Category Archives: ნონ-კონფორმიზმი

ქართული ნონ-კონფორმიზმის ისტორიული საფუძვლები

ცნობილი ნონ-კონფორმისტი ხელოვანის., გიორგი ლიფონავას ინტერვიუს შემდგომ, რომელიც მან ტაბულა-ART მისცა, საზოგადოების წინაშე დადგა აუცილებლობა ქართული ნონ-კონფორმიზმის ისტორიული საფუძვლების მოძებნა.

ლოგიკურად,  ნონ-კონფორმიზმის საფუძვლები  უფრო ადრეულ წლებში უნდა ვეძებოთ და ქართული ნონ-კონფორმიზმის ბიბლია კარგად დავიწყებული “გიხაროდენ”გახლავთ:)

May 68 (ავტორი ლევან აბაშიძე)

პარიზელი სტუდენტების ამბოხზე დაკვირვების შემდეგ მსოფლიომ პირველად გააცნობიერა. რომ მომავალი რევოლუციურ განვითარებაზე იდგა.  1968 წელს გაუგონარი მოვლენები ხდებოდა მთელს მსოფლიოში: მაომ მილიონობით სტუდენტი გამოიყვანა ქუჩაში , რომლებიც ამსხვრევდნენ უნივერსიტეტებს, სამინისტროებს, პარტკომებს. ჩეხოსლოვაკიაში ალექსანდრ დუბჩეკი გამოვიდა მოსკოვის ბატონობის წინაააღმდეგ და მოუწოდა სტუდენტების აღტაცებულ მასას აეშენებინათ ’სოციალიზმი ადამიანური სახით’. ნიუ იორკში ახალგაზრდა რევოლუციონერებმა კოლუმბიის უნივერსიტეტი დაიკავეს. პარიზში სორბონის ირგვლივ ბარიკადები აღიმართა. დასავლეთ ბერლინში სტუდენტებმა ’მოლოტოვის კოქტეილები’ დაუშინეს ყველაზე მსხვილი საგაზეთო მაგნატის აქსელ შპრინგერის შტაბ-ბინას. რომის ცენტრში სტუდენტები პოლიციელებს ებრძოდნენ. ასეთივე მოვლენები ვითარდებოდა მადრიდში, ტურინში, სტოკჰოლმში, ბონში, ბრიუსელში. ამგვარი სოლიდარობა ევროპაში 1848 წლის რევოლუციების შემდეგ არ უნახავთ.  ჩანდა რომ მსოფლიო ახალგაზრდული რევოლუცია იწყებოდა.

გასაგები იყო რომ ჩინელი ჰუნვეიბინები მაოს მიერ იყვნენ ინსპირირებულნი, ხოლო პრაღელი სტუდენტები კი საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს იცავდნენ. მაგრამ რას აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ სორბონის, კემბრიჯის, კოლუმბიის და ათეულობით სხვა პრესტიჟული სასწავლო დაწესებულებების სტუდენტები?

ისინი აპროტესტებდნენ, ავტორიტარულ სასწავლო პროცესს უნივერსიტეტებში, ვიეტნამის ომს, საბერძნეთში დასავლეთის მიერ დიქტატურის მხარდაჭერას, მოითხოვდნენ რასობრივი და სქესობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ანდაც ისეთ საყოფაცხოვრებო საკითხებს, როგორებიც იყო კაფეტერიებში სპაგეტის პორციის გაზრდა, მარიხუანას მოწევაზე აკრძალვის გაუქმება და ა.შ. რატო? რა მოუვიდათ მათ?

’თქვენ მე მატყუებდით, მთელი ცხოვრების მანძილზე’

არცერთი რევოლუცია არ შეიძლება გაგებულ იქნას ბოლომდე და სრულად. შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ 1968 წელიც არ ყოფილა გამონაკლისი. 60-იანი წლების შუაში დასავლეთის ახალგაზრდობა მივიდა დასკვნამდე, რომ უფროსი თაობა მათ ატყუებდა. ოცი წლის ასაკში ყოველთვის ასე ფიქრობენ და ყოველთვის მიმართავენ ამბოხს მშობლების წინააღმდეგ. მხოლოდ 1968 წელს ამ ახალგაზრდებს განსაკუთრებული მიზეზები ჰქონდათ ბუნტისთვის. დასავლური საზოგადოება მორალურ ჩიხში შედიოდა. ამ ახალგაზრდებს ბავშვობაში ერთი და იგივე ესმოდათ რომ: ისინი დედამიწის საუკეთესო, თავისუფალ და აყვავებულ ადგილზე ცხოვრობენ. უფროსი თაობის თვალსაზრისით ეს ასე იყო. ომის შემდეგ, ბერლინის კედლის დასავლეთ მხარეს მყოფი ქვეყნები ეკონომიკური აღმასვლის ეპოქაში შევიდნენ. უფროსი თაობა, რომელმაც ომის საშინელება და გაჭირვება გადაიტანა, დასავლეთის საზოგადოებას პრაქტიკულად სრულყოფილად თვლიდა და ერთადერთ პრობლემად კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლას მიიჩნევდა. არ არის საჭირო გამართული ნავის უშედეგო რყევები. ჯობია ძველ კვალს მივყვეთ. უნივერსიტეტი-სამსახური-ავტომობილის შეძენა- ბინის შეძენა-კიდევ ერთი სახლის ყიდვა-ანდერძი-სასაფლაო. არ შეიძლება ნორმიდან გადახვევა და ’ენის გამოყოფა’. ცხოვრება უნდა გაგრძელდეს, როგორც შაბლონი. თორემ რას იფიქრებენ კოლეგები და მეზობლები? სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ახალგაზრდობა საშუალო კლასის ფასეულობების ტყვეობაში აღმოჩნდა. გარანტირებული სტაბილურობა, მაგრამ ამავე დროს აუტანელი მოწყენილობა, შეზღუდულობა და მათი თვალსაზრისით სიყალბე. ერთი სიტყვით საზოგადოებაში, რომელმაც გააუქმა ავანტიურები, ერთადერთი ავანტიურა თვითონ საზოგადოების გაუქმება იყო ანუ რევოლუცია.

’ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ მსოფლიოში, სადაც იმაში დასარწმუნებლად, რომ შიმშილით არ მოკვდები, იხდი მოწყენილობისგან სიკვდილის რისკით’.
 
ახალი თაობა კითხვებს სვამდა. რას აკეთებდა 1968 წელს ამერიკული ჯარი ვიეტნამში? კომუნიზმს ებრძოდა? მაგრამ რა შუაში იყვნენ ვიეტნამელი ბავშვები, რომლებიც ამერიკული ბომბების შედეგად იღუპებოდნენ? ანდაც საერთოდ 20 წლის ჯონი რატომ მიდიოდა ასეთ არმიაში? რატომ უჭერდა დასავლეთი მხარს ’შავი პოლკოვნიკების’ რეჟიმს საბერძნეთში? რა, ისევ კომუნიზმთან ბრძოლის სახელით? შეჩერდით, და რა ხდება თავად დასავლეთის ქვეყნებში? რატომ კლავენ მარტინ ლუთერ კინგს(იმავე 1968 წლის აპრილში)? რატომ არსებობდა აშშ-ში შავკანიანთა გეტოები და რასობრივი სეგრეგაცია? პარიზის მუშათა გარეუბნებში რატომ იყო სახლების ნაცვლად, ნამდვილი ჯურღმულები? რატომ იღუპებოდნენ სამხრეთ იტალიაში ბავშვები?  რატომ ხდებოდა, რომ საუკეთესო უნივერსიტეტებში ადმინისტრაციული დიქტატი ბატონობდა?

ახალგაზრდობამ შეამჩნია ის, რასაც პროფესიონალი-ანალიტიკოსები ამჩნევდნენ: საშუალო კლასი გახდა ინერტული, კმაყოფილი და მოუქნელი. მათ 1968 წელს ისევე უნდოდათ ცხოვრება როგორც 100 წლის წინათ: როდესაც ღარიბების გაჭირვებას არ იზიარებდნენ, ხოლო მდიდრების მდგომარეობა კი განსჯას არ ექვემდებარებოდა. ამ პრინციპების წინააღმდეგ კი ახალგაზრდობა გამოვიდა.

ამ დროს არ არსებობდა არცერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც ოპოზიციურად განწყობილი ახალგაზრდობა დაეყრდნობოდა და შეუერთდებოდა. მათი აზრით სოციალ-დემოკრატები უკვე დიდი ხანია იყო რაც ”გაბურჟუავდნენ” კომუნისტების უმრავლესობა კი ორიენტირებული იყო საბჭოთა კავშირზე და სტალინისტურ მეთოდებზე, რომელიც თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდებს ასევე არ მოსწონდათ და უყვარდათ. წარმოიქმნა სიტუაცია სადაც ახალგაზრდებს უნდა მოეძებნათ ახალი კუმირები. და ასეთები იპოვეს კიდეც: მაო, ჩე გევარა, მარკუზე, ფანონი, დებრე. ზუსტად ისინი გახდნენ ’ახალი მემარცხენეების’ კუმირები.

’ამბოხი მართალი საქმეა’

მაო ძედუნი იმ პერიოდში ’დიდ პროლეტარულ კულტურულ რევოლუციას’ ახორციელებდა. გლეხის შვილი და თვითნასწავლი მაო რევოლუციონერი რომანტიკოსი იყო. ბუნებრივია ’კულტურული რევოლუციის’ მსვლელობის დროს ის მოხერხებულად განთავისუფლდა პოლიტიკური მოწინააღმდგეებისაგან და ისინი მისდამი მონური ერთგულებითა და მორჩილებით გამორჩეული პირებით ჩაანაცვლა, მაგრამ მაინც მაოს მიერ დაგეგმილი ’კულტურული რევოლუცია’ უფრო ამბიციურ და გრანდიოზულ მიზნებს ისახავდა. კერძოდ, ბურჟუაზიული გადმონაშთების განადგურებას,( მატერილაური კეთილდღეობა, კომფორტი, ინდივიდუალიზმი) რათა შეებიჯებინა მომავალ კოლექტივისტურ საზოგადოებაში.

ჩე გევარა 1968 წელს უკვე ერთი წლის გარდაცვლილი იყო. ექიმი განათლებით და რევოლუციონერი პროფესიით, არგენტინელი ჩე კუბის რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა. მადლიერმა ფიდელმა ის ნაციონალური ბანკის პრეზიდენტად დანიშნა, შემდეგ კი ნაციონალური მრეწველობის მინისტრად. მაგრამ ბიუროკრატის დაგეგმილი და ერთფეროვანი ცხოვრება ჩეს არ უყვარდა. 1965 წელს მან ჰავანა დატოვა და მიზნად დაისახა მთელი სამხრეთ ამერიკის მასშტაბით გაევრცელებინა რევოლუცია და ფიდელიზმი. 1967 წელს ის შეპყრობილ და დახვრეტილ იქნა ბოლივიაში.

ფრანგი რეჟი დებრე 1968 წელს იმავე ბოლივიის ციხეში იმყოფებოდა, სადაც 30 წლიან სასჯელს იხდიდა: ის ჩეს ჯგუფში შედიოდა და აგრეთვე შეპყრობილ იქნა სამთავრობო ჯარების მიერ. დებრე იყო ავტორი წიგნისა ’რევოლუცია რევოლუციაში?’ წიგნი მოაზრებული იყო როგორც სახელმძღვნელო აჯანყებებისა და პარტიზანული ბრძოლებისთვის. მართალია წიგნი მოსაწყენი გამოვიდა, მაგრამ დებრეს ცხოვრება მეამბოხეებისთვის ნამდვილად საინტერესო იყო.

