება დამოუკიდებელ მოვლენად ჩამოყალიბებისა.
საფრანგეთში ომამდე ერთმანეთში კონკურირებდა რამდენიმე ფაშიზმი: ფრანგული ვარიანტი იტალიური ფაშიზმის(«ფრანსიზმ»), ფრანგული ვარიანტი ნაციზმის(საფრანგეთის სახალხო პარტია), ფრანგული ვარიანტი ფრანკიზმის(«კაგულიარები») და ბოლოს ორიგინალური ფრანგული არისტოკრატიულ-ელიტარული ფაშიზმი «აკსიონ ფრანსეზი» ახლოს მდგომი მონარქო-ფაშიზმთან.
                  მეორე მსოფლუო ომის შემდგომ ძირითადად «არაკლასიკური» ფაშიზმი წარმოდგენილი იყო ძირითადად «დამოკიდებული» ან მეორე ტერმინოლოგიით «დამყარებული» ფაშიზმის სახით(იგულისხმება გარედან, უცხოეთიდან დამყარებული ფაშიზმი), როგორც წესი ეს გახლდათ ულტრამემარჯვენე რეჟიმები მესამე სამყაროს ქვეყნებში, ხელისუფლებაში მოსული სამხედრო გადატრიალების გზით(სამხედრო ფაშიზმი) პირველი სამყაროს ფულის წყალობით(უმრავლეს შემთხვევაში ვაშინგტონის ფულით), უმთავრესი მიზეზი ასეთი რეჟიმების შექმნის გახდა აუცილებლობა არსებული მემარცხენე რეჟიმების (ან უბრალოდ ანტიამერიკულის) ჩამოგდება(ბრაზიალია, გვატემალა, ჩილე და ასე შემდეგ) ან კიდევ ხელისუფლებაში მემარცხენების მოსვლის დაუშვებლობა.
იმიტომ რომ «დამოკიდებული» ფაშიზმი დამოკიდებული იყო «დემოკრატიულ მეტროპოლიებზე», ამიტომაც ხშირად ფაშისტურ რეჟიმებში არსებობდა ამათუ იმ სახით დემოკრატიული ინსტიტუტები, არსებობდა პარლამენტი, მრავალპარტიული სისტემა, ტარდებოდა «არჩევნები», მართალია უმთავრეს შემთხვევაში ეს ატარებდა ამა თუ იმ სახით ბუტაფორულ ხასიათს.(მაგ პარაგვაიში სტესნერის დროს დემოკრატიის და ფაშიზმის თანაცხოვრების საკითხი მარტივად წყდებოდა ქვეყანაში მოქმედებდა სამხედრო მდგომარეობა ერთი დღის, არჩევნების გამოკლებით)
სპეციალურად «დამოკიდებული» ფაშიზმის ქვეყნებისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად, ძალოვან სტრუქტურებში აქტიურად ხდებოდა ფაშისტური იდეოლოგიის პოპურალიზაციას, არმია, პოლიცია და სპეცსამსახურები გადაიქცეოდა რაღაც ფაშისტური პარტიების მსგავს ორგანიზაციებად ოღონდ ფაშისტური პარტიების გარეშე. უკანა რიცხვით ჩილეს გადატრიალების შემდგომ აღმოჩნდა რომ არმიაში ბევრად მეტი ფაშისტი იყო ვიდრე ფაშისტურ ორგანიზაციებში, ისევე როგორც უკანა რიცხვით გაირკვა ანალოგიური ბრაზილიაში პოლიციაში და სპეცსამსახურებში.

                       დამოკიდებული ფაშიზმი ასე ვთქვათ ხიდს დებდა ფაშისტურ და მემარჯვენე ლიბერალურ რეჟიმებს შორის, ახდენდნენ რა ფაშიზმის უფრო გაცივილურებას და მისაღებს ლიბერალებისთვის, მაგ სომოსაც რეჟიმი ნიკარაგუაში იდეოლოგიურად ორიენტირებული იყო ევროპულ ფაშიზმზე და ეხმარებოდა მაგ ურუგვაიში ფაშისტებს გადატრიალების მოწყობაში მაგრამ როგორც ამერიკის სტრატეგიული მოკავშირე ფორმალურად საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა «ოსის» ქვეყნებთან.
