Category Archives: ობიექტური ჟურნალისტიკა

კიდევ ერთხელ ბიბის ზვიგენზე

26 ნოემბრის news.ge ნიუსი

ბიძინა ივანიშვილს ბიზნესცენტრის ეზოში განთავსებულ აკვარიუმში მცოხვრები ზვიგენი მოუკვდა. ამის შესახებ უფლებადამცველმა ნიკოლოზ მჟავანაძემ news.ge-ს განუცხადა.
მჟავანაძე არ აკონკრეტებს თუ ვინ მიაწოდა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, თუმცა განმარტავს, რომ ეს ძალიან სანდო ადამიანმა განუცხადა.
“ზვიგენი ბიძინა ივანიშვილს ნოემბრის დასაწყისში მოუკვდა. ამის მიზეზი კი უხარისხო წყალი გახდა. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ის მილები, რითაც „თბილწყალი“ ქსელს უზრუნველყოფს, გარკვეულწილად არ შეესაბამება სტანდარტებს და ამას სჭირდება ექსპერტიზა,” – ამბობს მჟავანაძე news.ge-სთან საუბრისას.

ალბათ ყველას გახსოვთ ეს ნიუსი, იუმორისტებიდან დაწყებული პოლიტიკოსებით დამთავრებული ყველამ თავი , ვალდებულად ჩათვალა ამ ინფორმაციაზე კომენტარი გაკეთებინა, მაგრამ აბსოლუტურად ყველას გამორჩა ეს უმნიშვნელო დეტალი რომელიც ამ ნიუსის გავრცელებას თან ახლდა :

ბიძინა ივანიშვილს ბიზნესცენტრის ეზოში განთავსებულ აკვარიუმში მცოხვრები ზვიგენი მოუკვდა. ამის შესახებ უფლებადამცველმა ნიკოლოზ მჟავანაძემ news.ge-ს განუცხადა. 

ვინც ვერ დაამუღამა კიდევ ერთხელ

უფლებადამცველმა ნიკოლოზ მჟავანაძემ news.ge-ს განუცხადა. 

დიახ, სწორედ უფლებადამცველმა გაავრცელა ეს უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია.

მოსაზრება ბიძინა ივანიშვილის შეხვედრებზე

პირველ რიგში როდესაც ბიბიზე ვსაუბრობთ ერთი ფაქტორია ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არ არის ტიპური პოლიტიკოსი, ის არ იქცევა როგორც უნდა იქცეოდეს პოლიტიკოსი, რომელიც ძალიან დამოკიდებულია ხოლმე საზოგადოებრივ აზრზე, რაღაც მარგინალური ლიბერალური ელიტის ხუშტურებზე თუ უბრალოდ ჟურნალისტების კეთილგანწყობილებაზე, მისი უზარმაზარი პირადი ფინანსური და შეიძლება ითქვას სოციალური კაპიტალი აძლევს იმის საშუალებას, რომ ნამდვილი ჯიჰადი მოუწყოს ჟურრნალისტებს, ექსპერტებს თუ ეჭვი არ მეპარება მისი გუნდის წევრებსაც კი.


ამიტომაც როდესაც ბიბისთან შეხვედრების სანახავად ვემზადებოდი,  ყველaფრისთვის მზად ვიყავი, მოლოდინიც არ გამიცრუვდა,  ზუსტად ისეთივე იყო როგორიც წარმომედგინა, აქ ყველაფერი იყო, გარდა ტრადიციული, ჩვენთან მიღებული პრესკონფერენციების  დამკვიდრებული სტილისტიკისა. ბიბიმ იჩხუბა, იკაჩავა, სიტყვაზე გამოედევნა თუ საკუთარი აზრი დაუფარავად მიახალა სხვადასხვა ჯურის ტიპებს.  პრემიერის მედიასთან თუ ექსპერტებთან  ურთიერთობის ეს სტილი ჩვენთვის, ხალხისთვის თუ პოლიტიკით დაინტერესებული ტიპებისთვის  ძალიან უცხოა, მოდით ვაღიაროთ,  ჩვენ ხომ ისიც ვერ დავიჯერეთ, რომ შეიძლება ადამიანი გახდე  ქვეყნის ლიდერი , თან  შემდგომ ადგე და წახვიდე. გულწრფელად ვთქვათ განა ჩვენი პოლიტიკური  მეინსტრიმის ტრადიცია  არ არის  როდესაც ვიცით, რომ პოლიტიკოსი გვატყუებს  და ეს ნორმაა. ამიტომაც  “ბატონი ბიძინას” რომ მას მასზე შეყვარებული ქართული ინტელიგენცია ეძახის, ამ მეისტრიმული  ნორმიდან ამოვარდნილი გახლდათ.

ავიღოთ პირველი შეხვედრა, ექსპერტებთან რომელიც იყო , ყველაზე კარგი მაგალითი პრემიერის არაორდინალური საქციელის,  მამუკა არეშიძის მიმართ დამოკიდებულება  გახდლათ, არ დავმალავ   მამუკა არეშიძე ძალიან მაღიზიანებს, მისი მანერა საუბრის, როდესაც  საუბრის დროს თავი ისე მოაქვს თითქოს რაღაც საიდუმლოზე საუბრობს, ამას დამატებული აპოკალიპტური  სცენარები რომელიც მუდმივად სადღაც ახლოს ხდება .  რათქმაუნდა დღეს აღარავის ახსოვს მისი პროგნოზები, ირანში, სირიაში და კიდევ ალაჰმა უწყის რომელ ქვეყნებში დაგეგმილ საომარ მოქმედებებზე, ან რაც მთავარა კავკასიის თემატიკაზე გაკეთებული პროგნოზები  რომელთა დიდი ნაწილი გადამოწმებას არ ექვემდებარება, ნულოვანი ინტერესის გამო ხოლო რომელიც ექვემდებარება უბრალოდ სისულელეა, ხოდა ასეთ ადამიანს რომელიც რაღაც გაუგებარი  ტრადიციით მუდმივი ექსპერტის სტატუსით სარგებლობს, ბიბიმ ნამდვილი ჰოლოკოსტი მოუწყო,  ზუსტად იმაზე მოთხოვა პასუხი, რაზეც მას არავინ სთხოვდა,  რა დგას მისი განცხადებების და პროგნოზების უკან? საიდან მოაქვს მას ეს ინფრომაციები?  ეგ კი არა ზუსტად ისეთივე ცინიკური ტონით მიმართა როგორც ბევრი ჩემი მეგობარი და მეც მოვაწერდით ხელს “ბატონო მამუკა თქვენ ექსპერტი ხართ არა” ? ზუსტად აქ გამოჩნდა ის თუ რომ ჩვენ სხვანაირი პრემიერი გვყავს, კარგი თუ ცუდი ეს სხვა თემაა, უბრალოდ არატრადიციული, პოლიტიკური მეინსტრიმისგან ამოვარდნილი.

