Category Archives: პაროდია

ქართული პოლიტიკის "ოქროს" ათეული

ყოველგვარი შესავლის გარეშე, ქართული პოლიტიკის ოქროს ფონდი.

10. ეკა ხერხეულიძე

ზვიადის საქმის გაგრძელება ქართულ პოლიტიკაში.

9. ნუგზარ წიკლაური

ეგზორცისტი(რუს აგენტებზე დასპეციალიზირებული)

8. პაატა დავითაია

7.არჩილ კუბლაშვილი

40 წლის. სექსუალურად დაკმაყოფილებული. წელიწადში 200 ათას ლარზე მეტი შემოსავალი. განა არ არის საკმარისი პოლიტიკის საკეთებლად?

6.პალიკო კუბლაშვილი

5.კახა შარტავა

უდაოდ საინტერესოა, რომელმა იმიჯმეიკერმა ურჩია კახა შარტავად თავის გადახოტვრა და მუდმივად ბრაზიანი მზერით ყურება.  კახა,  გატყუებენ.ეგეთ მზერაში დერზკი კი არა  უბრალოდ სასაცილო ხარ.

4. გიორგი ბარამიძე

მარადიული პარლამენტარი, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთადერთი სამუშაო გამოცდილება მთავრობაში ყოფნა.

3.აკაკი ბობოხიძე

სიტყვები არ არის საკმარისი მისი სიდიადის აღსაწერად.

2. სოსო ცისკარიშვილი

სათვალე, ჭკვიანური გამოხედვა, ინტელექტუალური ჩახველება. ასაკობრივი სიბრძნე.

1. ზაზა ფირალიშვილი

 სიმართლე, სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა.ასევე  სათვალე და დაჟინებული ინტელექტუალური მზერა. ქართული ოცნების საიდუმლო იარაღი–ნაციონალური იდიოტიზმის წინააღმდეგ.

ახალი წელი ბათუმში

ეს არის  მოკლე ჩანაწერები თუ კომენტარები რომელიც ჩემი ბათუმში ყოფნის დროს გავაკეთე, თემები- დაწყებული სახლში ტელევიზორის ყურებისას გაკეთებული დასკვნებით(როგორც წესი სიბრძნე)  და დამთავრებული ჯოვანი არიგის წიგნის კითხვით(რომლებსაც დავინდობ მკითხველს და ახლა არ დავწერ)

  • დავაკვირდი, საკმარისია რომელიმე  ქართულ გადაცემის ყურებისას  რაიმე ინტერესის ნატამალი გამიჩნდეს, რომ აუცილებლად  გადართავენ და მოძებნიან ისეთს რომლის ყურებისას ხშირად გამივლის თავში სუიციდალური აზრები. არადა რა გინდა სულო და გულო,  ცუდი გადაცემების უდიდესი არჩევანია  ქართულ ტელესივრცეში, ხოლო  ახალ წლებზე კი  სათუთად დაგეგმილი გადაცემების მთელი წყებაა რომლებზეც თავის მოკვლა გინდა ხოლო ბონუსად  ტრადიციისამებრ  რომელიმე იუმორინაა .