                         ევროპაში «დამოკიდებული» ფაშიზმის მაგალითი გახლდათ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პრო-ბრიტანული საბერძნეთი,  სადაც გერმანელი ჯარებიდან განთავისუფლების შემდგომ დაიწყო სამოქალაქო ომი, ბრიტანელი ლეიბორისტები თავიდან დიდხანს ლანძღავდნენ ჩერჩილს «მონარქო-ფაშისტების» და «ნაცისტი კოლაბორაციონისტების» მხარდაჭერის გამო მაგრამ 1945 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ეს თავადაც გააგრძელეს.
                     კიდევ ერთ მაგალითს არაკლასიკური ფაშიზმის წარმოადგენს ე.წ «ახალი მემარჯვენეები», შექმნილი 60 იან წლებში(თავდაპირველად საფრანგეთში მცირე ჯგუფ «გრესეს» სახით), «ახალი მემარჯვენეები» იყენებდნენ ე.წ ორსახოვანი  ფაშიზმის მეთოდს, ერთის მხრივს რესპექტაბელური საპარლამენტო ფაშიზმი გაერთიანებული მემარჯვენე კონსერვატორულ პრაქტიკასთან დემოკრატიის მოქმედების პირობებში. «ახალმა მემარჯვენეებმა» გადაწყვიტეს ფაშისტური თეორიის განახლება პრიმიტიული რასიზმის  პრიმიტიული უნივერსალიზმის და სოციალური დემაგოგიის უარყოფით, აღიარეს უმცირესობების ფასეულობა(როგორც ნაციონალურის ისე სექსუალურის), ეკოლოგიის საკითხის მნიშვნელობაც, ჩამოაყალიბეს რეალურად პოსტ-მოდერნისტული დოქტრინა ისტორიაზე და ცილივიზაციაზე რომელიც ფაქტიურად შეუძლებელია გაარჩიო ნეოლიბერალიზმის ჰაიკისეული და მიზესისეული დოქტრინისგან. პოლიტიკური შეხედულებები «ახალი მემარჯვენეების» დაემთხვა ნეოლიბერალიზმის პრაქტიკოსების შეხედულებებს რეიგანომიკის და ტეტჩერიზმის დროს.სულაც არ არის შემთხვევითი პინოჩეტის რეჟიმს(«დამოკიდებული ფაშიზმი») ხშირად ეძახიან «სამხედრო ტეტჩერიზმს», ის კი არა მათი იდეებიც ემთხვეოდა ერთმანეთს (ერთიც და მეორეც უარყოფს საზოგადეობის არსებობას-რაც სხვა არაფერი იყო თუ არა იტალიური ფაშიზმის დოქტრინის ხელახალი გადამღერება), სწორედ მოძრაობები და პარტიები  რომლებმაც გააერთიანეს იდეები «ახალი მემარჯვენეების» და ნეოლიბერალიზმის მიაღწიოს დიდ ელექტორარულ წარმატებებს დასავლეთ ევროპაში : ნაციონალური ფრონტი ლე პენის საფრანგეთში, ხორტეინის პარტია ჰოლანდიაში, თავისუფლების პარტია ავსტრიაში(საგულისხმოა ისიც რომ ჰაიდერი პარტია ლიბერალური ინტერნაციონალის წევრია).