მოკლედ ექსპერტებთან შეხვედრა რომელიც გარდა მამუკა არეშიძის საჯარო დატუქსვისა და კიდევ სხვა ექსპერტებზე გადავლისა მაინც საზოგადოებაში, უფრო სწორად იმ ხალხში რომელიც ჯიუტას იბრალებს საზოგადოების აზრის გამომხატველობას, ნეგატიურად შეფასდა.

ახლა წარმოვიდგინოთ, როგორ მოიქცეოდა კარგი,საზოგადოების აზრზე  ორიენტირებული პოლიტიკოსი?იმის შემდგომ რაც საზოგადოების აზრი მის წინააღმდეგ განეწყო? 

მას ჰქონდა ვარიანტი მოქცეულიყო როგორც ნაცმოძრაობა იქცეოდა, ანუ,  წინასწარ შეერჩია  ჟურნალისტები, რომელთან ნაწილი სრულიად შემთხვევით დაწინაურდებოდა  მაღალ თანამდებობზე ხოლო მეორე ნაწილი რაღაც ფონდებიდან(სახელმწიფო რათაქმაუნდა)  სახელფასო დანამატებს მიიღებდა და შედეგად პრესკონფერენცია გადაიქცებოდა, ერთი მსახიობის  შოუდ, სადაც გამომსვლელი  მოიქცეოდა ისე როგორც ჯამბაზი იქცევა ცირკში მაყურებლების წინაშე, მოაწყობდა ფოკუსების კასკადს და  ილაპარაკებდა ყველაფერზე  გარდა იმ თემებზეც კი რომლებზეც მისივე  შერჩეული კარის ჟურნალისტები დაუსვამდმემ კითხვას.

ასევე მას შეეძლო მოქცეულიყო  როგორც ჩვენს წარმოდგენაში არსებული  დასავლური ყაიდის პოლიტიკოსი მოიქცეოდა, ” უფრო მომზადებული” მივიდოდა შეხვედრაზე  ყალბი ღიმილის ზეიმს მოაწყობდა,  მოკლედ ისე მოიქცეოდა როგორც სტანდარტული პოლიტიკოსები იქცევიან, აი წარმოიდგინეთ ალასანია, ანუ  ყოვლად უსარგებლო საუბარი, პატრიოტული მოტივებით თამაში, ნატოს და ამერიკის ხსენება ყველაზე საჭირო თუ არასაჭირო დროს და ასე შემდგომ.

მაგრამ როგორც იქცევა ბიბი? ის მომზადებული მოდის და ჟურნალისტებს ზუსტად ისეთივე ჯიჰადს უწყობს როგორიც ექსპერტებს მოუწყო, ისევე ეჩხუბება და თხოვს პასუხს შენიშვნებზე როგორც ეს ექსპერტებს მოსთხოვა, ნუ აღსანიშნავია ერთი  სხვაობაც  , თუ  ექსპერტების დიდი ნაწილი მეტნაკლებად  ბიბისთან  რაღაცნაირ ვალში გრძნობდნენ თავს , ჟურნალისტები უფრო ნაკლებად იყვნენ  მასზე დამოკიდებულები და ამიტომაც უფრო მედგრად დაიცვეს საკუთარი პოზიციები.

რაც არ უნდა არ მოგვწონდეს ბიძინა ივანიშვილი ის დღეს ხმამაღლა ებრძვის იმას რაც მას აბსოლუტურად არ ეხება, ანუ მაგალითად შეიძლება დაუჯერებელი იყოს მაგრამ პრემიერის საქმე არა არის ის რაც ქართულ ჟურნალისტიკაში ხდება, არ არის მისი საქმე იმის გარკვევა   რომ ქართველ ჟურნალისტს აბსოლუტურად ყველაფრის უფლება აქვს, მაგალითად ქართველ ჟურნალიასტს შეუძლია თქვას რომ პატიმარს ციხეში ხელი მოახერხეს და ამაზე ერთი ამბავი ატეხოს, მოიწვიოს პრესკონფერენციები და ინფორმაცია ყველა მისთვის ხელმისაწვდომი მეთოდებით გაავრცელოს. ან კიდევ ის რაც ინგა გრიგოლიამ გააკეთა, თქვას რომ არც ერთი მინისტრი არ ჩავიდა იმ სოფელში და ამ დროს ირკვევა რომ  რომ  მინიმუმ სამი მინისტრი ყოფილა ჩასული , არადა ამით საქმე ბევრად უფრო მეტს რამეზე დავიდოდა, დაისმებოდა შეკითხვები უბრალოდ მინისტრების მუშაობაზე, რას შეეძლოთ გაეკეთებინათ და მოკლედ საქმე უფრო პროფესიონალურ პლატფორმაზე გადავიდოდა. ახლა იმას ვარკვევთ ჩავიდა თუ არა არადა პრობლემა იმაშია ამ ჩასვლით რა შეიცვალა. მაგრამ პრობლემის სათავე ის არის რომ  ჩვენი,  სკანდალზე ორიენტირებული ჟურნალისტიკა, გულის ამაყუჩებელ გადაცემას ვერ გააკეთებდა სოფელ დვანში მიმდინარე პრობლემებზე, სადაც როგორც ირკვევა, მინისტრებს და მთავრობას ეშინია ჩასვლა და ორიოდე ჟურნალისტი გმირივით ჩადის  და სულ არ უფრთხის  რუსს ოკუპანტებს.

ჩვენთან ასეთ ჟურნალისტებს არავინ სჯის, მას  არ სჯის ბაზრის კანონები იმიტომ რომ ზუსტად ბაზარზე ორიენტაციამ აქცია ის ესეთ ჟურნალისტად, არ სჯის რაღაც შინაგანი ეთიკა ან თუნდაც ჟურნალისტური გაერთიანებები. ჩვენთან ყველაფრის, აბსოლუტურად ყველაფრის უფლება გაქვს, შეგიძლია ერთ კაცზე დაყრდნობით გაავრცელო ინფორმაცია თან ისე არც გადაამოწმო და შემდგომ დაე დაბრალებულებმა იდარდონ. 

