Category Archives: ნოდიკო მელაძე

100 გრადუსი ცელსიუსი(თემა-მარიხუანას დეკრიმინალიზაცია)

                  მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოდური თემაა, მას თავად ხელისუფლების ყველაზე ინტელექტუალური ფრთა  ლობირებს.  დეკრიმინალიზაციის მოწინააღმდეგეებს  ჩამორჩენილებად, მორალისტებად ან კიდევ უფრო უარესი ფუნდამენტალისტებად ნათლავენ. ალბათ ამიტომაც  გადაწყვიტა  ქართული ჟურნალისტიკის ახლად ამოკიაფებულმა ვარსკვლავმა ნოდიკო მელაძემ  ეს თემა მის შოუში გაეშალა და  კიდევ ერთი ლამაზი ვაკხანალია ეჩუქებინა ჩვენთვის.                          

       
                                                  მომხრეები vs მოწინააღმდეგეები 

      ასეთი ტიპის  გადაცემებეში როგორც წესი ერთმანეთს უპირისპირდებიან  მომხრეების და მოწინააღმდეგეების თანაბარი რაოდენობა,  თანაბარი თუ არა, სხვაობა უმნიშვნელო უნდა    მომხრეებსა თუ მოწინააღმდეგეებს შორის (შეიძლება საზოგადოების განწყობის შესაბამისად ასახვაც) ,  მაგრამ ჩვენს შემთხვევაში   საქმე გვქონდა სიტუაციასთან როდესაც ფაქტიურად ერთადერთი ადამიანი(ლეჟავა) ცდილობდა მასზე მრავალჯერ მეტი მოწინააღმდეგესთან დაპირისპირებას, შესაძლოა ინტელექტუალურად ეს სრულიად ადეკვატური  ბრძოლა იყო მაგრამ  მაგრამ გადაცემის ფორმატიდან  გამომდინარე  ცოტა არ იყოს მძიმე სანახაობად გადაიქცა.
              მე კი შთაბეჭდილება დამრჩა,  რომ საქმე გვქონდა,  ჰეგემონიის თეორიის კლასიკურ მაგალითთან, როდესაც მართველი ელიტის დომინანტური იდეა იმდენად ძლიერია რომ მას წინააღმდეგობა არავინ არ უნდა გაუწიოს.  ეგრეც იყო გადაცემის ბოლოს ლამის მთელმა დარბაზმა მხარი დაუჭირა ზემოთაღნიშნულ იდეას, ეს იმ ქვეყანაში სადაც მორალიზმის ახალ ახალი ტალღები აზვირთდება  ყოველღდიურად.
                                         ძველი და ახალი თაობის კაი ტიპები .
                 გადაცემას რაღაცნაირ ფონად გასდევდა,  ძველი და ახალი თაობის “კაი ტიპების” ერთსულოვნება მარიხუანას დეკრიმინალიზაციის წმინდათწმინდა  საქმეში. ძველი თაობის კაი ტიპები საკუთარი  ძველ ბიჭური მანერით და ფსევდო მართლმადიდებლური სიბრძნით ცდილობდნენ,  კანაბისის კულტურის დაკავშირებას ქართულ ისტორიასთან(ისე რა გაუხურეს საქმე ამ კანაბისს, არ გვაქვს მშვენიერი  სახელი კანაფი? ) . ხოლო ახალი თაობის კაი ტიპები უფრო,  ლიბერტარიანული იდეებით . მანიპულირებდნენ(რა სახელმწიფოს საქმეა რას მოვწევ მე) . მე კი  მთელი გადაცემის დროს მტანჯავდა კითხვა:  გია ნიკოლაძეს მარიხუანას მომხრეების  სახედ გამოყვანა  რამდენად მომგებიანია ამ საქმისთვის? 
                                        ნოდიკო მელაძე 
                 ნოდიკო მელაძე ი ძალიან ნიჭიერი და თვითმყოფადი ჟურნალისტია, სრულიად  სერიოზულად ვამბობ. გადაცემის განმავლობაში მან რამდენიმეჯერ მოახერხა და  საკუთარი ყოვლად არაადეკვატური ჩართვებით და სრულიად შეუფერებელი კითხვებით გადაცემას შანსი არ დაუტოვა რაიმე საინტერესოდ  გადაქცეულიყო. ნოდიკო მელაძე ძალიან ჰგავს  ლიბერტარიანელების წარმოდგენაში არსებულ სახელმწიფოს,  ან თავად ლიბერტარიანელებს რომლებიც მართავენ ამ სახელმწიფოებს.
                  წარმოვიდგინოთ,  სტიქიური პროცესი(გადაცემა) მიმდინარეობს,  რომელიც  ბუნებრივად და  ყოველგვარი ჩარევით ვითარდება და მაყურებელი ინტერესდება და ცდილობს ბოლომდე უყუროს და  ამ დროს,   ერევა გადაცეამში ნოდიკო თავისი  ყოვლად არადეკვატური კითხვით ან უბრალოდ შეუფერებელი გადასვლით სხვა თემაზე და გადაცემის ყველანაირ მუღამს ადგილზე კლავს. კლასიკური ლიბერტარიანელი ეკონომისტების მაგალითია, რომელიც შეეფერება ამ სიტუაციას.
                                          პრობლემა
                იდეაში შეიძლება კამათი, რამდენად მიზანშეწონილია საქართველოსნაირ ქვეყანასი მარიხუანას ლეგალიზაციაზე საუბარი, არსებობს უამრავი კვალიფიციური არგუმენტები მომხრეების და მოწინააღმდეგების(ჩემი ანგარიშით აშკარად მოწინააღმდეგების არგუმენტები უფრო წონადია) მაგრამ ისიც ფაქტია, არ შეიძლება მარიხუანას მომხმარებლების მიმართ ისეთი დამოკიდებულება როგორიც ახლა არსებობს, სახელმწიფოში. ფაქტიურად მარიხუანას მომხმარებლები ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ წყაროდ გადაიქცა, ხოლო ციხეებში მყოფი ათასობით  მარიხუანას მომხმარებელი პოტენციურად იქცევა დამნაშავედ, რადგანაც რბილად რომ ვთქვა ქართული ციხე არ გავს იმ ადგილს  რომელთა იქ ყოფნა რბილად რომ ვთქვა უსამართლოა, რადგანაც ამ ხალხს მკურნალობა უფრო სჭირდება ვიდრე მათი გაშვება ციხეში, ქართულ ციხეში.