  • ბათუმში, ყოველი ახალი წელი ტანჯვაა, დაწყებული წონის მომატებით და დამთავრებული საშინელი მომღერლების კონცერტებით, ტრადიცია არც წელს დაირღვა,  წონაში არ ვიცი რამდენი მოვიმატე, კიდევ კარგი მანამდე დავიკელი, აი მუსიკალური ტრადიცია კი ხულიო იგლესიასმა გააგრძელა .   ყველაფერი ყველაფრად  მაგრამ ხულიო იგლესიასი ბებიაჩემზე მხოლოდ სამი წლით უმცროსია რაც უკვე იდეაში არის გარანტია იმის რომ ამ კაცის კონცერტი მინიმუმ ახალგაზრდული არ იქნება ხოლო მაქსიმუმ კი უბრალოდ ბერიკაცის გედის სიმღერა იქნება, საბოლოოდ ასეც მოხდა, უბრალოდ დიდი ეჭვი მაქვს რომ ხულიოს ფანი პრეზიდენტი სხვაგანაც იქნება და გედის სიმღერა გადაიდო.
  • ვერ ხვდები, თუ ქართული ხალხური სიმღერა არ მომწონს, რატომ უნდა მომეწონოს იგივე ნაგავი ოღონდ გერმანიაში პოპულარული ჯგუფის შესრულებით??? თან მით უმეტეს როდესაც კონცერტის ყურებისას არ მტოვებს შეგრძნება რომ ვუსმენ ძალიან ნაცნობ ქართულ ფოლკლორს რომელსაც ვერ ვიტან ოღონდ კარად გაყიდვადს, აი ისეთ უცხოელ სტუმარს რომ მოეწონება, აქ სიმღერის დროს რომელიღაც დაუარს კინტაურს იქ სხვა და იქნა, კარგად შეფუთული ნაგავი იყიდება და 21 საუკუნეში სიველურით აღტაცებული უცხოელმა შეიძლება ეს გადაყლაპოს მაგრამ აი ქართველს რატომ უნდა მომეწონოს ამას ვერ ვხდები.  ნუ იმედია მიხვდით რომ საუბარი ჯგუფ “შინზე” მქონდა.
  • ბავშვობის  მეგობრების წრეში ხშირად  მტანჯავს შეგრძნება რომ ან ისინი გაიზარდნენ ან მე გავიჭედე დროში, საუბრების თემები არა ჩემთვის და ჩემი თბილისური წრისთვის  ტრადიციული: სექსი, პოლიტიკა, რევოლუციები, სოციალიზმი, მუსიკა, კინო და გაუთავებელი ცინიკური კომენტარებია(ხშირად მიზანტროპულიც) არამედ ბინების მშენებლობა, მანქანებს ყიდვა, ცოლის მოყვანის ვარიანტები . ა ჩემი უახლოესი ძმაკაცი დაბერდა,  28 წლისაა და ბინის დამთავრებისთანავე აუცილებლად უნდა მოასწროს ვინმე კარგი აჭარელი ქალიშვილი გოგოს მოყვანა,  კარგი წესი ყოფილა ახალ ბინაში ახალი ცოლის შეყვანა, რა იცი რა ხდება, ეს რაა საუბრის მეორე ნახევარი სამსახურებს ეთმობა, კიდევ კარგი ორი ძმაკაცი ძალოვანი უწყების ოფიცრებია და სამსახურზე არ საუბრობენ მაგრამ მათ საუბრის კომპენსირება ლატარეის საქმეებით და დისტრიბუტორული შუტკებით(ეს უნდა მოისმინო რომ მიხდე რაზე საუბარი) ხდება. როგორც ჩანს 20-22 წლის მეგობრების წრეში ყოფნა ასაკს სერიოზულ დაღს ასვამს. ან ეგებ დროა მეც გავიზარდო და დავიწყო ფიქრი იპოთეკაზე და ვინმე აჭარელი გოგოს მოძებნაზე??? ჰმ ვერ ეღირსებით(ეს ჩემი ოჯახის წევრებს)
  • რატომ ჰგონიათ ჩემს ნათესავებს რომ ჩემთან შეხვედრისას აუცილებელია შეკითხვა “უყურე თამაშს”(რა? სად? როდისზეა? საუბარი) და შემდგომი საუბარი თამაშის პერიპეტიებზე,  “აუ რა კითხვა გამაზეს, მე და ჩემმა სამი წლს შვილიშვილმა ერთად ავიღეთ 5 კითხვა, ორი “დაჟე” გუკაჩომ აიღო ვადამდე,  არადა რაღა დასამალია თითქმის არ ვუყურებ და რბილად რომ ვთქვა უკვე მკიდია.  მეორე თემა, ჩემი წონაა ” – აუ ნიკა როგორ მოიმატე(ალბათ ჰგონია რომ მიხარია და მისი წასვლის შემდგომ სიხარულის ზეიმს გავმართავ) ან კარგად ხარ გიხდება(ეს ვარიანტი ხომ საერტოდ მეგაა, კარგი რა თუ მატყუებ რამე სხვა მომატყუე). მეც როგორც კარგ ნათესავს შეეფერება ისე ვიქცევი ვითომ ვერ ვიხსენებ(არად ვიცი ვინ არის) ან უბრალოდ მუსიკას ვრთავ და იგნორს ვუშვებ.
  • დიდი ხანია ვცდილობ ამოვხსნა რა არის კარგი ქართული გადაცემის საიდუმლო, დინამიური მოქმედებები??? არა რაღაც არა მგონია.  საინტერესო ისტორია??? არა, ძალიან მოსაწყენია. საინტერესო რესპოდენტები??? ისევ არა ,  აბა რა??? რეცეპტი მარტივია, ვიღებთ ორ სამ ჩამოწერილ ქართველ მომღერალს, ვუმაებთ  ერთ წამყვანს, ამ ყველაფერს ვაზავებთ  აშკარად “ნიკსტატი” დეპრესიული ფონის მუსიკით და რაც მთავარია რაც უფრო ნერვების მომშელი იქნება ქართული მით უკეთესი, ასეთ გადაცემას პრაიმ ტაიმიც გარანტირებული ექნება და ქართველი ერის გულწრფელი სიყვარულიც.
  • მაზოხიზმის ცუდი მეთოდია საპატრიარქოს არხის ყურება, ბუნებრივია ჩემი მებრძოლი ათეიზმი ხელს მიშლის იმ სიბრძნის აღქმაში რომელსაც ესა თუ ის წვერებიანი ძია კაცი უბნობს  ტელევიზიაში, მაგრამ საინტერესო უფრო ის არის,  რატომ ჰგონიათ რომ ძველქართულად საუბარი ნებისმიერ სისულელეს ამძაფრებს??? 
  • წელს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი შეცდომა დავუშვი( ნუ ჩემი ძმაკაცის სიძის დაწურული ღვინოს დალევა არ ითვლება), “გარიგება-2” ვუყურე, არადა იდეაში  გარიგების პირველი სერია სხვა არაფერია თუ არა  ბავშვობის ერთ ერთი კარგი თუ არა ნორმალური ტელე მოგონება . ქართული ფილმი, რომლის ყურების შემდგომ არ მინდოდა ტირილი ჩემი ერის მომავალზე, აი გარიგების მეორე ნაწილის აღწერისთვის სიტყვები ნამდვილად არ არის საკმარისი, ეს არის- არ ვიცი რა დავარქვა ამას, მონსტრი რომელიც გზად ყველაფერს ანადგურებს, კარგი იუმორისტულ ფილმში არ არის იუმორის ნიშანწყალიც მაგრამ 2 საათი რა ამბავია, ფილმის ბოლოში არის შანსი რომ გაიაზრო შენი არსებობის უბადრუკობა და მიხვდე რომ 2012 წელი მხოლოდ იმიტომ შეიძლება იყოს ბოლო წელი რომ ეს ფილმი მომავალ წლებში არ ნახოს არც ერთმა თაობამ.

სიმართლისტები

პირველად ტერმინი სიმართლისტები, ფორუმზე გავიგე რამდენიმე წლის წინ, მაშინ ამ ტერმინით გამწარებული ოპოზიციის წარმომადგენლებს აღნიშნავდნენ(რა დასამალია მეც რამდენიმეჯერ მომიხსენიეს) , ეს ის კატეგორია იყო ხალხის  რომლებმაც როგორც წესი იცოდნენ ხოლმე სიმართლე ყველაფერზე, მაგ ყველას თუ არა დიდ ნაწილს მაინც ჰყავდა ხოლმე ნათესავი პრეზიდენტის დაცვაში რომლებიც უყვებოდნენ სიმართლეს იმაზე თუ რა ხდებოდა კანცელარიის მე–11 სართულზე,  თუ რა სიბინძურე ხდებოდა თუ არა იქ.   დროთა განმავლობაში როგორც ხდება ხოლმე ცალკეული ტერმინები კარგავს აუცილებლობას და ნელ–ნელა დავიწყებას მიეცემა ეს კარგი ფორუმული ტრადიცია. ჩემი ღრმა რწმენით  ეს  დიდი დანაშაულია მომავალი თაობების წინაშე. სწორედ ამიტომ საჭიროა გავაცოცხლოდ ეს ტერმინი.
როგორ შეიძლება გამოვიცნოთ სიმართლისტი??? თითოეულ ჩვენგანს სოციალურ ქსელებში რამდენიმე ათასი თუ არა ასეული მეგობარი მაინც ჰყავს, ამ ხალხის გამოცნობის ერთი უტყუარი   მეთოდი არსებობს და ეს უბრალო დაკვირვებაა სტატუსტებზე და კომენტარებზე. 
ჩემი კვალიფიკაციით არსებობს  სიმართლისტების  სამი კატეგორია ,  პირველი– მორალური სიმართლისტები , ეს კატეგორია  ყველაზე მრავალრიცხოვანია,  ძირითადად მასში რადიკალური ოპოზიციის მომხრეები, ქრისტიანი ფუნდამენტალისტები და სხვადასხვა კონსპირაციული თეორიების მომხრეებია გაერთიანებული.   სასაუბრო თემები მორალურია და მათი სიმართლე მათი ცოდნაა სხვადასხვა უცნაური ინფორმაციების,  არგუმენტაციაც ძირითადად მორალისტური ხასიათისაა, “ჩვენ ხომ დიდი ილიას, აკაკის, ასე შემგომ ქვეყანა ვართ ამას როგორ ამბობთ” ან “განა შეიძლება საუბარი გირგვლიანის მკვლელებთან”,  “ნაბიჭვარმა რომელმაც გაანადგურა საქართველო და ანადგუყრებს დღესაც იმ ბანდას შენ იცავ, შენ ვინ ხარ ძნელია ამისი გამოცნბიობა?? გამეცალე ეხლა აქედან.. არსად გადამეყარო.. ზუსტად გვარგამოცვლილი ანტიქართვე;ლების ლოღოა ეგ ფაშისტყი ნაცისტი მაშინ როცა ხედავენ რომ ქართველ;ი გოინზე მოდის და იწყებს ბრძოლას მაოხრებლისგან გასანტავისუფლებლად..”. ამ კატეგორიის ხალხით იკვებება ჩვენი პრესა, საკმარისია ალიის თუ ასავალ დასავალის ნებისმიერი ნომერი გადაშალო რომ უხვად წააყდები მსგავსი ყაიდის არა ფეისბუკურ კომენტარებს, არამედ სტატიებს.