რაღათქმაუნდა ბიბის საქმე  ნამდვილად არ არის ქართველ ჟურნალისტებს მიუჩინოს მისი ადგილი, არც მათი აღზრდაა პრემიერის საქმე, მისი  მოვალეობაა თუ ესეთ შეხვედრას აკეთებს  კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხი გასცეს მაგრამ რა ხდება მაშინ თუ ეს შეკითხვებიც სისულელეა? ან კიდევ როდესაც ჟურნალისტი ურცხვად აცხადეს საკუთარ შეხედულებებს ობიექტურ ჭეშმარიტებად, ჩვენთან ხომ რატომღაც ჰგონიათ ჟურნალისტებს რომ მათი კლასობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე იდეები საყოველთაოა, მაგრამ ეს კიდევ არაფერი, მთავარი პრობლემა მაინც ის არის რომ ჩვენთან დამვკიდრა ორი საშინელი მითი რომელიც ისე არ ვნებს არაფერი როგორც ეს ორი ვნებს:

პირველი- მითი ჟურნალისტების აპოლიტიკურობაზე, თითქოს პოლიტიკაზე მომუშავე ჟურნალისტი აპოლიტიკური უნდა იყოს და ამაშინ იგულისხმება ხოლმე ის რომ ანუ არ უნდა იყოს რომელიმეს მიმართ ტენდეცნიურად განწყობილი და ობიექტურობას უნდა ინარჩუნებდეს.  შედეგად რათქმაუნდა ადამიანურად შეუძლებელია რომელიმე ჟურნალისტი დარჩეს ობიექტურობის ჩარჩოში და ეს მარაზმად გადაიქცევა.

მეორე უკიდურესობა ეს არ ვიცი სხვა ქვეყნებში თუ არის მაგრამ ჩვენი ჟურნალისტების და განსაკუთრებით ლიბერალურად განწყობილი ჟურნალისტების სენია, ეს არის პოზიცია რომლის მთავარი ამოსავალი წერტილი ის არის სიმართლე სადღაც შუაშია, ანუ მაგალითად თუ ვინმე იძახის 2*2=4 და მეორეც ვერსია 2*6 ქართველი ჟურნალისტი აუცილებლად აწვება პოზიციას რომ სიმართლე 2*2  არის 5.

გამოსავალი ამ სიტუაციაში რათქმაუნდა არსებობს, მალე ახალი პრემიერი გვეყოლება რომელიც ზუსტად ისე მოიქცევა როგორც ეს ჩვენ წარმოგვიდგენია, ან საერთოდ არ ჩაატარებს მსგავს შეხვედრებს ან ისე მოიქცევა როგორც ეს რაღაც მარგინალურ  ჯგუფებს მოეწონება, ისაუბრებს იმ თემებზე რომელიც იქნება მომგებიანი მისთვის და  რაც პრაქტიკაში  ძალიან მცირე ჯგუფების აზრით არის დღევანდელი დღის წესრიგი და რაც მთავარია, არავინ შეეხება სიწმინდეებს. ქართველ ჟურნალისტებს, ექსპერტებს თუ ენჯეოშნიკებს, იმედი მაქვს შემდეგი რომლის მიტისკვასაც ბიბი აპირებს ეს ხალხია. 

ბლოგერებიvsმინისტრები

ბლოგერების მინისტრებთან შეხვედრის მერე იმდენი დაიწერა,  რომ   რთულია რაიმე ახალი თქვა, დაიწერა წასვლაზე, თავად  შეხვედრის პერიპეტიებზე, ნუ არაადეკვატური და უსარგებლო შეფასებების გარეშეც როგორ იქნებოდა.  მაგრამ ჩემი პოსტი არც ერთ კატეგორიაში არ ჯდება, ორი ბანალური მიზეზის გამო. პირველი,  შეხვედრაზე არ  ვყოფილვარ(პოლიტიკაზე მწერალი ეკონომისტი ბლოგერების არმადებია ისედაც) ხოლო მეორე ჰაერზე წერა ცოტა არ იყოს ტეხავს.  მაგრამ გარდა ამისა ჩემი აზრით  შესაფასებელია თავად ეს შეხვედრების ერთი მხარე რომელზეც თითქმის არ საუბრობენ.

დავწყოთ თავიდან ერთი ბანალური შეკითხვით? რატომ შევხდა პრემიერ მინისტრი ბლოგერებს? რა თქმა უნდა, შეგვიძლია აქ მოვიყვანოთ წამყვანი ქვეყნების ლიდერების მაგალითები,  იმის თქმაც შეიძლება, რომ სოციალური მედია,  მედიის მომავალია,  მაგრამ საქართველოს რეალობაში ეს  სასაცილოა, ამიტომ შეკითხვაზე უფრო ადეკვატური პასუხი მოვძებნოთ.

მით უმეტეს როდესაც  ქართული სახელმწიფო მანქანა არასოდეს ყოფილა შემჩნეული ქართველ მედია წარმომადგენლების მიმართ ცივილურ დამოკიდებულაბაში დამოკიდებულებაში, პრესის მიმართ  აგდებული დამოკიდებულა  ლამის ნორმაა , ხოლო ტელევიზიებს რაც შეეხება ისინი მარტივად , “ჩვენ” და “მათ” ტელევიზიებად იყოფა და დამოკიდებულაც შესაბამისია, “ჩვენი” ტელევიზიები ფავორში არიან ხოლო “მათი” ტელევიზიები არც ისე.

ჩემი აზრით ამოცანის ამოხსნა შემდგომია: ჩვენი ხელისუფლება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ცდილობს საზოგადოებაში დაამკვიდროს იმიჯი რომ პროგრესულია, თან მისი რადიკალური დაპისიპირებით საზოგადოების ზოგიერთ ჩვევებთან მასთან ახალგაზრდობის ნაწილის სიმპათიებს იწვევდა. თან ახლა რა დასამალია და, პროდიჯის მსმენელი  პრემიერ მინისტრი, გაცილებით უფრო ადეკვატური ადამიანი ჩანს 21 საუკუნის რეალობასთან ვიდრე პრემიერისვე თანატოლი  ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი რომელიც რაღაც სექსუალურად მომწიფებულ პოლიტიკაზე საუბრობს. ამიტომაც მათთვის ნეიტრალური ბლოგერების მოზიდვა  საკმაოდ კარგი საშუალება მათი პოლიტიკის გაგრძელებების რომ არა ერთი დიდი კურიოზი .

ხელისუფლების და ბლოგერების ფლირტი უპერსპექტივო კავშირია, ქართველი ბლოგერები არ გამოდგებიან იმისთვის რომ ხელისუფლებამ მათი გამოყენება შეძლოს. გამომდინარე თუნდაც იქედან რომ,  ჯერ კიდევ  ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი ქართული ბლოგოსფერო და თავად ავტორების კვალიფიკაცია, ბლოგერობის კვალობაზეც კი არასაკმარისია.  მეორეც თითქმის არც ერთი თავმოყვარე ბლოგერი არ დაიწყებს, ბანალურ ქებას არსებული ხელისუფლების.  მესამე, ავად თუ კარგად ბლოგერებში და საერთოდ ახალგაზრდობაში იმატებს რაოდენობა ხალხის, რომლებიც ნელ-ნელა მაგრამ უკვე ანსხვავებენ იდეოლოგიებს, პოლიტიკებს და ასე შემდგომ.