ჰერბერტ მარკუზეს ’ახალი მემარცხენეების’ მთავარ იდეოლოგს უწოდებდნენ. ემიგრანტი გერმანიიდან, კალიფორნიაში სან დიეგოს უნივერსიტეტის პროფესორი. მარკუზე წმინდა წყლის თეორეტიკოსი იყო. ის აცხადებდა რომ თანამედროვე ინდუსტრიალურ დასავლურ საზოგადოებაში ’რეპრესიულმა ტოლერანტულობამ’ და ტოტალიტარიზმმა გაიმარჯვა. მარკუზეს ციტირება მოდური გახდა. მითუმეტეს, რომ მეტრი სიამოვნით ხვდებოდა ახალგაზრდა ადეპტებს.

ფანონი იყო კრეოლი მარტინიკიდან. ექიმის დიპლომი საფრანგეთში მიიღო და ალჟირში გაემგზავრა. როდესაც ომი დაიწყო, პარიზის კოლონიალური ბატონობის წინააღმდეგ, ფანონი ალჟირის ნაციონალური განთავისუფლების ფრონტს შეუერთდა. 1968 წელს ფანონი უკვე ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ მისი წიგნი ”შავი კანის, თეთრი ნიღბები’ პოპულარობისა და წარმატების პიკში იმყოფებოდა.

ახალი გურუები გონებას ატყვევებდნენ. ისინი უკომპრომისო ბრძოლისკენ აკეთებდნენ  მოწოდებას. მაომ პირდაპირ განაცხადა: ’ამბოხი მართალი საქმეა’.

პირველი ნიშანი ახალგაზრდული რევოლუციისა სტუდენტური მღელვარება გახდა, კალიფორნიაში ბერკლის უნივერსიტეტში 1964 წელს. პირველად ამერიკის ისტორიაში, საუნივერსიტეტო კამპუსების(სტუდქალაქი) ტერიტორიაზე პოლიციის ნაწილები იქნა შეყვანილი. ვიეტნამის ომი გახდა კატალიზატორი ახალგაზრდული მოძრაობისა, რომლის კულმინაციად აშშ-ში იქცა მღელვარება კოლუმბიის უნივერსიტეტში, 1968 წლის 23 აპრილს.

1968 წლის ზამთარში სტუდენტური გამოსვლები დაიწყო დასავლეთ გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიაში და პოლონეთში. გფრ-ში ’ახალ მემარცხენეებს’ სათავეში 27 წლის რუდი დუჩკე ჩაუდგა. ის თავს მარკუზეს მოსწავლედ მიიჩნევდა. თავის შვილს კი სახელად ჩე დაარქვა. დუჩკემ სტუდენტური პროტესტის ორგანიზირება ვიეტნამის ომის საწინააღმდეგოდ დაიწყო. ჰამბურგში, ფრანკფურტში, დასავლეთ ბერლინში სტუდენტებს იერიში მიქონდათ ამერიკის წარმომადგენლობებზე. მღელვარება ქუჩის ბრძოლებში გადაიზარდა, როდესაც ნეონაცისტებმა ’წითელ რუდის’ სამი ტყვია მოარტყეს.

ნამდვილი რევოლუციური ქარიშხალი კი 1968 წლის მაისში პარიზში დატრიალდა.

’აკრძალულია აკრძალვა!’

მღელვარება არსებული განათლების სისტემის წინააღმდეგ სტუდენტური გამოსვლებით დაიწყო, ნანტერის უნივერსიტეტში, პარიზის მუშათა გარეუბანში. როდესაც ხელისუფლებამ ნანტერი დახურა, უკვე სორბონა ამბოხდა.

პრეზიდენტი შარლ დე გოლი ამ დროს რუმინეთში იმყოფებოდა ვიზიტით.  ვიზიტის სასწრაფო შეწყვეტას დე გოლი არ აპირებდა. ტელევიზიით პრემიერ მინსიტრი ჟორჟ პომპიდო გამოვიდა. ’ხელისუფლებამ უნდა დაიცვას რესპუბლიკა -განაცდახა მან. – და ხელისუფლება დაიცავს მას’. 30 ათას პარიზელ პოლიციელს, 20 ათასი სპეც სამსახურის თანამშრომელი დაემატა პროვინციებიდან. მათ 30 ათასი სტუდენტი დაუპირისპირდა. სორბონა დახურულ იქნა. ბრძოლამ პოლიციასთან ლათინური კვარტალის ქუჩებში გადაინაცვლა.

’ქვა პროლეტარიატის იარაღი’

ლათინური კვარტალი ბრძოლის ველად გადაიქცა: იწვოდა ავტომობილები, იმსხვრეოდა ვიტრინები. სტუდენტებმა ბარიკადების მშენებლობა დაიწყეს, რომელთა უმრავლესობაზე წითელი დროშები ფრიალებდა. პოლიციამ შტურმზე წასვლა გადაწყვიტა.