                 ფაშიზმი როგორც ახლობელი ფენომენი უპრობლემოდ ერგება ნებისმიერი რასის და ნებისმიერი რელიგიის მიმდევრებს. ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრები გერმანელი წარმართები იყვნენ მაგრამ პარტიის ოფიციალური პროგრამა(25 პუნქტი) გამოდიოდა «პოზიტიური»(ანუ ეკუმენისტური ეკლესიის მხარეს) ქრისტიანობის მხარდამჭერად, იტალიური, ესპანური და ლათინურ-ამერიკული  ფაშიზმები ატარებდნენ გამოკვეთილ კათოლიკურ ხასიათს, ბერძნული და რუმინული ფაშისტები მებრძოლი მართლმადიდებლები იყვნენ. ჰაიტიზე დიუვალეს რეჟიმი ვუდუისტური იყო, იაპონელი ფაშისტები როგორც წესი სინტოისტები იყვნენ, არსებობს მუსულმანური, ინდუისტური(ვიშნუისტური), იუდაისტური, ბუდისტური(შრილანკაზე) ორგანიზაციები, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთი ათეისტური არ ყოფილა.
                ფაშიზმი სულაც არ არის იდენტური თეთრი რასიზმის იდენტური, როგორც გამოცდილებიდან ჩანს მობუტუს რეჟიმი ზაირში და შინაარსობრივად   აბსოლუტურად ფაშისტური ჰოლდენ რობერტოს რეჟიმი ანგოლაში სულაც შავკანიანები იყვნენ. მით უმეტეს არ არის აუცილებელი ანტისემიტიზმი(ფაშისტური რეჟიმები ცენტრალურ ამერიკაში პრო-ისრაული განწყობებით გამოირჩეოდნენ, არაფერს ვამბობთ თავად ებრაულ ფაშისტურ დაჯგუფებებზე როგორიცაა «კახი» და «კახანე ხაი»). მაგრამ ნებისმიერი ფაშიზმის მახასიათებლებია ანტიკომუნიზმი; მილიტარიზმი(ვიწრო გაგებით არმიის და არმიული წეს-წყობილების ქებათ ქება და გადატანა რეალურ ცხოვრებაში), მებრძოლი ქსენოფობია მიმართული ვინმეს მიმართ: ემიგრანტები თანამედროვე ევროპაში, ზანგები ამერიკაში და სამხრეთ აფრიკაში, ინდიელები ჩილეში და გვატემალაში, თამილები შრილანკაში, თეორიული ელიტარიზმი(ანუ საყოველთავო თანასწორობის იდეის უარყოფა), ობივატელური კულტურული პრიმიტივიზმი(ანუ კულტურის უარყოფა მისი სირთულის გამო, განსაკუთრებით მისი ინტელექტუალურად რთული გამოვლინებებით)
რუსულიდან თარგმნა: ნიკა ქობულაძე, თორნიკე ჭუმბურიძე.

მოსაზრება კაპიტალიზმსა და ტრადიციებზე

ქართველებს მრავალი ტრადიცია გვაქვს, იქნება ეს სუფრის თუ ყოველდღიური ცხოვრების, ბევრი ტრადიცია მე ძალიან არ მომწონს, ბევრი მომწონს ბევრის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს, თავად მე არ ვთვლი თავს ტრადიციულად მაგრამ დრო როდესაც ვთვლიდი რომ ტრადიციებთან ბრძოლა ჩემს არს წარმოადგენდა რათქმაუნდა გავიარე.  არსებობს ზოგიერთი ტრადიცია  რომელზეც მეცინება, მაგ. მრავალი წელია ალბათ საუკუნეც არსებობს ტრადიცია, როდესაც   როდესაც მავანი  საკუთარ მოსაზრებას  ჭეშმარიტებად ასაღებს  და ყველა ვინც ამას  არ იზიარებს  უვიცებად აცხადებს . მეც ხშირად გადავქცეულვარ “უვიცი” იმის ფაქტის გამო რომ წლების განმავლობაში ვიზიარებდი არამეინსტრიმულ შეხედულებებს.