რა თქმა უნდა შეგვიძლია, ისევე როგორც გუდიაშვილის მოძრაობას ვეძახით ნამდვილ სამოქალაქაო საზოგადოებას, ასევე შეგვიძლია ბლოგერებს დავუძახოთ სოციალური მედიის მომავალი მაგრამ აზიური ანდაზის თანახმად რაც არ უნდა იძახო  ხალვა, ხალვა, პირში სიტკბოს ვერ იგრძნობ.

პოსტი,  ჩემი ერთი  მეგობრის აზრით მინდა დავასრულო. ის  სტატიებში ხშირად  ირონიულად  წერს,   რომ მომავალი რევოლუციის დროს ხალხი, პირველ რიგში პიარშიკებს დახვრეტსო, არ ვიცი მართალია თუ არა ეს მაგრამ ერთი მინდა ვთქვა, ბლოგერების ჯგუფში არის ერთი ნაწილი რომლებმაც მოახერხეს და ძნ ბევრი წამყვანი ლიდერი თუ ბიზნეს ჯგუფის წარმომადგენლები დაარწმუნეს(მათ შორის ხელისუფლების ზოგიოერთი წარმომადგენელიც)  იმაში რომ სოციალური მედია მათთვის აუცილებელია(რაც ხშირ შემხთხვევაში ასეა) , უბრალოდ ერთი ნიუანსი არის  არის აქ, ბლოგერებმა როდესაც გადადგეს ნაბიჯი ამ მიმართულებით  მათი უდიდესი ნაწილი მოკვდა როგორც ბლოგერი და პიარშიკებად გადაიქცნენ, ეს კი სულ სხვა ოპერიდან არის.

ისტორია მეორდება

          “ლუი ნაპოლეონის 18 ბრიუმერში”  მარქსი ჰეგელს ციტირებს და წერს “ისტორია ორჯერ მეორდება, პირველად როგორც ტრაგედია და მეორედ როგორც ფარსი”, ეს სიტყვები როგორც არასდროს ისე შეეფერება,  იმ განწყობილებას რომელიც ჩემს თანამედროვე, 2011 წლის მიწურულის საქართველოშია, თითქმის არ არსებობს მეტნაკლებად რეალისტურად განწყობილი ადამიანი,  რომელიც არ თვლიდეს რომ არსებული ხელისუფლების დღეები დათვლილია, უბრალოდ ძალიან ცოტა თუ ამბობს რომ   ფარსის სახით მეორდება სიტუაცია რომელიც 1989–1990 წლებში იყო, როდესაც კომუნისტური ხელისუფლება ჯერ კიდევ არ იყო წასული და “ეროვნულ ” ხელისუფლებას ჯერ კიდევ  არ ჰქონდა აღებული სათავეში ქვეყნის მართვის სადავეები.
              ბუნებრივია ჩნდება ორი ლოგიკური კითხვა : პირველი რატომ ვთვლი რომ არსებულმა ხელისუფლებამ უკვე  წააგო,  მაშინ როდესაც თითქმის არ დაწყებულა არანაირი ბრძოლა   და რით  გავს 1989 წლის შემდგომ ნაციონალური მოძრაობა  კომუნისტურ პარტიას და მეორე რატომ არის ეს ყველაფერი ფარსი????
            არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემმა თაობამ თითქმის არაფერი იცის იმ პერიოდზე რომელიც 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ და გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლამდე გრძელდებოდა, ვიცით ტელევიზიის, პრესის მეშვეობით  9აპრილამდელ  პერიოდზე და  გამსახურდიას არჩევის შემდგომ მოვლენებზე,  მაგრამ არაფერი თუ  რა ხდებოდა ამ ორი მოვლენას შორის . ალბათ მხოლოდ წარმოსახვა თუ დაგვეხმრება მით უმეტეს დღეს ჩინებული საშუალება ეს ყველაფერი ცხადში ვნახოთ,   განა დიდი განსხვავება იქნება ახლანდელ ტელერეალობას და  და იმდროინდელ  რეალობას შორის, ბუნებრივია სხვაობა არის ,  მაშინ ერთი ოფიციალური ტელეარხი გვიყვებოდა სახალხო მეურნეობების “წარმატებებებზე” , დღეს იგივე “წარმატებებზე” ,  5 თუ 6 არხი გვესაუბრება. 
თრუ ენდ ევილ ოპო მეტალ (c) ლევან აბაშიძე 
            არა ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება წააგოს,  მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში,  ის თუ ამას მოახერხებს, ხო თუ ამას მოახერხებს. დიდი ნიჭი სჭირდება იმ მესიანური მოლოდინი დასამარებას რომელიც გაჩნდა ჩვენს საზოგადოებაში, არა  ივანიშვილმა უკვე მოახერხა კლანჭების გამოჩენა ,  იქნება ეს საოცარი ინტერვიუ მაესტროს ეთერში თუ   დამთავრებული ფეისბუკის იუზერების მიერ ბლექ მეტალისტებად მონათლული ლუკა კურტანიძის თუ სოსო ჯაჭვლიანი აქციების მხარდაჭერა , მიუხედავად ამისა მაინც რთული იქნება იმ ტრადიციული მესიანური მოლოდინის მოკვლა რომელიც ჩნდება ქართულ საზოგადოებაში. მიზეზები იმისა თუ რატომ მოიგო ბიძინამ არამხოლოდ მოლოდინია, სააკაშვილის რეჟიმმა ვერ მოახერხა ახალი ლიდერების გამოზრდა საკუთარ წიაღში,  ბანალურად ვეღარ იყრის სააკაშვილი  შემდგომ  საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს, ივანიშვილის გიგანტური ფინანსური რესურსებიც არ  დაგვავიწყდეს .
          ახლა მივადექით ფარსს, ისე სერიოზულად რომ ვთქვათ რას ამბობს ისეთ ბიძინა ივანიშვილი რასაც არსებული ხელისუფლება არ ამბობს??? რაღაც არ მახსენდება მისი პირიდან დიამეტრულად განსხვავებული მოსაზრებები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით(ალტერნატივა მემარცხენე პოლიტიკაა, მისი ნებისმიერი გამოვლინებით იქნება ეს სოციალ დემოკრატია თუ რადიკალური ინდუსტრიალიზაციის გეგმა)   არც ის მახსენდება რომ მის განცხადებებში ის საუბრობდეს სააკაშვილის რეჟიმის ჩინოსნების ცოლისძმების(სიდედრების, დეიდაშვილების და ასე შემდგომ)  მიერ “მოგებული” ტენდერების შედეგების გადახედვაზე,   ის კი არა არც მთავარ “ბუაზე”  ვანო მერაბიშვილზე თქმულა რაიმე ცუდი სხვაობა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის მორალურ კრიტერიუბემდე დავიდა,   რომ ბიძინა ივანიშვილი უფრო მორალური პოლიტიკოსია(სამება ააშენა და გიგანტურ თანხებს ხარჯავდა ქველმოქმედებაში) და ჰიპოთეტურ დაპირისპირებაში ეკლესიასთან არ მიუღია მონაწილეობა.
           ხოდა წარმოვიდგინოთ სიტუაცია არჩევნებს იგებს ივანიშვილი თავის გუნდთან ერთად,  ეს გუნდი ოდინდელი ტრადიციით,  პარლამენტში შესვლისთანავე  მესამე დღეს გადავა ოპოზიციაში, არიქა კონსტიტუციის N- პუნტქი დაარღვიაო( კარგად გვახსოვს ზოგიერთი პარტიის სტილი),   არანაირი დაპირისპირება სააკაშვილის ჩინოსნებთან და რაც მთავარია არანაირი  დიამეტრულად განსხვავებული პოლიტიკა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ხოდა ამ სიტუაციაში როდესაც  ოპოზიციაში მყოფი სააკაშვილის პარტია რომელიც სოლიდურობასაც შეიძენს(პირველი პარტია ოპოზიციაში რომ გადავიდა ნებით) პლუს  ტელეარხების მეშვეობით   მრავლობითში ისაუბრებს არსებული ხელისუფლების წარუმატებლობებზე,  იქნება თუ არა  2016 წელს წელს ხელისუფლებაში დაბრუნების ერთ ერთი მთავარი პრეტენდენტი. ფარსი სწორედ რომ ზედგამოჭრილია იმისთვის რაც შეიძლება მოხდეს. 