მორალურ სიმართლისტებთან ურთიერთობისას არსებობს რამდენიმე შეცდომა რომელიც შეიძლება ჩვეულებრივმა მოკვდავმა  დაუშვას, პირველი, უბრალოდ  კამათი , მეორე , მათგან რაციონალური არგუმენტაციის მოსმენის სურვილი, ალბათ მიხვდით რომ ეს შეცდომები მეც დავუშვი,  როდესაც ერთ–ერთი ასეთ მორალურ სიმართლისტს  ახლახანს ვეკამათე,  ყველაფერი დასრულდა იმით რომ ჯერ ლიბერალი მიწოდეს(არადა სოციალისტი ვარ, უფრო ცუდი ტიპი) და მირჩიეს წამეკითხა ალან დალესის გეგმა. 

მეორე კატეგორია სიმართლისტების ძირითადად ე.წ სახელისუფლებო წრეებში უნდა ვეძებოთ,  მასში გაერთიანებულია რამდენიმე ქვე–კატეგორია , პირველი სახელისუფლებო ტიპები, აი ის კატეგორია ხალხის რომლებიც ხელისუფლების ნებისმიერ იდიოტიზმს საკუთარ სიმართლედ აცხადებს და მზად არის დაიცვას ის  მიუხედავად ყველაფრისა “მერე რა მოხდა რომ   ნაგავის  გატანის გადასახადს  ელექტროენერგიის   მიხედვით  დაგვითვლიან”, რადგან ასეთუ რამ მოიფიქრეს   ე.ი ასეა საჭირო , მეორე კატეგორია ეს უფრო მაღალი სოციალური და ეკონომიკური  კატეგორიის ტიპებია, აი მაყუთა ტიპები რომლებიც თვლიან რომ საკუთარი ინტერესები საყოველთაო და არ ექვემდებარება განხილვას, მაგაალითად ეს კატეგორია თვლის რომ სახელმწიფომ არ უნდა დააწესოს მაღალი გადასახადები რადგანაც ეს დანაშაულია ქვეყნის წინაშე(ნუ მათ წინაშე დანაშაული ხომ ქვეყანაზე ვრცელდება)  მესამე ქვე კატეგორია, ეს ნორჩი ტიპებია რომლებიც თვლიან რომ მომავალში იქნებიან პირველი ორი კატეგორიის წევრები . ძირითადად ეს სხვადასხვა ბიზნეს სასწავლებების სტუდენტები და ნორმალური უნივერსიტეტების თვითები(თვითმართველობის აქტიური წევრები) არიან.

ასე კატეგორია ხალხთან კამათი საინტერესო და სახალისოა, ჯერ ერთი რაც არ უნდა იყოს ხშირად ძალიან ძნელია დაიცვა ხელისუფლების იდიოტიზმი, მეორეც ყოველთვის მახალისებს კამათი ისეთ ხალხთან რომლებიც თვლიან რომ ზე–მდიდრებმა არ უნდა გადაიხადონ პროპორციულად მაღალი გადასახადები, იმიტომ რომ ხვალ თუ არა ზეგ თვითონ უეჭველი იქნება ის ზე მდიდარი. 

 
მესამე და ჩემი საყვარელი კატეგორია, ეს ლიბერალური სიმართლიზმის ადეპტები არიან,  ამ კატეგორიას მიაჩნია რომ არსებობს რაღაც წმინდა ცოდნა რომელსაც ეუფლების იმის შემდგომ რაც თავს უწოდებ ლიბერალს და ყველა სხვას ეს ცოდნა არ გააჩნია, რაც მთავარია ეს ორი აერთიანებს წინა ორი ჯგუფის ნიშან თვისებებს, ის  ისეთივე მორალისტურია როგორც პირველი ჯგუფი ოღონდ ბევრად უფრო რესპექტაბებული,  ყოველგვარი შეთქმულების თეორიების გარეშე და მეორე კატეგორიის თვითრწმენა რომ საკუთარი სიმართლე საყოველთაოა.

ამ კატეგორია ხალხთან კამათი ძირითადად რაღაც დეტალებამდე დადის,  მაგალითად რომელიმე კანონის ბ–მუხლის 198 დამატების პირველ ცვლილებამდე, რაც მთავარია თუ შენ გამოკვეთილი შეხედულებები გაქვს აუცილებლად შენი საპირისპირო პოზიცია აქვს რომელიც სიმართლეა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, იმიტომ რომ ყველაზე სწორი პოზიციაა აუცილებლად სადღაც შუაშია. 

ისე ერთი რამ ნამდვილად ასეა, რომ არა ეს სამი კატეგორია ვერასოდეს გავიგებდი რომ “ალან დალესის” გეგმით იმართება საქართველო, ვერც იმას გავიგებდი რომ ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ლობისტების ინტერესები საყოველთაო მთელი სამყაროსთვის და რაღათქმაუნდა ვერასოდეს გავიგებდი, რომ  პოლიტიკურ კრიტიკოსი არც მემარცხენე და არც მემარჯვენე არ უნდა იყოს, უნდა იყოს მოაზროვნე მორჩა და გათავდა.