ძალიან დიდი ხანია ჩვენს ინტელექტუალურ ელიტას აწუხებს, “ქართველი ხალხის ჩამორჩენილობის” პრობლემა, იქნება ეს ლიბერალები თუ ბოლო პერიოდში მოდური ლიბერტარიანელები, მათთვის ეს  სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს,  ჩვენმა საზოგადოებამ ვერ მოახერხა ისე   ტრანსფორმაცია ქვეყნის  რომ პირდაპირ ვთქვათ და არ შევრცხვებით უცხოელების თვალში(გაიხსენეთ ის ისტერია როდესაც მთელი ეს დღეებია ჩვენი ექსპერტები წუწუნებენ, ევროპა ჩვენზე რას იტყვის, ან როგორ შეჰბედა, ივანიშვილმა ან უსუფაშვილმა ევროპელებს კრიტიკაო),  ერის ბედზე ჩაფიქრებულები პირობითად შეიძლება ორ ანტაგონისტურ მხარედ დავყოთ, ერთნი თვლიან რომ პრობლემა უბრალოდ მართლმადიდებლობაშია და მის მენეჯმენტშია და როდესაც შეიცვლება მენეჯმენტი ან მართლმადიდებლობა გარდაიქმნება, პრობლემაც მოგვარდება,  ის ფაქტი რომ რეალურად  და არა ფარისეველურად ეკლესიას ნაკლებად თუ ვინმე უჯერებს ეს მეორეხარისხოვანია,  მაგრამ ეს არაა ჩემი დღევანდელი ჭმუნვის  თემა,  რადგანაც ეს ხალხი ძირითადად წუწუნის რეჟიმში არსებობდა და არსებობს, აი მეორე მხარე კი სხვა თემაა, ისინი  თვლიდნენ  და პრაქტიკაშიც ცდილობდნენ განეხორციელებიათ , ქვეყნის რადიკალურ მოდერნიზაცია, კაპიტალიზმის(ბაზრის) მაქსიმალური განვითარების ხარჯზე. რასაც უნდა მოჰყოლოდა ქართული საზოგადოების განვითარებაც ისე რომ არ შევრცხვებოდით უცხოელების თვალში.
ამ კატეგორიის ხალხში რომლებსაც ჩვენ(სოციალისტები თუ სხვა მემარცხენები) ნეოლიბერალებს ვეზახით, არსებობს მოარული მოსაზრება რომ საჭიროა  კაპიტალიზმის მაქსიმალურად  განვითარება და  ქვეყანა აუცილებლად ისე შეიცვლება როგორც ეს კაპიტალიზმის ცენტრშია, ანუ თუ მაგალითად პერიფერიული საქართველო ან გვინეა ბისაუ  გვინდა ისე შევცვალოთ რომ მივიღოთ ახალი  შვედეთი ან ინგლისი,  მაშინ საჭიროა კაპიტალიზმის მაქსიმალური განვითარება, რაც გულისხმობს სხვადასხვა ბაზრების  დერეგულაციებს, სახელმწიფოს ეკონომიკაში მონაწილეობის მინიმიზაცის, შრომითი უფლებების გაუქმებას და ან დაყვანს ისეთ მინიმუმადე რომ დიდად არ იქნება განსხვავებული გაუქმებულისგან, პროფკავშირების როლის მკვეთრ შემცირებას და სხვა რჩევებს რომელიც 1970 იან წლებში მოიფიქრეს, ნეოლიბერალური კონტრ-რევოლუციის დროს შემუშავდა,  ამ ცვლილებების  შედეგად ჩვენ გავხდებოდით  ისეთივე ძლიერები  როგორც ეს  ცენტრში არსებული სახელმწიფოებში არიან,  განსაკუთრების შორსმხედველები კი იძახოდნენ აი გავხდებით და მერე თუ გინდა სოციალიზმიც ააშენეთოს.  