პარიზის მაცხოვრებლები, გაბრაზებულნი იმით, რომ ზრდასრული მამაკაცები სახელმწიფო რეპრესიული აპარატიდან, ხელკეტებით უსწორდებოდნენ მათ შვილებსა და შვილიშვილებს მიიღეს გადაწყვეტილება სტუდენტების მხარე დაეჭირათ. შედეგად ფანჯრებიდან პოლიციელების თავების მიმართულებით სისტემატურად მოფრინავდა ყვავილების ქოთნები. 24 საათიანმა საყოველთაო შეტაკებებმა და ნახევარმილიონიანმა პროტესტის მარშმა პარიზში ხელსისუფლება აიძულა გაეგო რომ: საფრანგეთი წონასწორობიდან გამოვიდა. მღელვარება პროვინციებშიც გადადიოდა, სტრასბურგში, ნანტში, გრენობლში სტუდენტები აუდიტორიებს იკავებდნენ. ჩინელი ჰუნვეიბინების მიბაძვით, ისინი პროფესორებს აიძულებდნენ საჯაროდ მოენანიებინათ ’პოლიტიკური ცოდვები’. უნივერსიტეტის კედლებზე გამოჩნდა გრძელი სიმბოლოიანი პოსტერები(იგივე დაცძიბაო, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული ჩინეთში ’კულტურული რევოლუციის’ დროს).

პომპიდუ დათმობებზე წავიდა. სორბონა სტუდენტური რევკომების მეშვეობით იმართებოდა. გაჩნდა ჩე გევარას სახელობის აუდიტორია, პოსტერები ’აიკრძალოს აკრძალვა!’, განცხადება ’მოწიე რაც გინდა – თუნდაც მარიხუანა’. პასტერისა და ჰიუგოს ქანდაკებები წითელი დროშებით დაიფარა. მთელი დღის განმავლობაში სორბონას ეზოში ჯაზ-ბენდი უკრავდა. აუდიტორიებში კი დისკუსია მიმდინარეობდა: რა გავაკეთოთ შემდეგ? ამბოხებულთა ლიდერი დანიელ კონ-ბენდიტი რევოლუციისკენ აკეთებდა მოწოდებას, მაგრამ რას ნიშნავდა ეს არავინ იცოდა. ყოველი შემთხვევისთვის მაინც დაკავებული იქნა ოდეონის თეატრი.

დე გოლმა როგორც იქნა შეწყვიტა თავისი ვიზიტი და მეამბოხე პარიზში დაბრუნდა. მან მთავრობის სხდომა მოიწვია და პირდაპირ განაცხადა: ’რეფორმებს – კი, ქაოსს – არა’. გენერალმა ხალხს მიმართა წინადადებით ჩაეტარებინათ რეფერენდუმი: რათა გარკვეულიყო უჭერდა თუ არა მხარს საფრანგეთი თავის პრეზიდენტს. რევოლუციონერებს სურდათ დაუყოვნებლივ გაეცათ პასუხი: საფრანგეთის ქალაქებში განახლდა ქუჩის ბრძოლების ტალღა, სტუდენტები იარაღდებოდნენ ხელკეტებით, ჯაჭვებით და ჯართით. ისინი საფრთებოდნენ სახურავებზე და იქიდან უშენდნენ პოლიციელებს ქვების სეტყვას. ბარიკადებიდან ’მოლოტოვის კოქტეილები’ მოფრინავდა. პოლიციამ ხელყუმბარები გამოიყენა ცრემლსადენი გაზით. საპასუხოდ სტუდენტებმა ცეცხლი წაუკიდეს ბარიკადებს.

გაიღვიძა მუშათა კლასმაც. მთელს საფრანგეთში მუშებმა დაიკავეს ფაბრიკები, აიყვანეს მძევლები, ჩაკეტეს კარები და დაიწყეს მიტინგირება. დაბნეულმა ხელისუფლებამ აღარ იცოდა რა ემოქმედა მითუმეტეს, რომ  მკაფიო მოთხოვნები თითქმის არავის ქონდა. მხოლოდ კომუნისტები მოითხოვდნენ კონკრეტულ პირობებს ’საერთო პროტესტისგან’ დამოუკიდებლად: ხელფასის გაზრდას, სამუშაო დღის შემოკლებას, შრომის პირობების გაუმჯობესებას. ამბოხებული იყო 10 მილიონი ადამიანი ქვეყნის ეკონომიკა შეფერხდა. პარიზში გაჩერდა მეტრო. აეროპორტები დაიხურა. საფრანგეთის სანაპიროებზე გამოჩნდენ გემები წითელი დროშით, შეფერხდა რკინიგზა და საზღვაო მიმოსვლა. დიდ ქალაქებს შიმშილის საფრთხე ემუქრებოდა. ათასობით ტურისტი ქვეყნიდან გარბოდა. შვეიცარიის საზღვარზე მანქანათა რიგი წარმოიშვა. ფრანგ ბურჟუებს საკუთარი ანგარიშები შვეიცარიის ბანკებში გადაჰქონდათ.

მოსკოვის რეაქცია პარიზში მიმდინარე მოვლენებზე შემდეგი იყო: ერთის მხრივ, პრორაგანდისტული თვალსაზრისით უნდა ესარგებლათ, ევროპელი ახალგაზრდობის ანტიბურჟუაზიული გამოსვლებით, მაგრამ მეორეს მხირვ  ’ახალ მემარცხენეებს’   ერთნაირად არ უყვარდათ, როგორც ელისეის სასახლეს ბინადრები ისე კრემლის. ამიტომ დაბნეულმა მოსკოველმა თეორეტიკოსებმა1968 წლის გამოსვლები ისე შეაფასეს როგორც ’წვრილბურჟუაზიული რევიზიონიზმი’ იშველიებდნენ რა მარქსის ციტატას მცირე ბურჟუაზიაზე რომელიც ’მძვინვარებს კაპიტალიზმის საშინელებებისგან თავის დასაღწევად’.

დროის გასვლასთან ერთად, დასავლური დედაქალაქების უმრავლესობაში მღელვარება ნელ-ნელა ცხრებოდა. ხელისუფლება დაპირებებს იძლეოდა: სტუდენტებს – უმაღლესი განათლების რეფორმას, მუშებს – სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ერთი სიტყვით ახალგაზრდა რევოლუციონერებმა, ბურჟუაზიული სისტემის განადგურება ვერ მოახერხეს.