როგორ გავხდეთ მილიონერი ერთ დღეში(ერთი ბლოგის კრიტიკა/რეკლამა)

ნებისმიერ სოციალურ ფორმაციას დროის მიუხედავად გააჩნია საკუთარი წარმატების მითები ,არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს შუა-საუკუნეების ფეოდალიზმი თუ საბჭოთა სოციალიზმი. ნაცარქექია და საბჭოთა საქართველოს ფილმების გმირები მათი ეპოქის წარმატების მაგალითებია. ადამიანს სჭირდება მაგალითები რომლებზეც ექნება სწორება, რადგანაც რაც არ უნდა იყოს საკუთარი ცხოვრება ყოველთვის უფრო უარესია ვიდრე სხვისი, მით უმეტეს წარმოსახვითის.

კაპიტალიზმი წარმატების ფორმულებშიც გამორჩეულია,მის ყველა ნაირსახეობაში, იქნებოდა ეს ველური კაპიტალიზმი, კეინსიანური თუ თუნდაც ნეოლიბერალური, ყველგან ერთი მითი გვხვდება -“ჟურღმულებში დაბადებულ ღარიბ ბიჭზე, რომელმაც მძიმე შრომით მიაღწია წარმატებას, დაიწყო რა ყველაფერი “გაზეთების დატარებით” ბოლოს მსხვილი კორპორაციის მენეჯერობით და ულამაზეს გოგონაზე ქორწინებით სრულდება.

არ დავიწყებ ლაპარაკს იმაზე რომ ოფიციალური “წარმატების ისტორიების” მიღმა, ხშირად სრულიად სხვანაირი რეალობები იმალება, როგორც პირველი როკფელერი რომელიც იძახდა “არ მკითხოთ როგორ ვიშოვე პირველი მილიონი და მოგიყვებით თუ როგორ შემდგომი ყველაო”, არც იმის მტკიცებას დავიწყებ რომ მილიონერობს წყურვილის მიღმა სრულიად ობიექტური ფსიქოლოგიური კომპლექსები იმალება, უბრალოდ ქართულ ბლოგოსფეროში აღმოვაჩინე საიტი რომელიც ასეთი succes story-ს აკეთებს, ეს არის უმაგრესი საიტი(თან რეკლამას ვუკეთებ) http://inteleqtika.com/ ეს შინაარსით უფრო დიდი კაიფია ვიდრე ნებისმიერი იუმორისტული შოუ და უფრო საინტერესო ვიდრე, დისკავერის ნებისმიერი სამეცნიერო გადაცემა.

დავიწყოთ თავიდან, საიტზე პირველად რასაც ვხედავ ეს არის ვიღაც ახალგაზრდა რომელიც მეუბნება რომ “ჩვენი ქართული მულტიმედიური ბლოგი-პირდაპირი გზაა თქვენი კეთილდღეობის ამაღლებისკენ”, რაც მთავარია საიტზე შემთხვევით მოხვედრილმა ვიზიტორმა უნდა უნდა იცოდეს ვინ არის ახალგაზრდა რომელიც მე-20 საუკუნის პროპაგანდისტური პლაკატების მსგავსად ომახიანად მომიწოდებს.კარგით თუ რამე არ იცი დღეს ამის გარკვევა არ არის რთული ხოდა მეც ვცადე ამ ახალგაზრდას ვინაობის დადგენა, ბლოგზე ინფორმაციის მოძიება არ გამჭირვებია(ბლოგი ნამდვილად კარგად არის გაკეთებული, რესპექტი) და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როდესაც აღმოვაჩინე რომ ეს ადამიანი(გიორგი თვალაძე) არათუ სტივ ჯობსი არ არის, არამედ ბიოგრაფიის მიხედვით რომ შევხედოთ ფაქტიურად ვერც მიხვდები ვინ არის, ან რა გააკეთა და ან რატომ უნდა ვენდო მე “წარუმატებელი და ერთ ადგილის მტკეპნავი მას”. როდესაც ადამიანი სხვას ასწავლის და თან პრეტენზია გაქვს რომ წარმატებული ხარ(მე არ მაქვს ამის პრეტენზია, ვფიცავარ ენგელსის ნათელ სახელს) მინიმუმ ეს წარმატება უნდა აჩვენო, ბიოგრაფიით ამას ვერ გაიგებ, ან შეიძლება ძალიან ღრმა ტიპი ხარ(მე არ ვარ) და რაიმე დაინახო მაგრამ ეს აშკარად არ იქნება ის რაც წერია.

ბიოგრაფიიდან გადავედი ძალიან საინტერესო ადგილზე, რომელსაც ეწოდება საიტის მისია, არ მივაქციოთ ყურადღება მცირე დეტალებს , გადავიდეთ უმთავრესზე-მიზნებზე:

1.ინტელექტუალური კონტექსტის გაზრდა;
2.ცხოვრების დონის ამაღლება;
3.შინაგანი, ფარული უნარებისა და შესაძლებლობების გამომჟღავნება;
4.სულიერი და მატერიალური სიღარიბის სამუდამოდ მოცილება
5.სამეწარმეო სულისკვეთების აღორძინება;
6.ქველმოქმედების აღორძინება;
7.ელექტრონული ბიზნესის აღორძინება;
8.ინტერნეტის უსაზღვრო შესაძლებლობების სწორად გამოყენება;
9.ჰარმონიულად და უაღრესად განვითარებული საზოგადოების აშენება;

მიზნები ძალიან საინტერესოა, არა ვიტყვი პირდაპირ შთამბეჭდავია.  ნებისმიერი ქართული და არამარტო ქართული პოლიტიკური  პარტია  მოაწერდა  ხელს  პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად .

ვერაფრით გავიდე რა საჭირო იყო ამის ასე დაწერა-ინტელექტუალური კონტექსტის გაზრდა; აშკარად შესაძლებელია  ადამიანურად დაწერო ისე რომ არ იყოს საჭირო რახარუხი სიტყვების,  მაგრამ კარგით დავანებოთ ამას თავი,  სხვები კიდევ  უფრო საინტერესოა.

მიზნებიდან განსაკუთრებით საინტერესოა 3.4. და 7.

დავიწყოთ ნომერი 3- შინაგანი და ფარული უნარების გამოვლენა ჩემითვის როგორც წესი ასოცირდება რაღაც ბუდისტურ ფილოსოფიასთან,  ხოლო უფრო ბევრისთვის სულაც   მაგიასთან ასოცირდება.

მატერიალური და სულიერი  სიღარიბის მოშორება(ნომერი4) -ის რომ მატერიალური სიღარიბის მოშორებას მოსდევს  სულიერი სიღარიბის,  ამას მგონი  ყველაზე ფუნდამენტალისტი ლიბერტარიანელებიც არ აწვებიან, არამგონია კორუმპირებული სახელმწიფო ჩინოვნიკების სულიერება ახალ პრადოს შეძენასთან ერთად იზრდებოდეს, შეიძლება ვცდები მაგრამ როგორც წესი სულიერი სიღარიბის დასაძლევად ტრადიციულად, კულტურა,ხელოვნება, თუ თუნდაც ლიტერატურა გამოიყენება და არა ფული.