2003 წლიდან ეს ეს არგუმენტი ჩვენთანაც აქტიურად მუსირებდა რადიკალური ნეოლიბერალების ლექსიკონში, მაქსიმალური კაპიტალიზმი უდრის მაქსიმალურად ტრასნფორმირებულ ქართულ საზოგადოებას, ანუ კაპიტალიზმის განვითარებსთან ერთად გაქრებოდა როგორც ქალიშვილობის ინსტიტუტი(ქალებში ნიუდაჩნიკი ლიბერალების საყვარელი თემა) ასევე სხვა ანაქრონიზმები,  მაგრამ პრაქტიკაში აღმოჩნდა რომ რაც უფრო ძლიერდებოდა კაპიტალიზმი საქართველოში მით უფრო კონსერვატორული და ანაქრონისტული გახდა ჩვენი საზოგადოება,   სწორედ აქ არის განსხვავებული თანამედროვე მარქსისტულ აზროვნებასა და ყველა ჯურის ლიბერალებს შორის, კაპიტალიზმის განვითარება არამხოლოდ არ ანადგურებს ანაქრონიზმებს არამედ ხშირად უფრო აძლიერებს. ეს ჯერ კიდევ როზა ლუქსემბურგმა შენიშნა რომელმაც ნათლად ასახა მაგ ამერიკაში მონათმფლებობის ხელახალი გაძლიერება კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად ისევე როგორც რუსეთში და სხვა ევროპის ქვეყნებში გლეხების დაყმევების გაძლიერება მაშინ როდესაც ცენტრში ეს უკვე დიდი ხნის  მივიწყებული იყო.
ჩვენთან ამის ნათელი დადასტურებაა, ის რაც ემართება ქართულ ბურჟუაზიას, გულწრფელად რომ ვთქვათ,  ქართული ტრადიციების დაცვა პრაქტიკაში ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა,  მისი დაცვის შესაძლებლობა  მხოლოდ ფინანსურად მყარ და ძლიერ ადამიანებს თუ შეუძლია, პირადად მე სულ რომ გავგიჟდე და ჭკუა გადამეკეტოს, ვერ შეძვლებ ჩოხა ახალუხის შეძენას, ამის ფუფუნება მხოლოდ ახალ ქართულ ბურჟუაზიას და ბიუროკრატებს თუ ექნებათ. ნაცების  დიდი სურვილი მიუხედავად  ტრანსფორმაციის შედეგად გაჩენილმა ქართულმა ბურჟუაზიამ არამარტო არ მოიშორა ანაქრონისტული ტრადიციები, არამედ მისი ყოველდღიურობის ატრიბუტად აქცია. ჩვენთან მსგავსი კვლებები არ არსებობს მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაზე უფრო დიდი რელიგიურობა თუ სხვა “პრობლემები” რომელსაც თვლიან ჩვენი ქვეყნის ბედზე ჩაფიქრებულები, სწორედ იმ წრეებშია რომელსაც ქვეყნის განვითარების ავანგარდობა უნდა ეტვირთა.
ამიტომაც როდესაც დღეს როდესაც ვნახე თუ როგორ ლანძღავდა, ერთი უნიჭო ტიპი ჩემს მეგობარს და უვიცს ეძახდა იმიტომ რომ საკუთარ  იდეოლოგიას თვლის ჭეშმარიტებად, უბრალოდ გამეღიმა,  რაც არ უნდა უნდოდეს ჩვენ ნეოლიბერალებს, პროგრესულობა, ისინი იმავეს აგრძელებენ რასთან ბრძოლაც 2003 წელს დაიწყეს, იმისთვის რომ ქვეყნის ტრანსოფორმაცია მოხდეს, ცენტრში დაწერილი წესების გადმოტანა არაა საკმარისი, მითუმეტეს როდესაც თავად ამ ცენტრში ამ თამაშის წესებს არავინ იცავს. 

სულ სხვანაირი სტუდენტები

ქართული პოლიტიკით დაინტერესებული მკითხველი აუცილებლად შეამჩნევს იმ პარადოქსალურ სიტუაციას,  რომელიც სუფევს ქართულ პოლიტიკოსებში სტუდენტური და საერთოდ ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართ.  პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს  გამონახოს საერთოდ ენა ახალგაზრდებთან, შედეგად ,  სტუდენტებს აცხადებენ ხოლმე სააკაშვილის რეჟიმის მხარდამჭერებად და გულისტკივილით აღნიშნავენ უცხოელი სტუდენტების წამყვან როლს საპროტესტო მოძრაობებში. 