მაგრამ მათი საქმე ცოცხლობს!

1968 წლის შემდეგ დასავლური სამყარო შეიცვალა. საშუალო კლასმა დაიწყო ღარიბების უფლებებისთვის ბრძოლა და თვითონაც შეიცვალა, რადგან 70-იანი წლების შუაში მისი ნაწილი გახდნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც 68 წელს ბარიკადებზე იდგნენ. რასობრივი დისკრიმინაცია ნელ-ნელა ქრებოდა, ამერიკელებმა არა მხოლოდ გამოიყვანეს ჯარები ვიეტნამიდან, არამედ საერთოდ გააუქმეს, საყოველთაო სავალდებულო გაწვევა ჯარში. განსხვავებულობა და უმცირესობების უფლებები  დაცული და ლეგიტიმიზირებული იქნა. ამის შემდეგ დასავლურ ლექსიკონებში სამუდამოდ ჩამოყალიბდა ცნება ცხოვრების ალტერნატიული ფორმის შესახებ., კოოპერატივები, კომუნები ისე მომრავლდნენ როგორც სოკოები წვიმის შემდგომ. მათ შეუერთდნენ ჰიპები და ყველა ვისაც სურდა შეექმნა მიკრო-საზოგადოება საკუთარი კანონებით.მეამბოხეებმა კანონიერი და მშვიდობიანი სოციალური ნიშა დაიკავეს. ბარიკადებს აღარ აგებდნენ, ჩე გევარა უბრალო სახე გახდა მოდურ მაისურზე, ციხიდან გამოუშვეს რეჟი დებრე, რომელმაც მუშაობა პრეზიდენტ მიტერანის მრჩევლად დაიწყო ლათინური ამერიკის საკითხებში. ცხადი ხდებოდა, რომ საშუალო კლასის პოზიცია თავისუფლდებოდა რყევებისგან და სტაბილური ხდებოდა.

თუმცა 1968 წელმა რამოდენიმე შენელებული მოქმედების ბომბიც დატოვა. მცირერიცხოვანი რევოლუციონერები, რომლებსაც კვლავ სჯეროდათ ძველი კუმირების და ქუჩის ბრძოლებმა პოლიტიკურ ტერორიზმში გადაინაცვლა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა დასავლეთ გერმანია(ბაადენ-მაინჰოფის ჯგუფი) და იტალია(’წითელი ბრიგადები’). შემდეგ ტერორიზმი მთელს მსოფლიოში გავრცელდა, მხოლოდ ’წითელი ბრიგადები’ უკვე დიდ ხნის დამარცხებული იყო. 1998 წლის ზაფხულში მათ თავად განაცხადეს ’წითელი ბრიგადების შეიარაღებული ფრაქციის’ გაუქმების შესახებ.

მსოფლიო სვანაირი გახდა. იმედგაცრუებული რევოლუციური თაობა 80-იანი წლების მიწურულს უკვე ხელისუფლებაში მოვიდა. დღეს ისინი საკვანძო პოსტებს იკავებენ პოლიტიკაში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, განათლებასა და კულტურაში.

დააკვირდით ბგერებს: 1968 წელს ტექსტები ბადებდნენ ამბოხს, ხოლო ამბოხი ახალ ტექსტებს

ახალგაზრდული მღელვარება, რომელიც მსოფლიოში 42 წლის წინ მძვინვარებდა, დიდწილად დაფუძნებული და გამოწვეული იყო იმ ლიტერატურული თუ სამეცნიერო-ფილოსოფიური ტექსტებით, რომლებიც ამბოხის სულისკვეთებას გამოხატავენ. ’სავალდებულო ლიტერატურის’ წიგნებს შორის, რომელიც სან ფრანცისკოს, პარიზის, ბერლინის, პრაღის ახალგაზრდების მაგიდებზე იყო შეხვდებოდით: ბრედბერს და კასტანედას, ბეროუზს და კერუაკს, ვიანს და კენოს, მარკუზესა დაფრომის ნამუშევრებს, რემბოსა და ბოდლერის ლექსებს, მარქსის, ლენინის. ტროცკის, მაოს ნაწარმოებებს. ერთ-ერთი იმ უამრავი წარწერებიდან და ლოზუნგებიდან. რომლებიც 1968 წლის მაისის პარიზის სტუდენტური ამბოხის დროს გაჩნდა იყო თითქმის სიტყვა-სიტყვითი ციტატა კორტასარიდან:

’ქვაფენილის ქვეშ პლიაჟია’

თავად კორტასარისთვის, კოლაჟის ჟანრი ’თამაში კლასიკაში’ საყვარელი ლიტერატურული ხერხი იყო. კორტასარის მონტაჟური ნამუშევრები, განსაკუთრებით უსვამს ხაზს წარმოსახვის უპირატესობას გამოცდილებაზე. ის როგორც არავინ ისე ეძებდა გამოსავალს წარმოსახვის შეზღუდულობისგან. ამიტომაც შეიძლება თავადაც კი დათანხმებულიყო ან სულაც დაეწერა იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლოზუნგი

მთელი ძალაუფლება წარმოსახვას’.

ნონ-კონფორმისტები

რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე ერთ-ერთი საუბრისას ერთმა მეგობარმა მიწოდა ტერმინი რომელიც ასოცირებულია სოციალისტურ და საერთოდ მემარცხენე იდეებთან, ნონ-კონფორმისტი, ტერმინი საამაყო და გამორჩეულობის დამადასტურებელი, მაგრამ რეალობაში ამ ტერმინმა დაკარგა ყველანაირი პოზიტიური დატვირთა და გადაიქცა ქართული თუ საერთოდ ნებისმიერი ბურჟუაზიის დანამატად, ოღონდ ისეთ დანამატად რომელიც დროებით ცუდი იდეებით არის გატაცებული და ცოლის მოყვანასთან თუ მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნასთან ერთად გამოსწორდება. ამას სოცილიაზმთან არანაირი კავშირი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს.

