Category Archives: ნიკა ქობულაძე

5 ივნისი

მოკლედ,  დღეს “დიდი დღე” იყო.  დიდი იმიტომ რომ ჩემი მშობილური პარტიის სოც-დეკების მეორე ყრილობა გაიმართა და ასევე გადავწყვიტე რაღაცეების შეცვლა ჩემს ყოველდღირობაში.

სოც-დეკების მეორე ყრილობა დიდი ხანია იგეგმება, ჯერ შარშან დეკემბერში გვინდოდა, შემდგომ თებერვალში, მერე მაისში და საბოლოოდ 5 ივნისს გადაწყდა, მართალია ნუმერაციით ყრილობას ნომერი ორი ჰქონდა მაგრამ ალბათ პირველიც თავისუფლად  შეიძლება გეწოდებინა,   რადგანაც პირველი შორეულ 2010 წელში იყო და დღევანდელი პარტიის დიდი ნაწილი მასში არ მონაწილეობდა(მათ შორის მეც, მე მალევე სექტემბერში შევუერთდი) და დღეს უკვე ფართოდ გაიშალა და ბევრი რამე გაირკვა, მე პოლიტსაბჭოში ამირჩიეს, მართალია პრინციპში მეგონა აღმასკომშიც ვიქნებოდი მაგრამ როგორც ჩანს რადგანაც ბოლო დღეები არ ვყოფილვარ(ჩემი ძმის ქორწილი იყო) ბანალურად დავავიწყდი, ნუ არაორგანიზებულობა სამწუხაროდ ჩვენი პარტიის ორგანული ნაწილია.

დიდი გამოწვევები გვაქვს, სოციალური სახელმწიფოს აშენებაში მონაწილეობის მიღება, ოდესმე ხომ უნდა მოხდეს ისე რომ სოციალური სახელმწიფოს აშენებაში, ისეთი ხალხი იღებდეს მონაწილეობას რომლებსაც სჯერათ ამ იდეის, ასევე თავად პარტიის განახლება, ადაპტირება ახალ რეალობასთან, ბევრი სრულიად უსარგებლო ხალხის მომზღვავებასთან გამკლვავებას და ასე შემდგომ.

მეორეს მხრივ,  დღეს ბევრ რამეს დავუსვი წერტილი და ოფიციალურად დავიწყე პრობლემების მოგვარება. პრაქტიკაში იმისთვის რომ  რაღაცეები გავაკეთო, საჯარო პირობების დადებას უნდა მივმართო,  ასეთია ჩემი გეგმები უახლოეს პერიოდშ :

  • წონის დაკლება, პრინციპში ეს დიდი ხანია მწიფდება მაგრამ თავი ვერაფრით ვერ მოვაბი. ხოდა ახლა ამის დროა, დასაკლები ძალიან ბევრია, იმდენად ბევრი რომ ზუსტ ციფრს ახლა არ დავწერ. (თუ რატომ მგონი ახსნა არ სჭირდება მაგრამ მაინც ავხსნი, პირველი მომბზერდა ის სტერეოტიპი რომელიც მსუქან ტიპებზე არსებობს, სრული ანტიპოდი ვარ იმის, მეორე ასე ბევრად მეტი გოგო მეყოლება(პრინციპში ახლაც არ მაქვს ეს პრობლემა მაგრამ მე ხომ ვიცი) მესამე მიზეზი ბანალურად ჯანმრთელობა, მეოთხე სამწუხარო რეალობაა, მაგრამ გამხდარი ხალხი ბევრად უფრო მეტ წარმატებად აღწევს ამა თუ იმ სფეროში) 
  • ორგანიზებულობის პრობლემის მოგვარება, ესეც დიდი ხანია მიტრიალებს თავში და ამასაც თავი ვერ მოვაბი, ძალიან ბევრ დროს ვკარგავ არაეფექტურად და ეს დაუშვებელია. ბევრი რამეა გასაკეთებელი და უბრალოდ ვეღარ ვნახულობ გაპრავებას თუ რატომ არ ვაკეთებ. შედეგად დღეს მაგალითად უბრალოდ დავავიწყდი და საერთოდ არ ჩამსვეს აღმასკომში.
  • ადამიანური ბინის მოძებნა, სამწუხაროდ ჩემი ბურჟუა ბაითის პატრონმა მაუწყა რომ ბინა მაქვს მოსაძებნი და სხვა რა დამრჩენია, რამე კარგი ბინა ვნახო, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რათქმაუნდა გირაოთი.
  • დასვენების დაგეგმვა, ზუსტად არ ვიცი რამდენი წელია არ დამისვენია ზაფხულში, რადგანაც მე როგორც თბილისში მყოფ ბათუმელს არ მიმართლებს და ზაფხულში ბათუმში მიწევს წასვლა, რაც დასვენება კი არა უბრალოდ, მშობლიურ ქალაქში დაბრუნებაა, ბათუმი კი არის ჩემი მშობლიური ქალაქი მაგრამ სულ უფრო მეტად ხდება ჩემტვის გაუცხოებული მაგრამ მაინც მშობლიური ქალაქი, შედეგად ვერაფრით ვისვენებ და ვრჩები უპონტოდ და ჯანმრთელობასაც ვერანაირი ხეირი.
  • ცოტა მეტი სისტემურობის მიცემა იმაზე თუ როგორ ვერთობი, ალბათ სჯობს ვაღიარო რომ გეიმერი ვარ და ეს უიმედოა , უბრალოდ უნდა მოვახერხო ისეთი დროის მოძებნა რომ ამან არ მომიტანოს უკუშედეგი.
  • ბლოგზე ხშირად წერა, ბოლო პერიოდის ავმუშავდი მაგრამ კიდევ უფრო მეტია საჭირო.
  • მეტი მუშაობა საკუთარ თავზე. პირველ რიგში გადადებული წიგნების მთელი პლეადის წაკითხვა.
  • სასწავლად წასვლა უცხოეთში, უბრალოდ მოვიდა ამის დრო,.

დიდი დროება 21 ოქტომბერი 2012

ჩემი სტუმრობა, ზაზა შათირიშვილის  გადაცემა დიდ დროებაში, თავად ჩემი გამოსვლის მიმართ ნეიტრალური ვარ , უფრო  მომეწონა ვიდრე არა, ნუ რათქმაუნდა  შეიძლებოდა კიდევ უფრო უკეთესი,  დიდმა ნაწილმა მომიწონა(ერთადერთი კრიტიკული აზრი იყო მაგრამ ისეთი ადამიანისგან რომლის აზრიც  ჩემთვის ძნ მნიშვნელოვანია)

პირადად მე ის მომეწონა რომ რეაქტიულად არ მილაპარაკია და ხელებიც შედარებით ნაკლებად ვიქნიე გიჟივით.