სოციალიზმის არშემდგარი "ბართლომეს ღამე"

ის რომ სოციალიზმს გააჩნია პრობლემები ,  მათ შორის  საკმაოდ სერიოზული და დამაფიქრებელი,  ამაზე მხოლოდ  ბრმები  და  არაკეთილსინდისირი ხალხი არ კამათობს . სხვა თუ არაფერი სოციალიზმს ადამიანები აშენებენ და შეუძლებელია ადამიანების მიერ შექმნილი  სისტემა იყოს ისეთივე “იდეალური” როგორც,  მაგ მემარჯვენე  ლიბერტარიანიზმია რომელიც ყოველგვარი ადამიანების გარეშე არსებობს.  მას ისეთივე შეცდომები აქვს როგორც ადამიანებს გააჩნიათ და ისეთივე წარმატებები როგორც ხალხს შეუძლიათ მიაღწიოს.

გუშინ, როდესაც ტაბულაში მიშა თავხელიძის და ზურა ჯაფარიძის ერთობლივი ნამუშევარი ვნახე , პირველ რიგში გავოცდი და მეორე რეაქცია რაც იყო არ დაგიმალავთ გამიხარდა.  გავოცდი იმიტომ რომ ნამდვილად არ მეგონა  თუ დარჩა ვინმე, რომელიც სოციალიზმს მსგავსად აკრიტიკებდა, გამიხარდა იმიტომ რომ თუ ტაბულას ორი ყველაზე წარმოსაჩენი და ჭკვიანი ლიბერტარიანელი ასეთ რაღაცეებს წერს(ნებისმიერი ქართველი ლიბერტარიანელი, დიდი მესიის შემდგომ  სწორედ ამ ორ ავტორს თვლის ეტალონად) მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი ძვირფასი ოპონენტების საქმე.

ჩემი წარმოდგენით(არამხოლოდ ჩემი)  კრიტიკა, რომელშიც საერთოდ არ არის ნახსენები რეალური პრობლემები და წარმოჩენილია, მაკარტიზმის დროინდელი მითები ,დამატებული  სრულიად უსარგებლო ლიტერატურული ჩანართებით რბილად რომ ვთქვა არადეკვატურია. სხვა თუ არაფერი ეს ქმნის ილუზიას რომ სოციალიზმის პრობლემები მხოლოდ  სტატიაში არსებული გლობალური სოციალისტი მხეცია.

როგორც ხდება ხოლმე, პირად საუბრებში, რომლებიც გუშინ ფეისბუკზე აქტიურად მიმდინარეობდა(უფრო სწორად სოციალისტები ხუმრობდნენ და ლიბერტარიანელები მორცხვად ლანძღავდნენ ობამას)  , განჩდა მოსაზრება რომ ეს სტატია არის ცდა, ჩვენი,  სოციალისტების წერის  სტილში, იუმორისტულად დაეწერათ სტატია.  არ დავმალავ არის ამაში სიმართლის მარცვალი ოღონდ ერთი შესწორებით, ეს მოსაზრება ადეკვატურია  თუ ამას სოციალისტი დაწერდა,  ანუ მე ან ჩემს ნებისმიერ მეგობარს რომ დაეწერა ეს სტატია ასეთ სტილში(ასე ცუდად არც ერთი არ ვხუმრობთ, ეს უდაოა)  კიდევ ჰო გასაგებია, ეს საკმაოდ გავრცელებულია სტილია და მეც ხშირად მივმართავ ხოლმე. მაგრამ არის კიდეც ერთი პატარა მომენტიც  ადამიანს ან გაქვს იუმორის გრძნობა ან არა, ის რაც გუშინდელ სტატიაში წავიკითხე ეს არც იუმორი იყო და არც არაფერი , ეს იყო ბანალური  ხალტურა, როგორც ჩანს,  ავტორებმა ჩათვალეს რომ მათი მომხრეები ნებისმიერ სისულელეს დაიცავდნენ.  გუშინდელი კომენტარებიდან გამომდინარე   ალბათ არის ამაშიც სიმართლე.

p.s ესეც სტატია რომელზეც ზემოთ ვსაუბრობ http://www.tabula.ge/article-4718.html 

უწიგნურები და წიგნიერები

რაღაცნაირად სიმბოლურია დღევანდელი ჩემი პოსტი, ზუსტად ერთი წლის წინ იმედმა მთელი საქართველო შოკში ჩააგდო, გაითამაშა რა საქართველოს ოკუპაციის სავარაუდო სცენარი: მცხეთასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები, აჯანყებული და მტრის მხარეს გადასული ქართული არმია, გმირი პრეზიდენტი და თვით ყველაზე მასშტაბურ ფანტაზიებშიც კი სამ დღეში დაპყრობილი საქართველო(როგორც ჩანს ჩვენი ხელისუფლება ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი 3 დღეზე მეტს ვერ უქაჩავს “ჟანგმოდებულ” რუსეთს)  ყველაფერი იდეალურად იყო გაწერილი, მაგრამ  ხანდახან ისეც ხდება რომ იდეალურად დაგეგმილი იდიოტიზმი მიუხედავად დიდებული ფასადისა მაინც იდიოტიზმია და საზოგადეობა მას ადგილს მიუჩენს ხოლმე.