რა არის  ნონ-კონფორმიზმი???  როგორც წესი ეს არის არსებული ნორმების მიუღებლობა, ბუნებრივია როდესაც იდეურ წინააღმდეგობაში ხარ არსებულ სისტემასთან მის მიერ დამკვიდრებულ ნორმებს ეწინააღმდეგეები, მაგრამ სწორედ აქ იწყება პრობლემები, თუ რომელი ნორმა არის მისაღები და რომელი მიუღებელი, მაგ ჩემი ერთი მეგობარი თვლის რომ მე თუ მემარცხენე ვარ ამიტომაც არ უნდა ვიყიდო ნორმალური ტანსაცმელი, არ უნდა ჩავიცვა ნორმალურად, არ უნდა ვუსმენდე რაღაც მუსიკას, არ უნდა მომწონდეს რაღაც კატეგორიის ფილმები თან რაც მთავარია რაც დრო გადის სია იმის თუ რას უნდა აკეთებდეს ნამდვილი “ნონ-კონფორმისტი” იზრდება, რეალურ ცხოვრებაში ყველაფერ ამას არანაირი კავშირი არ აქვს მემარცხენეობასთან და საერთოდ სოციალიზმთან.

რა არის სოციალიზმი??? სოციალიზმი გარდა ეკონომიკური თუ სოციალური პოლიტიკისა ეს არის ადამიანი ემანსიპაციის იდეოლოგია, რომელმაც უნდა გაანთავისუფლოს ცალკეული ინდივიდი საზოგადოებაში კაპიტალის მუდმივ დაგროვებასთან დაგროვებასთან დაკავშირებული სულიერი თუ მატერიალური დიქტატისგან და არა თავად შემქნას დიქტატი იმისა თუ როგორი უნდა იყოს სოციალისტი.

სწორედ განთავისუფლების იდეოლოგია უნდა გახდეს სოციალიზმი საზოგადეობის ცალკეული წევრების წამმართველი ძალა, მაგრამ საინტერესოა “მკვდარი ცხოველების” არ ჭამას და ჩეს მაისურის ჩაცმას ამასთან რაიმე კავშირი აქვს??? გგონიათ თავად ჩე კაპიტალიზმის დასამხობად ან თუნდაც ადამიანურ ფორმებში დასაბრუნებლად ხორცს აღარ ჭამდა და ლენინის მაისურით დადიოდა(მისი მაისურები ჯერ არ იყო მოდური)??? რა განსხვავებაა მეამბოხესა და რევოლუციონერს შორის???

ნეო-მარქსიზმის თუ ნეოფროიდიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ერიხ ფრომი თვლიდა რომ რადიკალებში/რევოლუციონერებში გავრცელებული მოსაზრება პროცესის მონაწილის სავალდებულო ასკეტიზმის შესახებ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დამღუპველია, ფრომმა აჩვენა რომ ასკეტებში მოთხოვნებები დათრგუნულია, მაგრამ თავად ცდა მოთხოვნების დათრგუნვის იწვევს ძლიერ მოთხოვნას მოხმარების, ფლობის, ანუ ასკეტიზმი მოხმარებლური ჰედონიზმის მეორე მხარეა, მხოლოდ იმის შემდეგ რაც ადამიანი გააცნობიერებს რომ საჭიროა იცხოვრო მთელი თავისი მრავალფეროვნებით, არ შეუშინდება იყოს  იყო არა-ჰედონისტები, არ ეშინოდეს სიამოვნების და მისი არქონის სწორედ ამის შემდეგ  არის შესაძლებელი დაძლიო სიკვდილის და ბრძოლასთან დაკავშირებული საფრთხეების შიში.

რაც მთავარია წმინდა პრაქტიკულად “ნონ-კონფორმიზმი” იწვევს მორალურ კმაყოფილებას, საკმარისია თმები გაიზარდო, წვერები მოუშვა, ჯინსები მაკრატლით დახიო და ჩეს მაისური ან ბერეტა გაიკეთო რომ ამით მთავრდება მთელი რევოლუციური რადიკალიზმი, ასეთ რადიკალიზმს სჯობს ჰალსტუხი გეკეთოს და შინაგანი უკმაყოფილება გტანჯავდეს ვიდრე სხვების საჩვენებლად იბრძოლო მხოლოდ მაისურით.

გარდა ამისა ქართული “ნონ-კონფორმიზმი” მიმართულია წარსულისკენ, მთავარი იდეა რომელიც 2010 წლის ქართველ ნონ-კონფორმისტებს აქვთ ეს ქართული ვუდსტოკის მოწყობაა, ან კიდევ იდეალურ ვარიანტში ახალი ქრისტიანიის აშენება,  სამწუხაროდ თუ უფრო საბედნიეროდ ვუდსტოკების დრომ ჩაიარა, შესაძლოა  ეს ყველაფერი 1960 იანი წლების ახალი მემარცხენეობის კულტურული გაგრძელება იყო მაგრამ დღეს ახალი მემარცხენეობა უფრო სავალალო დღეშია ვიდრე ძველი მემარცხენეობა(კომუნისტური იდეოლოგია, ანარქიზმი, სოც-დემოკრატია), რაც მთავარია პირადად მე სულაც არ მგონია რომ ეს ცუდია 1968 წელმა კარგად გვიჩვენა რომ კაპიტალიზმს არტი ვერ დაამარცხებს მას მხოლოდ რადიკალური ნაბიჯები და ბრძოლა.