“ელექტრონული ბიზნესის აღორძინება(ნომერი7) “-დიდებულია სიტყვებია ერთი პრობლემა რომ არ იყოს, აღორძინება გულისხმობს რაღაც ძველის გაცოცხლებას და განახლებას, მის გადააზრებს და ახლინდებურად წარმოჩენას, მაგალითად იტალიური აღორძინება ეს იყო ანტიკური კულტურის ხელახალი აღმოჩენა და მისი გადააზრება. მაპატიოს ინტელექტიკას წარმომადგენლებმა მაგრამ ელექტრონული ბიზნესი საქართველოში წარსულში არ მახსენდება, ნამდვილად ვიცი რომ ბებიაჩემი არ იყენებდა ახალგაზრდობაში ელექტრონულ საშუალებებს, ის კი არა მამაჩემის ახალგაზდრობაშიც ნაკლებად მახსენდება რაიმე, მაპატიეთ შეიძლება ძველმოდური ვარ, მაგრამ ლამაზ სიტყვებს ნამდვილად აქვთ მნიშვნელობა.

ცოტა ხნით შევეშვათ მისიას და ვნახოთ საიტის ერთი ჩვეულებრივი პოსტი,http://inteleqtika.com/formula-3/ -„მილიონერების საიდუმლო ფორმულა №3“ , მოკლედ რომ ვთქვა ეს არის 21 დღიანი რჩევების კურსი რომელიც გასწავლის წარმატებას და ასე შედგომ, მოკლედ ელექტრონულ ვერსია ათობით წიგნის თუ ბუკლეტის რომელიც გასწავლის თუ როგორ გახდე მილიონერი, წარმატებული, ლამაზი, როგორ დაიპყრო საყვარელი ადამიანის გული და ასე შემდგომ, ტიპიური მაგალითი იმის თუ რა არის კარგი გზა და რომელსაც 99.9 პროცენტი ადამიანების, მათ შორის თავად რჩევების მომცემები ვერ იყენებენ ცხოვრებაში. ამაში ცუდი არაფერია და პირიქით რაც მეტი იქნება ასეთი მით უკეთესი, ეს ყველაფერი კარგი იქნებოდა რომ არა ერთი დეტალი-

მთავარი პოსტი არ არის მთავარია კომენტარები “

კომენტარი ნომერი ერთი

Lasha-ნამდვილად აღარ მინდა ნეიტრალურ და უღიმღამო ადამიანთა რიგებში დარჩენა და გადავწყვიტე, რომ კომენტარი გამეკეთებინა, ვაღიარებ, რომ ასეთი ხალხის რიგებში ვიყავი და გარკვეულწილად ჯერაც ვარ. რა ცვლილებებიც ამ ბოლო დროს მოხდა ჩემში დაიწყო იმის მერე რაც სრულიად შემთხვევით ფეისბუკზე დაგიმეგობრდით, ხოლო თქვენმა ბლოგმა, რომელსაც გახსნის დღიდან გავეცანი, საერთოდ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა და თვალი ამიხილა. ყველა თქვენს სიახლეს თვალყურს ვადევნებ და ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი რამე შეიცვალა ჩემში, ეს პირველ რიგში ხედვები და გრძნობებია, მაგრამ ვფიქრობ რო ამ ყველაფერს ადრე თუ გვიან გადამწყვეტი მოქმედებებიც აუცილებლად მოყვება… დიდი მადლობა ყველაფრისათვის!

კომენტარი ნომერი ორი
-elena- Dgiti dge ver vmalav chems AGPRTOVANEBAS, magram vfiqrob rom aq ukve sityvebi zedmetia, xalxis komentarebitac chans ra sasargeblo saqmesac aketebt…. yovel sagamos vzivar pasta da furcelit da gelodebit xolme ) chemi sidzec aviyolie da visac vxvdebi sul am proeqtze velaparakebi, saxlshi ukve meubnebian GAGIJDIO )…. patar patara kitxvebi michndeba da xo sheidzleba rom dagisvat xolme? DIDI MADLOBA!!!!!!!!!!

ზედმეტად დიდი ხანია ვარ ინტერნეტის აქტიური იუზერი და შემიძლია ხატზე დავიფიცო, ასეთი კომენტარები კეთდება მხოლოდ ორ ვარიანტში

პირველი-როდესაც საქმე ეხება ეკლესიას, პატრიარქს,სამშობლოს და მსგავს სიმბოლოებს  როგორ  წესი ასეთ დროს ადამიანების ერთი ნაწილი წერს   შინარსიის მიუხედავად წერს  აღფრთოვანების პოსტებს.

მეორე-ასეთი კომენტარები, სხვა არაფერია,  თუ არა თავად ავტორების დაწერილი საკუთარ თავზე. რაც ცოტა არ იყოს ტეხავს.

მოკლედ: მაქსიმუმ რაც შეიძლება ამ საიტიდან სიახლე გაიგო ეს რამდენიმე ავტორის სახელია მაგრამ ერთი უეჭველია(ცვეტში) ასეთი დახვეწილი იუმორი პირადად მე ქართულ ნეტ-სივრცეში არ მეგულება.

პ.ს იმედია საიტის ავტორები არ მიწყენენ.

სოციალიზმის არშემდგარი "ბართლომეს ღამე"

ის რომ სოციალიზმს გააჩნია პრობლემები ,  მათ შორის  საკმაოდ სერიოზული და დამაფიქრებელი,  ამაზე მხოლოდ  ბრმები  და  არაკეთილსინდისირი ხალხი არ კამათობს . სხვა თუ არაფერი სოციალიზმს ადამიანები აშენებენ და შეუძლებელია ადამიანების მიერ შექმნილი  სისტემა იყოს ისეთივე “იდეალური” როგორც,  მაგ მემარჯვენე  ლიბერტარიანიზმია რომელიც ყოველგვარი ადამიანების გარეშე არსებობს.  მას ისეთივე შეცდომები აქვს როგორც ადამიანებს გააჩნიათ და ისეთივე წარმატებები როგორც ხალხს შეუძლიათ მიაღწიოს.