მოდელირებული ქრონიკიდან  ერთი წლის თავზე იმედმა გააკეთა სიუჯეტი რომელშიც ეს ტელევიზია  ახალგაზრდებს განათლებას და ერუდიციას  გვიწუნებს, თითქოს არ ვიცით ვინ არის პეტრე მელიქიშვილი მაგრამ ვიცით ბიჭოლა(ნუ ბუნებრივია ის ფაქტი ბიჭოლას გაპიარებაში მთავარი დამნაშავე  იმედი რომ არის   ეს არ ითვლება) , ასევე არ ვიცით ისიც რომ თურმე საქართველოსა და ვიეტნამს 1956 წელს არ უომიათ. მოკლედ კიდევ ერთხელ გავიგეთ ის რაც ისედაც ვიცით, ქვეყანა მაგარი ბანძია და ხალხი მით უარესი(აბა ახალგაზრდობა, ყველაზე პროგრესული ნაწილი, რომ ასეთია, უფროსი თაობა რა იქნება) ამ დროს არსებობს რაღაც იდუმალი ძალა რომელიც ამ ყველაფერს შეცვლის.

რომაული ტრადიცის თანახმად როდესაც ვინმე კვდებოდა, გამოძიება(ძალიან ხმამაღლა ჟღერს სიტყვა გამოძიება ანტიკურ სამყაროსთან მიმართებაში მაგრამ დაე იყოს) პირველ რიგში იწყებოდა კითხვით ვის აწყობდა ეს მკვლელობა, სწორედ ამ მეთოდით  ვიხელმძღვანელოთ ჩვენც.

საინტერესო ის არის რომ ეს სიუჟეტი თავისებურად ყველას აწყობდა, პირველ რიგში რათქმაუნდა ე,წ ეროვნულ ოპოზიციას, ნუ ეს ასეთი ხალხია რომლებიც ყველაფერში ეროვნულს რომ ეძებს და ნებისმიერ  პრობლემას ეროვნულის არ არსებობაში ხედავს, აი ახლაც როგორც ირკვევა პრობლემა იმაში მდგომარეობას რომ,  ჩვენ ქართველებმა  ეროვნულ ძირს გადავუხვიეთ და მორალურად გახრწნილი დასავლეთის გავლენაზე გადავერთეთ, საუბარი არ სჭირდება იმას რომ  გამოსავალი მხოლოდ  ჩვენს ფესვებთან  დაბრუნებაა. აწყობდა  ხელისუფლებასაც , ამ სიუჟეტმა თვალნათლივ აჩვენა რომ ერთადერთი ძალა რომელიც ამ უვიცობის ტოტალურ ჭაობში შეურყვნელი დარჩა და კვლავ  პროგრესულია სწორედ ჩვენი ხელისუფლებაა  და რომ არა მათი ტიტანური ბრძოლა, ძალაუფლებას ხელში სწორედ ბიჭოლას და ანრი ჯოხაძის ფანები  აიღებენ  ხელში და მყისვე დაბრუნდება ის რუხი და შავი ფერები რომლებიც სააკაშვილის მოსვლამდე არსებობდა საქართველოში. ალბათ არ გაგიკვირდებათ რომ გითხართ ეს  ეს ჩვენს  ე.წ ლიბერალურ წრეებსაც აწყობდათ, კიდევ ერთი თემა რომელიც “აღშფოთების” საფუძველს იძლევა, ზოგი ჟურნალისტების ეთიკურ პრინციპებზე აღშფოთდა, ნაწილი ბოლომდე არ მიყვანილ განათლების რეფორმაზე, ზოგიც კიდევ იმაზე თუ როგორ არ იცის ხალხმა რომ კონსტანტინე გამსახურდია პირველი პრეზიდენტი კი არა,  პირველი პრეზიდენტის მკვლელობის მიზების დამდგენი კომისიის თავჯდომარეა.

არადა საქმე უბრალოდ ცოტა უფრო რთულად არის, სწორედ “იმედია” ერთ-ერთი დამნაშავე იმ სიტუაციაში რომელიც დღეს არსებობს, გადახედეთ იმედის, ერორის თუ სხვა არხების სატელევიზიო ცხრილს და იქ არსებული გადაცემებიდან თუნდაც 0,5 პროცენტი თუ  მაინც არის რაიმე ღირებულების მქონე საჯაროდ ბოდიშს მოვიხდი, თანაც “იმედის” ლოგიკაც მარტივია, ხალხი ითხოვს ასეთ გადაცემებს და აბა ბაზრის წინააღმდეგ ხომ არ წავა, ბაზრის კანონების შეურაწყოფას კი კჰულტუ არავის პატიობს და იმედი ვინ ჩემი გამონაკლისია.

სწორედ ეს დილემა არის ხოლმე ქართული ტელევიზიის დღევანდელი პრობლემა, თითქოს რეიტინგის შენარჩუნების  გამო უშვებენ გადაცემაში იუმორის სერიულ მკვლელ გივი სიხარულიძეს, ათასჯერ  გაშვებულ 2002 წლის ზამთრის სერიის იუმორინას საუკეთესო “ხუმრობების” კრებულს, ვერელი “ინტელიგენტების” პაემნებს საკუთარ უბანში,  ნანუკას შოუს და ასე შემდგომ, მაგრამ როდესაც ხელისუფლება გენიალურ იდეა წარმოაგდენ  ფილმების სუბტიტრებით ჩვენების შესახებ,  ინიციატივას სამარისებული სიჩუმით ხვდება და სულ ცალ აივანზე კიდია დაეცემა თუ არა ამ ინიციატივის შემდგომ მისი რეიტინგები,  ბიზნესის რაციონალური არჩევანი მხოლოდ გივი სიხარულიძეზე ვრცელდება.

ბაზარი ნამდვილად არის ინსტრუმენტი რომელიც იძლევა საშუალებას სწორედ გაიზომოს თუ რაზე არის მოთხოვნილება საზოგადოებაში, მაგრამ გულუბრყვილოა ის ვისაც სჯერა რომ ამ მოთხოვნების კონტროლი, ფორმირება და ასე შემდგომ  შეუძლებელია, ფაქტია ტელევიზიამ შექმნა გივი სიხარულიძე და მასზე მოთხოვნილებაც, მითი თითქოსდა ერი  მოითხოვს ეს ზეკაცი ყოველდღე  იხილოს ცისფერ ეკრანებზე სხვა არაფერია თუ არა უბრალოდ საკუთარი უუნარობის გადაფარვა, რომელიც გვამცნობს რეალობას, ქართულ ტელევიზიონშიკებს უბრალოდ არ შეუძლიათ რაიმე ფასეულის შექმნა, ამიტომაც იმიზეზებენ რაღაც ბანალურობებს.