ბოლო ორი სიმღერა და ორი გზა მემარცხენეობის პირველი ეს ჯონ ლენონის სიმღერაა. არც არის საჭირო მგონი ციტირება რომელი, ეს 1960 იანი წლების მემარცხენეობის ჰიმნად შეიძლება მონათლო მაგრამ ვრჩები იმ აზრზე რომ 2010 წელს მემარცხენეოის ჰიმნი არა

 წარმოსახაზე ორიენტირებული ლენონი უნდა იყოს არამედ თუნდაც ეს rage against the machine-guerilla radio

მანიფესტი

ჩვენთან  ძალიან უყვართ ოტო ფონ ბისმარკის ცნობილი გამონათქვამის
”20 წლის ადამიანი რომელიც სოციალისტი არ არის უგულოა, ხოლო 30 წლისაც თუ სოციალისტია ის სულელია” გამეორება , ეს ის  სიტყვებია რომელიც  ნებისმიერ კონფორმისტულ ნაბიჯის თუ პრინციპების ღალატის გამამართლებელ მანიფესტად გადაიქცა.

მეც ამ სიტყვების ტყვე ვარ,  ვისაც არ ეზარება ამ სიტყვებს მიმეორებს, დაწყებული ნორჩი კარიერისტი ”კეთილისმყოფელებიდან”,   დამთავრებული ჩემზე მზრუნველი ნათესავებით, საინტერესოა   ნეტავ მეც შევიცვლები??? აღარ მომინდება უკეთეს საზოგადოებაში ცხოვრება??? დავივიწყებ ჩემს პრინციპებს და მთლიანად გავხდები დამოკიდებული არსებულს რეალობებზე??? დავიწყებ მაღალფარდოვან საუბარს იმაზე რომ სოციალური დახმარება გაჭირვებულების  მხოლოდ ძლიერი სახელმწიფოს პრეროგატივაა, ახალგაზრდულ სენად მოვიხსენიებ წარსულს?   მოწიწებით გავიხსენებ წარსულს და ამაყად ვიტყვი რომ მე ომამდე ტანკისტი ვიყავი. ხმამაღლა დავცინებ ყველას ვისაც ჯერ კიდევ სჯერა რომ ცვლილებები შესაძლებელია. ფარისევლური სევდით გამოვაცხადებ რომ ჩვენ შვედები არ ვართ და ამიტომ აქ არაფერი არ გამოვა.

საოცარია მაგრამ ლიბერალური საზოგადოება რომელიც კომუნისტებს ბრალს დებდა იმაში რომ ცდილობდა ყველა ერთნაირი ყოფილიყო დღეს  ჩემგან მოითხოვს ერთფეროვნებას, ოღონდ არა კომუნისტების მიერ დადგენილს როდესაც მდიდარი არავინ იქნება არამედ სწორედ ისეთი სადაც განსხვავება სწორედ  მხოლოდ ფულის რაოდენობაში იქნება,  უნდა დავემორჩილო ბაზარს და როგორც ყველა მეამბოხე 25 წლამდე უნდა ვაღმერთებდე ჩე გევარას, ვუსმენდე როკს, მეზიზღებოდეს ომი, ვიყო არარელიგიური და საშინლად არ მომწონდეს პატრიოტიზმი, ვიზმანებოდე იმის მიხედვით თუ რომელი ბრენდია პოპულარული, შესაძლებლობების მიხედვით ვიჰიპო და ბნელები ვეძახო ყველას ვისაც არ მოვწონვარ, ხოლო დროთა განმავლობაში  ნელ-ნელა გადავიქცე წვრილ ბურჟუად, ვინმე  იდეალისტი  რომელიც  მისაყვედურებს ჩემს საქციელს  ბისმარკის სიტყვები გავუმეორე და ამაყად ვუთხრა რომ ”მე ის ნიკუშა აღარ ვარ”. ხოლო ასაკში შესვლასთან ერთად კონსერვატორული იდეებით დავიწყო მორალისტობა.

ბურჟუაზიული ლოგიკა  ძალიან მარტივია უნდა მოგწონდეს ჩე მაგრამ წარმოდგენა არ უნდა გქონდეს მასზე, საკმარისი მხოლოდ ჩეს გამოსახულებიანი  მაისური და ტატუირება მკლავზე . მათ ეშინიათ რეალური ჩეს და ამიტომაც  მიტოვებენ   ჩეს გამოსახულება მაისურზე, მათ იციან თუ ჩეს შრომებს წაიკითხავენ  მიხვდებიან  რომ ჩე არა მაისურზე დახატული ვირტუალური პიროვნებაა არამედ ადამიანი რომელმაც დატოვა ბრძოლის მეთოდი და მაგალითი მისცა ყველას  თუ როგორ უნდა შეცვალო სისტემა, ამიტომაც ცდილოვენ  გაანადგურონ  ”ჩე გევარა ” როგორც  იდეა  და დატოვონ  მხოლოდ გამოსახულება  რათა ამან სისტემას არ შეუქმნას არანაირი საფრთხე. რადგან თუ გაიგებ იმ ყველაფერს რასაც უსმენ თუ აკეთებ მიხვდები თუ რაოდენ საშინელია ეს სამყარო და მოგინდება უკეთესი, ამიტომაც არის საჭირო რომ უყურო და ვერ დაინახო, უსმინო და ვერ გაიგო. რადგან თუ გაიგებ ან დაინახავ მიხვდები რომ რაღაც ვერ არის დანიის სამეფოში საქმე კარგად.