აღსანიშნავია,  როგორც ყოველთვის  ქართველი პოლიტიკოსები ან ვერ ახერხებენ ან აგვიანებენ  იმ პოლიტიკური ტენდენციების შემჩნევას რომელიც მათ თვალწინ ყალიბდება ან უკვე ჩამოყალიბდა. არაფორმალური ქორწინება ,რომელიც “ვარდების რევოლუციის” შემდგომ  არსებობდა ქართველ ახალგაზრდობასა და ხელისუფლების შორის  უკვე დასრულდა და დღეს უკვე  აქტიური ახალგაზრდების დიდი ნაწილი ხელისუფლების მიმართ პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ მტრულად არის განწყობილი.  უბრალოდ განსხვავებით ქართული პოლიტიკაში არსებული დღის  წესრიგისა, სტუდენტობის გაწყობა მკვეთრად მარცხნივ გადაიხარა  და სწორედ ამიტომაც მათი  დიდი ნაწილი ისევე ეჭვის თვალით უყურებს ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების დიდ ნაწილს როგორც თავად ხელისუფლებას.
ბუნებრივია, როდესაც ხედავ რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებითად სხვაობა ის არის რომ “მიშა უბრალოდ ცუდი ტიპია” და მისი ოპონეტები კიდევ კარგები და  და კეთილები არიან და ეს არის უმთავრესი განსხვავება,წარმოუდგენელია  ასეთი პოლიტიკის მიმართ არ ჩამოგიყალიბდეს ნეგატიური დამოკიდებულება.
ბოლო პერიოდში, მიუხედავად არნახული და ევროპაში და მსოფლიოში სრულიად წარმოუდგენელი ეკონომიკური აღმავლობის ტემპების მიუხედავად ეს არანაირად არ აისახება, სტუდენტების და მათი ოჯახების ცხოვრებაზე. ბევრი სტუდენტისთვის ცხადი რეალობაა, როდესაც ვეღარ ახერხებენ სწავლის არაადეკვატური გადასახადის გადახდას და განათლების გარეშე რჩებიან, ასევე სათუოა განათლების მიღების შემთხვევაში დასაქმების პერსპექტივებიც . ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დინამიკა ფაქტიურად ადგილს არ ტოვებს სტუდენტებისთვის, გამომდინარე იქედან რომ  ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია დაბალკვალიფიცირებული მშრომელების არსებობაზე, რომლებმაც საკუთარი სიიაფით და მშრომელებისადმი ნებისმიერი მოპყრობის უფლებით(ლიბერალური შრომის კოდექსი) უნდა მოიზიდონ უცხოელი ინვესტორები.(აქვე შეიძლება აღინიშნოს რომ მიუხედავად იმისა რომ, დამქირავებელს ვგონებ მოკვლის გარდა ნებისმიერი რამის უფლება აქვს, რატომღაც არ ჩანს უცხოელი ინვესტორების მიერ ატალახებული  საქართველოს საზღვრები)
სწორედ ასეთ პირობებში ახალგაზრდობის გამემარცხენება,   სრულიად ბუნებრივი და აუთენტური პროცესია. ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად  სხვადასხვა  ქალაქების სტუდენტურ სასწავლებლებში მცირე თუ დიდი ჯგუფები იქმნებიან. ამ პროცესის ყველაზე ნათელი დადასტურებაა “ლაბორატორია 1918” რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა, სოციალ-პოლიტიკური ფაკულტეტის სტუდენტების ბაზაზე და დღეს  აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საპროტესტო მოძრაობებში და ხშირად თავად არის ინიციატორი ამა თუ იმ საპროტესტო პროცესის.
ყველაფერ ამაში გასაკვირი  მხოლოდ ის შეიძლება იყოს რომ ეს პროცესები საქართველოში მხოლოდ ახლაღა დაიწყო, მაგრამ როგორც ამბობენ  სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.  გლობალურ ნეოლიბერალურ  წესრიგს უკვე დიდი ხანია  წყალი შეუდგა და ამ  ტენდენციებმაც  საქართველოშიც ჩამოაღწია, სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს  მხოლოდ საზოგადოების ყველაზე პროგრესულ ნაწილში, სტუდენტობაში გამოიხატება.