გუშინ, როდესაც ტაბულაში მიშა თავხელიძის და ზურა ჯაფარიძის ერთობლივი ნამუშევარი ვნახე , პირველ რიგში გავოცდი და მეორე რეაქცია რაც იყო არ დაგიმალავთ გამიხარდა.  გავოცდი იმიტომ რომ ნამდვილად არ მეგონა  თუ დარჩა ვინმე, რომელიც სოციალიზმს მსგავსად აკრიტიკებდა, გამიხარდა იმიტომ რომ თუ ტაბულას ორი ყველაზე წარმოსაჩენი და ჭკვიანი ლიბერტარიანელი ასეთ რაღაცეებს წერს(ნებისმიერი ქართველი ლიბერტარიანელი, დიდი მესიის შემდგომ  სწორედ ამ ორ ავტორს თვლის ეტალონად) მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი ძვირფასი ოპონენტების საქმე.

ჩემი წარმოდგენით(არამხოლოდ ჩემი)  კრიტიკა, რომელშიც საერთოდ არ არის ნახსენები რეალური პრობლემები და წარმოჩენილია, მაკარტიზმის დროინდელი მითები ,დამატებული  სრულიად უსარგებლო ლიტერატურული ჩანართებით რბილად რომ ვთქვა არადეკვატურია. სხვა თუ არაფერი ეს ქმნის ილუზიას რომ სოციალიზმის პრობლემები მხოლოდ  სტატიაში არსებული გლობალური სოციალისტი მხეცია.

როგორც ხდება ხოლმე, პირად საუბრებში, რომლებიც გუშინ ფეისბუკზე აქტიურად მიმდინარეობდა(უფრო სწორად სოციალისტები ხუმრობდნენ და ლიბერტარიანელები მორცხვად ლანძღავდნენ ობამას)  , განჩდა მოსაზრება რომ ეს სტატია არის ცდა, ჩვენი,  სოციალისტების წერის  სტილში, იუმორისტულად დაეწერათ სტატია.  არ დავმალავ არის ამაში სიმართლის მარცვალი ოღონდ ერთი შესწორებით, ეს მოსაზრება ადეკვატურია  თუ ამას სოციალისტი დაწერდა,  ანუ მე ან ჩემს ნებისმიერ მეგობარს რომ დაეწერა ეს სტატია ასეთ სტილში(ასე ცუდად არც ერთი არ ვხუმრობთ, ეს უდაოა)  კიდევ ჰო გასაგებია, ეს საკმაოდ გავრცელებულია სტილია და მეც ხშირად მივმართავ ხოლმე. მაგრამ არის კიდეც ერთი პატარა მომენტიც  ადამიანს ან გაქვს იუმორის გრძნობა ან არა, ის რაც გუშინდელ სტატიაში წავიკითხე ეს არც იუმორი იყო და არც არაფერი , ეს იყო ბანალური  ხალტურა, როგორც ჩანს,  ავტორებმა ჩათვალეს რომ მათი მომხრეები ნებისმიერ სისულელეს დაიცავდნენ.  გუშინდელი კომენტარებიდან გამომდინარე   ალბათ არის ამაშიც სიმართლე.

p.s ესეც სტატია რომელზეც ზემოთ ვსაუბრობ http://www.tabula.ge/article-4718.html 

აკრძალულია !!!

        არ ვიცი როგორ და საიდან მოგვეპარა, ნელ-ნელა მოგვიახლოვდა და ფაქტის წინაშე დაგვაყენა,  ყველაფერი პარკებში და საზოგადოებრივ ადგილებში ხვევნა კოცნის ამკრძალავი ნიშნებით დაიწყო, ცოტა ხანში ნიშნევს ლუდის დალევის და შემდგომ ქუჩაში მთვრალი ბოდიალის აკრძალვა მოჰყვა, მთავარი სიურპრიზი შემდგომ გველოდა აკრძალვებს გადასახადების ორიგინალური მეთოდები და როდესაც აზრზე მოვედით ყველაფერი გვიან იყო. ალბათ ასეთი იქნება  მომავალში რომელიმე ცუდი მწერლის რომანის დასაწყისი.

        ის რომ პარკებში  ზასაობა და ლუდის სმა აირძალა, წესით  გასაკვირი არაფერი არ  უნდა იყოს.  ხელისუფლებას და ელიტას აღარ სურს ქუჩაში, მათ დასუფთავებულ და განათებულ ქუჩებში, “უმსგავსოებებს” უყუროს . ჯერ ერთი ჯორჯ კარლინის სიტყვების პერიფრაზირება რომ გავაკეთოთ,  მათ სურთ სუფთა და უსაფრთხო გარემო საკუთარი ვოლვოებისთვის, მეორეც  დიდი ხანია ეს ხომ არაეთიკური,   ამისთვის ბაითები არ არსებობს ???

       ჩვენს ვირტუალურ სივრცეში მოდაშია   ჩამორჩენილობის და კონსერვატორობის სიმბოლოს- მურთაზის ლანძღვა, ის კონსერვატორია, რელიგიურია, უყვარს ქართული სუფრა და მოკლედ ჩამორჩენილი ტიპია რა ყველანაირად.  მაგრამ ყველას გამოეპარა მურთაზის გარდასახვა, ერთმა მურთაზმა “ბანკში ” დაიწყო მუშაობა და ახლა კრედიტ ოფიცერია, მეორე მურთაზი სახელმწიფო სამსახურშია და ახალ საქართველოს აშენებს,  მესამე ჟურნალისტია და კვირაში 19 ინტერვიუს იღებს ლალი მოროშკინასგან და გივი სიხარულიძისგან, მეოთხე მუსიკოსია და ოდესღაც როკს უბერავდა.  ის რომ დღეს მურთაზია  ხელისუფლებაშია და სრულიად არ ჰგავს მის ძველ ანალოგებს ამაზე მისი ახალი იდეები მოწმობს, სწორედ კონსერვატორულად განწყობილი ხალხის იდეებს ჰგავს ლუდის სმის და ზასაობის აკრძალვები.

        მოდით თვალი იმასაც გავუსწოროთ რომ ამ ყველაფერს გადავყლაპავთ, იმიტომ რომ ისეთები ვყლაპეთ ადრე რომ ეს უბრალოდ პატარა გაუგებრობაა იმასთან შედარებით. იცი რა არის განსხვავება ჩვენს და “მათ” შორის??? მათ უკვე იციან რა უნდათ რა რისთვის უნდა იბრძოლონ, ანუ მათ უკვე აქვთ კლასობრივი თვითშეგნება, ჩვენ კი ჯერ არ ვართ მზად ვიბრძოლოთ, ამიტომაც გადავყლაპავთ ყველაფერს რასაც მოასწრებენ ჩვენი ხელისუფლები.