მათი მორალი ამაყად მეუბნება რომ ყველასთვის გაქვს ადგილი გეტოში, თქვენთქვის შექმნილ გეტოში სადაც ყველანაირი ”ლუზერები” შეიკრიბებით, თქვენ   პაციფისტები უნდა იყოთ, მაღალ მატერიებზე უნდა ისაუბროთ,  პოლიტიკაში არ  მოხვიდეთ  ეს ხომ ”ბინძური” ხალხის საქმეა, ჩვენ ვიქნებით   ეს  ბინძური მილიტარისტები , სანამ თქვენ მაღალფარდოვან თეორიებზე ისაუბრებთ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ,   მერე რა თუ ცუდია ეს სამყარო სხვანაირი არ გამოდის, თქვენ უსმინეთ  ლენონის “imagine” ოღონდ  ღმერთი არ გაგიწყრეთ და  არ გაიგოთ რას ამბობს ლენონი,  ჩვენ გვჭირდება ადამიანი რომელიც უსმენს ლენონს და ჰიპობს ოღონდ ისე რომ ის საფრთხე არ უქმნის სამყაროს.

ჩვენ  სამაგიოერდ თქვენ  მოგცემთ  გეტოს, მოგცემთ  სნობებს რომელთა  კერპიც იქნებით თუ სწორად მოიქცევით,  ჩვენ ჩვენთვის დავიტოვეთ სხვა ყველაფერი ხოლო თუ ყველა ვინც შეიცვლის აზროვნებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს ბისმარკის სიტყვებს. თანასწორობა, სამართლიანობა, და სხვა ცუდი სიტყვები ეს ყველაფერი კარგია თუ ხელისუფლებაში არ ხარ.

მათი მორალი გვეუბნება რომ ჰიპობა მხოლოდ გრძელი თმები და დახეული ჯინსებია, პროტესტი მხოლოდ რეჟიმის გინებაა, არარელიგიურობა  ხელისუფლების რეიტინფის  კონკურენტი რელიგიური ორგანიზაციის კრიტიკაა. გვეუბნებიან რომ ჩვენ ყველა ანგარებიანი არაკაცები ვართ ოღონდ ყველას ამის ნიჭი არ აქვს და ამიტომ უნდა შევეგუოთ უაღრესად ნიჭიერ ხალხს რომლებიც ამჟამად სისტემას მართავენ. უნდა შევეგუოთ ყველას ეს თანდაყოლილი ნიჭი გააჩნია, თვალი უნდა დავხუჭოთ იმაზე რომ უკუპროპორციული  კავშირია ნიჭსა ხელისუფლებაში მოსვლას შორის.

გამოგვიყვეს ადგილი სადაც გვეუბნებიან  რა უნდა ვაკეთოთ, ყველაზე კარგად ამას ცნობილი ბრაზილიელი კათოლიკე ეპისკოპოსის ელდერ კამარას სიტყვები შეეფერება, “When I give food to the poor, they call me a saint. When I ask why the poor have no food, they call me a Communist.” მათ ჩვენ ვჭირდებით იმისთვის რომ არ დავსვათ შეკითხვები პრობლემაზე და ვცადოთ მათი გაფუჭებულის კოსმეტიკური რემონტი. დავეხმაროთ ყველა დაუცველებს ოღონდ ისე რომ არ დავსვათ კრიტიკული კითხვა why the poor have no food??? პასუხი ხომ არ ჯდება მათ მორალში.

გვაშინებენ სტალინის აჩრდილით და არაფერს გვეუბნებიან იმ ათასობით და ათიათასაობით დაღუპულზე რომლებიც დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული დაიღუპა და იღუპება აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ჯურღმულებში. გვითხრეს რომ ისტორია დასრულდა და მორჩა ამის შემდეგ დარჩება მხოლოდ ლამაზი ოცნებები უკეთეს სამყაროზე.

ჩვენ დიდი იარაღი არ გვაქვს მათ წინააღმდეგ, ჩვენი იარაღი თითოეული ჩვენთაგანია, თოთოეული ინდივიდი ვისაც სჯერა რომ ჩე გევარა არ არის მხოლოდ მაისურზე დახატული უსაქმური, ყველა ვისაც ჰიპობა გრძელი თმების მოშვება არ ჰგონია, ყველა ვისაც უბრალოდ უნდა უკეთეს სამყაროში უნდა ცხოვრება და სხვამს კითხვას, რატომ???

რაც მთავარია, დროა გაიგონ რომ ჩვენ არ გვინდა ის ადგილი რომელიც მათ გამოგვიყვეს, ჩვენ ვართ და ვიქნებით რეალისტები,  ამიტომაც მოვითხოვთ შეუძლებელს, ამიტომაც როდესაც გვეტყვიან რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და თქვენი ადგილი იქ არ არის, ჩვენ უნდა მივუთითოთ რომ ჩვენი მოვალეობა პოლიტიკის გასუფთავება იქნება სიბინძურიდან. ჩვენი ადგილი არამარტო სოციოლოგიის კათედრა იქნება იქნება თუ კულტურული ადგილები, არამედ პოლიტიკური ავანსცენა. ჩვენ არ გვეშინია პასუხისგებლობის, იმიტომ რომ ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ დღესვე.

ჩვენ უნდა შევაშინოთ აჩრდილით  რომლის სიკვდილსაც უკვე 20 წელზე მეტია გვისამძიმრებენ, ჩვენი იარაღი გააზრებული პრინციპები უნდა იყოს და არა თავსმოხვეული სტერეოტიპებია, შეიძლება უდიდესმა უმრავლესობამ ვერც ვერაფერი შევძლოთ მაგრამ ეს ჩვენი ეგზისტენციალური არჩევანი იქნება ბოლოს და ბოლოს  Если я проиграю, то это не будет значить, что нельзя было победить. Многие потерпели поражение, стараясь достичь вершины Эвереста, и в конце концов Эверест был побеждён.(ერნერსტო გევარა)

თუ არადა ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გაგვიმეორებს ბისმარკის სიტყვებს მისი მრავალი ინტერპრეტაციით და ჩვენც ვერაფერს ვეტყვით იმიტომ რომ …