საქართველოში და არამარტო საქართველოში, ტელევიზია რაღაც აბსტრაქტული ცოდნის და ყოვლისმომცველი ინფორმატიულობის სინონიმია , როდესაც ჟურნალისტი მიკროფონით ხელში ეკითხება ადამიანს ნებისმიერ რამეს, რესპოდენტს უბრალოდ არ წარმოუდგენია რომ შეიძლება ჟურნალისტმა, ამ ზე-ადამიანმა  წინასწარი განზრახვით შეეკითხოს სისულელე, მაგალითად საქართველო-ვიეტნამის ომი, ამიტომაც რესპოდენტმა რომც იცოდეს ასეთი ომის არ არსებობის შესახებ მაინც ეცდება ჟურნალისტთან რაიმე უპასუხოს. ამ სიუჟეტმა კიდევ ერთხელ ამაში დაგვარწმუნა ამაში, ისევე როგორც იმ სამწუხარო ფაქტშიც რომ ერუდიციის მხრივ ნამდვილად არის პრობლემები მაგრამ ნამდვილად მეეჭვება იმ ფაქტში რომ იმ თაობას რომელსაც აქვს პრობლემები ჩემი თაობის წიგნიერებაზე თავად მას ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია ჩემს შესაფასებლად.

ერთადერთი საშუალება ამ მოვლენას ვებრძოლოთ ეს არის ტელევიზორისთვის რაღაც საკრალური ფუნქციის მოშორებაა, მაგრამ ეს სათქმელად არის ადვილი თორემ პრაქტიკულად ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ მე იმედს ვიტოვებ რომ ინტერნეტი უახლოეს 10-15 წლებში მთლიანად შეძლებს ტელევიზორის მავნე ზეგავლენის განეიტრალებას.

ისე ერთიც არის რაც დრო გავა , სისტემას რომელიც დღეს ყალიბდება სრულიად არაფერში სჭირდება ერუდიტები, მას რეალურად არც  განათლებულები სჭირდება, მას სჭირდება ხალხი რომლებმაც იციან თუ როგორ მოაჩვენონ თავი განათლებულელად იმისთვის რათა იმუშაონ სახელმწიფო სექტორში, ხოლო ისეთ ეკონომიკას რომელსაც ჩვენ ვაშენებთ საერთოდ არ სჭირდება არანაირი ერუდიცია, ამისთვის საკმარისი იქნება 3-6 თვიანი კურსები რაიმე სპეციალობის დასაუფლებლად.

სახალხო ფროიდიზმი

16 წლის ვიყავი როდესაც ჩემს ცხოვრებაში ფროიდი გამოჩნდა, თავდაპირველად პატარა ბროშურის სახით რომელიც წავიკითხე და შემდგომ უკვე კლასიკური წიგნებით, როგორც ბევრი მეც ვერ ავცდი ფსიქოანალიზმის მავნე ხიბლს, ყველას ყველაფერში ვეხმარებოდი ჩემი ფროიდისტური დასკვნებით მიუხედავად იმისა მთხოვდნენ თუ არა ამას თავად, შემდგომი ეტაპი სტატიების თუ ყველანაირი წიგნების ფროიდისტური ანალიზი იყო, მთელი ეს ბავშვური აღტაცება რამდენიმე წელი გაგრძელდა, სწორედ ის “სიალალე” ამახსენდა რევაზ რიჟამაძის “არარსებული რევოლუცია” ( http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=290 ) წაკითხვაზე, არა ორიგინალური იდეების წინააღმდეგი არ ვარ მაგრამ როდესაც მარქსისტებს აბრალებ იმას რაც არასდროს გაუვლიათ თავში და ამას რაღაც ფროიდისტური ხილვებით ამას ამართლებენ კომენტარი მიძნელდება.

ხო მართლა რევოლუციას სოციალური სიდუხჭირე იწვევსო, არ მარქს და არც მარქსის მრავალრიცხოვან მოსწავლეებს არსად არ უთქვამთ, მაგრამ ამას განა რამე მნიშვნელობა აქვს?

ამ სტატიას განსაკუთრებით ჩემი მეგობრის ანის კომენტარი მომეწონა “ამის ავტორს აშკარად ჰგონია რომ უსამართლობა დაუმსახურებელი სიღარიბეა და მის გარდა დამსახურებული სიღარიბე არსებობს კიდე”.

ჩემი აზრით კი ეს სტატია კი, სხვა არაფერი თუ არა საკუთარი უმოქმედობის და სულიერი თუ ინტელექტუალური კონფორმიზმის გამართლება იმით რომ “პატარა კაცი” ვერაფერს შეცვლის…

მითი ობიექტურ ბლოგერებზე და ჟურნალისტებზე

საქართველოში გავრცელებულია მითი ობიექტურ ჟურნალისტიკაზე, თითქოს არსებობს  ჟურნალისტიკა რომლის ერთადერთი  საღვთო ფუნქცია სხვა არაფერია თუ  არა სიმართლის და ობიექტური ჭეშმარიტების მოწოდება, ბლოგოსფერომ როგორც ახალი სოციალური მედიის ფლაგმანმაც აიტაცა ეს ტენდენცია და დღეს უკვე ვამჩნევ რომ გაჩნდა ტენდენცია რომ მაგ მე ვარ სუბიექტური ტიპი რომელიც მისთვის სოციალისტურს “უბერავს” და ამ დროს არსებობს ობიექტური ჟურნალისტები რომლებიც სიმართლეს ღაღადებენ, რომ არ დაგღალოთ, გაგანდობთ ეს სრული სისულელეა, არავითარი ობიექტური ჟურნალისტიკა არ არსებობს, არსებობენ ობიექტური ტიპები(მაგ მე:) ) რომლებიც ამბობენ რომ არიან კონკრეტული შეხედულებების მატარებლები(ამ შემთხვევაში რადიკალური მემარცხენეობა)  და არ ჰგონიათ საკუთარი შეხედულებები უკანასკნელი ინსტანციის სიმართლე და არსებობს ხალხი ვისაც ჰგონია რომ საკუთარი იდეები ეს საყოველთაო ჭეშმარიტებაა და მასზე კამათი არამარტო  შეუძლებელია არამედ უბრალოდ დანაშაულია.

რას ნიშნავს ჩვენთან ობიექტური მედია??? მაგ ჩვენთან დარმწუნებულები არიან რომ ლიბერალური ეკონომიკა და ლიბერალიზმი ერთი და იგივეა და ლიბერალური ეკონომიკის მშენებლობა აუცილებლად ლიბერალიზმს მოიტანს, ყველა ვინც ამის წინააღმდეგ გამოდის აუცილებლად კომუნისტი, სოციალისტი და მოღალატეა და აუცილებლად სუბიექტური აზრის მატარებელია, ხოლო ყველა ვინც ამ აზრს იზიარებს ჭეშმარიტებას ფლობს, არადა სინგაპური წარმატებული ლიბერალური ეკონომიკის ქვეყანაა მაგრამ სინგაპურზე რომ თქვა ლიბერალური თავისუფლების ქვეყანაო მასხრად აგიგდებენ, იქ დღემდე ერთპარტიული ავტორიტარიზმია.