       ნურც იმას გამოვრიცხავთ რომ ეს ჩვეულებრივი დაბოლების აქცია იყო, ნოამ ჩომსკის სტატიაში(ჩემი თარგმანია) “ხალხით მანიპულირების 10 საშუალება“. არის ერთი საინტერესო მომენტი :

        2.პრობლემების შექმნა და შემდგომ შეთავაზება საზოგადოებისთვის მათი გადაწყვეტის გზების.

    პრობლემა, „სიტუაცია“ რომელიც გათვლილი იქნება საზოგადოებაში გარკვეულ რეაქციაზე,  რათა შემდგომში თავად  საზოგადოება, მოითხოვოს ამ პრობლემის გადაჭრა, მაგ, ხელი შეუწყო ძალადობის გავრცელებას ქალაქებში ან მოაწყო სისხლიანი ტერაქტები იმისთვის რომ თავად მოსახლოებამ მოითხოვოს, უსაფრთხოების კანონები რომლებიც შეზღუდავს მოქალაქის თავისუფლებას. ან: გამოიწვიო ეკონომიკური კრიზისი,იმისთვის რომ აიძულო სოციალური დაცვის სისტემის გაუქმება როგორც “ბოროტების უმთავრესი წყაროს”. 
   ანუ ვიღაც ქმნის პრობლემას რომელსაც შემდგომ ვინმე მაღალი, კეთილი და ჭკვიანი(უგულავა ან თავად მიშა) გადაჭრის და გალანძღავენ ცუდებს. ამის გამორიცხვა არ შეიძლება, ჩვენს ხელისუფლებას შესაძლოა კვლავ დასჭირდეს პროგრესულობის თამაში და თავადვე გადაწვიტოს პრობლემა, რომელიც თვითონვე შექმნა.
     მოკლედ, ასეა თუ ისეა, ერთი რამ ცხადია ზასაობის და ლუდის სმის აკრძალვა არც დასაწყისია და არც დასასრულია, იმ პროცესის რომელსაც ქვეყნის საკუთარ თარგზე მორგება ეწოდება.

ქრისტიანობა, სოციალიზმი, პიარი

ათი დღეა ვირტუალურ სივრცეში ახალი გასართობი გამოჩნდა , ყველა ვისაც არ შეეზარა ქართველი სოციალისტების მართლმადიდებლური ძირის ძებნა დაიწყეს,  საბოლოოდ  როგორც აღმოჩნდა დეკლარირებული ათეისტი სოციალისტები, სინამდვილეში  პრაგმატული მართლმადიდებლები და პატრიარქის გავლენის აგენტები ყოფილან. ახალგაზრდა ცინიკოსების მიზანი არა ახალი სოციალისტური რევოლუციაა ან თუნდაც ქართული კაპიტალიზმისთვის ადამიანური სახის მიცემა ყოფილა , არამედ გაცილებით უფრო დიადი და მნიშვნელოვანი,  ეს მიზანი სხვა არაფერია  თუ არა ახალი თეოკრატიული საქართველო სადაც ეკლესიის მეშვეობით ცინიკოსმა, პრაგმატულმა,  ათეისტმა სოციალისტებმა   უნდა მართონ საქართველო.
როგორც იქნა გაგვშიფრეს, მეგონა ამას ვერავინ ვერ შეძლებდა, ჩემი 11 წლიანი ათეისტური ოდისეა ერთის ხელის მოსმით დაანგრიეს და გამშიფრეს როგორც პატრიარქის და მართლმადიდებლურ მშობელთა კავშირის “ინტელექტუალური” ფრთა.
მეტსაც გეტყვით, სინამდვილეში ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილი კონსპირაცია იყო  რომელსაც სათავე 1980 იანი წლების მეორე ნახევარში და 1990 იანი წლების პირველ ნახევარში ჩაეყარა საფუძველი, პატრიარქის პირადი დავალებით შეირჩა ყრმების პირველი თაობა რომლის მიზანი იქნებოდა ათეისტად და სოციალისტებად აღზრდა რათა წლების შემდგომ მათ ერთი ხელის მოსმით დაენგრიათ დიდი რუდუნებით ნაშენი ქართული ლიბერალური ციტადელი.არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ  ეს პროცესი აქტიურად ფინანსდებოდა მოსკოვიდან და ყოველდღიურად რაპორტები პირდაპირ ლუბიანკაზე, კაგებეს და შემდგომში ფეესბეს ოფისში მიდიოდა.
ეს ყველაფერი იდეალურად განხორციელდებოდა რომ არა ქართული სახელმწიფოებრიობის და ლიბერალიზმის სადარაჯოზე მდგარი ვაჟკაცები და დედაკაცები, მათმა მახვილმა მზერამ  მალე გაშიფრა დიდი სოციალისტურ-მართლმადიდებლური კონსპირაცია და ერთი ხელის მოსმით დაანგრია ფეესბეს და პატრიარქის რუდუნებით ნაშენი ბოროტების იმპერია.
ეს არის ყველაფერი რაც ითქვა და ასევე ის რაც არ ითქვა მაგრამ ჩემი “მეგობრების” გულებში დევს და მე მათივე მეთოდით, ანუ მათ მაგივრად ვთქვი ის რასაც ისინი ფიქრობენ. ჩვენთან ხომ მისაღებია “აზრის ციტირება” ისე მოახდინო რომ მთლიანად დაუკარგო მას პირვანდელი სახე.
ახლა რაც შეეხება სოციალიზმის და ქრისტიანობის მიმართებას, მე ვაპირებ ვიყო პოლიტიკაში, იმიტომ რომ მაინტერესებს ეს სფერო და აშკარად მაქვს იმის პოტენციალი რომ ქართულ პოლიტიკაში მე და ჩემმა მეგობრებმა რაღაც  სიახლე შევიტანოთ, იქნება ეს რეალური სოციალისტური იდეები თუ უბრალოდ არაპიარზე გათვლილი მოქმედებები. მე ათეისტი ვარ და ვაპირებ თუ ვინმეს დააინტერესებს ჩემი რელიგიური თუ ფილოსოფიური შეხედულებები  საჯაროდ დავაფიქსირო  რომ სწორედაც  ათეისტი ვარ და მიუხედავადა ამ პოზიციის არაპოპულარობისა  მას ბოლომდე დავიცავ.
რაც შეეხება ჩემს მიმართებას საერთოდ ქრისტიანობასთან, როგორც ათეისტს არ დავმალავ და ძალიან სიღრმისეული, სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს რელიგიასთან, მათ შორის ქრისტიანობასთან, მაგრამ არ მაქვს არანაირი პრობლემა რელიგიურ ადამიანებთან.   შეიძლება არაპოპულარული მესიჯია  მაგრამ სწორედ ეს არის ერთ-ერთი იმათთაგანი  რაც ჩემნაირმა ახალგაზრდებმა შეიძლება შესთავაზოს საზოგადოებას. ჩვენ არ ვმალავთ ჩვენს შეხედულებებს და საკუთარ პოზიციებს არ ვიცვლით ქარის მიმართულების მიხედვით.