რაც მთავარია ამას უნივერსიტეტში ასწავლიან რომ ჟურნალისტი აუცილებლად ობიექტური უნდა იყოს, მაგრამ შედეგი ის არის რომ არსებობს შეიქმნა ჟურნალისტიკა რომელიც ნებისმიერი, აი ნებისმიერი ხელისუფლების დროს მუშაობენ, სულაც არ “უტყდებათ” რომ იმ ხელისუფლების ნაწილი არიან ვისაც გუშინ კრემლის აგენტებს ეძახოდნენ და ხვალ სორორის მონებს დაუძახებენ, მიზეზი ის არის რომ მათ  არ აქვთ საკუთარი ფასეულობები,  მათ ხომ აუკრძალეს ეს უნივერსიტეტში, შედეგად  მათთვის ობიექტურობა სხვა არაფერია თუ მართველი კლასის შეხედულებები, ასე გადაიქცა ობიექტური ჟურნალისტიკა სხვა არაფრად თუ არა ხელისუფლების თუ ნებისმიერი გავრცელებული მართველი იდეების მხარდამჭერად.

ამიტომაც არის რომ პირადად მე მირჩევნია წავიკითხო  მავანი ახალგაზრდა ბლოგერის გულუბრყვილო წერილი რომელიც ახლა ყალიბდება იდეურად ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული “ობიექტური” ჟურნალისტის რომელიც ჭკვიანური სიტყვების რახარუხით დაწერს რაიმე სისულელეს.

რაც მთავარია ვიყოთ ცოტათი გულწრფელები და ვაღიაროთ ჩვენი აზრები სხვა არაფერია თუ არა ჩვენი მოსაზრებები და მათზე დაბრალება რომ ისინი ობიექტური ჭეშმარიტებებია ცოტა არ იყოს ტეხავს.

სვეტი ტელევიზიებზე

როდესაც ორი დიდი ხნის უნახავი ახლობელი ხდება ხოლმე ერთმანეთს როგორც წესი აღმოჩნდება ხოლმე რომ არაფერი არ მომხდარა, იმიტომ კი არა რომ არაფერი ხდება არამედ იმიტომ რომ  გასულ დროში იმდენი რამ არის მოსაყოლი  რომ ადამიანს შინაგადად ეზარება ყველაფერზე ერთდროულად საუბარი და მარტივ გამოსავალს პოულობს, ეუბნება რომ ყველაფერი ძველებურადაა, არა მართალი არიან ხოლმე ისეთებიც რომლები დაგისვამენ კითხვას ანუ როგორ, მაგრამ ასეთები არცთუ ისე ბევრია, დაახლოებით ასეა  ბლოგზეც, ცოტა გამიგრძელდა შესვენება და იმდენი თემა დამიგროვდა სათქმელი რომ აღარ ვიცი რით დავიწყო ამიტომაცნაცად ხერხს მივმართავ  სვეტს ვწერ ხოლმე.

დღეს  რაზეც მინდა ვისაუბრო ეს ტელევიზიებია, სახელგანთმულ  ქართულ ტელესივრცეს ორი შედევრი მიემატა:   პირველი კავკასიური არხია და  რეალ-ტვ, ორივე ტელევიზიას კონკრეტული დანიშნულება აქვს, პირველის  დემოკრატიული იდეების ექსპორტიორია  რუსეთში და კავკასიური სეპარატიზმის გაღვივებს, მეორე კი ოპოზიციის ამხელს ყოვლად ამაზრენ ფორმებში.

კავკასიური ტელევიზიაზე ბევრს არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ აზრი ნაკლებად აქვს, არა მგონია ტელევიზიამ რომელსაც საქართველოს სახელმწიფო  აფინანსებს ჩვენი ჯიბიდან  რაიმე გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს რუსეთის დაშლის წმინდათწმინდა საქმეში, ეს მხოლოდ ჩვენთან სჯერათ რომ ”აბულაძემ” დაანგრია საბჭოეთი თორემ ცოტა უფრო მაღალ დონეებზე სხვადასხვა რეალური თეორიები არსებობს. ჩემთვის ეს  საფუძველი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა.

აი რეალ-ტვ რაც შეეხება,  ყველამ იცის რომ ეს არხი ანტიპოზიციური და ყველაფერი რასაც ამბობენ ტყუილია მაგრამ განა არ გვაქვს ხოლმე სურვილი სხვის სულში ვიფორთხიალოთ??? ეს ჩვეულებრივი ეგოისტური მოთხოვნილება კარგად არის დაცული ამ ტელევიზიაში, რა პრობლემაა შეგიძლია სახალხოდ გამოაცხადო რომ ალასანია  კაციჭამიაა და არსებობს ადამიანი რომელიც შეჭამა ალასანიამ, ეს ადამიანი მზად არის ჩვენება მისცეს დაინტერესებულ ორგანოებს, გგონიათ ხალხი დიწყებს ლოგიკური ჯაჭვის ძებნას:
როგორ ტო, შეჭმული კაცი როგორ მისცემს ჩვენებასო??? არა ისინი გაიგონებენ მხოლოდ ალასანიას და იმას რომ ”კაციჭამიობა” ცუდია, მართალია ნაკლებ სავარაუდოა ეს ხალხი ოპოზიციის მხარდამჭერნი იყვნენ მაგრამ ხომ არსებობს ხალხი რომელმაც შეიძლება ხელისუფლების მომხრეების ისტერიას აჰყვევს და ხმა არ მისცეს კანიბალ ალასანიაზე. სწორედ ამ ხალხზეა გათვლილი ეს ტელევიზია, ჯერჯერობით მინდა ვთქვა რომ არცთუ უსაფუძვლოდ.

 საინტერესო ის არის რომ გარემოს დამცველების ფორუმზე აღმოვაჩინე რომ ყველაზე დიდი აუდიტორია ტელევიზიების, ამ ტელევიზიების  საპირისპირო იდეოლოგიების   მქონე ხალხია, მიშისტები მუდამ უყურებენ კავკასიას და გრეჩიხისტები რეალ-ტვ, რაღაც მაზოხისტური მოთხოვნილებაა იმის რომ გაიგონო შენთვის მიუღებელი და ამაზე მთელი ხმით დაიწყო ყვირილი აქაოდა დამპლები ზეციურ საქართველოს ანგრევენო.

საინტერესო დროში ვცხოვრობთ ღმერთმანი…