ქრისტიანული სოციალიზმი ისეთივე ნაწილი უნდა გახდეს სოციალისტური მოძრაობის როგორიც არის სხვაგან იქნება ეს გერმანული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ქრისტიანული ფრთა თუ სამხრეთ ამერიკული განსავისუფლების თეოლოგიის მსგავსი.

განსაკუთრებით სასაცილო აღმოჩნდა კრიტიკა რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა სოციალისტები როგორ ხართ ქრისტიანების გვერდით, ხოლო თუ უფრო ახლო ხედიდან დავაკვირდებით აღმოჩნდება რომ საუბარია იმაზე თუ როგორ ვიტანთ სოციალისტები ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე ხალხს, ჩვენთან ხომ ნორმაა ნებისმიერ უმნიშვნელო პრობლემაზე პარტია სამ ნაწილად გაიყოს და შემდგომ ერთმანეთი საჯაროს ლანძღოს, ნორმალურ პოლიტიკაში რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით განსხავებული აზრი არა პრობლემაა არამედ რეალური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და სწორედ ის ნაწილია რომელიც ასე აკლია ჩვენს საჯარო სივრცეს.
კიდევ ერთი თუ ვინმე გეტყვით რომ ნიკუშა მარქსი პინგვინად გარდაისახა და ახლა ანტარქდიდაზე მიდის ბუდიზმის საქადაგოდ, კარგად დაფიქრდით ხომ არ არის  ამ ნათქვამში რაიმე  უცნაური და ეს ყველაფერი ხომ არ გაქვს ძალიან ცუდ პიარს, მით უმეტეს თუ ნიკუშა მარქს ან ნებისმიერ ადამიანს რომელსაც რაიმეს აბრალებენ თავად იცნობთ  და მცირე ეჭვი მაინც გაქვთ იმასთან დაკავშირებით ადამიანი ერთ დღეში პინგვინად როგორ გარდაისახაო,  ერთია ადამიანი რომელიც საკუთარი ინტერესების გამო ავრცელებს ჭორებს თუ იგონებს ფაქტებს მაგრამ მეორეა თავად ადამიანი რომელიც ნებისმიერი სისულელეს ყოველგვარი კრიტიკის გარეშე ღებულობს.

საეჭვო დღესასწაული(სირბილი)

13 აპრილია ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან დღესასწაულებში რომლებსაც მე პერმანენტურად ვზეიმობ, უმუშევარი მოინტელექტუალო მარქსისტისთვის რომ გარდა სტატიების კითხვისა და რევოლუციური მოწოდებებისა, ერთადერთი საქმე ხომ დღესასწაულების მოფიქრებაა, ხოდა მეც ასე მოვიფიქრე კიდევ ერთი, ფრიად საეჭვო დღესასწაული-მე-14 თვე დილით სირბილზე უარის თქმის… არადა ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო:


ადრე:
სამსახურიდან გამოსვლის ვაკეში აღმოჩენილი აღმოვაჩენდი რომ სასწორი გაცილებით მეტს აჩვენებდა ვიდრე ცოტა ხნით ადრე და იწყებოდა პანიკა  ”აუ ჩემი კაი კიდევ გავსუქდი”, ”ასე გაგრძელება არ შეიძლება” . ”ხო გახსოვს ადრე რა სიმპო იყავი”  და ასე შემდეგ, მოკლედ  პანიკა და ლოგიკურად ერთადერთი გამოსავალი, ხვალიდან დილით სირბილი…

მეორე დღეს:
არაფერია იმაზე უფრო საშინელება ვიდრე  მოლოდინი იმის რომ უდროოდ  წამოდგე და დებილივით ირბინო, მით უმეტეს  როდესაც ალტერნატივა  ტკბილი ძილია და  ოცნება იმაზე თუ როგორ ზასაობენ შენი ყოფილი შეყვარებული და ნიკოლ კიდმანი(ერთხელ დამესიზრმა და მთელ სამეგობროს გავანდე), რადგანაც სირბილი ამ საშუალებას გიკლავს საჭიროა ვარჯიში  ორშაბათიდან დაიწყო.

ორშაბათი:
ორშაბათ დილით, სირბილს  საშინელი სინდისის ქეჯნა ახლავს  თავს, როგორც წესი ათი წუთით ადრე გეღვიძება მაღვიძარას  დარეკვამდე და  ნატანჯი სახით ელოდები საშინელი წუთის დადგომას როდესაც მობილურიც ზანზალაკი აყვირდება და შენ უნდა მიატოვო თბილი ლოგინი და სარბენად გაეშურო, სწორედ ასეთ გარდამტეხ მომენტებში   გენიალური აზრები: სირბილი- პირველ რიცხვში.

პირველი რიცხვი:
ყველაზე საშინელი, მოცემულ პირობაში არის ის რომ დგება დღე როდესაც გიწევს პირობის შესრულებაზე ფიქრი, პირობის შესასრულებლად გაღვიძებისთანავე   ცივი შხაპი, ვერ წარმოიდგენთ როგორი შეგრძნებაა  ზამთარში არაბუნებრივად(თუ ბუნებრივად) ცივი  წყალი, დაახლოებით იმას ჩამოჰგავს,  17 საათიანი მოსმენა  ჩემი მეგობარი ანრი მელექსეძის(სახელი-გვარი შეცვლილია) ლექსების, სწორედ ციხი წყლის ზემოქმედების ბრალია ალბათ ის გენიალური იდეა: სირბილს ვიწყებ ორშაბათს პირველ რიცხვში.

ორშაბათი, პირველი რიცხვი:
გულის სიღრმეში ყოველთვის გაქვს იმედი რომ ეს დღე არ დადგება, ალბათობა ხომ არც ისე მაღალია მაგრამ როდესაც დგები ფაქტის წინაშე, ტირილი, ვაება და გოდება არ გიშველის,  გაკოტრებული ბურჟუას სახით გასული აივანზე ვხდები  ჭეშმარიტებას, ”ვის ვატყუებ”. არაფერია იმაზე უფრო საამური ვიდრე დილით ძილი. ამიტომაც სჯობს ნაკლები ვჭამო ვიდრე დილით ძილი მოვიკლო.

ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ რატომ ვზეიმობ ამ ყველაფერს 13 აპრილს დღემდე ვერ გამიგია… უბრალოდ 13 აპრილი აღმოჩნდა ის დღე როდესაც ეს ყველაფერი გამახსენდა.